ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
მეორე გასვლა ხევსურეთში ასე იგეგმებოდა
დილას 5.30-ზე დავიწყეთ შეკრება და ეხლა ჩამოვედით, არც მოველოდი თუ ასეთი უპრობლემო მგზავრობა გვექნებოდა!!
დიდი მადლობა ჩვენს მანქანიან ბიჭებს რომ ყველაფერი ამის გაკეთების საშუალება მოგვცეს!!
არდოტში ჩავედით და ნიკო არდოტელის ოჯახში დავტოვეთ ყველაფერი
დეტალებს და ფოტოებს კიდევ დავწერთ...

Gvalva
თქვენს ჩამოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს

მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
დიდი მადლობა, ჩვენო ძვირფასო კარაველებო და არაკარაველებო იმ გულშემატკივრობის, თანადგომისა და გული-და-სულისათვის, რაც კი თქვენ ჩადეთ ამ აქციის განხორციელებაში. მაშ გაიხარეთ!!! დიიიდი მადლობა. დავისვენებთ და ხვალიდან ხაზზე გამოვალთ. 

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
ვააააა, უჟე? ეტო ნადო ოტმეტიტ 

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
ilia,
სიით მწვადის ჯერია, არა?
სიით მწვადის ჯერია, არა?
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
მოკლედ განგებას ასე უნდოდა რომ ერთდღიანში წავსულვიყავით. უკანა გზაზე პერევალზე სერიოზულად თოვდა და სავარაუდოდ ხვალ იქიდან ვერ გადმოვიდოდა უკვე მანქანები ეგრე თუ გააგრძელებდა.
P.S. სახლში ინტერნეტი გათიშული დამხვდა ახლა წინა საუკუნის მეთოდით შემოვედი და ალბათ ორშაბათამდე არ გამოვჩნდები.

Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
თქვენს ჩამოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს. ავაწიოკე არჩილის ტელეფონი. არ მპასუხობდა. ეგ არაფერი, მთავარია აქ ხართ

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
აბა კარაველებო ჩვენს ჩამოსვლას და თქვენს დახვედრას გაუმარჯოს!
დიდი მადლობა ყველას ყველაფრისთვის, ვინც კი რაიმე წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში, თუნდაც გულშემატკივრობით.
მინდა გითხრათ რომ ყველაფერი ულამაზესი იყო ძალიან, მე ასეთი ფერები ჯერ არ მინახავს!
ეს ლექსი ხევსური კაცის დაწერილია:
ნახავ, გიხარის, შეჰხარებ,
ხევსურეთს ხატად ნახატსა!
ხატში ხემხვივან იხარებს,
ხალხი იცხოვრებს ხახმატსა!
ხანი ვერ დახრავს სახსოვარს,
ხირჩლას ნახმარი ხანჯალით.
ფეხით დაფარცხავ ცხოვრებას,
ნაბახუსევზე ხანხალით.
ახალუხს მხარზე ხირიმი,
ხევში ჯიხვების ხარხოცი.
ჭერხოში ლხინი, ხარხარი;
ხატობას ცხვრები ნახოცი.
ხუცესი; ცხოველის სისხლი,
ხელადა ვერცხლიანები;
მხეცური ხტუნვით მოგხიბლავს,
კალმახი ხალიანები.
ოთხით ნახვითქი ცხენები,
მხედარს ფარ-ხმალი ხელზედა.
ხავიწი, ხაბიძგინები,
ხორცის შიშხინი ცეცხლზედა.
ხონჩას ცხელ-ცხელი ხინკალი.
ხვთისო, ჩალხა და ჯურხაო,
მაიხსენებენ ძელიმხანს.
აფხაზეთს გახმა მუხაო.
ცხოვრება ოხრავს ოხერი,
ხევსურეთს გადანახიდი.
ხელით ნახევი სიცოცხლე,
ხან-პატარა და ხან-დიდი.
ნახავ, გიხარის, შეჰხარებ!
ხევსურეთს ხატად ნახატსა!
ნახავ, გიხარის, შესძახებ!
ხევსურეთს ხვთისა ნახატსა!
/ ლადო ჭინჭარაული /
ძალიან მაგარი ლექსია!
P.S. ამ ლექსის შემდეგ ისევ (ხ)ინკალი მომინდა.

