ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by N67 » 08 ივნ 2007, 12:19

ჰოოო..

ბოდომის ტბაზეა ერთი არც თუ ისე ტკბილი ლიგენდა :twisted:

:)

მაგას მოვეშვათ და ტობავარჩხილი ხომ იცით?
ფანტასტიკური ადგილია..

ხოდა მაგ ადგილზე და ოქროსმატყლიან ვერძზეა ერთი ლეგენდა..
გავიხსენებ ზუსდად და მოგიყვებით :D

:)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by ARCHILI » 12 ივლ 2007, 15:36

ალბათ, ყველამ იცის ერთი მსვენიერი სოფელი, სახელად თიანეთი.. აქვე რომ არის, არც თუ შორს, მაგრამ იქ ჩასულს ყველანაირად რომ მოსწყვეტს ერულ ფუtჩსაქმოსნობას.. ბუნებითა და პეიზაჯებით, ისევე, როგორც საქართველოს საბედნიეროდ ყველაშიგადასულიბევროდენობის ადგილი, თიანეთის განსაკუთრებულია და განუმეორებელიც კი... თიანეთის შექმნის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს.. მათ შორის ასეთიც არის..ძველად, თურმე თიანეთში ერთი გამორჩეული ოჯახი ცხოვრობდა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და ორი შვილი.. ერთს თინათინი ერქვა -- ასულს და ყრმა ვაჟს -- იორამი.. მაშინ მსხვერპლთშეწირვა ხშირი იყო და ქმარს განუცადებია ერთ დღეს ცოლისათვის, შვილები უნდა შევწირო ღმერთსო.. უბრძანებიათ თურმე მისათვის..

ახალგაზრდა დედას არ დაუნებებია შვილები, ვერ გაუმეტებია, რის გამოც თურმე მძიმედ აწამეს..

მსხერპლთშეწირვის დღეს, ჩვეულებრივ, გავსებულა ეზო-მიდამო, კარი, გარეულითა და შინაურებით, ღმერთის მიმართ მთხოვნებლებით, მსხერპლთშეწირვის ოსტატებით თუ აღმასრულებებითა და უბრალო ადამიანებით, ბევრის ბედი ყოფილა ამ ამბავზე დამოკიდებული...

საბრალო დედა დილეგში ჩაესვათ და ისე მიეყვანათ სარიტუალო ადგილზე... გაწამებული კიოდა და უხმობდა საშველად, მაგრამ... უშედეგოდ და უთანადგომოდ...

მზიანი იყო ამინდი თურმე, ამას კი თავიანთი ღმერთის მოთხოვნად მიიჩნევდნენ მაცხოვრებლები.. მამა მოშორებით იდგა და ელოდებოდა აღსრულებას..

და..

და იმ დროს, როდესაც მზეც მწველად აჭერდა და ჩახუთულსა და გაბრუებულ გარემოს ცეცხლის ალი კიდევ უფრო მწველსა და ულმობელს ხდიდა.. როდესაც შესაწირი ბავშვების მამა მოშორებით იდგა და არაფერს ამბობდა.. როდესაც კივილგანგმირული დედა უიმედოდ ცდილობდა მშველელის მოხმობას.. როდესაც ბავშვებიც გამოიყვანეს, გაურკვევლად და მიუხვედრელად ატირებულ-შემცბარები.. როდესაც მოამზადეს კველაფერი იმ საბოლოო წუთებისათვის, რომ მსხვერპლის შეწირვა დაეწყოთ... როდესაც წამები ითვლებოდა.. დანის პირი უკვე კარგად გალესილი სისხლის მოლოდინში ზის მორზე განისვენებდა.. და ცეცხლი მძლავრ ტალღად იტრიალებდა მორევივით ცეცხლის ტალღებს.. ბავშვებს კი უახლოვდებოდა მსხვერპლშემწირავი...

