ბატეთის ტბა თოვლში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 17:24

გზად ლამაზი რამეებიც გვხვდებოდა, ცხადია გუბეებიც იქვე იყო. ეს ეგზემპლარი საკმაოდ გამვლელფრენდლი იყო. ზოგიერთი ისეთი იყო შემოვლა არ ხერხდებოდა, მთელი გზის სიგანე დაკავებული ქონდა დაზემოთ ტყიდან შემოვლა გვჭირდებოდა

Image
Last edited by Gvalva on 17 მაი 2007, 02:30, edited 1 time in total.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Wanderer » 06 მარ 2006, 18:08

Gvalva
ყოჩაღ ! შენ რომ არ ყოფილიყავი, ეს ეპოპეა უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდა. :D შენს გარდა არავის არ გვიყვარს ლაშქრობების აღწერა...
სხვებს უკეთესი აპარატი ქონდათ და ველოდები იმათ დადონ.
ჩემი აპარატი გაფუჭდა და ნახევარი ფირი გამიფუჭა. :cry: თუ რამე გადავარჩინე - კარგი იქნება. თანაც ჩემი ციფრული არაა. ასე რომ ველოდებით ეჰ_დათო-ს სურათებს. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 18:23

ნანატრი ბათეთის ტბის გადასახვევი.

გვითხრეს რომ გადასახვევში მაჩვენებელია და ტბეთი აწერიაო.

ასეთი მაჩვენებლებია ყველა მონასტერთან

Image
Last edited by Gvalva on 17 მაი 2007, 02:31, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 19:06

ფერდი რომელიც ჩვენ უნდა აგვევლო საკმაოდ ციცაბო, მაგრამ მოკლე აღმართებს შეიცავდა. ესენი რომ ავიარეთ და გვეგონა გვეშველა, ისეთი აღმართები აღაარააო, ახალი საწვალებელი, ღრმა თოვლი დაიწყო. მე ჯერაც არ ვიცი რატომ არის ღრმა თოვლში ფეხის ჩადგმა ასეთი დამღლელი. თოვლი სადღაც ზედაპირიდან 5-8 სმ-ზე გაყინული იყო. რომ დაადგამდი ფეხს გეგონა დგებოდი, მარა როგორც სიმძიმეს ამ ფეხზე გადაიტანდი ტყდებოდა და ამ დროს არანაკლებად იღლებოდი ვიდრე მერე ამ ფეხის ამოღებისას.

ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას გზაში არც ერთი წუწუნა ფრაზა არავის დაგვცდენია. მერე უკვე ტბასთან რომ მივედით კოცონთან სიცილით ვიხსენებდით ვინ რა იფიქრა. ისიც ვთქვით ჩვენ აქ რომ ასე დავიღალეთ, ის ბიჭები 4 დღე ალბათ ამაზე ღრმა თოვლში დადიოდნენო.

ეჰ_დათოს დიდი მადლობა რომ ასე ძნელად სასიარულო გზაზე 10 მეტრიც კი ზედმეტი არ გაგვივლია. ზუსტად მივადექით ტბას. უბრალოდ ჩვენ მისვლა რომ გვინდოდა რამდენიმე გადასასვლელზე გვეგონა რომ გადავიხედავდიტ და ტბას დავადგებოდით. მე და ქართლის დედას სუნიც კი მოგვივიდა ტბის :)

გადაღებულია eh_dato-ს მიერ

Image
Last edited by Gvalva on 17 მაი 2007, 02:32, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 19:13

ავედით თუ არა ცეცხლის დანთება დავიწყეთ.

ნაპერწკლიდან ალი აინთება??

Image
Last edited by Gvalva on 17 მაი 2007, 02:33, edited 1 time in total.

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
ბატეთის ტბა თოვლში

Post by PINKY » 06 მარ 2006, 20:41

კაიაკაია..

დაისე.. ვინმეს თუმაუნდება სურათების ჩემთვისგამაგზავნა..

აგერსეგიძლიათ..

zoomka@yahoo.com
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბატეთის ტბა თოვლში

Post by ilia » 06 მარ 2006, 21:08

ვააა, რა კაია რო არ წამოვედიი :D

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Mao » 06 მარ 2006, 22:23

SASTAVIIII RA MAGREBI XAAART!!!!!!!!!!!
together on the top!!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Mrs. Robinson » 06 მარ 2006, 22:53

:shock:

აი ლაშქრობა ამას ჰქვია............. ყოჩაღ თქვენ................

