Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2011, 11:09

1. რეგიონი: კახეთის მხარე, ახმეტის რაიონი (თუშეთი),

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- ალვანი - აბანოს უღელტეხილი (2850 მ)- ომალო- კესელოები-დართლო(პირიქითი თუშეთი)- დანო -კვავლო(პირიქითი თუშეთი)- ჭიღო- დიკლო - შენაქო (ჩაღმა თუშეთი)- ქუმელაურთა- ორეთის ტბა (2600მ. ზღვის დონიდან)- ქუმელაურთა- ომალო-დიკლო- დიკლოს ნაციხარი-აბანოს უღელტეხილი- ალვანი -თბილისი


3. ხანგრძლივობა:
5 დღე და 4 ღამე
ნაწილისთვის 4 დღე და 3 ღამე


4. სირთულე:
საშუალო. სატვირთოთი მგზავრობა ალვანიდან დართლომდე. საფეხოსნო მარშრუტი: პირველ დღეს დართლოდან დანოსა და კვავლოში, მეორე დღეს დართლოდან ჭიღოს გავლით გადასვლა დიკლოში. მესამე დღეს საცხენოსნო მარშრუტი დიკლოდან ომალოსა და ქუმელაურთას გავლით ორეთის ტბისაკენ. ქუმელურთადან დაბრუნება მანქანით. მეოთხე დღეს საფეხოსნო მარშუტი დიკლოდან ძველი დიკლოსკენ.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება

170 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა

24 ადამიანი:

1. ნინი_85
2. kolonkelidze
3. kolonkelidze-ს+ (თამარი)
4. kolonkelidze-ს მეორე+ (ნათია)
5. დაფინა
6. ნაია
7. ჰხათო
8. ნეშ ოთახჰ + (დათო)
9. ნეშ ოთახჰ + + (მაკა)
10. doctor ako მე-17
11.პერწკლი
12. მეკო
13. გიორგი მეზვრიშვილის + (ნათია)
14.ნიკოლოზი
15. ნინი_85 + (ნატა)
16. ნატა+ (ბასტი)
17. ნატა+ + (ნინა)
18. ლაშა
19. ქსოვრელი


მანქანით(პირველი სამი დღე):

20. გიორგი მეზვრიშვილი
21. saknatuna
22. გიორგი მეზვრიშვილი +
23. გიორგი მეზვრიშვილი ++
24. გიორგი მეზვრიშვილი +++


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი:

ნინი_85 და kolonkelidze

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ძირითადად დასახლებულ სოფლებში გვიხდებოდა მოძრაობა.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

თბილისი-თელავი - 95კმ
თელავი-სოფელი ფშაველი-32კმ
სოფელი ფშაველი - ომალო-72 კმ. ამ მონაკვეთზე იმდენად ცუდი გზაა, რომ მის დაფარვას მანქანა დაახლოებით 4 საათს ანდომებს. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილით.

10. ფეხით გავლილი მანძილი: ზოგიერთ დღეს მცირე, დიკო-დიკლოს ნაციხარი დაახლ. 5 კმ (ორი გზა), დართლო-კვავლო- დანო დაახლოებით ასევე, ომალო-ორეტის ტბა - 20 კმ (ორი გზა). დართლო - ჭიღო- დიკლო -
16 კმ

11. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
თითქმის ყველა სოფელში კოშკები, ლამაზი სახლები, ხატები და სალოცავები, რომელთან მიახლოებაც ქალისთვის კი არა მამაკაცისთვისაც კი არ შეიძლება, ულამაზესი სოფელი დართლო, კოშკებით და დანგრეული ეკლესიით, სადაც ასევე არ შეიძლება ქალის მიახლოება.

