უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 24 აგვ 2009, 14:25

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ARCHILI
აქვე გკითხავ, ჰომ არ იცი, ქართული აია სოფიას ისტორია?
როგორ გაჩნდა საქართველოში?
ჩვენთან ბიზანტიური საეკლესიო გავლენა ძლიერი კი იყო, მაგრამ ეს ტაძარი ბერძნულს არაფრით ჰგავს
გოგა, სამწუხაროდ, იმაზე მეტი, რაც დავწერე აქ ქართული აია სოფიას ტაძრის შესახებ, არ ვიცი. ეს ტაძარი მართლაც არ ჰგავს ბერძნულს, მაგრამ რამდენადაც ის ძალიან ძველია, მაგ დროს მგიონი არქიტექტურა დიდად არ ეტყობოდათ ტაძრებს (მაგ საკითხში სთითქმის ვერ ვერკვევი).

აი, შემდეგ დავდებ ერთი ჩეოხვამეს თეთრი ტაძრის ფოტოებსაც, რომელსაც პირველ საუკუნეს ათარიღებენ, ისიც ასეთი პირველყოფილი ვიზუალისაა, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესო.

ასევე დავდებ შუა საუკუნეების ტაძრების ფოტოებს, სადაც უკვე მკაფიოდ ეტყობა ბერძნული გავლენა, უფრო მეტიც, თითქმის ბერძნული იერი აქვს.

თუ შენც გაიგებ დამატებით ინფორმაციას ამ ან სხვა ტაძრების შესახებაც, გაგვაცანი, ძალიან საინტერესო იქნება.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აგვ 2009, 03:30

ARCHILI wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ARCHILI
აქვე გკითხავ, ჰომ არ იცი, ქართული აია სოფიას ისტორია?
როგორ გაჩნდა საქართველოში?
ჩვენთან ბიზანტიური საეკლესიო გავლენა ძლიერი კი იყო, მაგრამ ეს ტაძარი ბერძნულს არაფრით ჰგავს
ეს ტაძარი მართლაც არ ჰგავს ბერძნულს, მაგრამ რამდენადაც ის ძალიან ძველია, მაგ დროს მგიონი არქიტექტურა დიდად არ ეტყობოდათ ტაძრებს (მაგ საკითხში სთითქმის ვერ ვერკვევი).
არქიტექტურული სხვაობა ბერძნულ და ქართულ ტაძრებს შორის დიდია.
თუნდაც, სამშენებლო მასალებში.
თავდა1ლად, ჩვენთან რიყის ქვა გამოიყენებოდა.
ბერძნები კი ტაძრებად უფრო მღვიმეებს იყენებდნენ ან დიდი თლილი და თანაბარი ზომის
ლოდებით აშენებდნენ. აგრეთვე, პატარა ტაძრებს თეთრადაც ღებადნენ.
ჩვენთან დიდი თლილი, მაგრამ არათანაბარი ზომის ლოდებით ტაძრები, ძირითადათ არაბთა განდევნის შემდეგ შენდება.
გუმბათი და ჩუქურთმებიც იყო განმასხვავებელი.
ქართული ტაძრების უმეტესობაში კი ფრესკები სწორედ ბერძნული ხასიათისაა და კუთვნილებაზე ხშირად მხოლოდ
ქართული წარწერები მიუთითებს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 26 აგვ 2009, 12:42

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

აია სოფიას ტაძართან წაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ ვნახეთ, რაც ძალიან გვესაჭიროებოდა იმ მწველსა და მძიმე სიცხეში.

ჩვენ ჩავედით სოფელში, შემდეგ კი აუყევით მდინარე ჩხაიას ხეობას.

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 26 აგვ 2009, 13:22

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

რამდენიმე საათში ჩვენ მდინარეების მცირე და დიდი ჩხიას შეერთების ადგილას მივედით და მშვენიერი ჩხაიას ჩანჩქერთან შევჩერდით.

მდინარე ჩხაია

Image

ჩანჩქერი ჩხაია:

Image

Image

Image

Image

მდინარე მცირე ჩხაია

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 26 აგვ 2009, 13:49

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენ ჯერ ვიბანავეთ, ცოტა კიდეც გავგრილდით ამ ყინულივით ცივ წყალში და დავსუფთავდით, შემდეგ მე და ლექსომ კიდეც წავითევზავეთ და საღამოს სიფრაგიოს მიერ ნასწავლი რეცეპტით ლექსომ ნაკვერჩხალზე ჩვენი "ნადავლი" უგემრიელესად შეწვა.

