ხადას ხეობა - 7.09.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 09 სექ 2008, 22:33

გამოვეფინეთ მიკროავტობუსიდან და ელგუჯას ციხეს შორიდან ვზვერავდით.

Image

ციხის ქვემოთ ტყის ზოლი იყო და ბილიკები არ ჩანდა.
ბევრი აღარ მიძებნია და პირველივე უტყეო აღმართს ავუყევი.
რამდენიმე მომყვა, უმეტესმა ნაწილმა ცოტა მოშორებით დაიწყო ასვლა.

Image

მალე მივხვდი რომ კარგი გზა ვერ შევარჩიე, მაგრამ უკან დაბრუნება აღარ მინდოდა.
თან გოგონები მომყვებოდნენ უკან და თავს ხომ არ შევირცხვენდი :P.

ავდიოდი და თან ცოტ-ცოტას ვეხმარებოდი.

ერთ მომენტში საკმაოდ რთული მონაკვეთი შეგვხვდა და კიკის დახმარებისას, დავსრიალდი და კიკიც ქვემოთ ჩავიტანე :oops: .
საბედნიეროდ, არაფერი არ გვიტკენია :).
შემდეგ ტყეში შევიდა ბილიკი და იქ აღარ გაგვჭირვებია.
თავისუფლად შეიძლებოდა ფესვებზე და ტოტებზე მოჭიდება.
რთულ ადგილებში თამაზი და ზურა_ნ იდგნენ და ეხმარებოდნენ გოგონებს.

ციხესთან რომ ავედი, ცოტა გამიკვირდა... ელგუჯას ციხე ქვემოდან პატარა მოჩანდა. მეგონა მაქსიმუმ 2-3 მეტრი იქნებოდა სიმაღლეში და 6-7 სიგრძეში.
დადეს უკვე სურათები და აღარ დავდებ გარეთა ხედს.

ჩემს წინ კი 20-25 მეტრამდე სიგრძის და 9-10 მეტრი სიმაღლის კედელი აღიმართა, რომელიც კლდეში ბუნებრივად გამოკვეთილ გამოქვაბულს (ასე ეძახიან, თორე დიდად არ ჰგავდა) ფარავდა.
შესასვლელი გვერდიდან იყო.

უმეტესობა უკვე შესულიყო, ათვალიერებდნენ.

Image

შიგნით სივიწროვე იყო.
ჩემი აზრით, საკმაოდ მოუხერხებელი ინტერიერი ჰქონდა.
ძალიან მაინტერესებს რა ხდებოდა ამ ციხეში ძველად :).
ნეტა მხოლოდ თავის შესაფარებლად იყენებდნენ?
ისე ერთი 50 ადამიანი კი დაეტეოდა ალბათ... მეტიც (თუ ვცდები?).

ციხეს მეორე ბოლოში, შედარებით დაბალი კედელი ჰქონდა. ზემოთ თავისუფალი სივრცით.
ადვილი შესაძლებელია, თავიდან იქიდან იყო შემოსასვლელი.

რამდენიმე კარაველი ზედ აბობღებულიყო და გარემოს ათვალიერებდნენ.

Image

სხვები კი ქვემოთ იდგნენ და მათ ჩამოსვლას ელოდებოდნენ, რომ თავადაც ასულიყვნენ.

Image

შენიშვნა:
იქ ყოფნისას კინაღამ ცუდი რაღაც შეგვემთხვა.
ზემოდან დიდი ქვა ჩამოვარდა და ქვემოთ მდგომ გოგონებს სულ ცოტათი ასცდა.
ასე, რომ გაითვალისწინეთ, ზემოთ ასვლისას ფრთხილად იყავით.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 09 სექ 2008, 22:35

Image

Image

ამ ფოტოში წესით ხედიც უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ისეთი სივიწროვე იყო, მხოლოდ ბნელი სახეები გამოვიდა.
ფოტოშოპში ცოტა გავანათე.

Image

თვალიერებით რომ გული ვიჯერეთ, კეშის ძებნა დავიწყეთ (უფრო სწორად, დაიწყეს, მეც ზემოთ ვიყავი აბობღებული).
ვიცოდით, რომ ციცინოს ქვეშ უნდა გვეძებნა. ბევრნი კი ვიყავით, მაგრამ მაინც გაგვიჭირდა. ამხელა კედელში ციცინოს სახელიანი ქვის მოძებნა არ გინდოდა :)?
ახლა დროებს ვუყურებ ფოტოებზე და ჩემი შესვლიდან 15 წუთშია ნაპოვნი კეში. 15 წუთი მართლა არ გვიძებნია, მაგრამ რაღაც დრო მაინც დაგვჭირდა.