12. საბანაკე ადგილები: ყველგან მშვენიერი საბანაკე ადგილებია, თუმცა ზოგიერთი სასტუმროს ეზოში ან სიახლოვეს ბანაკის დასაცემად სასტუმროს მეპატრონის ნებართვაა საჭირო. ასევე დაცულ ტერიტორიებზე კოცონის დანთება მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებშია შესაძლებელი. (სასტუმროს ტერიტორიაზე ან ახლოს დაბანაკება სასმელი წყლის გამოა მიზანშეწონილი)

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა სოფელში, სხვაგან იშვიათად. თუმცა გვხვდება მთიდან ჩამომდინარე პატარა ნაკადულები, რომელიც სასმელად ვარგისია. წყალი

14. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ძალიან თბილი ტანსაცმელი და საძილე, განსაკუთრებით თუ შემოდგომის დასაწყისში აპირებთ თუშეთში გამგზავრებას.
კიდევ აუცილებელი აღჭურვილობაა სამთო ან ჩვეულებრივი ხის ჯოხი, რაც ძალიან გამოგადგებათ ამ და მსგავს მარშრუტებზე.

15. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მისამართი:
ახმეტის რ-ნი, სოფელი ომალო
ტელ: 899 98 24 17
ვებგვერდი: www.tushetipa.ge
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მისამართი:
თბილისი, გულუას ქ.6
ტელ./ფაქსი: 75 23 55
ელ.ფოსტა: info@dpa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.dpa.gov.ge

საოჯახო სასტუმროები თუშეთში:
"თუშეთი" (სოფელი ომალო) მეპატრონე ვაჟა შაბალაიძე
"დართლო" (სოფელი დართლო) ტელ:893 444 229
"სამციხე" (სოფელი დართლო) ტელ:899 11 89 93
"კრუისკარი" (სოფელი დოჭუ) ტელ:899 28 56 47
"დოჭუ" (სოფელი დოჭუ) ტელ: 899 53 33 98
"ომალო-2005" (სოფელი ომალო) ტელ: 899 67 22 43
"ლამატი" (სოფელი ვერხოვანი) ტელ: 899 700 378
'ჯიქი" (სოფელი ჭეშო) 899 67 42 10


16. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
მთელი თუშეთი ღირშესანიშნავი ადგილია, თუ დრო გაქვთ და გზაც მიდის ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება.

17. რუქა: მოგვიანებით დავდებ ბმულს.

18.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
როცა კი გზა გახსნილია, მთელი ის პერიოდი. მთაში გაზაფხულიც, ლამაზია, ზაფხულიც და შემოდგომაც. თუმცა გაითვალისწინეთ რომ იქ გაზაფხული ივლისის დასაწყისში დგება

19. რისკები და საფრთხეები
თუ უწვრილეს საცალფეხო ბილიკების მარშრუტს აირჩევთ, სერპანტინებად რომ სერავს მთებს, სიფრთხილე გმართებთ, რომ ფეხი არ ჩაგიცდეთ და არ ჩაიჩეხოთ სადმე.

20. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის

ომალოში მაგთიც იჭერს და ჯეოსელიც. მაგთის 3 ანძაა თუშეთში. მაგთი დართლომდე იჭერს, შემდეგ ხეობის სიღრმეში ადგილ-ადგილ, გირევში კი მხოლოდ მესაზღვრეების ეზოში, ისიც ერთ წერტილში.

21. ლაშქრობისას გავლილი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან
საფეხოსნო - საცხენოსნო მარშრუტისას- ორეთის ტბა 2600 მეტრზე, მანქანით კი გავიარეთ უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი საქართველოში- აბანოს უღელტეხილი (მისი უმაღლესი წერტილი-ცერი- თითქმის 2900 მეტრი.
Last edited by ნინი_85 on 20 ივლ 2011, 11:29, edited 1 time in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

giorgi_barca
ბოდიალა
Posts: 137
Joined: 30 სექ 2010, 14:08
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by giorgi_barca » 20 ივლ 2011, 11:23

