თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by MIRANDA » 11 სექ 2008, 18:05

აუ აუ აუ აუ აუ აუ აუ აუ აუ აუ

ყველა თითი დავიჭამე უკვე.....

რა ბედნიერები ხართ, რომ ეს ყველაფერი თქვენი თვალით ნახეთ, საკუთარი ფეხით შემოიარეთ და შეიგრძენით და განიცადეთ...

Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by konstantine » 11 სექ 2008, 18:49

Image


ეს პაწია ვაჟკაცი როგორ ატარებდა ცხენს აი ეგ იყო მთავარი სანახაობა....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by guruli » 11 სექ 2008, 22:37

Mta Mkvarebia wrote:ვაგრძელებ რეპორტაჟს:


შემდეგ ჩანჩქერთან შევისვენეთ და, გაგიკვირდებათ და, სურათებიც გადავიღეთ ;) ]
რადგან თქვენ სახელებს არ აწერთ, მე დავაწერ - ეგ ჩანჩქერი კერეს ხევია. ულამაზესი ადგილია.

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by marita 777 » 11 სექ 2008, 23:41

ეს პაწია ცხენს ატარებდა? :shock: საღოლ რა მაგას...გენაცვალე შენ :roll:
amindi moqmedebs

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by konstantine » 11 სექ 2008, 23:48

ეს პაწია ცხენს ატარებდა? :shock: საღოლ რა მაგას...გენაცვალე შენ :roll:

ბავშვს ცხენის დანახვაზე სახე უნათდებოდა, ეს უბრალოდ უნდა გენახა....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by marita 777 » 12 სექ 2008, 00:01

konstantine

ეჰ, ამ რეპორტაჟს რომ ვკითხულობ, ვხვდები ბევრი რამე უნდა მენახა, მაგრამ ყველაფერი წინ მაქვს :ოპტიმისტური ღიმილი:

:)
amindi moqmedebs

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by konstantine » 12 სექ 2008, 00:06

marita 777

რათქმაუნდა, რათქმაუნდა
:) :) :)
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 12 სექ 2008, 12:23

ვაგრძელებ რეპორტაჟს:

არ ვიცი ჩვენმა დანთებულმა სანელმა უშველა თუ რა იყო, მაგრამ ცოტა ხანში ღრუბლები გადაიყარა და ცა გამოჩნდა. გავიქეცით კვლავ ფოტოების გადასაღებად.

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 12 სექ 2008, 12:25

რუსას, იგივე კოლხი გოგოს, სურათი რომ დავდე ცხენზე გადაღებული, დამავიწყდა დამეწერა, რომ ეს მისი მეორე ოცნება იყო. ნახეთ რა ბედნიერია, რომ ეს ოცნებაც აისრულა ;)
Image

ოცნების რა გითხრათ მაგრამ ერთი ფოტო მეც გადავიღე ;)
Image


konstantine
marita 777

მაგრამ აბა რომელი მხედარი შეედრებოდა ამ პატარას ნეტა? აშკარად მომავალი ჩემპიონი იზრდება ;)

Image

აქ "აჩუ"-ს მაგვარ რაღაცას ამბობს. უნაგირს როგორ ექაჩებოდა უნდა გენახათ :)

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 12 სექ 2008, 12:49, edited 2 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 12 სექ 2008, 12:26

ჰო, დამავიწყდა დამეწერა, წინა დღეს კავკასიკამ შეგვატყობინა რომ თანამშრომლებთან ერთად თუშეთში მოდიოდა მეორე დღეს :) ბორჩაშვილის ძმადნაფიცთან სტუმრობისას გავიგეთ რომ გიო უკვე თუშეთში იყო და კესელოს კოშკებს ათვალიერებდნენ. გელა და პაატა ეხვეწნენ მასპინძელს, სტუმრები გვყავს, დროზე გაგვიშვითო, მაგრამ სტუმარ-მასპინძლის ჭიდილი გაშვება-არ გაშვებაზე 2 საათს მაინც გაგრძელდა.

Image

უკანა გზაზე ომალოსკენ

Image

ჯგუფური ფოტო, თუმცა კახას გარეშე, მან გადაგვიღო:

Image

ქოლგა რად გვინდოდა?
Image

ტრადიციული ფოტო ხომ უნდა გადამეღო? ;)

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 12 სექ 2008, 12:27

მერე გავუარეთ კავკასიკას. კარვული შეხვედრა იყო თუშეთში ;)
აი აქ გაცხადდა კოლხი გოგოს მესამე ოცნება ნუგზარ იდოიძე რომ დაინახა (მანამდე მთელი გზა თუშეთის დაცული ტერიტორიების შესახებ კითხულობდა ბუკლეტს და მაშინ გაუჩნდა მისი გაცნობის და მასთან საუბრის სურვილი), მაგრამ ეს ოცნება აუხდენელი დარჩა, არ ეცალა ბატონ ნუგზარს ჩვენთვის.

