ვაზი და ვაზის კულტურა

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 20 იან 2011, 14:15

რა ღირს 1 ნერგი ბაზრის ფასი 3 ლარი?
ბაზარი არაა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 20 იან 2011, 17:06

ლეონტი wrote:რა ღირს 1 ნერგი ბაზრის ფასი 3 ლარი?
ბაზარი არაა.
ერთი ნერგის (ნამყენის)საბაზრო ფასი ერთი ლარიდან ორ ლარამდე მერყეობს. ნაცნობობაში შესაძლოა უფრო ეფადაც გადააწყდე.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by avtokh » 29 იან 2011, 22:20

ერთი-ორი კვირის წინ National Geographic-ზე უძველეს მარანზე წავაწყდი სტატიას და ვთარგმნე ქართულად. მინდა აქაც გაგიზიაროთ და გთავაზობთ ბმულს თარგმანზე:
http://a-muk.blogspot.com/2011/01/blog-post.html

წინასწარ ბოდიში თუ რომელიმე სპეციფიკური ტერმინი არასწორად მაქვს ნათარგმნი. დიდი სიამოვნებით მივირებ შესწორებებს და ჩავასწორებ ტექსტშიც.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 11 მაი 2011, 17:37

ვაზის მავნებლები
ვაზის (მსხლის) მილმხვევი
ამ მავნებლის გავრცელების არეალს წარმოადგენს მევენახეობა-მეხილეობის რეგიონები. ხოჭოს სიგრძე 5-9 მმ-ია. მისი ფერი გარდამავალია, მწვანიდან ლურჯში. კვერცხი თეთრია, სიგრძით 1 მმ. მატლი მოთეთროა, აქვს მოყვითალო ბუსუსებიანი თავი. მილმხვევი ზამთრობს ნიადაგში, ხოჭოს სახით. დაახლოებით აპრილში ხოჭო გამოდის მოზამთრეობიდან და იწყებს კვებას ჯერ ახლად დაბერილი კვირტებით, ხოლო შემდეგ ფოთლებით. დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში ხოჭო დებს კვერცხებს დამჭკნარ, `სიგარისებურად~ დახვეულ, მცენარეზე დაკიდებულ ფოთლებში. ფოთლებს ამგვარად თვით ხოჭო ახვევს, ფოთლის ყუნწის წინასწარ შემოღრღნით. ხოჭო დახვეულ ფოთოლში 2-დან 8 ცალამდე კვერცხს დებს. დახვეული ფოთოლი მალე მიწაზე ვარდება და ლპება, რაც შესანიშნავ საკვებს წარმოადგენს ახლად გამოჩეკილი მატლებისათვის. მატლები ნიადაგში 6-8 სმ სიღრმეზე ჭუპრდებიან. მათი უმეტესი ნაწილი გამოსაზამთრებლად ნიადაგშივე რჩება, ხოლო მცირე ნაწილი მიწიდან ამოდის და ვაზის ფოთლებით იკვებება. ისინი გამოსაზამთრებლად ხელახლა ჩადიან ნიადაგში. ეს მავნებელი წელიწადში მხოლოდ ერთ თაობას იძლევა. ზიანი მოაქვს მხოლოდ ხოჭოს, რომელიც აზიანებს ჯერ კვირტებს და შემდეგ ფოთლებს. ხოჭო იშვიათად მტევანსაც აზიანებს. საერთოდ, ვაზის კულტურისათვის მისგან მიყენებული ზარალი დიდი არ არის. ვაზის გარდა, იგი აზიანებს მსხალს, კომშს, თხილს, ბალს, მუხას, ცაცხვს, ვერხვსა და სხვ.
ბრძოლის ღონისძიებები:

- აპრილ-მაისში ხოჭოები და სიგარისებურად დახვეული ფოთლები უნდა შეგროვდეს და განადგურდეს (დაიწვას);
- ვინაიდან ვაზის მილმხვევი ნიადაგში ზედაპირულად იზამთრებს, შემოდგომით ნიადაგი ვენახში ღრმად უნდა დამუშავდეს. ამ დროს ეს მავნებელი ნიადაგის სიღრმეში აღმოჩნდება და იღუპება.
ამგვარი ოპერაციები ამ მავნებლის რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს.

