დევენაანთხევის გათხრები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
დევენაანთხევის გათხრები

Post by kotetbeli » 12 იან 2007, 22:10

მოხდა ისე, რომ თიანეთში აღმოვჩნდი, სოფელ დევენაანთხევში, სიონის წყალსაცავიდან 7 კილომეტრში. ხშირად ჩავდივარ ხოლმე იქ, დედულეთია და ნათესავიც ბევრი მყავს.
მთელი ჩემი ნახირობის და "წინა-კარ[ბ]ველური[/ბ]" ისტორიები ამ სოფელს და მის პატარა მთებს უკავშირდება.
სოფლის თავიდან იწყება ბილიკი "ყელებისკენ" (ასე უწოდებენ იმ მთებს), გზად შეგხვდებათ დევის წყარო და შემდეგ დევის გამოქვაბული, მთის წვერზე კი, რელიეფურად მართკუთხედია ამობურცული, რაც დიდი ხანია მოსვენებას არ მაძლევდა... სწორედ ამ მთის წვერზე ვიპოვე დუღაბიანი თიხა, რომელიც მუზეუმში არქეოლოგებმა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2500 წლით დამითარიღეს...
სხვა თიხაც მინდოდა მეპოვა იქვე და ჩიჩქნა რომ დავიწყე, მიწა ჩაინგრა პატარაზე... რაღაც ხვრელი კი გამოჩნდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
სოფელში ერთი კვირის წინ ვიყავი ქორწილში. იქაურებმა ქეიფში ახსენეს-დევის ხვრელს გაუმარჯოს, მტრის გამოუცნობ ამოცანასო...
მეორე დღეს ავედი ყელებზე და ის ხვრელი ვნახე, წავიღე წერაქვი, ფანარი და იმედი. ხვრელის ბოლო მთის თავზეა, ზუსტად იმ შენობასთან, რომლის ზემოთ ხსენებული უძველესი საძირკველიც რელიეფურადაა ამოზნექილი მიწიდან, ხოლო ხვრელის ბოლო უკვე უცნობი იყო... გავთხარე და საკმაოდ ფართო აღმოჩნდა (დაახლოებით 2 მეტრი დიამეტრის), ხვრელის (გვირაბის) ძირი სიპი ქვებით იყო გაწყობილი იდეალურად გადაბმული ქვებით. გვირაბმა, რომლის სიგრძეც ალბათ 200 მეტრს არ აღემატება, ჩამიყვანა სოფლის თავში მდებარე ტყეში... და აი, აქ მივხვდი ყველაფერს... ხშირად მსმენია მოხუცებისგან, რომ სოფელი დევენაანთხევი ცნობილი იყო მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლის და ამ ბრძოლის მოგების ამოუცნობი ტაქტიკით... დევენაანთხევამდე მიმავალი, გზადაგზა ყველასოფელამაოხრებელი მტერი დევენაანთხევში 10 მეომარს შეუკავებია და გაუტრიალებია, თანაც უბრძოლველად...
როგორც წესი, მტერი შემოდიოდა და ბანაკდებოდა ყელების მთის მოპირდაპირე საყდრიონის მთაზე. როგორც უკვე ვახსენეთ, ყელებზე, სადაც ახლა რელიეფული მართკუთხედია, იდგა (სპეციალურად მტრისთვის კარგად დასანახ ადგილას) ციხე-სიმაგრე. საბრძოლო სამზადისისას, მტერი ხედავდა თუ როგორ ამოდიოდა სოფლიდან და როგორ შედიოდა ციხე-სიმაგრეში დევენაანთხეველ მეომართა უწყვეტი ნაკადი... მიხვდით რამეს?.. :წინკ: დაუჯერებელი იყო, ამდენ მეომარს არ შეეძლო ასეთ პატარა სოფელში ეცხოვრა და ყველა მათგანი ასე იდეალურად აღჭურვილი ყოფილიყო კბილებამდე... აი, ასე ჩემო კარგებო, ციხე-სიმაგრეში შესული დევენაანთხეველი მეომრები გვირაბით კვლავ სოფლისკენ ეშვებოდნენ და მტრის დასანახად ისევ მთაზე ადიოდნენ და უკვე მრავალგზის შესულ ციხე-სიმაგრეში, კიდევ, ვინ მოსთვლის მერამდენედ, შედიოდნენ...
ამის შემხედვარე მტერი ბრძოლის გუნებაზე აღარ დგებოდა და უკვე დაპყრობილ სოფლებს ჯერდებოდა. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი სარდალი გაილაშქრებდა ისეთ არმიაზე, სადაც ყოველ მებრძოლს დისციპლინირებულად ერთნაირი და იდეალური აღჭურვილობა აქვს და რომელთა რიცხვიც დილიდან დაღამებამდე დათვლადი არაა... :წინკ:
მაპატიეთ, გუშინ გამოცდაზე კვლავ ქულები დამაკლდა და გული ხომ უნდა გადამეყოლებინა, ხოდა, ჩემებურად, ისევ არქეოლოგიურ ოცნებებში წავედი... იმედია, ოდესმე მართლა ვიპოვი იმ გამოქვაბულს-ზედ წელთაღრიცხვამდელი ნაწერ-ნაკაწრებით.
ქვა, რომელიც დაახლოებით 4 წლის წინ ყელებზე ვიპოვე, მუზეუმში მართლაც დამითარიღეს ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2500 წლით და ის რელიეფური ამობირცულიც კვლავ იქაა, სადაც წეღან ვახსენე...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
დევენაანთხევის გათხრები