აქედან დაცული ტერიტორიების მშენებარე ადმინისტრაციისკენ გავემართეთ.
აქ იყო გოგოების ცხენებში გადაცვლის მცდელობა, მაგრამ არ გაუმართლათ ბიჭებს, მშენებარე თავლები ცარიელი დახვდათ ;)

ადმინისტრაციის შენობა ძალიან მოგვეწონა, ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ ეტყობა რომ ზალიან საინტერესო და კეთილმოწყობილი რაღ აც გამოვა.

Image

Image

Image

ადმინისტრაციის შენობაში გამოფენილ ფოტოებს შორის გოგას ფოტოც ვიცანით და ძალიან გაგვიხარდა :)

Image


Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by konstantine » 12 სექ 2008, 14:40

მაგრამ აბა რომელი მხედარი შეედრებოდა ამ პატარას ნეტა? აშკარად მომავალი ჩემპიონი იზრდება ;)

Image




ზუსტადაც,
თურმე სურათის გადაღებაც მოგისწრია.....

რას მიაჭენებს...
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by guruli » 12 სექ 2008, 15:30

რა გვარი იყო ეგ პატარა მხედარი? ძალიან საყვარელი ბავშვია.
თუშების ცხენისადმი სიყვარული ფანატიზმამდე მიდის. მთლად ეგრე ჩვილები არა, მაგრამ მინახავს პატარა ბავშვები, რომლებიც არ ჭამდნენ, არ სვამდნენ, ყოველგვარ სათამაშოზე უარს იტყოდნენ, ოღონდ ცხენზე დაგეჯინა. მათ შორის - გოგოებიც.
და დართლოს ეკლესიაში ქალების შესვლა იმად არ შაიძლებ, რომ სალოცავზეა ნაშენ. :P :P თორემ სხვა ეკლესიებში - ნაციხარში, ილიურთაში, შენაქოში შედი, რამდენიც გინდა.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 12 სექ 2008, 16:25

ბანაკში დაბრუნებულებს უსიამოვნო ამბავი დაგვხვდა, თურმე დართლოსგან განსხვავებით, ომალოში კოკისპირული წვიმა წამოსულა, კახას ბავშვების კარავში ჩასულა და ყველაფერი დაუსველებია. ჩვენმა მასპინძელმა, ბატონმა ვაჟამ შემოგვთავაზე ბავშვებს და გოგოებს სასტუმროში გაეთენებინათ ღამე, გოგოების ნაწილი, ვისაც თბილი საძილე არ ჰქონდა, დათანხმდა, ნაწილი კი კვლავ კარვებში დავრჩით. მანამდე კი ვახშამზე მიგვიწვია ბატონმა ვაჟამ. ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა ტრაგიკული ცხოვრების ისტორიით :(. სტუდენტობისას კისერში დაუჭრიათ და კარგა ხანს სავარძელს იყო მიჯაჭვული თურმე, მერე ამ ჭრილობის და ანტიბიოტიკ გენტამიცინის გადაჭარბებული მიღების გამო სმენა დაკარგა ;(. ძალიან კეთილშობილი და სტუმართმოყვარე ადამიანია ყველა აღგვაფრთოვანა. აი ისიც სუფრის თავში:

Image

იმ საღამოს სტუმრად კავკასიკა გვყავდა :)

Image

Image

Image

Image

Image

ფოტოები დავათვალიერეთ. მასპინძლის ძმიშვილის 2 ფოტო ძალიან მომწონა, სურათი გადავუღე და აქ მინდა დავდო. ბავშვები ლამის მართლა ცხენის ხურგზე იბადებიან თუშეთში:

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 12 სექ 2008, 16:28

ღამით ისეთი ნისლი იყო, კარვებამდე ძლივს მივაღწიეთ, საკმაოდ ციოდა. დილით 7 საათი არ იყო ჯერ. რომ გავიღვიძეთ და თვალწინ ისეთი სილამაზე გადაიშალა, ენა ჩამივარდა. დაბლა ხეობაში ნისლის ტბა მოჩანდა, ახლადამოსული მზის სხივები რომ ნელ-ნელა აშრობდა. კი შემამზადა ერთმა ადამიანმა ამ სილამაზისთვის - დილით ადრე ადექი ნისლიან ომალოზე ხედების სანახავადო, მაგრამ მაინც სიურპრიზი იყო ეს ყველაფერი :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]