ვაზის გალებიანი ტკიპა (მეგალე)
ვაზის გალებიანი ტკიპა მევენახეობის ყველა რეგიონშია გავრცელებული. იგი იმდენად პატარაა, რომ შეუიარაღებელი თვალით არც ჩანს.Eეს მავნებელი ზღვის დონიდან 1300 მეტრზე და უფრო მაღლაც გვხვდება. ზოგიერთ წელს ის მასობრივად აზიანებს ვენახებს, ხოლო ზოგჯერ ძალიან მცირედ აღინიშნება. ვაზის გალებიანი ტკიპა ზამთრობს ვაზის კვირტებში, ასევე შტამბისა და ტოტების ქერქის ქვეშ. იგი მოზამთრეობიდან გამოდის გაზაფხულზე, კვირტების გაშლის პერიოდში. გამოსვლისთანავე სახლდება ვაზის ნორჩ ფოთლებზე და იწყებს მათ დაზიანებას, რის შედეგადაც ფოთლის ზედა მხარეზე ჩნდება ამონაბურცები, ხოლო ფოთლის ქვედა მხარეზე, ნაოჭებში - ქეჩის მსგავსი ბუსუსები. როდესაც ვენახს ტკიპა მასობრივად მოედება, მაშინ ის ხშირად საყვავილე კვირტებზე და ნორჩ ყლორტებზეც სახლდება და მათაც აზიანებს. ასეთი დაზიანების შედეგად ხშირად კვირტები ვეღარ ვითარდებიან და იღუპებიან, ხოლო ყლორტები და თვითონ ვაზიც სუსტად ვითარდება. თუკი ამ დროს გვალვებიც დაიჭირა, მაშინ ძლიერ დაზიანებული ფოთოლი ხმება და ძირს ცვივა. ქეჩის მსგავსი წარ-მონაქმნები თავდაპირველად პატარა ზომისაა, შემდეგ იზრდება და ხშირად ფოთოლს ქვედა მხრიდან მთლიანად ფარავს. ზედა მხრიდან კი ფოთოლი მთლიანად ამობურცული ღუდუდოებითაა დაფარული. ვაზის ტკიპა ცხოვრობს ფოთლის ქვედა მხარეზე და წელიწადში 7-10 თაობას იძლევა.

ბრძოლის ღონისძიებები:

- დაზიანებული ფოთლები და ყლორტები უნდა მოგ-როვდეს და განადგურდეს. მათი ვენახშივე დაყრა არ შეიძლება. შესაძლებელია დაზიანებული ფოთლე-ბისა და ყლორტების საქონლის საკვებად გამოყენებაც.
- სარგავ-სამყნობი მასალა მხოლოდ საღ ვენახებში უნდა დამზადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაზის გა-ლებიანი ტკიპა ახალშენ ვენახზეც გადავა და დაა-ზიანებს;
- საბრძოლველად გამოიყენება კოლოიდური გო-გირდის 1.7-1.9%-იანი ხსნარი. ვაზებს ხსნარს ასხურებენ ადრე გაზაფხულზე, სანამ კვირტი ბო-ლომდე გაიშლებოდეს. უნდა შეასხურონ ვაზის შტამბს, ტოტებსა და, განსაკუთრებით, კვირტებს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰაერის სადღეღამისო საშუალო ტემპერა-ტურა 15 გრადუსს ასც-დება;
- შესაძლებელია ასევე შესაფრქვევი გოგირდის გამოყენებაც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კოლოიდური გოგირდის ხსნარი უკეთეს ეფექტს იძლევა. შესაფრქვევი გოგირდის გამოყენების ვადა იგივეა, რაც კოლოიდური გოგირდისა;
- ვინაიდან ტკიპების ერთი ნაწილი იზამთრებს ვაზის შტამბისა და ტოტების ქერქის ქვეშ, ამიტომ შე-მოდგომა-ზამთრის განმავლობაში ვაზის შტამბი და ტოტები ამსკდარი ქერქისაგან უნდა გაიწმინდოს. ამისათვის ვაზის ძირში იშლება რაიმე ქსოვილი და შტამბი და ტოტები იფხიკება ისე, რომ ანაფხეკი ქერქი ქსოვილზე დაიყაროს. დაუშვებელია ანაფხეკი მასის ვე-ნახშივე დატოვება, რადგანაც მავ-ნებელი იქვე დარჩება და ხელახლად დააზიანებს ვენახს. ანაფხეკ მასას ერთ ადგილას აგროვებენ და წვავენ. აღსანიშნავია, რომ ეს ოპერაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვაზზე აღნიშნული მავნებელი არ შეინიშნება, რადგან ვაზის შტამბის გასუფთავება-გაფხეკა მიმართულია არა მარტო ვაზის ტკიპას, არამედ მევენახეობის ბევრი სხვა მავნებლის წინააღმდეგაც.

ვაზის (ქლიავის) აბლაბუდიანი ტკიპა
ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა მთელ საქართველოშია გავრ-ცელებული და ცალკეულ წლებში დიდი ზიანი მოაქვს. მისგან დაზიანებულ ვაზის ფოთ-ლებში მცირდება პიგმენტების შემ-ცველობა, ირღვევა სუნთქვის პროცესები და საბოლოოდ კლე-ბულობს ყურძნის მოსავალი, ხო-ლო ყურძენში ქვეითდება ვიტამინი ჩ და შაქრიანობა.
აბლაბუდიანი ტკიპა ძალიან პა-ტარაა: მამრი 0,3 მმ-ს ხოლო მდე-დრი 0,5-ს არ აღემატება, მას მოყ-ვითალო, ზამთრის პერიოდში კი მოწითალო ელფერი დაჰკრავს, კვერცხი მომრგვალო და უფერუ-ლია. ტკიპა იზამთრებს შტამბზე, რქაზე, კვირტებში და შესადგმელი მასალის ნაპრალებსა თუ ქერქის ქვეშ. მოზამთრეობიდან გამოდის, როდესაც იწყება ვაზის კვირტების გაშლა და ჰაერის სადღეღამისო საშუალო ტემპერატურა 8-10 გრა-დუსს მიაღწევს.
აბლაბუდიანი ტკიპა ვაზს მთე-ლი ვეგეტაციის პერიოდში აზია-ნებს. ის იკვებება კვირტების, ფოთ-ლებისა და ნორჩი ყლორტების უჯრედების პლაზმითა და ქლო-როფილის მარცვლებით. კვების შედეგად ტკიპებისაგან დაზიანე-ბული ფოთოლი კარგავს სიმtსვანეს და ჯიშის მიხედვით იღებს მოყვითალო ან მოწითალო ფერს. პირველად ტკიპა ფოთლის ქვედა მხარეზე ვითარდება, იგი ფოთ-ლიდან თავისი მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის ორგანოთი იწოვს წყალს და მასში გახსნილ საკვებ ელემენტებს. ძალიან დაზიანებული ფოთოლი ხმება და ნაადრევად ცვივა. ხშირად, განსაკუთრებით მოზარდი ფოთოლი, რომელსაც დაზიანებული აქვს ძარღვები, განიცდის დეფორმაციას, რადგან დაზიანებული ძარღვების გამო ფოთლის ფირფიტა ყველა მიმართულებით ნორმალურად ვერ ვითარდება.
ყლორტი ძლიერი დაზიანებისას ჭკნება, ხმება, ფუძესთან წვრილდება და ხშირად მთლიანად ვარდება ანდა მუხლში ადვილად ტყდება, მცირდება აგრეთვე ვაზის ყინვაგამძლეობა, ყურძნის შაქრიანობა და მისი საერთო მოსავალი. ტკიპები ყლორტებს ძლიერ აზიანებენ გაზაფხულზე მეტად ხანგრძლივი დაბალი ტემპერატურის პირობებში.
ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა წელიწადში 12 თაობას იძლევა. მის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავენ ბრძოლის ისეთ მექანიკურ ღონისძიებებს, როგორსაც, მაგალითად, ვაზის გალებიანი ტკიპას შემთხვევაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახლო წარსულში ამ მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენებოდა მტაცებელი მწერი მეტასიელუსი, რომელიც ხელოვნურად გამოჰყავდათ სპეციალურ ლაბორატორიებში, და მისი გაშვება ტკიპათი დაზიანებულ ვენახებში საკმაოდ კარგ ეფექტს იძლეოდა.