ნინი ,როგორც ვიცი, თქვენ თელავში გომბორის გავლით ჩახვედით და ამ შემთხვევაში თბილისი-თელავის მანძილი 160-ის ნაცვლად 95 კილომეტრია

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2011, 11:27

giorgi_barca wrote:ნინი ,როგორც ვიცი, თქვენ თელავში გომბორის გავლით ჩახვედით და ამ შემთხვევაში თბილისი-თელავის მანძილი 160-ის ნაცვლად 95 კილომეტრია
მადლობა გიო, ჩავასწორებ :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2011, 12:38

მინდოდა მოკლედ დამეწერა და ვნახოთ როგორ გამომივა: დოღის იდეა შარშან გამიჩნდა და მის ორგანიზებაზე თუშეთიდან დაბრუნებულმა დავიწყე ფიქრი, თუმცაღა საორგანიზაციო საკითების მოსაგვარებლად ალვანში მხოლოდ გაზაფხულზე შევძელი წასვლა, დიკლო9-ს ჯგუფელთან ნინო ბელადიძესთან, რომელიც ინტერნეტით გავიცანი, ჩემი ამერიკელი მეგობრის საერთო მეგობრისგან, იქ შევხვდი გულნაზი დეიდას ვინც დოღის სუფრა მოგვიმზადა და დავიანგარიშეთ ხარჯები.
ისე მოხდა რომ თბილისში დაბრუნებულს სამსახურის გამო ნაკლები დრო მრჩებოდა ყველა საკითხის მოსაგვარებლად და დახმარება შორენას ვთხოვე, ივლისის ბოლოს აპირებდა თუშეთში წასვლას მარა ჩემს გამო გამგზარება 2 კვირით გადმოწია და ყველა საორგანიზაციო საკითის მოგვარებაში დამეხმარა, მისი დამსახურებაა ტრანსპორტის მოგვარება, სამარშუტო, სატვირთო, ცხენები, ბარგის გადაადგილება და უშუალოდ დოღის საორგანიზაციო საკითხებიც, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერი ვარ მე, ყველა მონაწილე და სოფელი დიკლოს მოსახლეობა. მისი დამსახურებაა ჩირაღდნების დამზადება სოფელი დიკლოს ერთი ღამით განათება, მახსოვს ეს იდეა ხმამაღლა რომ ვთქვი როგორ აიტაცა და განახორციელა კიდეც :)

დღეს ნინო ბელადიძის მამას ლეონკე ბელადიძეს ვესაუბრე ვინც თავისი სახლი ორი დღით დაგვითმო დიკლოში. მოგიკითხათ დიდი სიყვარულით და სოფლის სახელით ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადათ.

დოღმა სიმბოლურად ჩაიარა, სამი ცხენოსანი იყო, დიკლოელი: 2 ბავშვი და ერთი მოზრდილი. შენაქოდან დიკლოს გზაზე გააჭენეს ცხენები.
გამარჯვებული ტატო ბეწუნაიძე აღმოიჩნდა რომელსაც წითელი ალამი და წინდები შეხვდა, ამასთან ბაკურიანის 2 დღიანი საგზური 2 კაცზე, რომელიც წივწივამ მოგვცა.

სოფელს გადავეცით კარველების მიერ შეგროვილი ფულით ნაყიდი ღვთისმშობლის ხატი. მადლობა მარმენიოს ამის ორგანიზებისთვის.

დავლიეთ ალუდი, ლუდსახარშ დიკლოდან როგორც ადგილობრივებმა შეარქვეს :D მე ძალიან მომეწონა, ბურახის გემო ჰქონდა და ვგონებ უალკოჰოლოც იყო, უზომოდ კი ვსვი და არაფერი დამმართნია, კერძები გემრიელი იყო ძალიან, გულნაზი დეიდას და მისი მეუღლის მომზადებული.