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
შთაბეჭდილებები:
ხევსურეთი ფერადი იყო, სიმართლე გითხრათ მეგონა რომ ფოთოლი აღარაფერს ექნებოდა, ქონდა, და თანაც სხვადასხვა ფერი.
შატილში არ ავსულვართ, არც მუცო დაგვითვალიერებია, პირდაპირ არდოტში მივდიოდით. შატილს გაცდენილებს იმდენი ხალხი შეგვხვდა გზაზე, ისეთი სახლებიდან ამოდიოდა კვამლი, გაგვიჩნდა განცდა რომ ხევსურეთი ჯერ სულ არ დაცარიელებულა.
ზურა დაიაურთან დავტოვეთ ერთი ტომარა, რაც მისთვის გვქონდა გამზადებული, თვითონ ზურა და ვერც ზეზვა ვერ ვნახეთ.
დანარჩენი წავიღეთ არდოტში. ერთ ადგილას გზა მორებით იყო გადახერგილი, გავჩედით, ამ დროს ზემოდან ერთი მორი კიდევ ჩამოსრიალდა, გავაგებინეთ ხალხი ვართ აქო და ამ მორის ფრენის სისწრაფით ზემოდან ჭაღარა კაცი ჩამოფრინდა, გვითხრა ღვთისო ვარ, ხევისბერიო, ადრე რომ ბახაოში ალუდას ოჯახისთვის დავტოვეთ ტვირთი, ამის სახლთან დავტოვეთ, გაეხარდა რომ გაიგო ისინი ვიყავით და ძალიან დარდიანად მკითხა, ნინო როგორ არისო... ვინ ნინო ვერ მივხვდით, ჩვენთან ერთად რომ იყვნენ ალბათ იმათგანი მოიკითხა ვინმეო ვიფიქრეთ... არადა აშკარად წუხდა ნინოზე, ერთი ისიც გავიფიქრე ნინო ბურჯანაძე ხომ არ ადარდებს-მეთქი...
არდოტში სანამ ტვირთს ავიტანდით გავარკვიეთ რომ ერთ-ერთი მანქანა ბენზინის ფულს არ გვართმევდა, სწორედ მის მანქანაში 4 მგზავრი იჯდა, ჩვენ გზის ფულად 20 ლარს ვვარაუდობდით და ეს 80 ლარი შორენასთვის გადასაცემ თანხას დავამატეთ და მშვენიერი რიცხვი 400 ლარი გამოვიდა.
ა, ხო, ჭუნას გამოტანებული, 8 ცალი 2 ლიტრიანი ნავთით გავავსეთ, ამაში 24 ლარი დაგვეხარჯა.
გავინაწილეთ ტომრები და ნავთი, ზუსტად გამოვიდა 9 ადამიანზე, და დავადექით ნიკო არდოტელის სახლისკენ მიმავალ ბილიკს... რატო ცხოვრობენ ეს ხალხი ასე მაღლა, დღეს დილას ორივე ხელი მტკიოდა 8 ლიტრი ნავთის ტარებისგან...მისაყვედურეს მძღოლებმა სამანქანე გზა ახლოს მიდიოდა მეორე მხრიდანო
შეიძლება ითქვას რომ გაუკვირდათ ამდენი რამის მიტანა, როგორც გვეტყვით ისე გავანაწილებთო, შორენას ქმარი ალუდა, ნიკოს ბიძაშვილი ყოფილა და მანაც მადლობები გვიხადა, ეს ჩემი ტვირთის შემსუბუქებაც არის, მე რაც უნდა გამეკეთებინა ამ ოჯახისთვის, თქვენ დამეხმარეთ ამის გაკეთებაშიო...
ძალიან შეწუხდნენ რომ ვჩქარობდით და ვერ გავჩერდით დიდხანს...
ძირს რომ ჩამოვედით, დავინახეთ ზემოდან ნიკოს ბავშვები მორბოდნენ, რაღაც მოქონდათ აშკარად თავის ასაკისთვის მძიმე... ერთი დიდი თავი ყველი გამოეტანებინათ და ჩქარობდნენ არ გაგვასწრონო... ბედად აჩიკო და მისი პლიუსი ხელი-ხელ ჩაკიდებული სასეირნოდ იყვნენ და შევყოვნდით... ბავშვებს ხილი, პეჩენიები და შოკოლადები გავატანეთ და დავემშვიდობეთ... ეხლა ვნანობ, მანქანით უნდა გაგვეკატავებინა ცოტა
, ვერ მოვიფიქრეთ...
ჩვენ მხარეს არავინ არ პატრონობსო, ვერტმფრენი თუ მოფრინდება, მარტო შატილში ჯდება, ბავშვი რომ ცუდად მყავდეს, შატილამდე როგორ მივიყვანოო, რამე რომ გვიჭირს ხან ამინდი არ არის, ხან რა და დროზე მშველელი ვერ მოდისო... ეს ზამთარიც და გაიკრიფება ხალხი ალბათ აქედანო, ბევრს უკვე ნანახი აქვს ბარში სახლი, რომელიც უნდა იყიდოს და მომავალ წელს გადაბარგდებიანო...
ორ საათში თოვა დაიწყებაო, ნიკომ, ოთხ საათში ისე ჩამოთოვს, გზები ჩაიკეტება ალბათო... ისე გამოვქანდით არსად გავჩერებულვართ, ორ საათში უღელტეხილზე ვიყავით, გავჩერდით შესაჭმელად და ბარდნაც დაიწყო... რა თქმა უნდა ამ მხარის სადღეგრძელოს ვსვამდით და ვამბობდით, არავითარი accuweather, ამ მხრის ხალხმა ყველაზე კარგად იციან ამინდის ცნობაო... ჩაიკეტა თუ არა 4 საათში გზა არ ვიცით, ჩვენ გამოვასწარით...

