უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by avtokh » 17 იან 2011, 00:07

16 იანვარი, 2011 წელი. ამ წლის კარვული პირველი გასვლა, რომლის თემის გახსნაც დამევალა მე.
თავად უფლისციხე მთელს სამხრეთ კავკასიასი ერთ-ერთი უძველესი ისტორიულ კულტურული ძეგლია, რომელმაც შუა საუკუნეებამდე იარსება როგორც ქალაქმა, ხოლო მონროლთა შემოსევის შემდეგ განადგურდა და დაიცალა მოსახლეობისგან. აღსანიშნავია სოფ. ქვახვრელსი მდებარე ეკლესია, რომელიც ქვაბსი გამოკვეთილ ეკლესიებს მიეკუთვნება და ძალზედ საინტერესოა როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით ასევე სანახაობრივად.

1. მონაწილეები:
1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. თამი
4. თამის +
5. ანასტასია-თეაკო
6. მთა მყვარებია
7. გამარჯობა საქართველოს + ზუკა
8. თამუსია
9. დათო
10. ვანო
11. ავთოკჰ (avtokh)
12. მარიამო
13. ილია
14. ლეო1
15. ბამბინას + სოფო
16. იანო
17. ამიგო
18. გიორგი ბუნტური
19. fe_male
20.ლეონტი + + (+)
_______
2. გასვლის ორგანიზატორი:
GAMARJOBA SAKARTVELO

3. რეგიონი:
შიდა ქართლი;

4. მარშუტი:
თბილისი-უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა;

5. ხანგრძლივობა:
1 დღე;

6. სირთულე:
მარტივი;

7. გასვლის ღირებულება:
მინიბუსი 170 ლარი დამატებული 3,5 კგ „სარდელის“ ფასი, რომელიც თანაბრად გადანაწილდა გასვლის ყველა მონაწილეზე;

8. უახლოესი დასახლებული პუნქტები:
უფლისციხე - ქ. გორი, სოფ. ქვახვრელი, ნადარბაზევის ტბა - ქ. გორი, სოფ. ხურვალეთი;

9. ტრანსპორტით განვლილი მანძილი:
თბილისი-გორი-უფლისციხე 80 კმ-მდე; თბილისი-ნადარბაზევის ტბა 60 კმ;

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ძალიან ცოტა :)

11. რისკები და საფრთხეები:
ფაქტიურად არანაირი

12. საბანაკე ადგილები:
ნადარბაზევის ტბასთან არსებული შესანიშნავი ფიჭვნარი, რომელიც ზამთარში ცივი ქარისგან დაგიცავთ, ზაფხულში კი - მწველი მზისგან. აღნიშნულ ფიჭვნარში ასევე არის ფაცხა;

13. სასმელი წყალი:
უფლისციხე - ახლომდებარე სოფლებში შესაძლებელია სასმალი წყლის მოძიება, თუმცა ნადარბაზევის ტბაზე და არამარტო, სასურველია თან იქონიოთ წინასწარ მომარაგებული სასმელი წყალი;

14. ფიჭური კავშირი:
მარშუტის მანძილზე იჭერს ყველგან, შეფერხებებია მხოლოდ ნადარბაზევის ტბასთან;

15. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
მარშუტის გავლა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, თუმცა ზამთარში სასურველია გეცვათ თბილად, რადგან საკმაოდ ცივი ქარი ქრის, როგორც უფლისციხეში, ასევე ნადარბაზევის ტბაზე. ზაფხულში კი მზისგან დამცავი საშუალებები.
ჩაცმულობა რეკომენდირებულია იყოს მოსახერხებელი.
თევზაობის მოყვარულთათვის მტჯვარზე ან ნადარბაზევის ტბაზე შესაძლებელია თევზაობა, თუმცა რადგანაც ნადარბაზევის ტბა კერძო საკუთრებაა საჭირო იქნება მეპატრონესთან შეთანხმება (სამწუხაროდ მე მისი საკონტაქტო ინფორმაცია არ მაქვს);

16. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში,
დროის გახანგრძლივების შემთხვევაში:

გორში სტალინის სახლ-მუზეუმი, გორიჯვარი. ატენის სიონი;

17. სიმაღლე ზღვის დონიდან:
უფლისციხის კომპლექსი 600-650 მ,
ქვახვრელი 560 მ,
ნადარბაზევის ტბა 856 მ;

17. უფლისციხის გეგმა:
http://upload.wikimedia.org/wikipedia/c ... khe_ka.svg

18. უფლისციხის ნაქალაქევის მოკლე ისტორიული ცნობები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3% ... E%E1%83%94

19. ქვახვრელის ქვაბის ეკლესიაზე მცირე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5% ... 1%E1%83%98

20. ამ გასვლის სამზადისი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4781

კარავზე დღეს თემას პირველად ვხსნი (საერთოდ პირველია ჩემთვის ამგვარი საქმიანობა :) ) და იმედია ყველაფერი ისე წერია როგორც საჭიროა. ეს გასვლა გამოირჩეოდა მოდერთა სიუხვით. მონაწილეობდა სამი მოდერი: მთა მყვარებია, ილია და ლეონტი.
დიდ ბოდიშს მოვიხდი, მჭერმეტყველება არ მჩვევია და ვინმე თუ დამეხმარება ამ თემის მხატვრულად გაფორმებაში დიდად მადლობელი დავრჩები :)[/b]
Last edited by avtokh on 17 იან 2011, 09:28, edited 4 times in total.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by avtokh » 17 იან 2011, 00:15

