ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by Kakha » 05 ნოე 2006, 23:16

დღეს ვიყავით ლარგვისში. კარველებიდან მე, მჭრელი თვალი, ლუკა 95 (ჩემი შვილები), ელისო და ელისოს ბიძაშვილი, რომელიც არაა კარველი, მაგრამ ჩვენს მრავლა თანაფორუმელზე უფრო მეტჯერ ყოფილა კარვის ლაშქორბებში. ასევე ჩემი ბიძაშილი თავისი პლიუსებით.

სასიამოვნო სიურპირზი გველოდა - ახალგორისკენ მიმავალი გზის კარგა დიდი ნაწილი ახალი დაგებულია და როგორც ჩანს, ალბათ, მომავალ წელს გზას ახალგორამდე დააგებენ. დენი აქვთ, მე თვითონ ვნახე. მოკლედ რაღაც-რაღაცეები გამოსწორდა.

ლარგივისამდე 2 საათი დაგვჭირდა ნელი სიარულით, რადგან ჩემი ბიძაშვილის მანქანაში ერთ-ერთი ბავშვი მანქანით მგზავრობას მაინცა და მაინც ვერ იტანდა და ხშირად ჩრდებოდნენ.

ახალგორში დაახლოებით საათში ავედით. იქიდან კი ლარგვისამდე დაახოებით 20 კილომეტრია. ამ ოც კილომეტრსაც პატარა მანქანით გაივლით, არსად არ გაიჭედებით და არც უსაშველოდ დიდი ორმოებია, მაგრამ თუ შესაძლებლობა გექნათ ჯობია ორხიდიანით წახვიდეთ. უბრალოდ პატარა მანქანები ცოდოა.

ახალგორს ზემოთ ჯობია გზაზე საყიდლები აღარ დაიტოვოთ და ყველაფერი ან თბილისში, ან ახლაგორამდე ანდ ახალაგორში შეიძინოთ (პროდუქტი, პური, და ა. შ.).

ლარგვისში მღვდელები ამოსულან, როგორც იქაურებმა გივთხრეს, თუმცა ჩვენ არ გვინახავს. ჯერ-ჯერობით სახლი უქირავებიათ, მაგრამ, როგორც მივხვდი ლარგისის ტაძრის ხელახლა ამოქმედებას და მონასტრის დაფუძენბას გეგმავენ, რაც კარგია. სადაც კი მონასტერი გაიხსნა ყველგან სასიკეთოდ დაეტყო ტაძარსაც და საერთოდ გარემოს.

უკანა გზაზე ახლაგორის მუზეუმში შევიარეთ, რომელიც განთავსებლია ქსნის ერისთავების სასახლეში. იქვე, ახალგორში კიდევ ერთი ქსნის ერისთავების სასახლეა, ოღონ იქ რესტორანი "ერისთავებია" :wink:

საერთოდ, ქსნის ხეობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ძეგლებია. ე. წ. გარდამავალი ხანისა წირქოლი, ყანჩაეთის კაბენი (ბოლო მიწისძვრისას ძალზე დაზიანდა) და ქსნის არმაზი (არ აგერიოთ მცხეთასათან არსებულ არმაზთან, არმაზისხევთან და არმაზციხესთან). გზა ახალგორიდან მიდის და შემდეგ შესაძლებელია სამთავისთან გასვლა. მანდ წასვლა მინდა, მაგრამ ალბათ გაზაფხულამდე მომიწევს გადადება.

User avatar
Mchreli tvali
ბილიკზე მოარული
Posts: 42
Joined: 02 იან 2006, 23:00
Location: Tbilisi
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by Mchreli tvali » 05 ნოე 2006, 23:24

ეს ლარგვისია, როცა გზიდან პირველად გამოჩნდება

Image
კლდეებზე ერთად ვიაროთ!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by Gvalva » 05 ნოე 2006, 23:24

Kakha

ჩვენ ლარგვისიდან რომ მოვდიოდით უკან გზაზე მუხრანის სასახლე ვნახეთ არაჩვეულებრივი ბაღით. სასახლე ისევე როგორც გორდში, აქაც დანგრეული იყო მარა ბაღი, ხეები, ძველ დიდებას მოასწავებდა

User avatar
Mchreli tvali
ბილიკზე მოარული
Posts: 42
Joined: 02 იან 2006, 23:00
Location: Tbilisi
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by Mchreli tvali » 05 ნოე 2006, 23:57

