დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"

Post by LEVANIKO » 26 ოქტ 2009, 16:43

თუკი არ შეწუხდებით მინდა ჩვენი საიტის ერთგულო მომხმარებლებო ერთ პატარა მტკივნეულ თემაზე გაგესაუბროთ. ახლა რაზეც ვისაუბრებ შეიძლება ამის შესახებ ბევრმა თქვენთაგანმა უკვე იცის, მაგრამ არიან ისეთი მომხმარებლებიც რომლებსაც ამ სტატიის სათაურმა დიდი კითხვა გაუჩინა. რა ფონდი, რის ფონდიო?...

სამწუხაროდ საქართველოში და არამარტო აქ ჯერ კიდევ არიან ისეთი ახალგაზრდები რომლებიც სიღატაკეში იზრდებიან. მათ არ იციან რა არის კინო, თეატრი, კარგი ფეხსაცმელი, კარგი ტანსაცმელი და ა.შ. ბევრი მათგანი დღემდე ქუჩაში დგას და მათხოვრობით ირჩენს თავს. თქვენ იცით რომ ჩვენ მათი გაბედნიერება შეგვიძლია? ამისთვის ძალიან ელემენტალური რაღაცის გაკეთებაა საჭირო. გავიღოთ ქველმოქმედება!

მე, ლევან სვანიძეს და ალბათ ამ სტატიის რამოდენიმე მკითხველს მაინც საკუთარ თავზე გამოგიცდიათ სიდუხჭირე. იცით რა ბედნიერი ვიყავი როდესაც სრულებით უანგაროდ კინოში, თეატრში და სხვადასხვა გასართობ ადგილებში დავდიოდი? დამიჯერეთ ეს ენით აუღწერელი სიხარულია. 11-12 წლის ასაკში დიდი ოჯახური პრობლემებისა და სიღატაკის გამო მზრუნველობა მოკლებულ ბავშთა ცენტრ ”ცისარტყელაში” დავდიოდი რომელსაც მაშინ "იუნაისეფი” და სხვადასხვა საკმაოდ სერიოზული კომპანიები ასპონსორებდნენ. არ გვაკლდა არანაირი გართობა. თავს მარტოსულად და ცუდად აღარ ვგრძნობდი. ღვთის დახმარებით ახლა კარგად ვარ და მინდა თქვენი დახმარებით გავაბედნიერო ის ბავშვები რომლებიც ამჟამად ”ცისარტყელაში” დადიან.

იყო დრო მათ არაფერი აკლდათ მაგრამ დამიჯერეთ და თუკი გაინტერესებთ ამას საკუთარი თვალითაც ნახავთ ბევრ მათგანს ჯერაც არ უნახავს ტელევიზორი, საუბარი ზედმეტია კინოზე, თეატრი რომ უხსენოთ გეტყვიან კაი რა ნუ მაგინებო. სამწუხაროდ ზემოთ აღნიშნულ ბავშვთა სახლს შეუწყდა ყოველგვარი დაფინანსება. 2008 წელს ”ცისარტყელის” ფინანსური დახმარება საკუთარ თავზე განათლების სამინისტრომ აიღო. ისინი მხოლოდ ბავშვებს საჭმლის ფულს უხდიან ანუ მშიერი რომ არ მოკვდნენ. პედაგოგების ხელფასი სასაცილოა მაგრამ 100-დან 150 ლარამდე მერყეობს. აქიდან გამომდინარე მიხვდებით რომ მათ აღარ აქვთ საშუალება რომ ბავშვები გაახარონ. ბევრი ამის შესახებ რომ აღარ ვისაუბრო გეტყვით რომ ამ ორგანიზაციას გვერდში არავინ აღარ უდგას.

2009 წლის ივნისის თვეში საიტის ფონდში სარეკლამო ბანერებიდან შემოსული თანხითა და ჩვენი მეგობრების ჩარევით შევაგროვეთ 120 ლარის ოდენობით თანხა რამაც იმის საფუძველი მოგვცა რომ ბავშვები თავიანთივე სურვილით კინოში წაგვეყვანა. იცით რა ბედნიერნი იყვნენ ისინი, მათი მშობლები, მასწავლებლები როდესაც მე ვუთხარი რომ არსებობს საქართველოში საფეხბურთო კლუბ მადრიდის ”რეალის” ფან-კლუბი რომლის წევრების ანუ თქვენი დახმარებით მოხდა მათი კინოში წაყვანა. საბავშვო მულტფილმის დასრულების შემდგომ მათ მადლობები გვიხადეს და ჩვენ შევპირდით რომ უახლოეს მომავალში კვლავ შევხვდებითქო.