ყურძნის ჭია
გავრცელებულია თითქმის ყველგან, სადაც კი მევენახეობას მისდევენ. ყურძნის ჭიის პეპელა პატარაა, ზედა მხრიდან მურა ნაცრისფერია, გვერდე-ბიდან და ქვედა მხრიდან ღია ნაც-რისფერი; მონაცრისფრო წინა ფრთები დაწინწკლულია ყვითელი, ნაცრისფერი და მოლურჯო ლაქებით. უკანა ფრთები ღია ყავისფერია. პირველი გენერაციის პეპელა უფრო მუქადაა შეფერილი, ვიდრე შემდეგი გენერაციისა. ფრთებგაშ-ლილი პეპლის სიგანე 10-13 მმ-ია, სიგრძე - 4-5 მმ. ყურძნის ჭია სამ თაობას იძლევა. პირველი თაობის მატლი ძირითადად აზიანებს ყვავილედებს. ზოგიერთ კოკორს მთლიანად გამოჭამს და მხოლოდ მის გარსს დატოვებს. ყვავილებს მატლი აბლაბუდის თხელ ძაფებში ახვევს, შიგ შედის და ისე იკვებება. ყვავილობის დამთავრების შემდეგ მატლი ახალ-გამონასკვულ ნაყოფს და კლერტს აზიანებს, რის გამოც მტევანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება. ივლისის დასაწყისში მეორე გენერაციის მატლი ვითარდება და მწვანე მარცვლით იკვებება. ერთი მარცვლის განადგურების შემდეგ მეორეზე გადადის და თან მათ ერთმა-ნეთს თხელი აბლაბუდით აწებებს. ყურძნის ჭიის ერთი მატლი 10-მდე მარცვლის დაზიანებას ასწრებს. დაზიანებული მარცვალი ძირს ცვივა, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებული დამწიფებამდე აღწევს, მაგრამ უმეტესობა სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი დაავადებით ნადგურდება. მესამე გენერაციის მატლი შეთვალული და მწიფე მარცვლის რბილობით იკვებება. ამ გენერაციის მატლების მიერ დაზიანებული მარცვალი ტენიან პირობებში ლპება, მასზე სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი ორგანიზმების დასახლების გამო და მოსავლის 40-50% ნად-გურდება. იზამთრებს ჭუპრის ფაზაში, თეთრი აბლაბუდის თხელ პარკში, ვაზის შტამბზე, ქერქის ქვეშ და ნაპრალებში. ზამთარში მათი გარკვეული ნაწილი იღუპება: ყინვების ზემოქ-მედებით -15&ჩ-ზე ჭუპრის 75% იღუპება. გაზაფხულზე მოზამ-თრეობიდან გამოდის, როდესაც საშუალო სადღეღამისო ტემპერატურა 15&ჩ-ს აღწევს.