როდესაც ხელი მოჰკიდა და ძალით დააშორა, თითქოსდა გაგლიჯა ერთმანეთისაგან და-ძმა, ხელში ატოტებული წაიყვანა.. მიუახლოვდა მსხვერპლშეწირვის ადგილს... ამ დროს.. ამ დროს.. ამ დროს წამი წუთად გაიწელა.. წუთი - საათად.. საათი - დღედ და დღე-საუკუნედ.. მოიღრუბლა და მიმოშავდა იქაურობა.. მოქუფრულმა ცამ დაამთქნარა და ისე გაიზმორა, ხეებმა ჭახა-ჭუხი დაიწყეს, აკანკალდნენ.. ფოთლებშიშიშსევარდნილი ბებერი მუხებიც კი გალერწმებას ნატრულობდნენ, რომ იქიდან როგორმე ქარს გაჰყოლოდნენ და ფეხაკრეფილები გაქცეულიყვნენ.. აგრუხუნდა მიწა და აიზილა ცასთან და აქუფრდა.. და.. სწორედ ამ დროს ცა გაიხსნა.. ნათელი შემოიჭრა და ხელი დაეშვა მიწაზე.. მზიური ხელი... შემოევლო თინათინს, იორამსა და დედას მათს და წაიყვანა ზეცად... ზეცამ კი უდანაშაულო დედის ცრემლები დააწვიმ-დააწყალა სოფელს.. აზილა დიდი და პატარა ერთმანეთში და ააფორიაქა.. ააწარღვნა და დაიმშვიდობა..

გავიდა დიდი თუ ცოტა დრო.. ეს ამბავი მახლობელმა სოფლებმაც გაიგეს და უდანაშაულო შვილების შეწირვას თავი დაანებეს.. იმ ადგილას კი ახალი სოფელი გააშენეს...

წარღვნის შედეგად გაჩენილ მდინარეს იორამის სასახელოდ იორი დაარქვეს, ხოლო სოფელს თინათინის სახელად - თიანეთი..

დღესაც ხშირად ახსენებს ხოლმე ბუნება იქაურ მოსახლეებს, რომ სამართლიანები იყვნენ და უყვარდეთ ერთმანეთი, ტორემ იორმა ადიდება იცის..


============== აბალდუი

ამბავი -- ლეგენდიდან და ხალხურია
მხატვრული გაფორმება და კრეატივი კი - ჩემი :wink:
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by ZVIOSULI » 12 ივლ 2007, 16:13

N67
ბოდომის რომელი - ბოდომის ბავშვები რომ მრერიან ხოლმე?!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 27 ივლ 2007, 17:46

როგორც კი გადახვალ დათვის ჯვრის უღელტეხილზე, პირდაპირ დიდი ველივითაა ...
მრავალი სისხლის ღვრის მოწმე ...

წუბროვანის ველი ქვია ...

ადრე მანდ თუშები აყენებდნენ ცხვარს ...

ხოდა ერთ ზაფხულის საღამოს ორ თუშ მწყემს ქისტები დაეცნენ ...

და ცხვრების მაგიერ მკვდარი მეთაური წაასვენეს, იწვნიეს ...

ლექსია შემონახული ამ ამბავზე:

”წუბროვანი”
ბაადოს ბაძიკიშვილსა საქმე არა აქვს შინაო
დაარჩევს ქისტის შვილება გამაუძღვება წინაო
...
ჯერ შუაღამე არ იყო ბაადომ წაუსტვინაო
ლეგუამ წამოიწია ბერიძემ დაიჭირაო
ძმაო ნუ დავიჴოცებით ცოცხლებ მივიდათ შინაო

ლეგუამ შამაუქადლა თავისფერ ლურჯი რკინაო
სისხლი შაასხა შანდალსა ტვინ ძაღლებს ალოკინაო

ეძახის ხიზირმურზაი ბადო წავიდათ შინაო
ბაადო ვეღარ წამოვა წუბროვანს დაიძინაო
ეგრ გინდათ ქისტის შვილებო ნუ გგონავთ ძველი ბინაო
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by caucasica » 28 ივლ 2007, 14:11