Image

ამასობაში ჩვენ დავბანაკდით

Image

დავანთეთ ცეცხლი

Image

ასე გამოიყურებოდა ჩვენი ტრაპეზი თევზის შეწვამდე

Image

Image

შებინდებისას თევზიც შეიწვა, ჩვენ ვიტრაპეზეთ, ცოტაც დავლიეთ, ცოტას ვისაუბრეთ. ჩხაიას ბანაკი ერთადერთი შედარებით გრილი და მშრალი, არანესტიანი ადგილი იყო ჩვენს მოგზაურობაში. ამიტომ, ცოტა კიდეც ამოვისუნთქეთ და შემდეგი დღის მოლოდინში ცოტაც დავისვენეთ.

შემდეგი დღე ასევე საინტერესოდ მოჩანდა, ხეთა, ძველი თეთრი ჩეოხვამეს ტაძარი, ოხვამეკარის სამიქიოს შუა საუკუნეების ტაძარი, პაპანწყვირეს ტბა და ა.შ. ვცდილობდით, სასიამოვნო მოგზაურობასთან ერთად სულიერად ვლაკერნობისათვისაც მოვმზადებულიყავით.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 21 იან 2010, 16:31

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

შემდგომი ჩვენი გაჩერება სოფელი ხეთა გახდა... მძიმე სიცხეში გავიარეთ რამდენიმე კილომეტრი... როგორც ადგილობრივები გვიყვებოდნენ, ასეთი მძიმე სიცხე კარგა ხანია არ ყოფილაო...

ჩვენც ამ მძIმე და უსუნთქველ სიცხეში მივადექით სოფელ ხეთას.

ხეთა

ხეთა წარმოშობის ისტორია

,,ჩქიმი ხეთა, ჯგირი ხეთა
ირო ფალი გოლუაფირო!”

სოფელი ხეთა, დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. სოფელს დასავლეთით ესაზღვრება სოფელი თორსა-დღვაბა, სამხრეთ-დასავლეთით დასახლება ,,ოქროს საწმისი”, სამხრეთით შუახორგის მასივი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სოფელი პირველი მაისი, ჩრდილო-დასავლეთით სოფელი ხამისკური, ჩრდილოეთით-ურთის მთები.

სოფელი გაშენებულია ურთის მთის სამხრეთ-დასავლეთი კალთის ძირას ზღვის დონიდან 50 მ-ზე.

სოფლის საერთო ფართობი 260 ჰექტარია.

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი და რკინიგზა სოფელს თითქმის შუაზე ყოფს.

დაშორებები: ხობიდან-8კმ
თბილისიდან-305კმ
ზუგდიდიდან-21კმ
შავი ზღვის სანაპიროდან-19კმ


ხეთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია სამეგრელოში ფართობითა და მოსახლეობის რაოდენობით. სოფელი მდიდარი ისტორიული წარსულით გამოირჩევა.
პირველად ხეთა მოიხსენიება მალაქია კათალიკოსოს მიერ 1616-1621 წლებში შედგენილ ,,საცაიშლო გამოსავალი მოსაკრებლების დავთარში”. საცაიშლო სოფლების-დარჩელის, ჩოხათის, ჭალას-გვერდით დასახელებულია ხეთაც. ვახუშტი ბატონიშვილი ოდიშის აღწერისას აღნიშნავს, რომ ხორგისწყლის ,,ჩრდილოთ, მთისძირას, ველსა ზედა არს ხეთას ციხე და სასახლე დადიანისა”. (ვახუშტი 1973,გვ 778).

ისტორიულ წყაროებში ხეთა მოიხსენიება ლევან II დადიანის მიერ 1611-1657 წლებში ვაზირთუხუცეს ქორთოძესან (ამჟამად ქორთუების გვარი). ქორთოძე თავადი გახლდათ და მისი რეზიდენცია ,,ხეთი” ყოფილა.

1783 წელს ვახუშტის რუკაზე აღნიშნულია სოფ. ხეთა.

