შეშფოთებული იყო... იტალიელმა ხატისთვის შესაწირად ორი ლარი დამიტოვა და რადგან სხვა ორ ლარიანიც ჰქონდა, შფოთავდა არ ამერიოს ერთმანეთშიო.. ხატს რაღაც პერიოდამდე ვერ შევწირავო.. ამისმიზეზი კი ამიხსნა მაგრამ მე აღარ მახსოვს.. მოცდა მომიწევს და მისი შენახვაც მეშინიაო..
და ამას მოჰყვა ის რომ, ქრისტიანები კი ვართ მაგრამ ბევრი წარმართულიც გვაქვს შემორჩენილიო.. მათ შორის ისეთი რწმენებიც, რის გამოც ვერიდები და მეშინია ამ შესაწიროსო.. მოკლედ კონკრეტულად აღარ მახსოვს და არც აქვს მნიშვნელობა...
ასეა თუ ისე ჩარგალში გავიცანით 82 წლის პოეტი - ალექსი ხუცურაული; ადამაინი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ბრწყინვალედ იცნობს მთის ტრადიციებს, წარმართული კულტურის გადმონაშთებს და მითოლოგიას და ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. ჩვენც ისე თბილად და ღიმილიანად განგვაწყო რომ საუბარსაც შევყევით და დავუმეგობრდით...
ტრდიციებზე კი დაიწყო და ამითაც დაგვაინტერესა, მაგრამ საუბრისას ხანხახან თავად მთის ბუნებასა და ემოციებზეც გადართავდა ხოლმე და აი აქ გამაოცა კიდეც.. ამ ადამაინს ისე კარგად ესმოდა მთის, იქაური შეგრძნებების და სილაღის, ისე კარგად წვდებოდა ყოველივე საუკეთესოს რომ დღემდე არ მჯერა, არათუ ვინმემ ასე კარგად შეძლოს საუბარი იმ შეგრძნებებზე და თავისუფლებაზე, არამედ თავად მასაც თუ შეუძლია მეორედ ასეთი სიტყვების ისევე ემოციურად გამეორება... ერთადერთი რაც მაშინ მტკიოდა ჩაწერის საშუალების არქონა იყო.. თუმცა, მას შემდეგ საკმაო ხანი გავიდა და ამ კაცის საუბრისგან მიღებული ემოცია ჯერ ვერ გამიხუნდა.. თან მართლა ნამეტანი მოხიბლული უნდა ვიყო მე რომ ასე ვწერდე

რა ვქნა, ვაჟას არ ვადარებ, მაგრამ იმ მომენტში ვაჟა მახსენდებოდა და გაოცებული ვფიქრობდი ეს ადამიანიც ჩარგალში რამ დაბადა თქო.. მოკლედ შევყევით საუბარს, მოგვიყვა ბევრი დაკარგული ტრადიციის შესახებ, სოციალურ წყობაზე, ოჯახის სტრუქტურაზე.. ბავშობიდანაც ბევრი ჯერ კიდევ შემორჩენილი ტრადიცია ახსენდებოდა; ექიმბაშები, ქალის და კაცის როლი ოჯახში, ოჯახების ერთ ფუძეზე ცხოვრების ტრადიცია რამდენიმე თაობის მანზილზე შტოებად დაშლის მიუხედავად და ასეთ ოჯახებში ფუნქციების განაწილების სქემა. შიგადაშიგ ხალხურ ლექსებსაც ურთავდა ისტორიას და კიდევ უფრო ლამაზდებოდა ჩვენი საუბარიც.. დედა, რომელსაც აკვნით ხელში მთების ფერდობებძე მუშაობა უწევდა და ზოგჯერ ბავშვი არწივსაც მოუტაცია.. დედის ვედრება არწივისადმი შვილის ძვლები მაინც დამიბრუნეო.. მოკლედ ბევრი იყო საინტერესო რისი მოყოლაც მიტუმეტეს ლექსებით დეტალურად არ შემიძლია... აღმოჩნდა რომ წიგნიც გამოუცია ამ თემაზე ოდესღაც.. ერთი პირობა ვიფიქრე ეს ყველაფერი ნუთუ იმიტომ იყო რომ წიგნი ვიყიდით თქო.. და ცუდი ადამაინი აღმოვჩნდი.. ადრე მქონდაო მაგრამ ახლა აღარ მაქვს ყველა წაიღესო..
მოკლედ ამ ყველაფერს ალექსი ხუცირაულის გასაცნობად კი აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე სულ სხვა რამ მინდა..