ბექა გაიხარე-ასე გაგვანებივრე ხოლმე ამბებიტ დალეგენდებიტ
სამი ძველისძველი დოკ.ფილმია ხევსურეთზე
ხევსურეთი
http://bin.ge/?d=8BBC65D3
რიტუალი
http://bin.ge/?d=61BD3D3D
ყოფა
http://bin.ge/?d=F1082218

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by გვალდა » 14 სექ 2007, 18:54

ჩანგი ხომ იცით, არფას მსგავსი... ინსტრუმენტი... მის შექმნაზეა სვანური ლეგენდა...

ომიანობის დრო ყოფილა. მოხუც მამას ერთადერთი ვაჟიშვილი ჰყოლია, რომელიც მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა, არ დაუშლია საომრად წასვლა. წასულა და აღარ დაბრუნებულა. ლოდინით დაღალული მამა თავად გაემართა ბრძოლის ველისაკენ, იქნებ დაჭრილი თუ ვერა, ცხედარი მაინც ვიპოვოო ერთადერთი შვილის. დიდხანს უვლია, სანამ ბრძოლის ველს მიადგებოდა.
ნაომარი ადგილი გვამებით ყოფილა სავსე... დადიოდა ჩონჩხებსა და მიხრწნილ სხეულებს შორის მოხუცი და შვილის ცხედარს ეძებდა. წელზე შებმული მეწამული ქამრით უცვნია ვაჟის ძვლებდარჩენილი სხეული. მკლავები გვერდზე გადაკეცვოდა და ძარღვები ლარივით გადაჭიმულიყო ერთი ძვლიდან მეორეზე.
აუღია მამას მოკლული შვილის მკლავი, ჩამოუკრავს მოკანკალე ხმელი თითები დაჭიმულ ძარღვებზე და ისე გულის მომკვლელი მოთქმით დაუწყია შვილის დატირება, მთები შეზანზარდნენო ირგვლივ...
სვანეთოლოგი

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 09 ოქტ 2007, 19:04

გვალდა
დააბორგა ლიბრგადაკრული სული წანაკითხმა

მადლობა გვალდა
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Linda » 25 ნოე 2007, 23:08

ARCHIL_i

Zalian kargi iyo, sainteresod naambobi

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2710
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by MIRANDA » 19 დეკ 2007, 14:25

ARCHIL_i wrote:მხატვრული გაფორმება და კრეატივი კი - ჩემი :wink:
ყოჩაღ :shock:

თვითონ ლეგენდას რაც შეეხება, საინტერესო იყო. ცრემლიც კი მომადგა თვალზე...

meore monadire wrote:გვალდა
დააბორგა ლიბრგადაკრული სული წანაკითხმა

მადლობა გვალდა
მართლაც...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 10 იან 2008, 12:27

კვიცივე მოიყვანეს სოფლად...

თავიდა კი გაუჭირდა პატარას თავის დამკვიდრება ნარჩევ ცხენებს შორის,

მაგრამ რამდენიმე დოღსი "წინ რბოლამ" პატივისცემა და საკუთარი ტავის

რწმენა დაუბრუნა...

პატრონს შეეჩვია "კაი ჯიშისა"...

პატრონი კი ...

ერთნაირად ზრუნავდა მასზე და თავის ერთადერთ ვაჟზე...

ერთადაც იზრდებოდნენ ...

მეზობელ სოფელში იყო წასული სასმლით...

უკან მომავალს ნაბახუსევზე გული გაუსკდა და...

დარჩა ულაყი პატრონის დამცველად ნოემბრის თვეში

ერთი კვირა უდარაჯა ...

არაფერი მიაკარა სანუვარს...

შემდეგ მაძებრებმა იპოვეს თანასოფლელი...

ცხენმა ისინიც საზიანოდ მიიჩნია ...

ბოლოს, წყლის გამოისობიტ მოაცილეს პატრონს და ...