1923 წელს ივ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ რუკაზე ხეთა, როგორც დაბა-ისეა აღნისნული.

არქეოლოგ ანდრო კუკავას ცნობით, ხეთის ტერიტორიაზე გვიან ბრინჯაოს ხანაშიც უცხოვრია უძველეს ადამიანს. არსებობს ამ ცნობის დამადასტურებელი ფაქტებიც-კოლხური ცულები, ,,კოლხური თეთრი”, რომელიც იწრებოდა ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში და მიმოქცევაში იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ხეთის წარმოშობაზე სხვა მეცნიერული ჰიპოთეზებიც არსებობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ხეთას ხეთების ტომის უძველეს საცხოვრისად მიიჩნევდნენ, რადგან ისტორიული წყაროებით დადგენილია, რომ ხეთების ამ ,,ათასი ღვთაების” ქვეყანას ურთიერთობები ჰქონდათ ძველ ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებთან: დიაოხსა და კოლხასთან.

ხალხში არსებობს ლეგენდებიც ხეთაზე. საერთოდ, ხეთა რამდენიმე უბნისგან შედგება და ამ უბნების უმეტესობის დასახელება მათ ადგილმდებარეობას ან ამ უბანსი კომპაქტურად დასახლებულ გვარებს უკავშირდება.

ხალხში არსებული ვერსიით _ ხეთის დაბლობი და მთა, რომელიც მას გადმოჰყურებს, დაბურული ტყით ყოფილა მოსილი, აქედან მოდის ,,ხეთა მთა – ხემთა”, შემდეგ ,,მ” ამოვარდა და მივიღეთ ხეთა.

სოფელი ხეთა გამოირჩევა თავისი უნიკალური მიკროკლიმატით, ბუნებრივი რესურსებით.

სოფლის ტერიტორიაზე გაედინება პატარა მდინარეები: მუნჩია, ოჩხომური. ღელეები: ჩეწყურგილე, ოხვარჩალაია, კინჩხურა, დარჩაღალი, პართენის წყარო, სახალიკო, ოწყანდე, ბაკვაღალი, ოკარკალაია, მიკიანწყუ.

ეს კი ხეთის ცენტრია, სადაც ჩვენ მორიგი შესვენება გვქონდა.

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by Truli » 21 იან 2010, 16:38

ARCHILI
გზას არ გავუდგეთ?
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 21 იან 2010, 16:40

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
ხეთის უბნები

ხეთის უბნებია: ლარჩვა, ნოჩხონი, წინაგოლა, ოხვამეკარი, კორცხო, საქირიო, ჯეგეთა.
დღევანდელი ხეთის ცენტრს ,,ლარჩვა” რქმევია. ეს სახელი გვიანდელი უნდა იყოს. ტოპონიმი ,,ლარჩვა” ორი სიტყვისგან შედგება – ლარი და ჩუალა. ჩუალა – დამალვა ლარის, რომელსაც ხის მორის გათლისას იყენებდნენ. როცა სოფლის მაცხოვრებლების თავშეყრა იყო საჭირო, სპეციალურად ამისთვის დანიშნული კაცი მაღალ ხეზე ავიდოდა და საპიპინოს-ოპიპინეს (ოყეს) დაუკრავდა და მთელი მოსახლეობა იკრიბებოდა მოედანზე.

ნოჩხონი - ,,ნოჯიხონი” (ნაციხარი) – ნოჯხონი – ნოჩხონი, მოხდა მჟღერი ბგერის გადქცევა ყრუ ბგერად.
წინაგოლა – ნიშნავს წმინდა მთას. ამ უბანსა და მთა ურთას შორის არის ,,ოხვამეკარი”, სალოცავი გორაზე. ალბათ აქედანწარმოსდგება ამ უბნის სახელწოდება.

ოხვამეკარი - ,,ეკლესიისკარი”- ოხვამე, სალოცავს-ეკლესიას ნიშნავს. აქ, დღესაც დგას ეკლესია მთავარანგელოზების სახელობისა, რომელიც ლატარიებისა და ბუკიების სალოცავად მიიჩნევა. ხალხი აღდგომის მეორე კვირის ორშაბათს ,,მიქამგარიობაზე” ადიოდა.