ეს კი უფრო ახლოდან
Image

ერთ-ერთი ღიშესანიშნაობა ლარგვისში მის ზედა ნაწილში არშებული კოშკია, რომელიც როგორც საცხოვრებლად ასევე საბრძოლოდ გმოიყენებოდა. კოშკი საკმოდ კარგადაა შემორჩენილი (თუმცა გადახურვა ჩაქცეულია ძირითად სივრცეში). აი ისიც, უკანა პლანზე ბუხრებიც ჩანს
Image

კოშკის ძირითადი სივრცე გეგმაში ჯვრის ფორმისაა. მის ოთხივე კუთხეში კი სხვადასხვა მცირე სათავსებია. ამ მცირე სათავსებიდან ერთ-ერთში ხვეული კიბე იყო განლაგებული.
ესეც კიბე
Image

კიდევ ერთ კუთხეში ფეხსადგილია მოწყობილი (ჩეჩმა). ცხადია ქსნის ერისთავებიც კი თავის ფეხით დადიოდნენ იქ სადაც მეფეებიც კი დადიან. კარს ხედავთ ფოტოს ქვედა ნაწილში, სწორედ ეგაა იგი დაწესებულება
Image


მაგრამ, მთავარი და გამორჩეული ამ კოშკში მაინც ერთი სათავსია, რომელიც შემოსასვლელი კარი თაზეა განლაგებული და რომელიც გვირგვინის კონსტრუქციითაა გადახურული. მნიშვნელოვანი კი ისაა რომ ეს გვირგვინი ქვისგანაა გაკეთებული.
ქვის გვირგვინი
Image

ეს კი ხედია კოშკის სარკმლიდან - ჩანს ლარგვისის ტაძარი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეშია აგებული, ხოლო უკანა პლანზე ქსანი
Image
კლდეებზე ერთად ვიაროთ!

User avatar
Mchreli tvali
ბილიკზე მოარული
Posts: 42
Joined: 02 იან 2006, 23:00
Location: Tbilisi
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by Mchreli tvali » 06 ნოე 2006, 00:07

კიდევ რამდენიმე ლარგვისის ფოტო
Image

და კიდევ, მოპირდაპირე ფერდიდან გადაღებული
Image

ვინაიდან წვიმდა ასეთი თავშესაფარი მოვანხეთ და ასე წავიხემსეთ
Image

Image

ეს კი შემოდგომა ქსნის ხეობაში. წვიმს....
Image
კლდეებზე ერთად ვიაროთ!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by Gvalva » 06 ნოე 2006, 00:37

Mchreli tvali

დიდი მადლობა ასეთი საინტერესო აღწერისთვის, ლარგვისში 2 წლის წინ ვიყავი მარა კოშკი არც მინახავს და მგონი არც შემიმჩნევია :oops: :oops:

ეკლესიის გალავნის გარედან მიდის მანდ გზა?? როგორც მახსოვს ეზოს ზედა საზღვართან ვიყავით და გასასვლელი არ იყო :roll:

შემოდგომა მაგ მხარეშიც ძალიან ლამაზი ყოფილა, გაიხარეთ!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by gobe » 06 ნოე 2006, 10:22

Kakha,
Mchreli tvali,
დიდი მადლობა თხრობისა და ფოტოებისათვის.
მართლაც რომ ძალიან ლამაზია შემოდგომის საქართველო...
გაიხარეთ! :)

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by ilia » 06 ნოე 2006, 13:17

მადლობა კახას!

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by ira » 07 ნოე 2006, 10:33

ძალიან ლამაზი ფოტოებია და ადგილი ხომ საერთოდ... :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by lama » 07 ნოე 2006, 11:59

მაგარია ჩემი სამშობლო და წინაპრების კუთხე:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by Kakha » 07 ნოე 2006, 12:28

ორიოდე სურათის დადება მინდა - ქსნის ერისთავების სასახლე ახალგორში. იმედია საღამოს მოვიცლი მაგისთვის. გარდა ამისა კეშიც დავდეთ ლარგვისში და გეოკეშინგში მაგ ამბავსაც მოგიყვებით.

User avatar
Mchreli tvali
ბილიკზე მოარული
Posts: 42
Joined: 02 იან 2006, 23:00
Location: Tbilisi
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by Mchreli tvali » 07 ნოე 2006, 18:47

შეპირებისამებრ რეპორტაჟის გაგრძელება.

