ნუ მე ეხლა უფრო დაწვრილებით მოვყვები!!!!! პირველ რიგში მემგონი ირაკლის ერთი რაღაც გამორჩა. სანამ ჯოჯოხეთის კარიპჭეს ვნახავდით არტანუჯის ციხეზე ვიყავით. (დაღლილობისა და ემოციების გამო გამორჩა თორე პირველი გურული გარბოდა ამ ბუნებრივად შექმნილ უძლეველ ციხე-კლდის სალ ფერდობებზე!!!!!)
ნუ აასე დავიწყოთ ..... შევიკრიბეთ და დავიძარით... ყველა ამაღლებულ განწყობაზე ვიყავით. სწრაფად გავიარეთ ვალემდე გზა და გადავედით ნანატრ საქართველოში! რადგან დროის დაკარგვა არ გვინდოდა (თითოეული წუთი მართლაც ძვიფასი იყო) გზად ბანა მოვინახულეთ! ეს იყო პირველი ემოციური დარტყმა!!!! ხან ტაძარს ვუყურებდით გაოგნებულნი ხან ერთმანეთს... მოულოდნელად იმაზე მეტი დამხვდა მე პირადად ვიდრე ველოდი... დაგვხვდა მაგრამ ძალიან დაგვწყვიტა გული! თითქოს ობლობის განვლილი საუკუნეები დაუზარელად მოგვიყვა და თავისი ტკივილი გაგვიზიარა... ნუ სიტყვებით ამის აღწერა ძნელია.. (მე არ შემიძლია ყოველშემთხვევაში) ძლივს მოვწყდით იქაურობას. და ორი საათის დაგვიანებით გავუდექით იუსუფელის გზას... აქ პირველად მოგვეცა საშვალება ერთმანეთისთვის აზრი და ემოციები გაგვეზიარებინა... მივხვდი რომ მარტო ჩემზე არ მოეხდინა შესამჩნევი ცვლილება პირველ სტუმრობას...
ეს იყო რაღაც... რასაც არ ველოდით!
დაბნელებული იყო იუსუფელში რომ ჩავედით... იქ უკვე გვქონდა დარეკილი და გველოდებოდა სასტუმროს მეპატრონე. ოსმანა ბატონი... თურქი იყო სუფთა თურქი თუმცა ჰოი საოცრებავ თითქმის მთელი იუსუფელი გურჯებით არაა სასვსე! თანაც ქართულს გელაპარაკებიან... არც ამას ველოდით ბევრი... მოკლედ დავაყარეთ კითხვები... ვიკითხეთ რა და როგორ... და რაც ყველაზე აღსანიშნავია შვილებს (ღანჭებს) ყველა ასწავლის ქართულს პატარაობიდანვე... თუმცა წერა კითხვა არ იციან!
დაგვაბინავეს ,..... შეილება ასეც ითქვას ... მოკლედ ყველა რომ დავლაგდით აღმოჩნდა რომ 4 ყაზილარი ოთახის გარეშე დავრჩით (სასტუმრო მდინარე პარხალის ნაპირზე იყო განლაგებული... ლამაზი ადგილი იყო) ოთხივეს ფოიეში გვეძინა

თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან რომ დენი და წყალი გაითიშა იმავე დღეს

(ნუ ეს ცალკე თემაა და ამაზე მოგვიანებით)
დილით იშხანის ოშკისა და ახულის სანახავად დავიძარით! ვნახეთ კიდეც ! იშხანისა და ოშკიში არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია. ოშკში და იშხანშიც მიუხედავად გიდის მკაცრი გაფრთხილებისა (რადგან მოსახლეობა იყო და გაღიზიანებას ვერიდებოდით) სანთლების დანთება და ლოცვის წაკითხვაც მოვახერხეთ... დროშაც გავშალეთ იშხანში... აი ხახული კი მოგეხსენებათ დღესაც მეჩეთად არის ქცეული... კარი დაკეტილი დაგვხვდა...