ადრე, ამ დღესასწაულზე ძირითადად საქონელ-საყოლის დამწყალობება ხდებოდა. ,,მიქამგარიობის” შიანაარსის მიხედვით ისტორიკოსები ასკვნიან, რომ ხალხში ეს ადგილი წარმართობის დროიდა მიიჩნეოდა სალოცავად.

დღეს ეკლესია მოქმედია და მთავარანგელოზობას – 21 ნოემბერს აღნიშნავს. აქ ხდება ლატარიებისა და ბუკიების გვარის დალოცვა-კურთხევა. თუმცა, ზემოთ აღნიშნული ,,მიქამგარიობა”, როგორც სახალხო დგესასწაული დრესაც შემორჩენილია.

კორცხო – ანუ ,,კოთხო” (მეგრულად ნიშნავს ქოთანს). მართლაც, ეს უბანი შემორაგულია მთებით გარშემო, თვითონ კი მთის ძირას იყო გაშლილი, ქოთნის ფსკერზე განთავსებულივით.

საქირიო – ქირიებით დასახლებული უბანია, სადაც დგას ძველი ეკლესია ,, ჩეოხვამე” (თეთრი ეკლესია).

ჯეგეთა – აქ არის წმინდა გიორგის ეკლესია და ეწოდება ,,ჯეგემისარიონი”, აქვე იმართებოდა გიორგობა - ,,გერგობა” 22 აპრილს ღამით ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით 6 მაისს, ,,გერგობაზე” ხალხი ღამის თევით ადიოდა.

ჩვენ სწორედ ოხვამეკარის მთავარანგელოზის ტაძრის მოსალოცად გავემართეთ, ეკლესიაში მისვლამდე სამოსი გამოვიცვალეთ (შორტები შარვლებით შევცვალეთ და გრძელმკლავიანი ზედა სამოსი ჩავიცვით)...

ოხვამეკარი - ,,ეკლესიისკარი”- ოხვამე, სალოცავს-ეკლესიას ნიშნავს. აქ დღესაც დგას ეკლესია მთავარანგელოზების სახელობისა, რომელიც ლატარიებისა და ბუკიების სალოცავად მიიჩნევა. ხალხი აღდგომის მეორე კვირის ორშაბათს ,,მიქამგარიობაზე” ადიოდა. ადრე ამ დღესასწაულზე ძირითადად საქონელ-საყოლის დამწყალობება ხდებოდა. ,,მიქამგარიობის” შიანაარსის მიხედვით ისტორიკოსები ასკვნიან, რომ ხალხში ეს ადგილი წარმართობის დროიდა მიიჩნეოდა სალოცავად. დღეს ეკლესია მოქმედია და მთავარანგელოზობას – 21 ნოემბერს აღნიშნავს. აქ ხდება ლატარიებისა და ბუკიების გვარის დალოცვა-კურთხევა. თუმცა, ზემოთ აღნიშნული "მიქამგარიობა”, როგორც სახალხო დგესასწაული დრესაც შემორჩენილია.

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
Last edited by ARCHILI on 22 იან 2010, 22:07, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 21 იან 2010, 16:52

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენ - მე, არჩილი

Image

არჩილი და არჩილი

Image

არჩილი და ლექსო

Image

შემდეგი გეზი უკვე პაპანწყვირე ტბისაკენ ავიღეთ, სადაც ჩვენი გეგმის მიხედვით, ღანე უნდა გაგვეთენებინა. ძალიან გვიჭირდა თითქმის 40 გრადუს სიცხეში სიარული, ამასთან, მზეზე და მხურვალე გზაზე მოძრაობა ამხელა ტვირთით. რაც გინდა თქვით და სიცხეში სიარულზე მეტად აშკარად ზამთარში სიარული უფრო ადვილია...

ოფლსა და სულის მოთქმაში კიდევ რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ და მივადექით ერთ მეტად შესანიშნავ ადგილს, რომელსაც ადგილობრივები პაპანწვირეს ტბას ეძახიან.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 21 იან 2010, 17:00

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

პაპანწყვირეს ტბა

ტბა ,,პაპანწყვირე” (ზოგი მას პაპანწყვილეს ეძახის, ზოგიც პაპანწყუს) ძველი ტბაა. ადრე ძალიან ღრმა ყოფილა. ამჟამად არც თუ ისე ღრმაა. ეს ცვლილება გამოიწვია მისი შენაკადი წყაროს წყლის ,,ჩეწყურგილეს” მიერ შეტანილმა სხვადასხვა მინარევებმა და აგრეთვე გზის გაყვანისას კლდეების აფეთქების დროს ლოდების ჩამოცვენამ. ასევე 1971 წელს ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყერის ჩამოზვავებამ.

