სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by guruli » 26 იან 2007, 13:22

ტრაპიზონის ახლოს არის ბერძნული სამონასტრო კომპლექსი - სუმელა, ვარძიასავით კლდეში ნაკვეთი. გაზაფხულიდან იქაც შეიძლება წასვლა 2-დღიანზე.
1დღე. პარასკევს საღამოს მატარებლით ბათუმში ჩასულები იმავე დღეს გადავდივართ სარფის საბაჟოზე და დაახლოებით სამ საათში ჩავდივართ ტრაპიზონში და პირდაპირ მივდივართ სუმელაში. საღამოს ვბრუნდებით ქალაქში, ვჩერდებით სასტუმროში და მეორე დილით ვბრუნდებით ბათუმში. იქ დღის განმავლობაში ვერთობით ქალაქში და ღამის მატარებლით მოვდივართ თბილისში.
ამაზე რას იტყვით?
P.S. ვფიქრობ კოპეინა ბევრს სასიკეთოს გვირცევს, როგორც სუმელამოვლილი.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by gobe » 26 იან 2007, 14:05

guruli,
ძალიან საინტერესო იქნება. სავარაუდოდ რამდენი შეიძლება დაჯდეს კაცი - სულ ყველანაირი ხარჯიანად?

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by Giorgi Bagrationi » 26 იან 2007, 14:06

სუმელაში თუ წახვალთ და ალბათ ტრაპიზონში (სუმელა 40 კმ.-შია) გაჩერდებით გირჩევთ ტრაპიზონის აია სოფიის ტაძრის მონახულებას რომელიც ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება (ზოგიერთი მკვლევარის აზრით მის არქიტექტურაში ქართული გავლენაც იგრძნობა). :wink:

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by Giorgi Bagrationi » 26 იან 2007, 14:11

თუ მარტო ტრაბზონის და სუმელას ნახვა გსურთ ხარჯების შემცირების მიზნით ჯობია დილაადრიან გადახვიდეთ საზღვარს პირდაპირ აია სოფია ნახოთ შემდეგ სუმელა (სუმეილა) და ღამე ისევ ბათუმში გაათიოთ.
თუ სავსე ბაკით გადახვალთ საწვავის ავსება თურქეთში არ მოგიწევთ და ღამის თევის ხარჯებსაც აცდებით.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by guruli » 26 იან 2007, 14:18

Giorgi Bagrationi, დიდი მადლობა რცევისთვის. თქვენი იმედი მქონდა და მჯეროდა, გამომეხმაურებოდით (მეორე ტემაშიც ველი თქვენს რჩევებს :wink: ).
gobe, ხარჯები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაცები მიახლოებით შეიძლება - მატარებლის ბილეთი ბათუმამდე და უკან (კუპე) - 46 ლარი (ყველაზე კარგი კუპე 1 ბილეთი 23 ლარი ღირს). საზღვარზე გადასვლა უფასოა. სარფიდან ტრაპიზონში ჩასვლა რა დაჯდება, არ ვიცი. არც ტრაპიზონიდან სუმელამდე ასვლა, მაგრამ უსაშველო არ უნდა ღირდეს. მით უფრო, ჯგუფისთვის. ტრაპიზონში სასტუმროების ფასი ახლა 3$ იწყებაო, ამას წინათ ერთმა მითხრა. :lol: ნუ სეზონზე ცოტას აიწევსო, მაგრამ რამდენით უნდა მოიმატოს? ხოფაში ჩვენ 15$-ში ვიყავით. ერთი ღამის გასათევად ძაან ნორმალური იყო და იქ დასახლებას არც ჩვენ ვაპირებთ.
კაცი დაახლოებით 150 ლარში ჩავეტევით. მე ასე ვფიქრობ და ისე შევეცდები, თურქეთში ნაცნობ ქართველებში დავადგინო დეტალები. მსნ-ში ერთ ორდუელს ვიცნობ და თუ დავიჭირე, ვკითხავ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by guruli » 26 იან 2007, 14:24

Giorgi Bagrationi wrote:თუ მარტო ტრაბზონის და სუმელას ნახვა გსურთ ხარჯების შემცირების მიზნით ჯობია დილაადრიან გადახვიდეთ საზღვარს პირდაპირ აია სოფია ნახოთ შემდეგ სუმელა (სუმეილა) და ღამე ისევ ბათუმში გაათიოთ.
თუ სავსე ბაკით გადახვალთ საწვავის ავსება თურქეთში არ მოგიწევთ და ღამის თევის ხარჯებსაც აცდებით.
ეგრეც შეიძლება, მაგრამ მე უფრო საზტრანსპორტით წასვლა ვფიქრობდი - იქ რომ გვექირავა ტრანსპორტში და ისე ავსულიყავით სუმელაზე. თუ იმ ღამესვე დავბრუნდებით ბათუმში, ალბათ, უფრო იაფი მართლაც იქნება. ტან, მტელი დღე დაგვრცება ქალაქში და სეგვიძლია, რაღაცეები იქაც ვნახოთ, ახლო-მახლო.