4 საათი იყო როგორც შევნიშნეთ ლოცვის დრო იყო მუსულმანთათვის... გაივსო ეზო იქაური თურქებით. ჩვენც ვთხოვეთ კარი გაეღოთ... როგორც ყოველთვის (კარგათ გამოსდით ეს) თავი დაგვიქნიეს, კიო, რაზეა ლაპარაკი.. იოხტ ბაზარიო. და ჩვენც ველოდეთ... ველოდეთ 2 საათი... ბოლოს ერთმა ჩვენიანმა შენიშნა რომ ტაძარში შიგნით ვიღაც იყო და ის ვიღაცა იმალებოდა.
ნათელი იყო კარს არ გაგვიღებდნენ და რადგან ოშკი სანახავი გვქონდა ჩვენც უაზრო ლოდინს ჩვენი მსვლელობის გაგრძელება ვარჩიეთ... და გავეშურეთ ოშკისაკენ! ვნახეთ ვიგრძენით მოვეფერეთ მოგვეფერა... ემოციებზე უკვე არ ღირს ლაპარაკი ! ვერაგ თურქებს ამ უდიდესი და უბრწყინვალესი ტაძრის კედელთან ორ სართულიანი ტვალეტი მიუდგამთ... ეხ ძნელი სანახავი იყო !
ბინდდებოდა სასტუმროსკენ გეზი რომ ავიღეთ. იმედი გვქონდა ჭყალიც იქნებოდა დენიც და საწოლიც... მართლაც იყო... თუმცა ყველა ნომერში არა. ზოგან იყო ზოგანაც არა. მოკლედ დავჯექით სავახშმოდ. წაღებული ძლიერმოქმედი ჭაჭაც გამოჩნდა ... და რამოდენიმე წუთში იმ მივიწყებულ საქართველოს ის მივიწყებული ქართული ქეიფიც შევახსენეთ რომელიც ასე აკლია იმ ადგილებს... მადლიანი ქართული სიმღერაც შემოვძახეთ... ლამამ ეგრე არ უნდაო და ხელებიც გაშალა და სიმღერას ქართული (არანაკლებ მადლიანი) ცეკვაც მოყვა! მოკლედ კარგათ მოვილხინეთ! იქ იყო ყველაფერი. ცრემლ მორეული სადღეგძელოებიც და ომახიანი სიმღერაც. კარგათ გვიანი იყო რომ ნომრებში დავნაწილდიით!!!!
მესამე დღეს ოთხთა და პარხალი მოვინახულეთ! პარხლისაკენ გზად შორიდან ქართული სოფლებიც დავინაეთ! აღსანიშნავია ბალხი რომელიც გორაკის წვერზეა და ამაყად გადმოჰყურებს იქაურობას!
პარხლიც ვნახეთ ! ფოტოს გადასაღებად მოვუარე და როგორ არ ვიცი იქაური მაცხოვრებლის ბოსტანში ამოვყავი თავი! ოოოოოო მელანოოოოოო! იქიდან ყიჟინით და ჯოხის ქნევით ქალი გამოვარდა..... მართლაც შემაშინამ

თუმცა ბოდიშიც მოვუხადეთ გამოვესაუბრეთ და დავუმეგობრდით კიდეც... ქართულ ჭიგნში თავისი თავიც ვანახეთ და ისე გაუხარდა რომ ბოლოს წამოსვლისას მხარზე ხელი დამართყა და ალალი იყოს შენზე ჩემი პამიდვრის სრესაო! პარხალიდან ოთხთასაკენ გზად ჩანჩქერი შევნიშნეთ... დათვთა აბანო ასე ერქვა... დათვი არ ვიცი მარა ჩვენც მშვენივრად გავგრილდით! განსაკუთრებით ლამამ იხალისა !! (ფოტოები დაგიმოწმებენ)
ეჰ ოთხთა იქაურად დორთგილისე! ერთერთი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. როგორ არის დაბერებული...