კეში ნაპოვნია :)

Image

საქმეში ლამა ჩაერთო. ამოწმებს, ყალბი ხომ არ არის :D.

Image

სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ და ჩვენი სია ჩავდეთ კეშში :)

მირანდამ მგონი რაღაცეები მიაწერა.
იმედია დაწერს, რომ მოვა :).

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 09 სექ 2008, 22:48

აი ჩემი სურათების ბმულიც.

ნუ დამძრახავთ, არც მე ვარ კმაყოფილი ჩემი ფოტოებით :(.

http://allshares.ge/download.php?id=A4E9585816

პაროლი: jiguli

რატომ jiguli? რა ვიცი, მარიტას ჰკითხეთ :D.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by pataputina » 09 სექ 2008, 23:24

მმმ


ვერ გადმოვიწერე

კი არა და

გადმოვიწერე

და

არ გახსნა





ჭირი იქა, ლხინი აქა?........ :roll:


მმმ


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 09 სექ 2008, 23:39

pataputina
ახლიდან რომ სცადო?
500 მბ-მდეა და თუ მალე გადმოწერა, ე.ი. რაღაც პრობლემაა.





ციხიდან ნელ-ნელა ნაწილ-ნაწილ დავეშვით.

გზად რამდენიმე თხილი მოვგლიჯე და გავტეხე. უკვე ჰქონდა გული და დრო რომ გვქონოდა, შეიძლებოდა დაკრეფა.

რომ ჩავედი, კარაველები დაფანტულები დამხვდნენ. ზოგი მიკროავტობუსებთან იდგა და ცეხეს შესცქეროდა, ზოგი მდინარესთან იყო გასული და გრილდებოდა.

სანამ ყველა მოვგროვდებოდით, დრო გვქონდა საკმარისი და მფრინავი თეფშის ასაღებად ვაპირებდი შესვლას მიკროავტობუსში, რომ უცებ მწვანე, გიგანტური კალია შევნიშნე კარებთან (არ ვიცი მე შევნიშნე თუ ვინმემ დამანახა).

ორი კადრი გადავუღე. სხვაგან სადმე რომ მჯდარიყო, არ მოვეშვებოდი, მაგრამ მიკროავტობუსის ფონზე, დიდი ვერაფერი ფოტოები გამოვიდოდა :)

ნეტა, ეს ხმალივით რაღაც რომ აქვს კუდის ნაცვლად, თუ იყენებს რამეში?!
ან როგორ იყენებს?

Image

მფრინავი თეფში გამოვაჩინე და თამაშის მსურველებიც გამოჩნდნენ.
ამ თამაშისთვის საკადრისი ფართი არ გვქონდა და კინაღამ თავ-პირი წავიმტვიე, მაგრამ ცოტა ხო მაინც გავერთეთ.

შუა თამაშში, ნაიას მესიჯი მოვიდა, ჩვენი ამბავი აინტერესებდა :).

12 საათისთვის ყველანი ჩამოვიდნენ.
მდინარედანაც ძლივს გამოვიხმეთ ჩვენები და ჩავსხედით მანქანებში.

ამჯერად ვანსკიმ იყოჩაღა და ლამა ჩვენს მიკროავტობუსში გადმოვსვით. მას ბონუსად გურულიც მოჰყვა :D.
თითქოს სიმღერას აპირებდნენ, მაგრამ მერე გადაიფიქრეს.
Last edited by Int3lig3nt on 10 სექ 2008, 00:07, edited 1 time in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 10 სექ 2008, 00:04

შემდეგი გაჩერება მჟავე წყლები იყო, რომელიც ელგუჯას ციხედან 5 წუთის სავალზეა მანქანით.

ამ ზაფხულს ვიყავით რამდენიმე ადამიანი ხადას ხეობაში ორი დღით, მაგრამ სულ წვიმდა და ნორმალურად ვერ ვნახეთ ვერაფერი.
ჰოდა რას მოვაყოლე ახლა ეს... იმ ლაშქრობაში, მეორე დღეს გამოვიარეთ ფეხით ეს ადგილები.
იმდენად ვიყავით წვიმისგან შეწუხებულები, რომ არც მჟავე წყალი დაგვილევია და ვერც ელგუჯას ციხე ვერ შევნიშნეთ...
მართალია ჩვენი ნებით არ შემოგვიტოვებია, მაგრამ კარგია ლაშქრობაში რაღაცას რომ შემოიტოვებ მომავლისთვის :).