სპეციალისტების მიერ დადგენილია, რომ ტბის ფსკერზე ამოდის რამოდენიმე წყაროს წყალი და მათ მიერ ამოტანილი მინარევებიჩ ფსკერზე ილექება. ტბა დაუშრობელია. ზამთარ-ზაფხულ თითქმის ერთ დონეზეა. ზამთარში თბილია, ზაფხულში ცივი. ტბაში ბინადრობენ განსაკუთრებული სახეობის თევზები. ტბის ფსკერზე სახლობს მოლუსკების საგდულიანთა წარმომადგენელი-მემარგალიტე. მემარგალიტის, როგორც იშვიათი ბუნებრივი რესურსის გამოყენების პერსპექტივაზე დამუშავებულ იქნა პროექტი ხეთელი ქიმიკოსის ქ-ონი მედეა ქობალიას მიერ.
ტბის წყალს მოსახლეობა იყენებს სასმელად, სარწყავად. ზაფხულში კი გასაგრილებლად და გასარუჯად. მისი თვალწარმტაცი სილამაზე მრავალ ტურისტს იზიდავს.

ტბის შესახებ არსებობს სხვადასხვა ხასიათის თქმულება-ლეგენდები. ჩვენ ყველაზე ლამაზი ავირჩიეთ, რომლის მიხედვით ტბის სორიახლო სახლობდა მღვდელი, რომელიც გაჭირვებულთა განმკითხავუ ყოფილა. საცხოვრებლის ახლომდებარე კლდიდან გამოდიოდა წყაროს წყალი. მადლიერმა ხალხმა ამ მიდამოებს ,,პაპასწყუ” უწოდა, რაც ქართულად მღვდლის წყაროს ნიშნავს.

ესეც პაპანწყვირეს ტბა საღამოს:

Image

მზის ჩასვლისას:

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
Last edited by ARCHILI on 24 იან 2010, 18:41, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 21 იან 2010, 18:01

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

პაპანწყვირეს ტბა ამჟამად შედის ე.წ. ახალგაზრდული პარკის ტერიტორიაზე, რომელსაც მფარველობს ადგილობრივი ბიზნესმენი, თუ სწორად მახსოვს მისი ვინაობა, გოდერძი ბუკია.

ამ ადამიანს რეგიონის ივანიშვილადაც მოიხსენიებენ ადგილობრივები. არც მე მაქვს არაფერი საწინააღმდეგო დადებითად დავახასიათო იგი ამ მონათხრობშიც.

ტბა დაცულია, მშვიდი და ცივილური სიტუაციაა, თქვენი უსაფრთხოება დაცულია. არ ყრია ნაგავი, როგორც სხვა შემთხვევებში, რადგან დაცვა უზრუნველყოფს დამსვენებლების სიმშვიდეს.

ჩვენ გავესაუბრეთ პარკის დირექტორის მოადგილეს, ბატონ კახას, რომელმაც ნება დაგვრთო ღამე პარკის ტერიტორიაზე გაგვეტარებინა ტბასთან სიახლოვეს.

გაგვეცნო ადგილობრივი დაცვაც, რომლებმაც შემოგვთავაზეს ე.წ. "მჟავანაძის (ცენტრალური კომიტეტის მდივანი რომ იყო) აგარაკზე" შეგვთავაზა აყვანა, დათვალიერება და ცივი წყაროს წყლით გამასპინძლება.

ესეც გადასახედი, სადანაც ჰოწიზონტზე ზღვაც მოჩანს. ეს შესანიშნავი ტერიტორია, რომელსაც ძველებური ეფექტი მხოლოდ ოდნავღა ეტყობა, ამჟAმად საშინლად არის გაპარტახებული, აგარაკებზე კი დევნილები არიან მაცხოვრებლებად.

Image

ეს წყაროს წყალი.

