სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Kakha » 09 აპრ 2006, 17:42

2006 წლის 9 აპრილს შედგა გასვლა სამღერეთის ნამონასტრალის სანახავად, სოფელ სამღერეთეის მახლობლად, თეთრიწყაროს რაიონში. მისი ნახვა გვირჩია გიორგი ბაგრატიონმა. დიდი მადლობა გიორგის, ნამდვლად საუცხოო ადგილას ვიყავით.

სამღერეთი თეთრიწყაროს შემდეგაა, თბილისიდან 70 კმ-ში. თეთრიწყაროს შემდეგ სოფელი ჭივჭავია, რომლის შემდეგ უნდა გადაუხვიოთ სამხრეთით. ჯერ გაივლით სოფელ იფნარს, შემდეგ კი მიდაგებით სოფელ სამღერეთს სადაც ნახევარო სომხური მოსახლეობაა, მეორე ნახევარი კი 1989 წელს აჭარიდან ჩამოსახლებულები.

ნამონასტრალი აჭარლების უბნის შემდეგაა, სოფლიდან სულ რაღაც 500-600 მეტრში. თუმცა ისეა ჩადგმული მთის კალთებში, რომ სანამ ახლოს არ მიხვალ არ ჩანს. მანქანები ჯობია სოფლის განაპირას დატოვოთ და ფეხით გაიაროთ ის 500-600 მეტრი. ორხიდიანი მანქანით შეიძლება მონასტრამდე მისვლაც, მაგრამ ღირს კი მშვენიერ გარემოში მცირე მანძილის ფეხით გავლაზე უარის თქმა?

ნამონასტრალში შედის ორსართულიანი სასახლის ნანგრევი, თავად ტაძარი, სამრეკლო და სხვა ნაგებობები. ყველა ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. მათი რესტავრაცია დაიწყეს 1989 წელს თუმცა სულ მალე, სრულიად გასაგები მიზეზების გამო შეაჩერს და დღემდე აღდგენითი სამუშაოები არ განახლებულა.

სოფლიდან მონასტრამდე გზა აჭარელმა "ახალმოსახლემ" მიგვასწავლა, უფრო სწორედ, გამოგყვა და გვაჩენა მონასტერი. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იქ მცხოვრებ აჭარლებს ყველას ნახვა უხარიათ ვინც კი ამ სოფელში ჩავა და მონასტრით დაინტერესდება. მნახველი კი, სამწუხაროდ, იშვიათად ჩანს....

მონასტერთან საუცხოო წყაროა, ამიტომ წყალი შეგიძლიათ არ წაიღოთ თან.

დატალურად თუ როგორ მოხვდეთ სამღერეთის მონასტეში ნახეთ გიორგი ბაგრატიონის მიერ მოწოდებულ რუკაზე
სამღერეთის მონასტრის კორრტინატებია (მათთვის ვისაც ჯპს-ი აქვს)
lat - 41.49763126
long - 44.41498522

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Kakha » 09 აპრ 2006, 17:50

აბა ილია, ნიკა დასცხეთ სურათები!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Nika » 09 აპრ 2006, 20:36

პირველ რიგში გვალვასთვის ვიტყვი რომ ის მდინარე ხრამი ყოფილა და ქვევით რომ ჩავსულვიყავით დინების საწინააღმდეგო მიმართულები 10–ოდე კილომეტრში მივადგებოდით ხულუტს.

დავინახეთ სამღერეთი, თავად ხედავთ თავიდან დიდი შთამბეჭდავი არაფერი გეგონება.
Image

ცხადია მაინც წინ მივიწევთ:
Image

ნელ–ნელა უფრო კარგად გამოჩნდა:
Image

ცოტა სხვა რაკურსი:
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Nika » 09 აპრ 2006, 20:46

გავაგრძელებ.
Image

მივადექით ნანგრევებს. ახლო პლანზე სასახლის ნანგრევები. უკან მოჩანს ტაძრის ნანგრევებიც
Image

ტაძრის ნანგრევები ზევიდან ასე ჩანს.
Image

ტაძრის შესასვლელში გამურული ჩუქურთმები ასე გამოიყურება
Image

აი ასე ჩანს ტაძარი შიგნიდან
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Nika » 09 აპრ 2006, 21:04

ხალხო ბოდიშ დენი გამეთიშა. ახლა ლეპტოპიდან ვპოსტავ. თუ მოვიდა ხო დავდებ ფოტოებს და თუ არა და ხვალე იქნება დანარჩენები.

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Lola » 09 აპრ 2006, 21:04

უუუ... რა მაგარია...

მე რატო არ ვიყავი?