მაგრამ თავი ისე უჭირავს თითქოს არც გასჭირვებოდეს ! ამაყი მოხუცის შთაბეჭდილებას ტოვებს.
დაბრუნებულებს სიურპრიზი დაგვხვდა. ოსმანამ გამოგვიცხადა რომ 12 კაცი სხვაგან უნდა გადაგიყვანოთ რადგან 25 დოლარად ებრაელები ჩამოვიდნენო და თქვენ აბა როგორო... ამას ისიც დაემატა რომ მისულებს ჩვენი ოთახები ღია ხოლო ბარგი გარეთ გამოყრილი დაგვხვდა... დაიძაბა სიტუაცია ! ქართველი ასე ადვილად თავს არ დაიმცირებს... მოკლედ ავდექით და ყველა ავბარგდით და ართვინისკენ გზას დავადექით... (როგორც აღმოჩნდა ეს ნაბიჯი გადამწყვეტი იყო, ოსმანა რომ არა დღეს ესეთი კმაყოფილები ვერ ვიქნებოდით)
დილის 6 საათისთვის არტანუჯში ჩავედით... ნუ აქ კიდევ ერთ საოცარ შემთხვევას მოგიყვებით! ამინდი გაფუჭდა მოიღუბლა და წვიმა წამოვიდა!!!! ნისლი ჩამოწვა ირგვლივ! ისედაც რთულად მისასვლელ ადგილებში წვიმა ასვლას შეუძლებელს ხდიდა... ერთი პერიოდი მთელი დელეგაცია დავდუმდით და ძალიან ვინერვიულეთ... მაგრამ ძლიერმა სურვილმა თავისი ქნა და მიუხედავად წვიმისა მარშუტკები ვიშოვეთ და წასვლაც გადავწყვიტეთ. ჰოი საოცრებავ !!! სადააა წვიმა.. იკლო იკლო და შეწყდა. დოლისყანა ვნახეთ ჯერ, შემდეგ ხანძთისკენ გზას დავადექით. ნაწვიმარიც არ იყო. მივადექით მართლაც და უუუუულამაზეს ადგილს! ბილიკით (ვინ იცის შეიძლება ამ ბილიკზე თვით გრიგოლ ხანძთელიც დადიოდა) ავუყევით ტაძრისკენ გზას! მივადექით და ჩვენ წინ ულამაზესი სურათი გაიშალა. თუმცა ძალიან დაზიანებულია მაგრამ ....... არა რა სიტყვებით ამას ვერ იტყვი.სანთლები დავანთეთ , ლოცვა დავიწყეთ და ჰოი საოცრებავ ! უცებ ძალიან ძვრილად და ნაზად წვიმა წამოვიდა... თითქოს იქაურობა ცრემლით გვეგებებოდა და ტკივილისგან მოძალებულ სევდას ვერ მალავდა. შემდეგ კი ზუსტად 5 წუთში მზემ გამოანათა და ოქროსფერი დაედო ყველაფერს! ეს მართლაც რაღაც ის იყო რასაც ვერ ახსნი...
მიუხედავად იმის რომ ოპიზის ნახვა თავიდან არ გვქონდა დაგეგმილი, ცდუნებას ვერ გავუძელით და მისკენ წავედით. ალბათ ყველაზე ცუდად თავი იქ ვიგრძენით ყველამ!!! მხოლოდ რამოდენიმე კედელია დარჩენილი!!!
აფეთქბული ტაძარი... თან რისთვის აფეთქებული... ????/ იმისათვის რომ სოფლის გზა ვიღაცამ 50 მეტრით გვერძე ვერ დაგეგმა და პირდაპი ეკლესიაზე გაატარა!!!!!!

მოვუარეთ ამ კედლებს და ვნახეთ გამონგრეული კედელი ... შევიხედეთ და გაძარცვული საძვალეები აღმოჩნდა... თანაც როგორც ჩანს ვიღაც მნიშვნელოვანი ადამიანის იყო რადგან კარები არ ქონდა! ვერეგ თურქებს კი კედელი შეუნგრევიათ გაუძარცვიათ და.... ძვლები პირდაპირ მიწაზეა მოფენილი !!!! გვეტკინა ყველას!!!!!!!