საიტის ადმინისტრაცია ძალიან დიდ ტკივილს გამოხატავს რადგან RealMadrid.Ge-ზე ყოველდღიურად შემოდის 1200-1500 (მეტი თუ არა) მომხმარებელი და მათგან მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი თუ აქტიურობს. მათმა გარკვეულმა ნაწილმა საიტის ფონდში თვეში ერთხელ 1 ლარი მაინც რომ გადმორიცხოს ალბათ უკვე მიხვდით თუ რაოდენ დიდ სიხარულს ვაჩუქებთ მზრუნველობა მოკლებულებს.

როგორ შეიძლება ფონდ ”RealMadrid.Ge"-ში ფულის ჩარიცხვა? ძალიან მარტივად. მიხვალთ ნებისმიერ იმ დაწესებულებაში სადაც დგას ფულის ჩასარიცხი აპარატები (საიდანაც ბალანს ვივსებთ), იპოვით განყოფილება "Emoney"-ს და ჩვენს ანგარიშზე [360144154] გადმორიცხავთ იმდენს რისი საშუალებაც გაქვთ.



თუკი გაქვთ ისეთი ტანსაცმელი, სათამაშოები, ფეხსაცმელები და ა.შ. რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და აღარ მოგწონთ გთხოვთ ნუ გადაყრით შეინახეთ, მოგვიტანეთ ჩვენ ადმინისტრაციის წევრებს და ჩვენ ყოველივე ამას ბავშვთა სახლში დავარიგებთ.

შეიძლება ცოტა სტატია არეულ-დარეულად გამომივიდა. მზად ვართ ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხოთ. თუკი ყოველივე ამასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე შემოთავაზებები მზად ვართ მოგისმინოთ. მოგვმართეთ ადმინისტრაციის ნებისმიერ წევრს როგორც PM-ში აგრეთვე ჩვენს საკონტაქტო მისამართებზე. ერთად განვიხილოთ ყველაფერი და გადავწყვიტოთ რა და როგორ იქნება მათვის და ჩვენთვის კარგი.

პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია!
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"

Post by LEVANIKO » 26 ოქტ 2009, 16:48

Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"

Post by saskva » 26 ოქტ 2009, 16:57

LEVANIKO
ბევრი სათამაშოები მაქვს, ოღონდ უფრო პატარა ასაკის ბავშვებისთვის, მაქ რა ასაკისები არიან???

ჯერჯერობიტ მხოლოდ ამის შემოთავაზება შემიძლია წინა კვირაში ყველაფერი საგურამოს ბავშვთა სახლში წავიღე და შემდეგისთვის გავიტვალისწინებ და ცისარტყელასაც დავეხმარები

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"

Post by LEVANIKO » 26 ოქტ 2009, 16:58

saskva
გავიგებ ყველაფერს საღამოსთვის და დავწერ
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ნოე 2009, 15:38

LEVANIKO
თემა ახლა ვნახე.
თუ შეიძლება, თქვენთან და "ცისარტყელასთან"
დასაკავშირებელი მონაცემები დაწერეთ.
შენ მიერ დადებულ ბმულზე ტელეფონები ან მისამართი ვერ ვნახე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"

Post by LEVANIKO » 03 ნოე 2009, 23:05

GAMARJOBA SAKARTVELO
აქ არვიყავი და ვერაფერი ვერგავიგე 6 ნოემბრისტვის თუ რამე მონაცემი მეცოდინება ყველაფერს დავწერ
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"

Post by LEVANIKO » 04 ნოე 2009, 15:02

GAMARJOBA SAKARTVELO
858 58 37 58 ეს ნომერი არს ლევანის ვინც მოიფიქრა რომ ცისარტყელას დავეხმაროთ. ცისარტყელა არის დინამოს ტერიტორიაზე.. ზუსტი მისამართი არვიცი 895 44 51 74 ეს არის ერთერტი მასწავლებლის ნომერი მაია ქვია დანარჩენი რამის გაგება თუ გინდათ დარეკეთ ან მაიასთან ან ლევანთან
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"

Post by saskva » 05 ნოე 2009, 14:47

saskva wrote:LEVANIKO
ბევრი სათამაშოები მაქვს, ოღონდ უფრო პატარა ასაკის ბავშვებისთვის, მაქ რა ასაკისები არიან???

ამ საკითხზეც მათთან დავრეკოთ? თუ შენ დაწერ აქ?

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
დავეხმაროთ ბავშვთა სახლ "ცისარტყელას"

Post by LEVANIKO » 05 ნოე 2009, 16:20

saskva
ის სხვა ლევანის ნომერია ვინც გარკვეულია ამყველაფერში ან მასთან ან მაიასთან დარეკეთ ისინი ყველაფერს კარგად აგიხსნიან
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]