Post by kopeina » 12 იან 2007, 22:26

kotetbeli
საოცარი რამ მოყევი, ასეთი რამ არ გამიგონია, ყოვლად წარმოუდგენელია, სასწაული......
ამ ხრიკმა აღმაფრთოვანა. ისე სიამოვნებით ვნახავდი ამ ადგილს.....

საოცარია......

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
დევენაანთხევის გათხრები

Post by kopeina » 12 იან 2007, 22:36

kotetbeli
ქულები რომ დაგაკლდა მეწყინა, მაგრამ გული არ გაიტეხო...... მომავალში უფრო გაგიმართლებს.....

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
დევენაანთხევის გათხრები

Post by Toma » 12 იან 2007, 23:06

ძალიან საინტერესო ისტორიაა, მაგაზეა ნათქვამი ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსაოოოოო :D

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დევენაანთხევის გათხრები

Post by Gvalva » 12 იან 2007, 23:12

kotetbeli

ხომ არ ჯობია ამათაც დაურეკო? :) ;)

User avatar
wintertime
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 01 მაი 2006, 01:48
დევენაანთხევის გათხრები

Post by wintertime » 13 იან 2007, 02:24

საოცარი და ძალიან ლამაზი ამბავია, პირველად გავიგე. . .
ნეტავ სიმართლეა? თუმცა ასეთ ისტორიებში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რეალურად მოხდა ამბავი თუ არა. . .

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დევენაანთხევის გათხრები

Post by Archil » 13 იან 2007, 14:34

kotetbeli

სურათებიც ხომ არ გაქვთ რომ დაგედოთ? უფრო საინტერესო იქნებოდა. ნაამბობმა ინტერესი გააღვივა :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
teonala
ბილიკზე მოარული
Posts: 53
Joined: 03 დეკ 2006, 22:15
Location: tbilisi
დევენაანთხევის გათხრები

Post by teonala » 14 იან 2007, 19:43

აუ შემთხვევით ეგ "ცხრაკარის" ციხე ხომ არ არის?
ადრე ვარ ნამყოფი სიონის წყალსაცავის მახლობლად რაღაც ციხის ნანგრევები იყო... მას ცხრაკარას ეძახდნენ...
ბეთლემში შობილი ყრმისაკენ მიმავალი გზა ხსნილია ყველასათვის.


http://www.flickr.com/photos/7826282@N05/

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დევენაანთხევის გათხრები

Post by guruli » 14 იან 2007, 21:50

kotetbeli, ძალიან კარგი, ისტორიისადმი "გრძნობა-პატივი" შენში ასე მძლავრად რომ ელვარებს, მაგრამ თუ კაცი ხარ, ფრთხილად იყავი მაგ გვირაბებში ძრომიალისას, ემანდ, გზა არ აგებნეს... :D მანდ დასაკარგავად ნაღდად არ მემეტები. აწი მსგავს გვირაბებში ჩასვლისას კენჭები წაიღე ხოლმე. :wink:
თავად ლეგენდა და შენი აღმოჩენები კი მართლაც საინტერესოა და მნიშვნელოვანი.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დევენაანთხევის გათხრები

Post by lama » 15 იან 2007, 16:11

kotetbeli
იდეოგრაფიული ისტორიაა :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]