Image

მე და მეორე არჩილმა სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ დაცვასთან.

Image

Image

მოგვიანებით. ჩვენ დავბანაკდით საკმაოდ ლამაზ და მყუდრო ადგილას, თუმცა, ძლიერი დახუთულობისა და სიცხის გამო ძალიან მოთენთილები ვიყავით.

მზის ჩასვლის შემდეგ ნესტიანობა განსაუთრებით შესაგრძნობი გახდა, ჩვენ თან გვცხელოდა და თან გვციოდა ერთდროულად... თუმცა, ამან დღის შთაბეჭდილებების შერბილება ვერ მოახერხა, ჩვენ ცეცხლი დავანთეთ და მყუდრო გარემოთი, დღის შთაბეჭდილებებითა და მეორე დღის დაგეგმვაში გავატარეთ საღამო.

დავბანაკდით მანდარინის ტყეში, სადაც სუფთა და ცივი წყაროს წყალი მოდიოდა (წყაროს წყლების შესახებ ზემოთ იხ.)

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 21 იან 2010, 18:26

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

დილა ულამაზესი იყო პაპანწყვირეს ტბაზე, წყნარი, მყუდრო და მზიანი. დილით, სანამ ბიჭები გაიღვიძებდნენ, "მოვიპაპანწყვირე" ასე ვთქვათ, შემდეგ ფოტოებიც გადავიღე, მალე ლექსოც მოვიდა და შეუდგა ასევე დაფიქსირებას.

აი, ასეთი იყო პაპანწყვირეს ტბა დილით, მზის ამოსვლამდე და მზის ამოსვლის დროს.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ლექსოს მაისურის ანარეკლი ტბაზე

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by Archil » 22 იან 2010, 02:49

ARCHILI

მალადეც !!!!

მონათხრობიც კარგია და ფოტოებიც

ეგაა, ის სხვების მიერ დაჭერილ-შემწვარ-შეჭმული თევზების სურათი რომ დაგვიდე... კია ეგენი დაჭერილი, შემწვარი და შეხრამუნებული, მარა ვითომ თქვენს მიერ? დავიჯერო მაგის სურათს არ გადაიღებდი და არ დადებდი?* ;)

მომავალი კალენდრისთვის (ოდესღაც ხომ იქნება კიდევ ტბების კალენდარი) მშვენიერი სურათებია !!!


ნ-------------------------

* ვინც ჩვენ არ გვიცნობს, იმათ გასაგონად - ვხუმრობთ ბატონებო, ვხუმრობთ :roll:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 22 იან 2010, 21:30

Archil

თევზი დაჭერითაც ჩვენ დავიჭირეთ და ჭამითაც ჩვენ მივირთვით. ლექსომ შეწვა ჩემი სტუდენტის ძმის მიერ ნასწავლი წესით (ფოთოლში გახვევა და ნაკვერჩხალზე დადება)...

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

წავითევზავეთ პაპანწყვირეზეც ადრეულ დილას, თუმცა, ორიოდე თევზი დავიჭირეთ მხოლოდ.

მე - არჩილი

Image

ესეც არჩილი, ოღონდ ოდეს პლიუსი

Image

ოდე

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 22 იან 2010, 21:55

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

როგორც ზემოთ დავწერე, პაპანწყვირეს ტბაში მიდიების იშვიათი სახეობები ბინადრობს. რომლებიც საკმაოდ დიდი ზომითაც გამოირჩევა. იქ მყოფი ბავშვებიდან ერთ-ერთი ყოველ ჩაყვინთვაზე თითოს ამოგვიყვანდა ხოლმე.

მეგრული ტურის მონაწილეებიდან არცერთი გახლდით მიდიას მოყვარული, ამდენად, ჩვენ მხოლოდ მიდიას ნიჟარებით ვისარგებლეთ, მისი ზომის, სილამაზისა და ინტერესის გამო.

მიდიას დამცავი ფარის ერთმანეთისაგან დაცილება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რისთვისაც დანა გამოვიყენეთ. ნიჟარები იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენი რამდენიმე ცალი თევზი სწორედ მიდიას ნიჟარაზე შევწვით ნაკვერჩხალზე.

ესეც ჩვენი მიდიები, ჩვენი რა - პაპანწყვირეს ტბის მიდიები.

Image'

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]