მიწას ჩაბარებული პატრონი ვერ დაივიწყა ...

სულ მალე დალია ამაყი სული თაოდაც...

ხევსურეთში უკენახოს უძირო ტბასთან ახლაც დგას ნიში...

ყოველ ავლა ჩავლაზე უყვებიან ხატისკარს მიმავალი თუ ნაათენგენარი

ბაკურხევლები ერთურცს ცხენის და ვაჟიას ძმობის ამბავს...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Jnosy » 10 იან 2008, 12:31

http://bin.ge/file/125967/Geofolk-part-I.zip.html

ერთ უცხოელს მივეცი ეს ქალხური სიმღერების ნაკრები
გირჩევთ გადმოწეროთ და ნახოთ :)
ცოტაა მაგრამ რჩეულებია
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 16 იან 2008, 13:19

კარგი ნაკრებია, ახლა ვუსმენ
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by caucasica » 18 იან 2008, 13:48

ძველად ადამიანებს არ შეეძლოთ აეხსნათ ჩვენთვის უკვე ამოხსნილი მოვლენები როგორებიცაა: ზრდა, ავადმყოფობა, სიკვდილი, დაბადება და სხვა.
ასევე ვერ ხსნიდნენ ბუნებრივ მოვლენებს და პასუხის უშედეგო ძიების შემდეგ ყველაფერს უზენაეს ძალებს აბრალებდნენ.
რასაც ადამიანი ვერ გებულობს ყველაფრის მისტიფიცირებას იწყებს და უბრალო ნივთებისა ან მოვლენებისაგან ღვთაებებსა და სხვა არარეალურ არსებას ქმნის.
ცრურწმენები თანდათანობით იხვეწებოდა და ფეხს იკიდებდა უძველეს კულტურებში მათ შორის საქართველოშიც.

ცრურწმენები კაცობრიობის ცხოვრების მრავალ დარგზე ახდენდა გავლენას და მათ შორის ძალიან დიდი გავლენა იქონია მედიცინის განვითარებაზე.
მაგიური მედიცინა აქტიურად გამოიყენებოდა, მანამ სანამ ადამიანებმა მეცნიერული ახსნა არ მოუძიეს ყველა იმ მოვლენას რომელსაც ადრე ხატებსა თუ წმინდანებს მიაწერდნენ.
კაცობრიობის განვითარებისა და განათლების დონის მატების შედეგად მაგიური მედიცინაც ისტორიას ჩაბარდა.

ხალხის აზრით, მათი ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა ან კარგი მოსავალი დამოკიდებული იყო სხვადასხვა ღვთაებების კეთილგანწყობაზე და ამის გამო ხალხი ცდილობდა როგორმე ღვთაებების გული მოეგოთ მათგან ზემოთხსენებული სარგებლის მისაღებად.
რელიგიის შექმნამდე არსებობდა ჯადოსნობა, იგივე მაგია.
მაგია არ გულისხმობდა ადამიანის მიერ რაიმე რიტუალის შესრულებას ან მსხვრპლის გაღებას ღმერთის(ების) გულის მოსაგებად. ჯადოსნობა იყო მცდელობა სხვადასხვა სახის ქმედებით ბუნების დაქვემდებარებისა. მაგალითად გვალვის დროს წვიმის მოყვანის მცდელობა ან სხვა კატაკლიზმის თავიდან აცილების მიზნით გარკვეული რიტუალების შესრულება.
თავდაპირველად ადამიანები უსულო საგნებსა და ბუნებრივ მოვლენებს მხოლოდ აცოცხლებდნენ შემდეგ კი მათი სულის არსებობაც დაუშვეს.
ამ მოვლენას ანიმიზმი ეწოდება.
ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში უსულო საგანთა და ცხოველთა გაღმერთების მრავალი მაგალითია.
არსებობდა ქვის კულტი, რომელიც ჯერ ცოცხალ არსებად შემდეგ კი სულის შემცველ ნივთად იყო მიჩნეული.
ასევე იყო ხის, შინაური ცხოველების, ასტრალური სხეულების გაღმერთების შემთხვევებიც საქართველოში.