მგონი მოკლედ გამომივიდა მაინც. დანარჩენზე საუბარი კი თქვენთვის მომინდვია :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Katy » 20 ივლ 2011, 13:32

რა ლამაზი სანახაობა იქნებოდა ნინი სოფლის ჩირაღდნებით განათება.. სურათები არ გადაგიღიათ? ძალიან ძალიან ლამაზი სანახაობა იქნებოდა....

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2011, 13:45

Katy

ქეთი, ფოტოები მე არ მაქვს, კი გადაიღეს და დადებენ ალბათ მოგვიანებით :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by meleksa » 20 ივლ 2011, 15:56

ნინი_85

ყოჩაღ ნინი, გამიხარდა ყველაფერმა კარგად რომ ჩაიარა :)
Image

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Katy » 20 ივლ 2011, 16:25

ვინც გადაიღეთ ფოტოები, დადეთ რა..


ნინი_85

:* მომენატრე ძალიან..

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 20 ივლ 2011, 18:50

ნინი_85 - რესპექტები ამ იდეის განხორციელებისთვის.
ტელეფონში ნაიამ მომიყვა ამ გასვლის გარკვეული ეპიზოდები. მიხარია, კმაყოფილები რომ დარჩით, კარგი თავგადასავლები გქონიათ. :) ისიც მიხარია, ქუმელაურთაში სოსო შეთიძეს ამჯერადაც კარგი მასპინძლობა რომ გაუწევია.
მისი დამსახურებაა ტრანსპორტის მოგვარება,
მძღოლი ვინ იყო - მე ვინც გირჩიე თუ სხვა?
გამარჯვებული ტატო ბეწუნაიძე აღმოიჩნდა
უფ, ჩემი რძლის ნათესავი იქნება - ბებია ჰყავდა ბეწუნაიძე. პატარა გვარია, მეც ვიცნობ 1-2-ს.
მე ძალიან მომეწონა, ბურახის გემო ჰქონდა და ვგონებ უალკოჰოლოც იყო,
ალკოჰოლს შეიცავს, ოღონდ დოზირება მომხარშავის სურვილზეა დამოკიდებული - ბევრს მისცემს თუ ცოტას. :) მართკლაც კარგი სასმელია, თუმცა მე იმდენად ალკოჰოლურიც დამილევია, რაღა მამაჩემის ორნახადი არაყი და რაღა ეგ! :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Mta Mkvarebia » 20 ივლ 2011, 19:34

ნინი_85

ვიცი რომ ძალიან მაგარი, შთაბეჭდილებეით სავსე გასვლა გქონიათ. მოთმინებით ველოდებით დეტალებს. ჩირაღდნების იდეა მართლა ძალიან კარგია, განახორციელეთ? შორენას არ გაუჭირდებოდა, ისეთი ყოჩაღია :))
Image

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by nikolozi » 20 ივლ 2011, 23:58

ძალიან მაგარი და მძაფრი ემოციებით სავსე ლაშქრობა გამოგვივიდა ! :wink: :wink: :wink:
ესეც ჩვენი ჯგუფის მოლაშქრეები, გვაკლია გიორგიბარსას ჯგუფი და კიდევ შორენა მისი და , და მისი მეგობარი :D :D :D
Image
Image
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 21 ივლ 2011, 10:56

meleksa

გაიხარე მელექს! :)


Katy

მეც ძალიან მომენატრე ქეთი :* დღეს სარამოს არტგენზე თუ იქნები იქნება გნახო კიდეც :)


guruli

მადლობა ირაკლი, გასვლის ოთხივე დღე ძალიან დატვირთული იყო სასიამოვნო შთაბეჭდილებებით, თავგადასავლებით და მძაფრი შეგრძნებებით :) სოსომ ნამდვილად კარგი მასპინძლობა გაგვიწია, ჩვენი ბარგი ომალოდან წამოიღო ორეთზე მწვადები შეგვიწვა და ცხენების ფულს რომ ვაძლევდი აღებაზე უარი მითხრა, თქვენ ისედაც ამხელა ხარჯები გაწიეთო, კინაღამ გადავირიე, ბოლოს სულ ძალის ძალად შევაჩეჩეთ მე და შორენამ :)

მძღოლი ის იყო ვინც გვირჩიე ირაკლი, ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, გადასარავად გვატარა თანაც დართლოდან ომალოში ჩვენი ტვირთიც წამოიღო.