შემდეგ გეზი შატბერდისკენ ავიღეთ!!! მივადექით!!!!! ჰოი საოცრებავ მის კედელზე უძველესი 20 საუკუნის სომხური წარწერა აღმოვაჩინეთ!!!!
იქაც თუ ასე გავბრაზდებოდი ამ ერზე რას ვიფიქრებდი...
და დავიძარით არტანუჯის ციხისაკენ!!!!! ეს მართლაც ძალიან ხეირიანი დაგვირგვინება გამოგვდიოდა!!! ძლიერების და სიამყის სევდისა და ტკივილის სუნი ტრიალებდა ამ ბუნებრივ ციხეზე!
შემდეგი გაჩერება ჯოჯოხეთის კარიპჭეო გამოგვიცხადა გიდმა და მოემზადეთო!!!! გურულის არ იყოს მართლა აღარ მეგონა თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა იმ დღეს!!!!! ეს ულამაზეს დაკლაკნილი უზარმმაზარი "კორიდორი" რომელიც კლდეში გველივით მიიკლაკნება და ჩიხით მთავრდება ზოგან ისეთი ვიჭროა რომ ორი კაცი ერთად ვერ გაივლის!!!! იქ ასულებს ქართველობის გრძნობა გაგვიათმაგდა!!!! გაბრჭყინებული თვალებით ჩვენდაუნებურად სიმღერა წაგვსკდა ბაგეთაგან!!!!! ეს მართლაც რაღაც ძლიერი განცდა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მეც და დარწმუნებული ვარ ყველა იქ მყოფებს!!!!! ექო განსაკუთრებულ ხიბლს ძენდა ისედაც ულამაზეს ქართულ სიმღერას!!!! დროშაც გაიშალა და ბოლოს ჰიმნიც გაისმა!!
და წამოვედით ხოფეს მიმართულებით! ვიშოვეთ საკმაოდ ნორმალური სასტუმრო !!! რაშიც იქაური ქართველლი (ივლიტას მეგბარი) გურადი დაგვეხმარა!!!!! და პირველად დავწექი მოვისვენეთ ადამიანურად!!!
დილით გეზი მურღულის ხეობისაკენ ავიღეთ! ავიღეთ!! ასევე თამარის ხიდი უნდა გვენახა! გაოგნებული დავრჩით რომ ქალაქი მურღული თითქმის სულ ქართველებითაა დასახლებული!!!! ლაპარაკობენ საკმაოდ კარგ და გამართულ ქართულს და იუსუფელი გურჯებისგან განსხვავებით ფიზიკურადაც ქართველებს უფრო გვანან ვიდრე თურქებს! მურღულიები ( მე დედა მყავს მურღულია) ქალაქის მერიაში შეხვდნენ მერის წარმომადგენელს !!!!! ასევ იპოვეს თავიანთი მოგვარე !!! თუმცა სამწუხაროდ იმ კაცმა არ იცოდა თავისი გვარის ზუსტი წარმოშობა! საბოლოოდ გაირკვა რომ მურღული რაღაც ლურჯი ყვავილია.
გზად ხიდიც ვნახეთ და გეზი ბათუმისკენ ავიღეთ! ბათუმში 3 საათიანი გაჩერება მოვაწყვეთ და 1 საათისთვის ტბილისის გზას დავადექით!
და აი ეხლა სახლში ვზივარ და გიყვებით თუ რა და როგორ იყო!!!! ცოტა ვრცლათ მომივიდა და მომიტევეთ!!!!!!
პ.ს. სპეციალური მადლობა ბატონ ოსმანს იმისათვის რომ სასტუმროდან გამოგვაგდო! მის გარეშე ამდენს ვერ მოვასწრებდით!!!! ოსმან არხეინად იყავი ! ხო ხედავ ვერც ვერაფელი დაგვაკელი!!!!