ცხოველთა კულტი ცხოველთა მოშინაურებასა და მესაქონლეობასთან ერთად ვითარდებოდა, ხარის კულტი მიწათმოქმედების განვითარებასთან ხოლო ასტრალური სხეულები მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოუყენებლობის გამო უკანა პლანზე იქნა გადაწეული.

ანიმისტური წარმოდგენების საფუძველზე თითოეულ გაღმერთებულ საგანს აქვს სული, რომელიც ადამიანის შეგნებამ ცაში აიყვანა სხვადასხვა ღვთაების სახით.
ისევე როგორც ბუნებრივ მოვლენებზე ადამიანებს ბიოლოგიურ მოვლენებზეც მსგავსი შეხედულებები უყალიბდებოდათ და თავისებურ ახსნას უძებნიდნენ განაყოფიერებას დაბადებას კვებას სიკვდილს და სხვა იმ დროისთვის ამოუხსნელ ფაქტებს.
იგივე წარმოდგენებია შემორჩენილი კარჩაკეტილად მცხოვრებ ქართულ ტომებში (სვანები ხევსურები)
ქართველთა უძველესი კულტურის გადმონაშთია “ბარბარეს კულტი” რომელიც სნეულთა მფარველად იყო მიჩნეული.
ქართული ღვთაებები გამოირჩევიან შუმერულსა და ხეთურ (Hittite) ღვთაებებთან მსგავსებით. მაგალითად ხევსურული “უშტარა”, სვანური “მელაია ტელეფია”, ხეთური ღვთაების ტელეპინუსის ანალოგებია.

დამკვიდრებული აზრის მიხედვით ნებისმიერი დაავადება რომელიმე ამ დაავადებისთვის დამახასიატებელი ხატის განრისხებით იყო გამოწვეული. ამ მოვლენას ხატის მიზეზი ეწოდებოდა რის თავიდან სხვადასხვა რიტუალებითა და მსხვერპლთშეწირვით ცდილობდნენ.
თუ ხატი მაინც გაწყრებოდა უნდა ასულიყვნენ ხატთან და თითოეულისთვის დამახასიათბელი განსხვავებული რიტუალებით ცდილობდნენ მათი რისხვა გაექროთ.
ამისათვის სპეციალური შესაწირავიც არსებობდა “წამლის სახსრად”.
გუდამაყრელების საერთო სალოცავი "პირიმზე ფუძის ანგელოზი" იყო რომელსაც სულიერი დაავადებების განკურნებას შესთხოდნენ. გუდამაყრის დღევანდელი მოსახლეობის უმეტესობა ხევსურეთიდანაა მიგრირებული. ადრინდელი მოსახლეობა რამდენჯერმე შეცვლილა. ისინი ბარში გადასახლებულან. ხევსურეთიდან გუდამაყარში მოსახლეობის მიგრაციამდე, გუდამაყრის მოსახლეობის მთავარი სალოცავი "საბურთველოს წმინდა გიორგი" იყო მხოლოდ გუდამაყრისათვის იყო დამახასიათებელი ე.წ. "უყმო ყმის" ინსტიტუტი. "პირიმზე ფუძის ანგელოზი" წიკლაურ-ბექაურთა საგვარეულო სალოცავი იყო. მაგრამ, როგორც ძლიერ სალოცავს, მას გუდამაყრის სხვა გვარები (ჩოხელები, აფციაურები, ანთაურები) ეყმობოდნენ როგორც უყმო ყმანი.

მთიულეთში ლომისის წმინდა გიორგის შესთხოვდნენ შვილიანობას და მასთან დაკავშირებული ყველა მოვლენის მშვიდობიანად დასრულებას.






საინტერესო ლეგენდებია შემორჩენილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაზე.