ყველა ფოტო ძალიან კაია და თქვენც ძალიან მაგრები ხართ!!!!!!!!!!!!!!!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Nika » 07 მარ 2006, 01:44

გამვლელფრენდლი
რაც კი ტერმინები მსმენია ჯერ ჯერობით ესაა ლიდერი.
მე ჯერაც არ ვიცი რატომ არის ღრმა თოვლში ფეხის ჩადგმა ასეთი დამღლელი
მარტივად აგიხსნი. როცა უბრალო მოძრაობ შენ ფეხის ტერფს წევ საკმაოდ მცირე სიმაღლეზე. პრნციპში საკმარისია იმ სიმაღლეზე აწიო რომ წინ ნაბიჟის გადადგმისას ის მიწას არ ეხახუნოს. ფაქტიურად მთელი მოძრაობის ენერგია მხოლოდ იმაზე იხარჯება რომ წინ იმოძრაო. თოვლში როცა დადიხარ ცხადია ეს შეუძლებელია და ფეხი საკმაოდ მაღლა უნდა აწიო. ამ დროს ენერგიის დიდი ნაწილი გეხარჯება ფეხის ზევით ქვევით აწევაზე. გარდა ამისა მოძრაობის სიჩქარე დაბალია და არაოპტიმალური. ამიტომაც მალე იღლები.

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Eh_Dato » 07 მარ 2006, 08:37

ცოტა დავისვენე და ლაპარაკისთვისაც მოვიცალე...
ორი სიტყვა რომ მოძებნო - იყო ძალიან ლამაზი, ძალიან ძნელი და ძააალიან კარგი...
თუმცა მე მგონი სამი გამომივიდა. :wink:
მე ასეთი მომწონს - კარგი რომ ძნელად გეძლევა, განსაკუთრებულად იხსენებ ხოლმე.
დავიწყებ ქებით - ყველა ჩემი თანამგზავრის. მიუხედავად სიმძიმეებისა, ყველა იყო ოპტიმისტურად განწყობილი და მხიარული - ბოლომდე.
ყველამ ძალიან კარგად ვიარეთ. სხვა დროს ამას შეიძლება არცაა დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ამ დღეს ერთიც რომ გამომდგარიყო ცუდად მოსიარულე - ტბამდე ვერ ავიდოდით.
ქება და ქება!
განსაკუთრებით - ცხადია - ლელას და ლიკას.

Image
ტბის ასახვევთან.

როგორ რუსები იტყოდნენ - ამათთან ერთად - ია ი ვ რაზვეტკუ პაშოლ ბი... :)

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Eh_Dato » 07 მარ 2006, 08:54

გზად გორის კლუბ "ტონთიოს" სამი მოგზაური დავინახეთ, რომელთაგან - მთა მთას არ შეხვდებაო - ერთი ჩემი ნაცნობიც აღმოჩნდა. ამ ხალხმა უმძიმესი გზა გაიარა ბაკურიანიდან ძამას ხეობამდე.
ქება!

Image

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Eh_Dato » 07 მარ 2006, 09:26

განსაკუთრებით მძიმე იყო ბოლო სამასი მეტრი ტბამდე. დროდადრო წელამდე თოვლში ვეფლობოდით, სადაც ერთი ნაბიჯის გადაგმაც კი დიდ დაძაბვას ითხოვდა. თან ქვემოთ, დაბიჯებისას ზოჯერ მიწის მაგივრად წყალი გვხვდებოდა...
რამდენიმე წამით იმის სურვილიც გამიჩნდა, რომ აქ ჩავრჩენილიყავი, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა, ბალახი არ ამოვიდოდა და ჩიტები ლაღად არ დაიწყებდნენ ჭიკჭიკს... :D
თან ვბრაზდებოდი - 14 კმ-ის გავლის შემდეგ ტბა აქვე იყო...
მაგრამ ავედით.
თუმცა ეს ფოტო მხოლოდ მცირედად ასახავს, რაც ჩვენ ვნახეთ, მაგრამ დამერწმუნეთ - ღირდაააა...

Image

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ბატეთის ტბა თოვლში

Post by toga » 07 მარ 2006, 11:21

მაგარია ძაან დასანანია რო ვერ მოვახერხე წამოსვლა ამის მერე აუცილებლათ შემოგიერდებით მუღამზე მოვედი :D :D :D

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბატეთის ტბა თოვლში

Post by Gvalva » 07 მარ 2006, 12:15

Eh_Dato

უი, ეგენი ტონთიოს წევრები იყვნენ?? ნიამორის ფესტივალზე იყო ფილმი "ტონთიო" რომელიც ვერ გავიგეთ რაზე იყო, მე სამწუხაროდ არ ვიყავი იმ დღეს.

ვიდეო კამერა რომ დავინახე რაღაც ამდაგვარის კითხვა მინდოდა მარა ვიფიქრე მე ნიამორის ახალი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და იმიტომ გამახსენდა მეთქი :), ნეტავ მეკითხა

Mao

შენ ჩვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყავი!! ზონაში შემოვედით თუ არა, ჯერ ყველა შეტყობინება მოსული არ იყო რომ მაომ დარეკა და გვკითხა, ცოცხლები ხართო?? :) და შეტყობინებებშიც 5-ჯერ მაომ სცადა დარეკვაო.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]