უკანა გზაზე ახალგორში ქსნის ერისთავების სასახლეში შევიარეთ, რომელშიც ახლა ახალგორის მუზეუმია. აი სასახლეც, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში გადააკეთეს და კლასიცისტური ელემენტები შემატეს (მაგალითად სვეტები).

სასახლის საერთო ხედი (სამწუხაროდ ვერაფრით დავიჭირე კარგი კადრი, მუდმივად რაღაც ხვდებოდა კადრში, ძირითადად ხეები, გარდა ამისა მაინცა და მაინც ამ დროს მაგრა გაწვიმდა). ასეა თუ ისე ეს ფოტო მაინც შეგიქმნით შთაბეჭდილებას სასახლეზე
Image

სასახლეს, როგორც ხედავთ სასიმაგრო კედელი აკრავს კოშკებითურთ. ეს მეორე ხაზის სასიმაგრო კედელია. არსებობდა გარე კედელი, რომლისგანაც მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი და ჭიშკრის ნაშთი. დიდ კედელსა და იმას შორის რაც გადარჩა ბაღი ყოფილა გაშენებული. დღეს აქ სახლები დგას.

ეს კი თავად სასახლეა უფრო ახლოდან - კარგად ჩანს სვეტები, რომლებიც იმ დროის მოდის მიხედვით იყო შერჩეული (ეს დაახლოებით ისეა როგორც ახლა ევრორემონტებს რომ აკეთებენ, ერისთავებმა მეცხრამეტე საუკეუნეში თავის სასახლეს ევრორემონტი ჩაუტაარეს :wink: )
Image

ეს კი ერთ-ერთი კოშკია
Image

და ბოლოს ეს ჩვენი ჯგუფის ზოგიერთი წევრია, რომელთაც ესაუბრება მუზეუმის ექსკურსიამძღოლი, საკმაოდ კვალიფიცირებული უნდა გითხრათ. ერთი კია, მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმს გულშემატკივარი თანამშრომლების ხელი ეტყობა ნამდვილად, სამწუხაროდ მათ არაფერი გაეგებათ ფონდების მოძიებისა, მენეჯმენეჯმენტისა და ა. შ. არადა მხოლოდ მუზეუმის მასალის, თავისი მხარის ცოდნით და გულშემტკივრობით მაინც შორს ვერ წავლენ. ალბათ მენეჯმენტიც უნდა ისწავლონ. დრომ მოიტანა....
Image

და ბოლოს, მუზეუმის ბილეთი უფროსებისათვის 60 თეთრია, ბავშვებისათვის 30, ხოლო ექსკურსიამძღოლის მომსახურება 5 ლარი. თუ მანდ მოხვდით ნუ დაიზრებთ შედით მუზეუმში და ბილეთები იყიდეთ. პირდაპირ რომ გითხრად ზედა სართულში ბევრი არაფერია სანახავი, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებია, სამაგიეროდ პრიველ სართულზე არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალებია გამოფენილი, საკმაოდ კარგი კოლექცია. და რაც მთავარია თავად სასახლის ნახვაა საინტერესო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინტერიერიდან ბევრი არაფერი შემორჩა. ალბათ მხოლოდ ოთახების განლაგება, თორემ როცა ერითავებმა "ევრორემონტი"დააგრიალეს მაშინ კედლებიცა და ჭერიც ევროპულ ყაიდაზე მოახატინეს....
კლდეებზე ერთად ვიაროთ!

anchabeli
Posts: 2
Joined: 10 ნოე 2006, 10:15
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by anchabeli » 10 ნოე 2006, 10:44

გაიხარეთ ჩემი სოფლის და კუთხის სურათების დაყრისთვის. ხომ მაგარი ადგილია ჰა? :)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ლარგვისი, 5 ნოემბერი, 2006

Post by Kakha » 10 ნოე 2006, 16:21

anchabeli

და რომელი სოფლიდან ხარ? ისე ქსნის ხეობა მართლაც ერთ-ერთი ულამაზესია (თუმცა საქართველოში, რომელ ხეობაშიც არ უნდა შევიდე სულ ეგრე მგონია).

ალბათ ნახე ზემოთ ვწერდი, რომ მინდა ყანჩაეთის, წირქოლისა და არმაზის ნახვა. იცი გზა მანდეთკენ?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]