ბრძოლის ღონისძიებები:
I. აგროტექნიკური მეთოდი: ყლორტების აკვრა, ზედმეტი ამონაყრებისა და ნამხრევების შეცლა, სარეველასთან ბრძოლა მტევნების ზონაში. რის შედეგად მტევნების განა-თება და განიავება უმჯობესდება. მზის სხივებით განა-თებულ მტევნებზე ყურძნის ჭიის კვერცხების რაოდენობის 60-75% იღუპება. იმ ვაზებზე, რომლებსაც მწვანე ოპერაცია ჩაუტარდა, წვიმა და ქარი ადვილად ხოცავს მავნებლის ადრე გამოჩეკილ, ანუ მოხეტიალე მატლებს.
II.ფიზიკურ-მექანიკური ღონისძიება: ეს ღონისძიება შედა-რებით შრომატევადია, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია, რო-გორც აღვნიშნეთ, ყურძნის ჭია ზამთრობს ჭუპრის ფაზა-ში. ჭუპრი ბინადრობს ვაზის შტამბზე, მისი ქერქის ქვეშ და ნაპრალებში. ამიტომ აუცილებელია შტამბისა და ძველი ქერქის ჩამოფხეკა, ანაფხეკის და ანასხლავის ვენახიდან გატანა და დაწვა, ამ ღონისძიების გატარებით ყურძნის ჭია 80 - 90%-ით მცირდება.

ვაზის ფოთლის ფილოქსერა
ვაზის ორგანოების დაზიანების მიხედვით არჩევენ ფოთლისა და ფესვის ფილოქსერას. ორივე მავ-ნებელი ძალიან პატარაა, 1.2-1.5 მმ-მდე, და შეუიარა-ღებელი თვალით თითქმის არ ჩანს. ფოთლის ფი-ლოქსერა ძირითადად ცხოვრობს ვაზის ფოთლებსა და ყლორტებზე. ზამთრობს ვაზის მერქანზე, კვერცხის სტა-დიაში. გაზაფხულზე ამ მოზამთრე კვერცხიდან მატლი იჩეკება, იგი დაბინავდება ვაზის ახლად გამოსული ფოთ-ლის ზედა მხარეზე და იწყებს კვებას, რის შედეგადაც ფოთლის ქვედა მხარეზე ჩნდება ეგრეთ წოდებული `გალები~, ანუ ღუდუდოები, ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ასეთ გალებში ბინავდება მატლი და დებს დაახ-ლოებით 200-600 ცალამდე კვერცხს. აღსანიშნავია, რომ ფოთლისა და ფესვის ფილოქსერის განვითარება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ვინაიდან ფესვის ფილოქსერას წინააღმდეგ მიმართავენ ვაზის მყნობას მწარე საძირეზე, რომელსაც ეს მავნებელი ვეღარ აზიანებს, ამჯერად შევჩერდებით მხოლოდ ფოთლის ფილოქსერაზე. ფოთლის ფილოქსერა იკვებება და აზიანებს ვაზის ფოთლებს, ფოთლის ყუნწს, ყლორტსა და პწკალს. დაზიანებული ფოთოლი იკრუნჩხება და ნორ-მალურად ვეღარ ვითარდება. მცირდება ვაზის სასი-ცოცხლო უნარი და ასაკი. ამასთან მოკლდება როგორც მთლიანი რქა, ასევე მისი მუხლთაშორისები. ფოთოლი ყვითლდება და ნაადრევად ცვივა, რის შედეგადაც ლერწის მოსავალი მცირდება, ეცემა მათი ხარისხი და ვენახი თანდათანობით კნინდება. როგორც წესი, ეს მავნებელი ძირითადად გვხვდება წითელყურძნიან სახეობათაშორის ჰიბრიდებზე (უწამლი ვაზი) და მისი მოქმედება ტექნიკურ ვაზის ჯიშებზე თითქმის არ ვრცელდება.

