წარმოიდგინეთ რომ შინაგანად მართლა ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას.
მსგავსს თემას თბილისის ფორუმზეც ნახავთ,ძალიან მგულშემატკივრობდნენ ისინიც მთელი ამ ხნის განმაბვლობაში
უბრალოდ თემის ბმულად დადება სხვა ფორუმზე უხერხულად მიმაჩნია
ამიტომ გადავწყვიტე რომ იყოს ორივეგან.
როგორც იქნა "დავამონტაჟე" ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული ვიდეობი ერთ მთლიან კოლაჟად.
მაქსიმალურად ყურებადი რომ გამოსულიყო ამიტომ მინიმუმამდე შევამცირე - გამოვიდა 70 წთ.
ნელ-ნელა დავდებ სურათებსაც და შევეცდები მოგითხროთ მოგზაურობის დეტალები.
ჩემი მოგზაურობა დაიწყო 22 ივლისს დილის ექვს საათზე აბაკელიას ქუჩიდან (მთაწმინდა).
იდეა გასვლამდე 3 თვით ადრე მომივიდა და მაშინათვე შევუდექი ინტენსიურ ვარჯიშს.
დავუბრუნდეთ გასვლის დღეს...
საოცარი სიწყნარე იყო თბილისის ქუჩებში როცა გრიბოედოვიდან რუსთაველზე და შემდეგ კი ელბაქიძის დაღმართს ჩავუყევი.
აქა იქ თუ შეამჩნევდით მეეზოვეების ნარინჯისფერ სილუეტებს. ყველაფერი მიუთითებდა იმისკენ რომ
რაღაც "რომანტიული" (არ ვიცი ბრჭყალებში ჩავსვა თუ არა რომანტიული) იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში.
თბილისის გასასვლელამდე 3 საათი მოვანდომე სწრაფი სიარულით. არადა ჩემი ნაბიჯებით მინიმუმ 5 კილომეტრს გავდივარ, ხშირად 6-იც მივლია

ახლობლების რჩევები გამახსენდა - ისინი მთხოვდნენ რომ დიღმის გასასვლელიდან დამეწყო მოგზაურობა. რატომ უნდა მოიმატო ზედმეტი კილომეტრებიო.
მე კი ვეუბნებოდი მათ, უშგულამდე რამდენიმე ასეული კილომეტრი უნდა გავიარო და 15-ოდე კილომეტრი რა სალაპარაკოათქო

ეს კი ჩემი პირველი შესვენების ადგილი, ალბათ ხვდებით სადაც არის:)
ამოვალაგე დედაჩემის სახელდახელოდ გამოცხობილი ჭიშდვარები, ხაჭაპურები და კატლეტები

პირველი დღე იყო და მადაც ნორმალური მქონდა.

მცხეთას რომ გავცდი ავტობანზე ჩემს წინ ჯიპი გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა პიროვნება,
მივხვდი რომ ფორუმელი მთასვლელი mamababu იგივე დათო სააკაძე იყო.
კიდევ ერთხელ ამიხსნა თუ თუ როგორი არაკეთილგონივრულია 15 კილოგრამიანი ზურგჩანთით მგზავრობა ამხელა გზაზე.
მითხრა ფოთში მივდივარ და თუ გინდა გაგიყოლებო

ყოველმხრივ ძალიან სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა!
დავემშვიდობე და გავაგრძელე გზა.
სოფელ წეროვანს რომ მივუახლოვდი ფეხის ტერფებმა პირველი გამაფრთხილებელი სიგნალი მომცა.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს იქნება ჩემი მოგზაურობის აქილევსის ქუსლი.
ახლავე გეტყვით საქმე რაში იყო და რა ფუნდამენტური შეცდომები
მაქვს დაშვებული ჩემი გამოუცდელობის და სიჯიუტის გამო.
1. მეცვა ახალი სალაშქრო ფეხსაცმელი (მოუთელავი)
მაგრამ რაც არ უნდა მოთელილი ყოფილიყო იმ პაპანაქება სიცხეში
აჯობებდა სალაშქრო სანდლები მცმოდა
2. არ მეცვა სათანადო წინდი (ნასკები) - (ამაზე ისევ ვისაუბრებ შემდგომში)
3. ამხელა გზაზე მაქსიმუმ 10 კგ უნდა მქონოდა ტვირთი.
4. დღეში უნდა გამევლო 25 - 30 კმ. მე ხშირად 40 - 45 და მეტსაც დავდიოდი.
5. ჩქარი ტემპით დავდიოდი
ამ ყველაფერმა განაპირობა ის რომ სოფელ გოროვანს რომ მივუახლოვდი,
თუმცა თავად სოფელს ვერანაირად ვერ მიუახლოვდები, რადგან ავტობანიდან
კარგა გვარიანად არის დაშორებული, ანუ იმის თქმა მინდა რომ გოროვნის ტრაფარეტს რომ გავცდი
მარჯვენა ქუსლზე და ტერფებზე წყლულები გამისკდა, ისინი წარმოიქმნება ფეხის გადახურებისა და სინთეტიკური "ნასკების" ხახუნის შედეგად.
ტკივილი ისეთი აუტანელი არის რომ, წარმოიდგინეთ ტერფებზე გაქვთ სითხით სავსე ბალიშები და ისინი უცბად სკდება. (ძაან მწარეა)
ვხვდები რომ ვეღარ ვაგრძელებ სვლას, ვფიქრობ რა ვქნა?! ახლოს არანაირი სოფელი, წყალიც მხოლოდ რამდენიმე ყლუპიღა მაქვს დარჩენილი.
ძლივს ჩავგორდი ავტობანიდან გრუნტის გზაზე და ჩამოვჯექი, ვფიქრობ პირველივე დღესვე რა საშინელებები მომდისთქო.
ამოვიღე კოლხური მალამო და წავისვი, ოდნავ დამიამა.
უცბად თავში მომივიდა აზრი, აქვე ხომ არ გამეშალა კარავი და ხვალამდე იქნებ
მომეშუშებინა წყლულებითქო. მაგრამ უწყლოდ ხომ ვერ გავძლებდი მეორე დილამდე
ასე რომ ეს იდეა იმ წუთსვე გამოვრიცხე და ვაი ვაგლახით გავაგრძელე გზა.
ამ სურათზე კიდევ მშვენივარად გამოიყურება ფეხი,
იმასთან შედარებით რაც მერე დამემართება!


ცოტა ხანი უნდა დაგტოვოთ, სამსახურში ვარ და აქაურობაც მისახედია

მალე დავბრუნდები და გავაგრძელებ თემას მანამდე კი
გთავაზობთ მოგზაურობის რუქას და ვიდეო კოლაჟს რომელიც 9 ნაწილად ავტვირთე იუტუბზე.

მგონი საინტერესო უნდა იყოს
http://www.youtube.com/watch?v=cOhujAPdFVo
http://www.youtube.com/watch?v=7x_Cd74zc0k
http://www.youtube.com/watch?v=315gAIFxMl0
http://www.youtube.com/watch?v=OVcoXzbGBp4
http://www.youtube.com/watch?v=3lH27gnUgog
http://www.youtube.com/watch?v=AjES-G0TYE8
http://www.youtube.com/watch?v=qPuFHLmE3Is
http://www.youtube.com/watch?v=Y8UMLtsjTAw
http://www.youtube.com/watch?v=ylkePlGV9OU