მანამდე, პროექტორის დასაბრუნებლად მისულს პაატა ვარდანაშვილმა შემომთავაზა მულტფილმები გვეჩვენებინა ბავშვებისთვის (TBC ბანკს ჰქონია ქართული მულტფილმების სასაჩუქრე კრებული, რომელიც ჯერ-ჯერობით ვერ ვიშოვე).
ხოდა, ეს ორი იდეა ერთმანეთს დავუკავშირე, მერე თ.დ. -ს გამოვართვი ბავშვთა სახლის მისამართი, ნამყოფია უკვე მგონი არაერთჯერ და მარმენიოს ვთხოვე დირექტორთან დარეკვა (გამოცდილია მაინც ამ საკითხებში

მოკლედ, ხვალ საღამოს მივდივრთ გლდანის ბავშვთა სახლში მულფილმების ჩვენების მოსაწყობად, კომპიუტერი და პროექტორი მომაქვს მე, თქვენ შეგიძლიათ წამოიღოთ მულტფილმების დისკები

ბავშვებთან ვიქნებით 7-დან 8 საათამდე.
ვიკრიბებით ხვალ, 30 ივნისს, საღამოს 6.30 ზე მეტრო ახმეტელთან 96 სამარშუტოების გაჩერებასთან. არ ვაგვიანებთ

თუ ვინმეს დააგვიანდა შეუძლია პირდაპირ იქ მოვიდეს:
მისამართი: თბილისი, ქერჩის ქ. â„–22