ბრძოლის ღონისძიებები:
- დაზიანებული ფოთლები გამოჩენისთანავე (გაზაფხულზე) უნდა მოგროვდეს და დაიწვას;
- ვენახები დაახლოებით 10 დღის შემდეგ უნდა გაკონტროლდეს. თუ საჭიროა, დაზიანებული ფოთლების შეგროვება და განადგურება უნდა განმეორდეს.

ვაზის ბალიშა ცრუფარიანა
ბალიშა ცრუფარიანებიდან ვაზს ორი სახის მავნებელი აზიანებს: ბალიშა ცრუფარიანა და იმერული ბალიშა ცრუფარიანა. Oორივე სახეობა აზიანებს ვაზის შტამბს, რქებს, ყლორტებსა და ფოთლებს. Eეს მავნებელი ძლიერ ასუსტებს ვაზის ახალგაზრდა ყლორტებსა და მთლიანად ვენახს. ხშირია შემთხვევა, როდესაც დაზიანებულ ვაზს ფოთლები სცვივა. იმერული ბალიშა ცრუფარიანა გამოყოფს მოტკბო ექსკრემენტებს, რომლებზეც სახლდება სიშავის გამომწვევი მავნე სოკო კაპნოდიუმი. აღნიშნული სოკო არღვევს ასიმილაციის პროცესს და ახმობს ყლორტებს, ამასთან აუარესებს ყურძნის ხარისხსაც. საქართველოში ვაზის ბალიშა ცრუფარიანა გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, ხოლო იმერული ბალიშა ცრუფარიანა - მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. ამ მავნებლის უმრავლესობა (60%) იზამთრებს ვაზის ტოტებსა და რქებზე, ამიტომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ანასხლავს მიჰყვება. ცრუფარიანები მოზამთრეობიდან გამოდიან აპრილ-მაისში და მაშინვე იწყებენ განვითარებასა და კვებას. დაახლოებით მაისის პირველ ნახევარში ისინი ამთავრებენ ზრდას და იწყებენ კვერცხის დებას, რომელთა რაოდენობა 2000-3000 ცალს აღწევს. კვერცხებიდან 10-20 დღეში იჩეკებიან მატლები, რომლებიც სახლდებიან ვაზის სხვადასხვა ორგანოებზე და თანდათან აზიანებენ მას. ამასთან მათი უმეტესობა სახლდება ფოთლებზე (იმერული ცრუფარიანა ფოთლის ორივე მხარეზე, ხოლო მეორე სახეობა - მხოლოდ ფოთლ

User avatar
graph yet
ბოდიალა
Posts: 120
Joined: 16 მაი 2011, 23:55
Location: მთაში
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by graph yet » 20 ოქტ 2011, 23:43

შეკითხვა ქვევრს:

ამასწინად ერთმა კახელმა კაცმა გამასინჯა წითელი(შავი) ღვინო რომელმაც ძალიან გამაკვირვა თავისი უცნაური თვისებით, ღვინო ბოთლში იყო და ეტყობოდა კაი ხანი არავის გაენძრია ადგილიდან მაგრამ გავხსენით თუ არა ისეთი შუშხუნი დაიწყო გავოცდი, ძალიან კარგი და სასიამოვნო დასალევი იყო წააგავდა შამპანურს შუშხუნით და გაზიანობით... მეპატრონემ კი მითხრა რომ ეს არის ყურძნის ჯიში "შანიძე"

არსებობს ასეთი ჯიში თუ რასთან გვაქვს საქმე? ან რა კატეგორიას განეკუთნება ეს ჯიში???

