სუფრა გაიშალა ისეთიიიი

. ეს დამშეული ხალხი შევესიეთ კუბდარს, გებჟალიას, ჭვიშტარს და სხვა სვანულ და ქართულ ტრადიციულ კერძებს. ჰოო, ჯიხვის მწვადები კინაღამ დამავიწყდა

, სულხანმა გოგოების ნაწილს (ვინც ანკესზე წამოეგო

) ცრემლები აღვარღვარებინა იმ ჯიხვის ისტორიის მოყოლისას, რომელიც თურმე პატარაობისას დაუჭერია მთაში და მერე ოჯახში გაუზრდია და ახლა ჩვენს საპატივცემულოდ დაუკლავს

წითელი ბაბთების ისტორიის არ იყოს, რომელიც ჯერ კიდევ მოსაყოლი მაქვს

, ამაშიც ავყევი ბიჭებს, თუმცა ძალიან კარგად მივხვდი, რომ ჯიხვის მწვადები საეჭვოდ წააგავდა ხბოს მწვადებს.
ახლა წითელი ბაფთების ისტორიის მოყოლის დროც დადგა
სვანეთისკენ ხანგრძლივი მოგზაურობისას, ჩვენი მეგზური, ლამა, გვიყვებოდა ამ მხარის ტრადიციების შესახებ. ჰოდა ერთ ტრადიციაზე გაამახვილა ყურადღება. გვეუბნება, სვანეთში ვაჟს თუ ქალი მოეწონება, ღამით ჩუმად შეიპარება მის საწოლ ოთახში და წითელ ბაბთას შეაბამს მარჯვნა ფეხის ნეკა თითზეო (აი აქ კი გადაამლაშა ცოტა

). ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვა გოგოებში, ყველა შეშფოთდა, რაღაც პოტენციური საპატარძლოს პერსპექტივით ვერ მოიხიბლნენ, განსაკუთრებით კოლხ გოგოს შეეტყო ანერვიულება და მე მაშინვე მივხვდი რომ ლამას თავში მზაკვრული გეგმა მწიფდებოდა და მსხვერპლად სწორედ კოლხ გოგოს მოუწევდა ყოფნა, თავიდან ავყევი, მაგრამ მერე რომ წარმოვიდგინე, რუსას სახე, დილით ნეკა თითზე წითელბაბთაშებმული რომ გაიღვიძებდა, შემეცოდა და შეთქმულებიდან თავი შორს დავიჭირე. სულხანთან რომ მივედით, სუფრაზე გოგოებმა ახსენეს ეს ტრადიცია. სულხანიც მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და, რა თქმა უნდა, ისიც აყვა ლამას, მე კი ცოლიანი ვარ მაგრამ უცოლო ბიჭებს რა გამოლევს სამეზობლოშიო

. მოკლედ, დარწმუნებული ვარ, სამი დღის განმავლობაში გოგოები დილით პირველად საკუთარი მარჯვენა ფეხის ნეკა თითს ამოწმებდნენ

. მოკლედ, სამი დღის განმავლობაში მაგრად ვხალისობდით ამ თემაზე.