Mta Mkvarebia

ჩირაღდნები დავანთეთ, ბევრი კი არ გვქონდა სულ 10 ცალი მარა ლამაზი სანახაობა იყო :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 21 ივლ 2011, 12:30

ხათოს გადაღებულ რამდენიმე ფოტოს დავდებ:

Image

Image


დოღის სუფრა:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Katy » 21 ივლ 2011, 14:33

ნინი_85

ვგეგმავ კიი!!! :)

სურათები რა მაგარია.....

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 21 ივლ 2011, 15:29

ჯერ კიდევ თუშეთის შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. პირველად მოხდა, რომ შინ დაბრუნება არ მინდოდა. სიამოვნებით დავრჩებოდი ერთი 10 დღე მაინც თუშეთში და კარგად გავითავისებდი იქაურობას. შეყვარებული ვარ თუშეთზე.

დიდი მადლობა ნინი-85-ს და შორენას, იგივე კოლონკელიძეს ამ გასვლის ორგანიზებისთვის. ყველაფერი ძალიან კარგად იყო დაგეგმილი და აწყობილი. აგრეთვე დიდი მადლობა ყველა თანამოლაშქრეს ამ გასვლის გალამაზებისთვის.

ახლა კი რეპორტაჟს დავიწყებ.

თბილისიდან პარასკევს საღამოს გავედით. შეკრების ადგილად ორთაჭალის ავტოსადგური გვქონდა. საღამოს 8 საათისთვის ნელ-ნელა დავიწყეთ დათქმულ ადგილზე მოსვლა და ახალი წევრებისა და პლიუსების გაცნობა. მალე გურული და წივწივაც შემოგვიერთდნენ, რომლებიც ჩვენს გასაცილებლად იყვნენ მოსულები. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო ლაშას გამოჩენა (მისი კარვული სახელი არ მახსოვს). სიაში არ ეწერა და ბოლო წუთს გადაწყვიტა თურმე წამოსვლა.

რის ვაივაგლახით მოვთავსდით მინიბუსში. ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით. მინიბუსი პატარა ზომის იყო და სავარაუდოდ 15 მგზავრს იტევდა. ჩვენ კი 18-ნი ვიყავით და თან უზარმაზარი ჩანთები გვქონდა. ჩემთვის დღემდე გამოუცნობია, როგორ მოვახერხეთ ჩვენი სიმაღლის ზურგჩანთების შეტენვა სკამების ქვეშ და მერე 18 კაცის მოთავსება ამ მანქანაში. გურულმა და წივწივამ გაჭირვებით დაგვიკეტეს კარი გარედან და ჩვენც დავიძარით :)

ის საღამო ალვანში უნდა გაგვეთია. ყველამ ვიცოდით, რომ კარვებში ვჩერდებოდით. მაგრამ თურმე მეორე სიურპრიზიც გველოდა. პერწკლის ბიძაშვილმა თავისი სახლი დაგვითმო და იმ ღამეს იქ მოვისვენეთ. ზოგმა იატაკზე გაშალა საძილე, ზოგმა საწოლზე... ის კი არადა, ზოგიერთებმა შხაპის მიღებაც კი მოასწრეს :)

დილით ადრიანად ავდექით. ვისაუზმეთ და ამასობაში სატვირთო მანქანაც მოვიდა.

ამ მანქანით ავედით თუშეთში:)

ჩვენი გერმანელი მეგობარი სებასტიანი (იგივე ბასტი) და ნატა

Image

Image

მე და ჩემი ოჯახი :)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]