ეს მხარე საერთოდ ჩემს აღტაცებას იწვევს, ეს იდეალურად ბრტყელი ხეობები და პირდაპირ დაწყებული მთები მე მგონი მეტი არსად არის. ბავშვები რომ ხატავენ ხოლმე იმას მაგონებს.
ეს მჟავე წყლის "მდინარე", თუ რა ვიცი რა ქვია, ხომ საერთოდ, სულ ვიღებ და ვიღებ.
სურათები რათქმა უნდა გადავიღე, მარა კარგი ის იყო, უკან ისე მოვდიოდი გერგეთს საერთოდ არ ვიღებდი, ის უკვე იმდენჯერ და ისე ლამაზად არის გადაღებული რომ stidno pod oplodismenti prigat` na 1,90 kogda kto-to uje vzial 2,30.
მერე ამ ღრუბლების ხათრით გადავიღე.


16 გერგეთობა ყოფილა და გზას აკეთებდნენ, ჩვენ ფეხით ავედით ცოტა გრძელი გზით მარა ჩამოსვლით პირდაპირ დავეშვით.
მერე სიონზე ავედით, აქაც ერთი კარგი სურათი გადავიღე, მაგასაც გაჩვენებთ


ხადას ხეობაში გვინდოდა კიდევ ჩამოგვევლო მარა დრო აღარ დაგვრჩა და სხვა დროისთვის გადავდეთ, თანაც ხადას ხეობაზე არაფერი რომ არ გქონდეს წაკითხული და ისე ჩამოიარო ნამდვილად სირცხვილია.
ხო, კიდევ შავი და თეთრი არაგვის შესართავი გადავიღე, რომელიც სხვა დროს არასდროს გადამიღია რატომღაც.

