კახაბერ, მოდი, ნელ-ნელა მარშრუტიც დავხვეწოთ და დავწეროთ, სად რას ვნახავთ.
თბილისი - ზემო სვანეთი - ქვემო სვანეთი - ლეჩხუმი - თბილისი
დღე 1
თბილისიდან ეცერში ჩასვლა... ქურაშში ღამის გათენება.
ეცერის და ქურაშის ეკლესიების ნახვა, ქურაშის ოთხთავი.
ღამის გათენება ლამას ბიძIს ოჯახში.
დღე 2
ქურაშიდან მეზერის მთაზე ასვლა 2200 მეტრზე და ბეჩოში გადასვლა - ღამის გათენება ბეჩოში.
მეზურის ტბა და მეზურის მთავარანგელოზის ტაძრის ნახვა.
დღე 3
ბეჩო-ლატალი-ლენჯერი-მესტია - ღამის გათენება მესტიაში.
ლატალისა და ლენჯერის ტაძრების ნახვა.
დღე 4
მესტია - ღამის გათენება მესტიაში.
ქორულდის ტბები 2700 მეტრზე.
დღე 5-6-7
უშგულში წასვლა ფეხით - დაახლოებით 50 კილომეტრი.
ამ გზაზე
უნდა ვნახოთ ხალდე და ადიში. ხალდეში სოფელ კალადან მოვხვდებით... სულ 4 კილომეტრია კალადან ხალდემდე (ლამას მონაცემი), ხოლო ადიშში კი ჩვენ სოფელ იფარიდან უნდა ავიდეთ, საიდანაც 7 კილომეტრია (ლამას მონაცემი).
იფარის ეკკლესია და ხალდეში დაწვენილი კოშკები უნდა ვნახოთ, ხოლო ადიშში კი ულამაზესი მთები ეკლესია და სოფელი თავისი კოშკებით.
დღე 8-9-10
უშგულიდან ლენტეხში გადასვლა ფეხით - 70 კილომეტრი
კონკრეტულად, მარშრუტის ამ მონაკვეთში 15 კილომეტრი იქნება რთული, ანუ მანამდე სანამ ჩვენ 2623 მეტრიან ზაგარის უღელტეხილს არ გადავალთ...
ზაგარის უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩვენ დავუყვებით მდ. ქორულდის ხეობას და ჩავალთ ლენტეხის რაიონის სოფელ ქორულდაშში ("ქორ" სვანურად სახლს ნიშნავს).
შემდგომ ჩავალთ სოფელ ცანაში, რომელიც სოფელ ქორულდაშიდან სულ რაღაც 4 კილომეტრში მდებარეობს, ასევე სოფელ ცანასთან უერთდება ორი ულამაზესი მდინარის ხეობები ესენია ნეშარისწყალი და აწ უკვე ნახსენები მდინარე ქორულდი.
შემდგომ გადავალთ ხიდს და აღმოვჩნდებით მდინარე ცხენისწყლის ხეობაში და ჩავალთ სოფელ ლაგურკაში, მერე ჩავალთ სოფელ მახაშიში, მერე - სოფ. მელეში, მერე ჩიხარეშში, მერე - ლემაზგორში, მერე, ჟახუნდერსა და მებეციში, მერე სასაშში და მერე კი ლენტეხში
დღე 11-12
ქვემო სვანეთი - ლენტეხი.
(აქაურობა დასაგეგმია)
დღე 13-14
ქვემო სვანეთიდან ლეჩხუმში გადასვლა ანუ ლენტეხიდან ცაგერში - დაახლოებით 40 კილომეტრი.
დღე 15-16
ცაგერი
და თბილისში წამოსვლა...
რუკა I
იწყება უშგულიდან და მთავრდება ლენტეხში (სულ 70 კილომეტრია )