ეჰ...
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Gvalva » 09 აპრ 2006, 21:06

Nika

რომელი "ის"?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Nika » 09 აპრ 2006, 21:19

დენი დაბრუნდა :)

Gvalva
ის. ანუ ახლოს რომელიც იყო :). მოკლედ ნახე 100–იან რუკაზე კარგად ჩანს ყველაფერი. ჯერ მოდის სამშვილდე მერე სამღერეთი და მერე ხულუტი–ფიტარეთი (მდინარეს ზევით თუ აუყვები).

გავაგრძელებ ფოტოების დადებას. ტაძრის ნაწილი გადახურულად შემორჩა და აი ასეთი სარკმელი აქვს:
Image

იქვე მახლობლად ასეთი ხედი ჩანს. უკანა პლანზე ხრამის მეორე კალთის სოფლები ჩანს. თუ არ ვცდები ეს ტანძია უნდა იყოს ან რამე იქვე მდებარე სოფელი.
Image

ნუ ყველაფერი რო ყვავის ეს ფოტოებიდან ცანს:
Image

აი ეს ჩვენი ექსკურსიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. მჭრელი თვალი:
Image

ეს წყაროა. გვერდით მოყვება ეს წყის ავზი.
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Nika » 09 აპრ 2006, 21:26

უკანა გზაზე ისევ გადავიღეთ ფოტოები
Image

ისევ ულამაზესი ყვავილები
Image

დიალოგი უკანა გზაზე
Image

შემდეგ იყო უკანა გზა. დავემშვიდობეთ კახას და მერე ავედით ჩხიკვთას სამებაზე.
Image

აი ასეთია სამება შიგნით
Image

***
Image

ეს კადრი რო ამოვატრიალე პატარა საქართველო დავინახე. თუმცა ტრაპიზონის სამეფოთი
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Nika » 09 აპრ 2006, 21:28

უკანა გზაზე ბირთვისების ხედი იყო და არ შეგვეძლო არ გადაგვეღო.
Image

ეს კიდევ ის ცნობილი კანიონები ფარცხისთან ჩამოდის გზაზე
Image


ცოტა ხანში კიდე რამდენიმე ფოტოს დავდებ იმათ მეტი დამუშავება უნდათ.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Nika » 09 აპრ 2006, 21:44

და ბოლოს რამდენიმე კადრი ჩხიკვთას სამებიდან ბირთვისის ხედებით.

Image

Image

Image

Image

და ბოლოს ალგეთის წყალსაცავის კაშხალი.
Image


კიდე ორი პანორამა მაქ მარა ეგენი მოგვიანებით.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Gvalva » 09 აპრ 2006, 22:10

აუ რა მაგარია!! ამ ბოლოებს ველოდებოდი!! ეხლა დავინახე, ესე იგი "ის" ციხე სულ არ ყოფილა.

ამ ფოტოების გადაღება იყო მაგარი :) ბირთვისების დანახვა სანამ ტყე გაიფოთლება იქამდე იქნება შესაძლებელი, მერე მანდ ისეთი ტყე ჩანს იმასაც ვერ დაადგენს კაცი რომ იქეთ ბირთვისებია. ხეები ეხლაც გვეფარებოდა, მოჭრა/მოტეხვა რომ ვერ მოვახერხეთ ილიამ ერთი ხე... გადაწია :). ვიცოდი რომ ეს ამბავი უნდა გადამეღო მარა დამეზარა :oops:

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Mrs. Robinson » 09 აპრ 2006, 23:09

კაია ხალხო და ამინდიც რომ ზუსტად სალაშქრობო იყო..........

ჩხიკვთას სამებიდან რა ხედები ყოფილა! გასაგიჟებელი! :roll:
როგორ მოხდა რომ წინა კვირას ამ ხედების სურათები არ დადეს?? :wink:

და კიდევ, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, სამღერეთს ჯპს-ის გარეშე ვერ მიაგნებს კაცი :?:

Nika
ფოტოები კარგია და პატარა საქართველო ძალიან მომეწონა....

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Nika » 09 აპრ 2006, 23:55

Mrs. Robinson
მიაგნებ როგორ არა. ჯერ ტეთრ წყაროში უნდა იკითხო. მერე გზიდან გადასახვევი არ უნდა გამაზო. მარა ხალხი არის ხოლმე გზაზე და არ აგერევათ. და ბოლოს სოფელშიც უნდა იკითხოთ და მიაგნებთ. თუ არა და GPS თან თავისიმისვლის გზითურთ. მარტო ტაძრის კოორდინატები არ კმარა.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სამღერეთი, 9 აპრილი, 2006

Post by Kakha » 10 აპრ 2006, 08:10

ნიკა, მაგარი ფოტოებია. აღარ მახსოვს ჩვენ რატომ არ გადავიღეთ სამებიდან ბირთვისები. მგონია, ოდნავ ბურუსი იყო და სიმკვეთრე აკლდა, თანაც ჩვენ დილას ვიყავით, როცა მზე ბირთვისების მხრიდან იდგა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]