მე და არა მარტო, დევიზით სჯობს გვიან ვიდრე არასდროს უფლისციხე და ნადარბაზევის ტბა მოვინახულეთ პირველად (ჩემდა სამწუხაროდ). უფლისციხემ ჩემზე პირადად წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და გაამართლა ის მოლოდინები რაც მქონდა. ყველაფერთან ერთად უფლისციხის მონახულება ძალიან კარგ ხალხთან ერთად მოვახერხე და დღის დასასრული იყო უნიკალური, დავაგემოვნეთ ქვევრის ქვევრული ღვინო, რომელიც სასმისიდან თავისით იცლებოდა :), რსთვისაც მადლობა ქვევრს!
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by avtokh » 17 იან 2011, 00:20

აბა ახლა მონაწილეებმა არ დაიზაროთ და ნაცხაკუნებ აპარატებში თუკი რამე ფოტოები მოგეძევებათ კარგი და საინტერესო, დარწმუნებული ვარ ასეთი ბევრი გექნებათ, გამოაქვეყნეთ დაუზარებლად :)
Image

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by GT.ge » 17 იან 2011, 10:52

ეს პირველი და სხვა 124 ულამაზესი გასვლა ამა წელსა.

პ.ს. 20 ცალი შუა კვირისა იყოს.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 იან 2011, 12:34

დგეს კგ განწყობით გავიღვიძე.
სასიამოვო დღე გამოვიდა.
გამიხარდა, რომ ყველაფერმა კგდ ჩაიარა და მშვენიერი ღირსშესანიშნაობები ვნახეთ.
გამოვიდა სიურპრიზიც - ქვახვრელის სახით.
როგორც აღმოჩნდა, გასვლის მონაწილეებისთვის ის გუშინდლამდე უცნობი იყო.
მართლაც, შესანიშნავი ძეგლია, რომელსაც სომხური კვალი ნათლად ატყვია.
qvevrმა საკუთარ მარანში დიდებულად გვიმასპინძლა. შინ კი, დაახლოებით 10 სთზე ვიყავით.
სარდელი მოგვრჩა და სა1ო გადაწყვეტილებით მას ნათლისღების გასვლაში შევწვათ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 იან 2011, 12:36

avtokh wrote:
კარავზე დღეს თემას პირველად ვხსნი (საერთოდ პირველია ჩემთვის ამგვარი საქმიანობა :) ) [/b]
გილ20ავ. მშვენივრად გახსნილი თემაა.
ეს 1 და სხვა მრავალი.
GT.ge wrote:ეს პირველი და სხვა 124 ულამაზესი გასვლა ამა წელსა.

პ.ს. 20 ცალი შუა კვირისა იყოს.
რას ამბობ, 124 გასვლა ძნ ცოტაა.
უნდა მოვუმატოთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by GT.ge » 17 იან 2011, 13:12

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
avtokh wrote:
კარავზე დღეს თემას პირველად ვხსნი (საერთოდ პირველია ჩემთვის ამგვარი საქმიანობა :) ) [/b]
გილ20ავ. მშვენივრად გახსნილი თემაა.
ეს 1 და სხვა მრავალი.
GT.ge wrote:ეს პირველი და სხვა 124 ულამაზესი გასვლა ამა წელსა.

პ.ს. 20 ცალი შუა კვირისა იყოს.
რას ამბობ, 124 გასვლა ძნ ცოტაა.
უნდა მოვუმატოთ.
ღმერთმა გისმინოთ დიდო მბრძანებელო. :)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by აცაბაცა » 17 იან 2011, 13:23

სურათებს დადებს ვინმე თუ ავმყარლდე ეხლა!!!! :twisted:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!



User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by ilia » 17 იან 2011, 15:33

აცაბაცა wrote:სურათებს დადებს ვინმე თუ ავმყარლდე ეხლა!!!! :twisted:
კოპროლალია გიტეევს? :lol:
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by აცაბაცა » 17 იან 2011, 16:17

კი მიტევს და თავს ვეღარ ვიმორჩილებ მიუხედავად მცდელობისა!!!!

ჩემდა სამწუხაროდ მხოლოდ ლეონტი წამლობს ჩემს დაავადებას!!!! :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by avtokh » 17 იან 2011, 16:46

საღამოსკენ იქნება ჩემგან ფოტოები და სხვებმაც ატვირთეთ რა თითო ოროლა ფოტო, იმდენი რომ აჩხაკუნეთ აპარატები :)
Image

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by Ledi » 17 იან 2011, 17:43

მეც მინდოდა qvevri-ს მარანში :( ოოო, გავსკდი გულზე :!: ........

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
უფლისციხე-ქვახვრელი-ნადარბაზევის ტბა 16.01.2011

Post by qvevri » 17 იან 2011, 17:59

Ledi
შენ ჯერ სურათები არ გინახია :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]