გავაგრძელებ თხრობას...
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, გამოჩნდა თინათინის სოფელი იუხო, რომლის სურათიც გოოგნამ დადო ზემოთ. იმდენად ლამაზად მოგვეჩვენა, რომ სურათების გადაღებას 20 წუთი დავახარჯეთ. პირდაპირ ვაპირებდით აჭრას, მაგრამ თინათინმა გზას მივყვეთო და მოვუარეთ სოფელს.
სოფელში ზემოთ ნაჩვენები კოშკის გარდა შემორჩენილია სასაფლაოზე მდგარი ეკლესიაა შემორჩენილი, ასევე საგვარეულო კოშკი, რომელზეც იმ გვარის ხალხი იყო შეკრებილი და რამოდენიმე ნაკოშკარ-ნასახლარი.
თინათინი, ჯაბა, ვოვა და ლამა თინათინის სახლისკენ გაემართნენ, მე და ნატალია სასაფლაოს ეკლესიასთან "ჩავრჩით". მალე დავეწიეთ. ადგილობრივმა ბებიებმა უკვე სკოლაც დაიხურაო - ახალგაზრდები აღარ არიან და მოხუცებს კიდევ სწავლა აღარ გვინდაო

გაგვეხუმრნენ... 6 კომლიაო დარჩენილი სოფელშიო.
თინათინმა თავისიანები გაგვაცნო. ბ-ნმა ტარიელმა (ტომასთან ერთად რომაა გადაღებული სურათზე) იმ კუთხის ისტორიის მოყოლა დაგვიწყო. ლამა მისი ბიბლიოთეკით იყო აღფრთოვანებული. მე რაც მართლა აღმაფრთოვანა, სახლის მოწყობა იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მთის ასეთ სოფელში თანამედროვედ მოწყობილ სახლს შევხვდებოდი თავისი უნიტაზებით, საშხაპეთი, კალონკით (რა ქვია ქართულად მაგას), გაზქურით და მთელი ამბებით. ბ-ნი ტარიელი და თინათინი თავიანთ მხატვრობას გვიჩვენებდნენ... ვინმემ გადაიღო მაგენი? ბიჭები კი დურბინდით გავერთეთ, ლომისი თვალწინ იყო გადაშლილი. მეზობელი სოფლის კოშკები და ცეცხლის კოშკი თვალწინ გვედგნენ, იქვე მოცანდა გუდაურის სათხილამურო ტრასის საბაგიროს ანძებიც. ერთი მთის არბენა (2 საათი დასჭირდებაო) და უკვე იქ იქნებოდი კაცი.
დამავიწყდა მეთქვა. დაახლოებით მაშინ როდესაც ქვედა ჩანჩქერს გამოვცდით, თომა და გოგონა გამოვიდნენ ხაზზე და მობილურით ვკარნახობდით როგორ დაგვწეოდნენ. სახლში მისულებმა დავიცადეთ და გოგონა თავისი გუნდით და ნივით პირდაპირ მოგვადგნენ.