ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ ვაპირებდით წასვლას ლომისში, მაგრამ ადგილი ვერ დავაზუსტეთ ამ ძებნაში მივაგენით საიტს რომელსაც მოგეხსენაბათ ჰქვია კარავი. იქ შევიტყვეთ რომ 28 მაისს ეწყობოდა ლაშქრობა ბირთვისში დარეგისტრირების შემდეგ გავუშვით პირველი წერილი გვალვასთან "აუ რა მაგარია ჩვენც მოვდივართ" , რომლისგანაც მივიღეთ დადებითი პასუხი, მაგრამ რადგანაც ჩვენ ახლები ვიყავით, გვალვას აინტერესებდა ჩვენ შესახებ რაიმე ინფორმაცია, შევძლებდით თუ არა ბირთვისის დალაშქვრას და გვკითხა როგორ ვემზადებოდით. ჩვენი პასუხი ასეთი იყო:
"ჩვენ მზად ვართ ფიზიკურად და მორალურად"
და აი დადგა 28 მაისი
ვინაიდან ჩვენ არ გვინდოდა ვაკის პარკში გასეირნება დროზე მივედით დანიშნულ ადგილზე და დაიწყო ჩვენი ლაშქრობაც.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით იმ ადგილს საიდანაც უმდა დაგვეწყო ფეხით სიარული.
როდესაც გვალვამ დაგვანახა თუ რომელი მთა უნდა დაგვეპყრო , ჩვენი გუნდის ზოგზოგერთ წევრს სახეზე ცუდმა ფერმა გადაუარა და ისმოდა ფრაზები "შარიქაძე ჩამოხვალ თბილისში" , მაგრამ ეს ხდებოდა ფარულად და მუშტების ქნევით. შემდეგ შევუდექით აღმართს, ჩვენი ცხრამეტი წლის ალენ დელონი დაწინაურდა, გვალვას ამოუდგა მხარში და შემართებით მიგვიძღოდნენ წინ, უკან მორჩილად მივყვებოდით ჩვენც, ჩვენს უკან მოდიოდნენ მხატვართა ჯგუფი და ბოლოს ჩვენი ჩამკეტი ბატონი ავთო. რამდენიმე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მივადექით უცხო ბანაკს და ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებაზე გაუშვით ჩვენი ბელადი ქალბატონი გვალვა. მოლაპარაკებამ წარმატებულად ჩაიარა, რის შემდეგაც მათ დავუტოვეთ ჩვენი ბარგი და ორსაათში დატოვებდნენ ტერიტორიას
ჩვენ განვაგრძეთ გზა.
გზაში უამრავი რამ მოხდა: დაიკარგა ჩვენი ჩამკეტი ჩაბარებული მხატვართა გუნდით, ამასობაში მე იმდენად ავითვისე იქაური მიწა ყოველ 5 წუთში მიწაზე ვეგდე, იმდენად მოეწონა ჩემი ილეთები არჩილს რომ რამდენჯერმე მანაც გაიმეორა,

ამასობაში გიას სახის გამომეტყველებაც გამოუსწორდა და უკვე იღიმებოდა კიდეც, ჩვენი ალენ დელონი (გიორგი) კომბლედ გადაიქცა ტოტებს ჭრიდა და მხრებზე იწყობდა, თან იქაურ ადგილებს ისე შეეწყო რომ ქალბატონი გვალვას მარჯვენა ხელი გახდა, და კიდე ერთი დეტალი გზაში კომბლე მელიებს ხედავდა ჩამკეტი- კოპლებიან აფთარს და გადაწყვეტილება იყო ასეთი რომ მათ ერთმანეთისგან შორს ევლოთ რადგან მომავლში მათი ერთად სიარული სავალალო არ აღმოჩენილი ყო
ჩვენ გავაგრძელეთ გზა და ავედით არაჩვეულებრივ ადგილას რითაც მთელი გუნდი მოიხიბლა და არავის ჯეროდა რომ ჩვენ საქართველოში ვიყავით უფრო ზღაპარს გავდა.
მერე დავიწყეთ დაშვება, ჩამოვედით ჩვენ ბარგთან ყველა აღფროთოვანებული და აჟიტირებული იქაური ადგილებით. შემდეგ დავიწყეთ ერთმანეთში შთაბეჭდილებების გაზიარება და კმაყოფილები ვიკავით რომ აღმოვჩნდით ამ ადგილებში. შემდეგ შვწვით მწვადები და სუფრამ უფრო დაგვაახლოვა იმდენად რომ კომბლემ საკუთარი ბებიის გაცნობას დაპირდა ჩვენს ჩამკეტს ბატონ ავთანდილს
და აი დადგა ჩვენი დაბრუნების დროც, ჩვენ წამოსვლა არ გვინდოდა და კომბლემ ისიც კი დააპირა მძღოლთან ჩაირბენდა და კარვებს ამოარბენინებდა
შემდეგ შევუდექით დაღმართს, კომბლემ ტყე არ გაახარა და ხმელი ტოტები თავისი კომბლით ჩამოიღო
ხოლო როდესაც ტრიალ მინდორზე აღმოვჩნდით ხე ღორით შეიცვალა და შემდეგ ღორებს დაერია
და მივადექით ჩვენს მწვანე სამარშრუტო ტაქს სამწუხაროდ ჩვენი ლაშქრობა დასასრულს უახლოვდებოდა, გზაში შევჩერდით გვირილების დასაკრეფად და ისევ გავაგრძელეთ გზა. მარშუტკაში ყველა დაგლილი იყო, ისე რომ სიჩუმეს მხოლოდ იავნანას ხმა არღვევდა.... ყველას დაეძინა
და როცა გავიღვიძეთ უკვე იმ ადგილას ვიყავით საიდანაც დაიწყო ჩვენი მგზავრობა. ამით ჩვენი ლაშქრობა დამთავრდა სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით.
ყველა უაღრესად კმაყოფილები ვიკავით
და მადლობა ვისსსსსსსსსსსსსს????????????????????????????????????????
რა თქმა უნდა თქვენ