ლომისის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ამ წარწერიდან ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება. ღამის დარაჯი, ეკლესიაში ქურდი რომ არ შეპარულიყო, ამ რგოლებს ფეხზე აყენებდა. თუ კარს ვინმე მიადგებოდა და წვალებას დაუწყებდა, რგოლები ცვიოდა და ხმაური დაძინებულ დარაჯს აღვიძებდა. თუკი მცველი დღისით დატოვებდა ეკლესიას, რგოლებს ისე აწყობდა, რომ უკან დაბრუნებულს შეემჩნია, ვინმე ხომ არ მიჰკარებოდა ტაძრის კარს. ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და იმით დაუნთიათ ცეცხლი. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.

ამ ამბავშიც კარგად ჩანს თუ რამხელა გავლენას ანიჭებდა ხალხური თქმულებები ხატებსა და ეკლესიებს.

„ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, - ილოცებიან მთიულნი.

ქართულ ცრურწმენებში დიდი ადგილი ეკავა ხარის კულტს.

ხარის კულტი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციებში - ის გვხვდება როგორც ანატოლიაში ასევე ეგვიპტეში, კრეტაზე, ბალკანეთში და ინდოეთში - ეს ცხოველი უძველესი დროიდან რელიგიური კულტის მთავარი ტოტემი იყო.
საინტერესოა ისიც რომ ხარის კულტი უძველესი დროიდანაა ცნობილი საქართველოშიც - ეს ერთადერთი ტოტემური ცხოველია წარმართული ეპოქიდან, რომელმაც ქრისტიანობაშიც ჰპოვა ადგილი...





ის, ვინც კარგი მიწათმოქმედია, არის საუკეთესო სინოპტიკოსი, ბუნების-მეტყველი, ასტრონომი, ბიოლოგი და აგრონომი.


განვითარების ეს სულიერი ეტაპი ხარის მოშინაურებით გასიმბოლურდა, რადგან ხარი იყო მიწათმოქმედების აღიარებული სიმბოლო, ზე-შინაარსი. თანაც ის მამრი, ძლიერი ბუნების განსახიერებაა - ხნავს მიწას და მოჰყავს მოსავალი.





როგორც ჩანს დამამიზეზებელ ხატებს და სხვა ღვთაებებს შერჩევითად შეეძლოთ დაავადებების გამოწვევა და მათგან შეწყალების მისაღებად განსხვავებული რიტუალების ჩატარება იყო საჭირო. ბატონების კულტისა და დამამიზეზებელი ხატის გარდა ბევრი რელიგიური რიტუალები იყო შემუშავებული სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად წარმართული ღვთაებები სახეს იცვლიან და ბაბარი წმ.ბარბარედ ზოგიერთი წარმართული ღვთაება კი წმ.გიორგიდ იქცა.
ცივილიზაციის შემოსვლასთან ერთად ეს წესჩვეულებები დავიწყებას მიეცა.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by გვალდა » 21 იან 2008, 18:20

გენაცვალეთ, რა კაი რამეებს წერთ.

ეხლა ლეგენდა ბეთქილზე. მონადირე, მთამსვლელ ბეთქილზე. სვანეთში მისი ამბავი ლეგენდადაა შემორჩენილი.