მჟავე წყალი ბეტონის დახურული აუზიდან გამოდიოდა, მწვანე მინდორს ჟანგისფერ დაკლაკნილ ხაზად კვეთდა და რამდენიმე ათეულ მეტრში მდინარეს უერთდებოდა.

Image

ახლა ვფიქრობ, კარგი იქნებოდა გადამეღო, როგორ შედის ეს მჟავე წყალი მდინარეში, ქვების ნაწილი რომ იქნებოდა შეფერილი და ნაწილი არა.
სამწუხაროდ როცა ბევრი ხალხია და რაღაცაზე ან ვიღაცაზე მაქვს ყურადღება მისაქცევი, ფოტოების გადაღება სულ აღარ მახსენდება ხოლმე.
ან ისე არ მახსენდება, როგორც საჭიროა :(.
ვეძებ და არც მჟავე წყლის დინების ფსკერი არ მქონია გადაღებული :(.

ჩემი პლუსი, თამუ
უკანა პლანზე თამაზი მიხვდა, საიდან ახსოვს ლამა.
ქიზიყში (სწორად მახსოვს?) ისრები ისროლა და მერე ლექსი თქვაო :).

Image

წყალთან დეგუსტატორთა რიგი იდგა

Image

მარიტამ, არ ვიცი რამდენი, მარა ზოგმა 2-3 ჭიქა დალია :).
მე ერთი ყლუპი მოვსვი მხოლოდ, დიდი მოყვარული არც ბორჯომისა არ ვარ.

ანი ფიქრობს, დილით მაინც მოვსულიყავი და რიგი დამეკავებინაო

Image

ვისაც რიგში დგომა არ უნდოდათ, მოშორებით დასხდნენ და ტერიტორიის დაცარიელებას ელოდებიან.

თეო ურიგოდ არ გაუშვეს და ლამა ამშვიდებს

Image

წყლებთან 10-15 წუთი გავჩერდით.

წამოსვლისას ეს კლდე გადავიღე, რომელიც მართლა ჰგავს ლომის თავს და რომელიც ამ ზაფხულს ვერ შევნიშნე.

Image

მეტი დრო აღარ იყო, გზა უნდა გაგვეგრძელებინა.
ჩავსხედით ისევ მიკროავტობუსებში და თურმე სულ ტყუილად.
სულ რაღაც ორმოცდაათ მეტრში, უკვე ჩანგრეული ხიდი იყო.
Last edited by Int3lig3nt on 10 სექ 2008, 00:58, edited 1 time in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 10 სექ 2008, 00:53

თუმცა რა ჩანგრეული... ძველი ხიდიდან არაფერი აღარ იყო დარჩენილი.
ხის მორებიანი ხიდი იყო გადებული და ეგეც თავის თავს ძლივსღა იჭერდა.
ზაფხულში ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო.

Image

გადავედით ხიდზე და აქ იწყებოდა ტანჯვა.
კაი დიდი მანძილი, სქელი ტალახის ზელვა მოგვიწევდა...
ეს მიწა მდინარემ ჩამოიტანა და ზაფხულშიც კი ვნახეთ, ოღონდ მაშინ ცხელოდა და დამშრალი იყო.

Image

ბევრი ჩვენგანის ფეხსაცმელი აი ასე გამოიყურებოდა.

Image

თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც ოდნავადაც არ დაუსვრიათ ფეხსაცმელი :).

მშურს ასეთი ხალხის :D.
ფეხსაცმელს რა უჭირს, ისეთი ბატიფეხური (თუ ეს მხოლოდ წერაზე ითქმის?) სიარული ვიცი, შარვლის ტოტებსაც კი ვისვრი კოჭებს ზემოთ.

ერთი ის მახარებდა იმ მომენტში, რომ საცაა ჩანჩქერი უნდა გამოჩენილიყო.
გავხედე და ვინ შეჭამა ჩანჩქერი? მზემ შეჭამა ჩანჩქერი.
ჩანჩქერი დამშრალიყო და წვრილადღა მოწანწკარებდა საცოდავად :(.

არადა ისეთი მივახარე ჩვენებს, ახლა ჩანჩქერი გამოჩნდებაო...