- caucasicas_da
- მაწანწალა
- Posts: 378
- Joined: 12 სექ 2006, 12:33
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
ძალიან მიხარია მშვიდობით რომ დაბრუნდით, ველი გულმოდგინებით სურათებს

Last edited by caucasicas_da on 22 ოქტ 2006, 20:45, edited 1 time in total.
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
Gvalva
რა კარგია, რომ დაბრუნდით, ადმინ! აწი კერიასაც მიხედავთ და ჩვენც თამამად წავალთ სახაშეში, აღარც ძაძები დაგვჭირდება და აღარც - შავი ლენტი, არც - წითელი მიხაკი და წუთიერი დუმილი საახალწლოდ, სახაშეშიც ერთად ვივლით, სახინკლეშიც, სამწვადეშიც და ლაშქრობაშიც. და საერთოდაც - ჩვენ ისევ ერთი გუნდი ვართ:!: გოუმარჯოს კარავს!!!

Last edited by guruli on 23 ოქტ 2006, 12:15, edited 2 times in total.
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
gobe
არა, ეხლა ხარჩოს ჯერია.
Gvalva
ნინო ვინაა ვერ გავიგე
არა, ეხლა ხარჩოს ჯერია.
Gvalva
ნინო ვინაა ვერ გავიგე
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
მაგრები ხართ. მეც მაგრათ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ როგორც ადრევე დავწერე პარასკევს მივლინებაში გამიშვეს თბილისიდან 3000 კმ-ის დაშორებით. ჰოდა გავმაზე მან წამოსვლა აბა რა ვქენი. ისე რომ დავბრუნდები ხინკალზედაც წამოვალ და ხარჩოზეც!
მოკლეთ იქითა შაბათ-კივრას თქვენ ვარ!
შეხვედრამდე
მოკლეთ იქითა შაბათ-კივრას თქვენ ვარ!
შეხვედრამდე

ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
ხალხო დიდი მადლობა, ასეთი კარგები, რომ ხართ !!!....მაგრები ხართ ძალიან....
), ჩემი მეგობარია, ერთად დავდიოდით ხევსურეთში....ხვთისო კი ჩვენი უფროსი მეგობარია(ხევისბერია,და ძალიან პატივსაცემი და დაფასებული ადამიანია ხეობაში),საინტერესო ჩანაწერები გააკეთა ნინომ ხვთისოსგან....

ნინო ლაღიძეზეა საუბარი (მე ასე ვფიქრობვინ ნინო ვერ მივხვდით

Last edited by caucasica on 25 ოქტ 2006, 23:54, edited 1 time in total.
ხევსურეთი - საქველმოქმედო N2
ეჰეჰეეიიიიიიიიი....... ეჰეჰეეიიიიიიიიი, ხალხნოოოოოოოოო, არის აქ ვინმე? სად არის სურათები ხალხნოოოო. სად წახვედით გამეცით ხმა ვინმემ!

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...