არც მარშრუტის და არც ხარჯების დეტალებზე წარმოდგენა არ მაქვს, რისთვისაც გიბოდიშებთ, უბრალოდ მე მომიწია თემის გახსნამ. ერთი რამ ვიცი, სავარაუდოდ ვინახულებთ სამცხის რამდენიმე ღირშესანიშნაობას, სადაც მისვლასაც მოვახერხებთ და მოვასწრებთ. თუ რა ადგილები იქნება, ამას ეკიპაჟი ალბათ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს. გოდერძის ულამაზესი უღელტეხილით გადავალთ ბათუმში. ღამეს სავარაუდოდ გავათევთ იქ (რა თქმა უნდა, არა კარვებში), ბათუმში დროსტარების პროგრამასაც გზაში ან ადგილზე დავხვეწთ

გავალთ შაბათს 24 ოქტომბერს დილით ადრე, თუ რომელ საათზე ამას გადავწყვეტთ და სიაში ჩაწერილ ხალხს ინდივიდუალურად შევატყობინებთ.
მივდივართ:
1. დონ ალექსი თავის მურანოთი
2. მთა მყვარებია
3.
4
5.
რამდენიმე კარველმა წამოსვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ასევე წამოსვლის სურვილი აქვს აცას, რომელსაც ცოტა განსხვავებული გეგმები აქვს ბათუმში დარჩენის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. მისი წამოსვლის შემთხვევაში შეიძლება მასაც ჰქონდეს მანქანაში ადგილი.
აბა მოიფიქრეთ