მამაცი მეთხვიარი, ანუ მონადირე, ნადირთა ქალღმერთ დალს უყვარდა. მან საუკუნო ერთგულების ნიშნად თავისი მძივი უსახსოვრა ვაჟკაცს, მაგრამ ბეთქილმა მიცემული სიტყვა გატეხა და დალის ნაჩუქარი მძივი თავის საცოლეს ჩამოჰკიდა ყელზე.
ერთ დღესაც, როდესაც ახალგაზრდობას თავი სოფლის მოედანზე მოეყარა, ბეთქილიც მათ შორის იყო, მღეროდნენ და ფერხულს უვლიდნენ, უეცრად მოცეკვავეთა წრეში თეთრი შუნი შევარდა, ხალხს ლაჯებში გაუძვრა და გაუჩინარდა. მსგავსი რამ არავის სმენოდა, მოხუცებმა უმალ თქვეს - ან დიდ სიხარულს მოიტანს, ან დიდი უბედურებასო. ხალხი შეჩოჩქოლდა. შუნს ვინმე უნდა გაჰკიდებოდა, მაგრამ ვინ იქნებოდა ასეთი გულადი, თუ არა ბეთქილ?!
მონადირეს პაჭიჭები ჩაუსწორებია, თოფისთვის დაუვლია ხელი და უკან გაჰყოლია თეთრი შუნის კვალს. კვალს შავ კლდეებში შეუტყუებია ბეთქილი, შავ კდეებში - დალის სამფლობელოში. და უეცრად ქალღმერთი დალი გამოცხადებია დაბნეულ ბეთქილს. თავისი ნაჩუქარი მძივი მოუკითხავს, აბა საიდან მოიტანდა ბეთქილი დალისაგან მოძებნილ ქარვის ყელსაბამს?
იცრუა თურმე - სასთუმალქვეშ დამრჩაო. მაგრამ დალის ვერარას გამოაპარებდა ბეთქილი...
- შენ რომ სიმართლეს ამბობ, იმ სიმართლით იარეო - უთქვამს თვალზე ცრემლმომდგარ დალს ბეთქილისთვის და გაუჩინარებულა.
სიბნელე ჩამოწოლილა. ბეთქილს შავ კლდეზე ფეხის დასადგმელი ადგილი ჩაუშვავდა. მამაცი მონადირე ცალი ფეხით და ცალი ხელით გადმოეკიდა ქარაფებზე.
მეორე დღეს ხალხი შეიყარა ქარაფებთან. ცდილობდნენ მონადირის კლდიდან მოსხნას, მაგრამ იქ აბღატებას ვიღა გაბედაბდა? ვიღა შეძლებდა ქარაფებს გადავლებოდა?
ბეთქილმა მხნეობა მოიკრიბა და ომახიანად გადასძახა შეკრებილთ:
- ჩემმა საცოლემ იცეკვოს, უკანასკნელად მინდა ვნახო მისი გოგმანიო.
წრე გაიშალა და მონადირის საცოლემ რონინით ჩამოუარა მოედანს.
ისევ დაიძახა ბეთქილმა:
- ახლა ჩემმა დაიამ მიტიროს, მინდა უკანასკნელად გავიგონო მისი ხმაო.
მოედნის შუაში, კლდის ნაშალ ლოდზე ციცქნა გოგო ჩამოკდა და მოთქმა დაიწყო.
- ახლა კი მთელმა სოფელმა იცეკვოს, მთელი სოფლის ცეკვას მინდა ვუყუროო. . დაიძახა ბეთქილმა.
ხალხმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდა. წრე შეკრა და შინავორგილი ჩამოუარა, თეთრი ნაბდისქუდიანები ერთურთს გადაჭდობილმი სვანური მურყვანებივით მოჩანდნენ, ტორტმანებდნენ, ირწეოდნენ, ბუბუნებდნენ...
- ჰე...ჰე... ჰეეიიი... დაიძახა ბოლოს ბეთქილმა ომახიანად. მთებმა მისი ხმა ჭიუხებსა და ქარაფებში დაკარგეს. თავად კი კლდეებს გადმოევლო. მონადირის სისხლით შეიღებაო თურმე უშბის ციცაბოები. იმ ადგილს, სადაც ბეთქილი დაენარცხა, "წითელ ქარაფს" ეძახიანო.

მას მერე დიდხანს, ვერავინ შეძლო უშბასთან ჭიდილი. და ძალიან დიდხანს, ქაჯ-ეშმაკების საბუდარსაც უწოდებდნენ უშბას...
სვანეთოლოგი

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by ketuna4 » 21 იან 2008, 18:45

გვალდა
დამბურძგლაააა. ძალიან მაგარია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]