აქციაში მონაწილეობა და თანაც უაქტიურესი, მიიღეს:
1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. ნიმფა
4. მთა მყვარებია
5. ანანო
6. KSOVRELI
7. ანანო კუნჭულია (ლამას სტუდენტი)
8. სალომე (ლამს სტუდენტი)
9. ელფი
10. ანანოს +
11 MIRANDA
12. ბურდულა
13 ბურდულას მეგობარი(დამაწიეთ სახელი)
14. ჭუნა
15. ოპტიმისტი -ნანა
16. GAMARJOBA SAKARTVELOს 3+ ნათია
17. თეკო
18. ნინო
იქ, ადგილზე კეხიჯვრის საჯარო სკოლის ბავშვები დაგვხვდნენ და მათაც მიიღეს მონაწილეობა სამწევრისის ორივე მონასტრის (დედათა და მამათა)
დასუფთავებაში!
ჩვენ განვაგრძეთ გზა ყინწვისისკენ, იქაც ბავშვები და სოფლის გამგებელი ბატონი ვიკენტი შემოგვიერთდა!
აქვე გეტყვით, რომ ამ კაცმა= ვიკენტიმ იმდენი იშრომა და ისე თავდაუზოგავად, რომ ჩვენ "პროფესიონალ" მენაგვეებს გვაჯობა!
ნაგვის რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! არც ტომრები გვეყო, არც დრო და არც ენერგია, რომ იქაურ მთელ ნაგავს მოვრეოდით! არ დაგვიზოგავს თავები-ერთმანეთს არც კი ვეკონტაქტეთ საკმარისად, ისე თავაუღებლად ვმუშაობდით! რამდენიმე ადგილას ისეთი მრავალშრიანი ნაგავსაყრელები გამოვლინდა (არქეოლოგიური კულტურული ფენებივით

უამრავი ნაგავი მოგროვდა, მერე მანქანამ მოგვაკითხა და დავტვირთეთ!
ბერები გაოცებული იყვნენ ჩვენი "ქმედებით"! სახელიც ვერ შეურჩიეს, რა ერქვა ამას?
ყველაზე დიდი ჯილდო მათგან მივიღეთ- ტრაპეზზე მიგვიწვიეს, გაგვათბეს ღუმელთან და საპატიო სტუმებივით გვიმასპინძლეს მონასტრის საკვებითა და
იქვე დაჭერილი კალმახით! ეს რა თქმა უნდა იმათ დავაგემოვნეთ, ვინც არ ვმარხულობდით!
ცალკე დაგვიჭირეს თევზი და გამოგვატანეს!
"კარავმა" გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და ეს კალმახები პრიზის სახით გადაეცა "საუკეთესო მუშაკს"-ბატონ ვიკენტის!
შემდეგ კი, გზაში მთავარი პრიზი გათამაშდა- "ოქროს ხელთათმანი". რომელიც საუკეთესო დამსუფთავებლისთვის იყო გოგას მიერ დაწესებული!
ფარული კენჭისყრით ხმების თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს მთაშენკამ და ოპტიმისტმა! ამიტომ წყვილი ხელთათმანი გაიყო და თითო-თითო მიენიჭათ, რომელსაც ჩვენი ავტოგრაფები ამშვენებდა!


მამა სიმეონმა-ტაძრის წინამძღვარმა, ვისგანაც კურთხევა მივიღეთ გოგას ყინწვისის ანგელოსის ხატები და მონასტრის ბუკლეტები გამოატანა ყველასთვის!
მე ვთვლი, რომ კარგი გასვლა იყო ძალიან და დავსაჩუქრდით ყველაფრით!
მადლობა ყველას, ყველას!
განსაკუთრებული მადლობა GAMARJOBA SAKARTVELO-ს ასეთი ორგანიზებისა და თითოეულ ჩვენთაგანზე ზრუნვისათვის!
თუ როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი იხილეთ ამ ბმულზე:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3147