ახლა ვეძებდი და სურათიც კი არ გადამიღია, ისეთი იმედგაცრუებული ვიყავი.
მეზარება თორე ზაფხულის ფოტოს ამოვქექავდი.

აი ამიგოს ფოტოებში ვნახე და დავდებ.
მჯერა, წინააღმდეგი არ იქნება :).

Image

ხალხის ნაწილი წინ იყო წასული და გავძახე, გაჩერებულიყვნენ.

მართალია, როცა ბევრი ხალხია, ძნელია ყველამ ერთი ტემპით იაროს, მაგრამ ჯგუფებს შორის დიდი მანძილები ძალიან არ მომწონს.

არ მომწონს ისიც, რომ ორი მიკროავტობუსით ვიმგზავრეთ :(.
კარგი იქნებოდა, ყველა ერთად ვყოფილიყავით და ერთად გვემხიარულა.

როგორღაც მოვგროვდით და დავიძარით, მაგრამ მაინც დავიფანტეთ.

ყოჩაღი გოგონები - თეო და ნინი მოკლე გზებს ეძებდნენ, რომ მალე ასულიყვნენ.
გურულიც კაი ტემპით დადის თურმე:).

აღმართები იყო, მაგრამ რთული არა.
ნორმალურად მოსიარულე ადამიანი, უპრობლემოდ აივლიდა.
სამოკლეები შედარებით რთული იყო, მაგრამ ბევრ დროს იგებდი სამაგიეროდ.

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by MIRANDA » 10 სექ 2008, 01:28

Int3lig3nt wrote:თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც ოდნავადაც არ დაუსვრიათ ფეხსაცმელი :).
მაგალითად, მე :D

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by nataliko-nataliko » 10 სექ 2008, 08:16

:wink:

Int3lig3nt

მაგარი ფოტოებია. ხომ იცი როგორ მინდოდა წამოსვლა?! :roll:
все к лучшему

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by ZVIOSULI » 10 სექ 2008, 10:48

Int3lig3nt wrote:

შენიშვნა:
იქ ყოფნისას კინაღამ ცუდი რაღაც შეგვემთხვა.
ზემოდან დიდი ქვა ჩამოვარდა და ქვემოთ მდგომ გოგონებს სულ ცოტათი ასცდა.
ასე, რომ გაითვალისწინეთ, ზემოთ ასვლისას ფრთხილად იყავით.
ჩამოვარდა არა, ზვიომ ძრომიიალი მოინდომა და ერთერტ 7 კილოან ქვას ფეხი რომ დაააადგა.... საღოლ გოგოების რექციას, ის 1 ნაბიჯი რომ არ გადაედგათ .... აშკარად სიკვდილს გადაურჩნენ ან რაიმე მსგავსს

ასე, რომ რამდენჯერ გითხარით, ცემნაირი დაცენტრილები ნუ დაგყავთ სადაც ბევრი ხალხია....

ჩემს გარშემო ადამიანთა რაოდენობის ზრდის პროპორციულად იზრდება მათი ფქიქოლოგიური ფიზიკური მოშლილობის ალბათობა


:mrgreen:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by guruli » 10 სექ 2008, 12:22

Int3lig3nt
ქიზიყში (სწორად მახსოვს?) ისრები ისროლა და მერე ლექსი თქვაო
ქიზიყში არ, ეგ ლავანში იყო - ზეზვაობაზე.
ჰოდა, ჩვენი მძღოლები მეც მომეწონნენ და სიაში მათ დამატებას მეც ვემხრობი.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 10 სექ 2008, 12:42

guruli
ქიზიყში არ, ეგ ლავანში იყო - ზეზვაობაზე.
ჰო, ეგაა, მე ვერ დავიმახსოვრე სწორად :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by lama » 10 სექ 2008, 12:44

Int3lig3nt wrote:guruli
ქიზიყში არ, ეგ ლავანში იყო - ზეზვაობაზე.
ჰო, ეგაა, მე ვერ დავიმახსოვრე სწორად :).
ლავანში

არა

ალბათ

ალვანში ხომ?
:roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 10 სექ 2008, 12:47

lama
ლავანში

არა

ალბათ

ალვანში ხომ?
ჰო რა :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Naia » 10 სექ 2008, 13:50

Int3lig3nt
შარშან ჩვენც სექტემბრის დასაწყისში ვიყავით ხადაში და ეგ ჩანჩქერი ჩვენც დამშრალი დაგვხვდა :(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]