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by kopeina » 26 იან 2007, 21:01

guruli
სუმელასა და ტრაპიზონის აია სოფიის ტაძრის მონახულებაც შეიძლება და არა მგონია ძვირი დაჯდეს. ჩვენ ტრაპიზონში ადვილად დავიქირავეთ მარშუტკა და ისე ავედით სუმელაში..... შესაძლებელია..... მაგრამ 3 დოლარიან სასტუმროში ღამის გათევა არა მგონის კარგი იდეა იყოს!!!! მაგრამ არც ძალიან ძვირი იქნება....

მაგრამ ტრაპიზონში რომ ჩახვიდეთ და ტაო-კლარჯეთს გვერდი აუაროთ გული არ გაგისკდებათ???? მე ამას ვერ გადავიტან!!!!!

ისე ტაო-კლარჯეთის შემდეგ სოფიის ტაძარი არც ისე საინტერესო მეჩვენა!!!! სუმელას არაუშავდა მაგრამ მაინც ...... ეჰ.... ტაო..... კლარჯეთი......

ცოტა იქით რომ გაუხვიოთ და ტაოში წავიდეთ?????? :cry: ჰა..... ტაოში მინდა ძალიან?????!!!!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by guruli » 26 იან 2007, 21:33

kopeina
მაგრამ 3 დოლარიან სასტუმროში ღამის გათევა არა მგონის კარგი იდეა იყოს!!!!
3$-იანი სავარაუდოდ ვთქვი, თორემ ისე 15$-იანზე მქონდა საუბარი. ვფიქრობ, ცოტა იაფადაც იქნება, 4-5$ თუ ასე მნიშვნელოვანი ხარჯი აღმოჩნდება. :wink:
და რაც შეეხება ტაოს, ის გაცილებით რთული და მრავალდღიანია, მე კი მოკლე გასვლაზე გავაკეთე აქცენტი.
და თქვენ რამდენად დაიქირავეთ ის მარშუტკა, თუ გახსოვთ? ჩვენ არტანუჯში 100 $ ვიქირავეთ და ამფასში დოლისყანა, ხანძთა, ოპიზა და შატბედრი მოგვატარა, რაც 40 კილომეტრზე ბევრად მეტია.

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by kopeina » 26 იან 2007, 21:45

guruli
ჩვენ 120 დოლარი გამოგვართვა ტრაპზონიდან აგვიყვანა სუმელაში ჩამოგვიყვანა და აია სოფიას ტაძრამდე მიგვიყვანა......

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by guruli » 31 მაი 2007, 18:29

ამ მარშრუტზეც შეიძლება ფიქრი, რამე რომ იყოს. :wink: :wink: 2-დღიანი გამოვა.

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by meko » 31 მაი 2007, 21:33

მეც თქვენთან ვააარ :) ძალიან მაგარი იდეაააა

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by Bocho » 31 მაი 2007, 22:40

ახლა მიაბავენ და ბოლოს ბოსფორს და დარდანელს მანახებენ ესენი ხომ ვიცი... :P :P :P
Анархия Мать Порядка

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by guruli » 31 მაი 2007, 23:21

Bocho
ახლა მიაბავენ და ბოლოს ბოსფორს და დარდანელს მანახებენ ესენი ხომ ვიცი...
:lol: :lol: :lol: ამერიკაში არ გიშვებენ, პარიზში შენ ვერ მიდიხარ და ბოსფორ-დარდანელი მაინც მოვინახულოთ. :D

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by natalia » 01 ივნ 2007, 08:28

guruli
ჩემი მეგობარი იყო ეხლა ერთი დღით გადასული ტრაპიზონში, და 11 დოლარი ხირს ავტობუსი სარფიდან ტრაპიზონამდე. დილით გადავიდა და საღამოს დაბრუნდა.
ზაფხულში რომ მივდიოდი მაშინ ვიკითხე და 3 სააათი უნდა გზა + საბაჟოზე ალბად დაახლოებით 1 საათი, ამდენი არც დაგჭირდებათ.

15$ ერთი კაცი იხდიდით სასტუმროში? თუ ოთახი ღირდა ეგრე?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სუმელას მონასტერი ტრაპიზონში

Post by guruli » 01 ივნ 2007, 15:42

natalia
15$ ერთი კაცი იხდიდით სასტუმროში? თუ ოთახი ღირდა ეგრე?
არა, კაცი ღირდა 15 $ დოლარი. აი, 11 დოლარი სარფიდან პირდაპრი ტრაპიზონში ჩასვლა კი არაფერია - იაფია.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]