ლაპარაკში, რამდენჯერმე სხვადასხვა ამბის მოსაყოლად თავისი ხალხურთან ერთად საკუთარი ლექსებიც გამოიყენა და გამომაშტერა კიდეც

ვკითხე, ტრადიციებზე კი გამოეცით წიგნი, მაგრამ თქვენი ლექსები თუ გამოგიციათ თქო.. არა მაგრამ მინდაო, ეხლა ვაგროვებ წიგნად, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა გამომივა, რომელიმე ლიტერატორს მინდა წავაკითხო რომ ენობრივადაც გამისწოროსო.. თუმცაღა ეტყობოდა რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ამას როგორ გააკეთებდა... ძალაინ მომხვდა გულზე ამ კაცის მდგომარეობა.. თავადაც შეამჩნია, რომ დავინტერესდი ლექსებით და თავადაც უფრო გულმოდგინედ გადაუხვია პოეზიისკენ

აღმოჩნდა რომ ეხლაც ახალ პოემაზე მუშაობს.. ფშაველი ქალის ნანას ცხოვრების შესახებ... პოემა ქალზეა, რომლის ძმაც ბავშვობაში ლეკებმა მოიტაცეს და ჩრდილო კავკასიაში გაიზარდა.. უკვე მოზრდილი ძმა ახერხებს გამოქცევას და ბრუნდება ფშავში, სადაც ძმის მოტაცების შემდეგ თავად ნანაც მოუტაციათ ლეკებს, მაგრამ მოახერხა და მოტყუებით მოკლა თავისი გამტაცებელი და დაბრუნდა უკან.. ამის შემდეგ დიდი ხანი გასულა და ერთ დღესაც ნანას ლეკურ სამოსში ჩაცმული კაცი შეხვდება, გამოელეპარაკება და რაღაცას უხსნის.. თუ სწორედ მახსოვს ენის გამო ვერ უგებენ ერთმანეთს.. ნანას კი ძველი ამბავი ახსენდება და შეშინებული თავს ესხმის მისი აზრით მორიგ გამტაცებელს და კლავს.. ალბათ მიხვდით მოკლული ნანას ლეკეთიდან დაბრუნებული ძმა აღმოჩნდება... ამ ტრაგუკული ისტორიის დეტლები მეც არ ვიცი კარგად, მაგრამ ალექსის თქმით ფაქტი რეალურია და დღემდე არსებობს ნანას წყარო (თუ არ ვცდები ამ წყაროსთან კლავს ძმას) და ალექსიმ მგონი მათი ნასახლარიც ახსენა წყაროსთან..
ხო კიდევ რა მახსენდება.. გაკვირვება გამოთქვა იმის გამო რომ ვაჟას ეს ამბავი გამორჩა რადგან მგონი მის პერიოდს ემთხვევა მოვლენები.. მართალია სხვა პოემაზე ამბობენ რომ ვაჟამ იქ გადაიტანა ეს ისტორია მაგრამ ის სრულიად სხვა ამბავიაო..
მეტი არაფერი მაქვს მგონი სათქმელი და არც ისე მჭერმეტყველი ვარ ამ ადამაინის ან ემოციები ან ლექსები აქ მოყოლით ავხსნა.. ცუდია რომ არცერთი ლექსი არ შემიძლია ნინუშად დავდო.. არ მითხოვია რომ მოეცა რაიმე..
ჰოდა რატომ ვილაპარაკე ამდენი

არ ვიცი დაამთავრა თუ არა პოემა, რაც მაშინ მოვისმინე მშვენიერი ფშავური კილოთი და ნიჭით დაწერილი ლამაზი ისტორიაა.. პოემის გარდა სხვა ლექსებიც, ისე სიტყვას მოყოლებული მართლა ძალიან კარგი იყო... მოკლედ ქებას აღარ დავიწყებ და მოდით მივეხმაროთ ამ ადამაინს, ჯერ თავად გავეცნოთ, ამოვიწეროთ ლექსები, მოვძებნოთ საჭირო კონტაქტები და ფინანსები..
გავაკეთოთ სია ვინც წამოხვალთ ერთი ან რამდენიმე დღით და გადავიწერთ ამ ადამაინის ლექსებს, არ მინდა წამოღება რამე რომ არ დავუკარგოთ.. და მეც შევეცდები ნაცნობ მეგობრების, თუ კარავის, ან fეისბუქის და სოციალური ქსელების მეშვეობით ხალხის შემოკრებას და იქნებ ამ კაცის ლექსებს შესაფერისი ადგილი მოვუპოვოთ..
პირველ რიგში ერთი ან ორი ადამაინი რომ წავიდეთ და გადავამოწმოთ არის თუ არა ისევ ჩარგალში.. შევუთანხმდეთ და მერე იქნებ დიდი ჯგუფიც ვეწვიოთ ერთ შაბათ კვირას..
მოკლედ ჯერჯერობით ლექსების დადება ვერ მოვახერხე მაგრამ ალექსი ხუცურუალის მხარდამჭერების შეგროვების დაწყებას მაინც გავბედავ

ალექსი ხუცურაული

1) ლობო.
2)