პატივისცემით გიორგი.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 21 ოქტ 2011, 09:41

პასუხი graph yet–ს:
შანიძე წარმოადგენს სახეობათა შორის ჰიბრიდს და გვხვდება ძირითადად (95%) კახეთში. შემოკლებით ასეთ ჯიშებს ჰიბრიდულ ჯიშებს უწოდებენ ხოლო მოფერებით კი უწამლს.
ამგვარი ჯიშების გამოყენება მეღვინეობაში იკრძალება ქართული კანონით ვაზისა და ღვინის შესახებ, ხოლო ოჯახურ პირობებში არავინ არაფერს არ კრძალავს.
ამგვარი უჯიშო ჯიშების (შანიძე, ვაქირულა, ადესა, მოლდავანკა, დირბულა...) ღვინო დიდათ არა, მაგრამ ცოტ–ცოტა ორგანიზმისათვის მავნებელია, თუმცა ამით რაიმე მკვეთრი ზიანი ადამიანს არ ადგება. მოკლედ ჩემი რჩევა! მოერიდეთ ზემოთჩამოთვლილ უჯიშო ჯიშებს, რაც არ უნდა გემრიელი მოგეჩვენოთ მათი ღვინო.
პატივისცემით გიორგი

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 21 ოქტ 2011, 09:54

საფერავის დაყენება კლერტის მონაწილეობით

Image
საქართველოში ჩვენი წინაპრები საფერავის ღვინოს კლერტის მონაწილეობით აყენებდნენ. ყურძნის მექანიკური თუ ელექტრო კლერტსაცლელები ჩვენში მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში გამოჩნდა პირველად, რამაც სწრაფი და ფართო გავრცელება ჰპოვა.
რატომ მოიკიდა ფეხი ჩვენში კლერტსაცლელმა ასე ძლიერად და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?
ჩვენ შევეცდებით მოკლედ ვუპასუხოთ, როგორც ამ შეკითხვებს, ისე მოსაზრებას ზოგადად კლერტსაცლელის როლზე ღვინის ქართულად დაყენების საქმეში.
რა თქმა უნდა, ყოველ დარგს ესაჭიროება განვითარება და წინსვლა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე დარგი თუ საგანი განვითარებასა და წინსვლას საჭიროებს. ისიც საფიქრალი და განსახილველია, რაიმე სიახლის შემოღებით ჩვენ ჩვენს დარგს რაიმეს ვმატებთ თუ ვაკლებთ? ამა თუ იმ სიახლის შემოღებით რაიმე დანაკლისი უცილოდ შეივსება?
სიახლემ, რაც რა თქმა უნდა აუცილებელი და სასარგებლოა, გავრცელება ადგილობრივი, საუკუნეების მიერ გამოცდილი ადათ-წესების ხარჯზე არ უნდა ჰპოვოს. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი სიახლე, შესაძლოა დიდათ მისაღები და გამართლებული იყოს ამა თუ იმ ერში, მაგრამ არის კი მისი აუცილებლობა და გარდაუვალობა ჩვენში? იქნებ ასეთი სიახლე უკან დაჰხევს ჩვენს საქმეს? ამგვარ სიახლეთა გაუაზრებლად შემოღების არაერთი თვალსაჩინო მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელთაც არათუ შეუმატებიათ რაიმე ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ კარგა უკან დაუხევიათ იგი.
ყურძნის კლერტსაცლელის შემოღებას ჩვენში, ვფიქრობთ, რომ მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიულმა მიმართლებამ შეუწყო ხელი. სხვაგვარად საფერავის ღვინის დაყენების საქმეში კლერტსაცლელის როლი ნამდვილად არ გვევლინება გადამწყვეტ და გარდაუვალ მოვლენად. შესაძლოა ყურძნის კლერტსაცლელი ევროპული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებისათვის გარდაუვალიც კია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საამისოდ არაერთი მიზეზიც არსებობს; თავად ვაზის ჯიშის ხასიათი, ნიადაგურ-კლიმატური პირობები, ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფე, მომხმარებლის გემოვნება და სხვ. ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, ყურძნის კლერტსაცლელი უმეტეს შემთხვევაში აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად უცხოეთში, მაგრამ ქართულ სინამდვილეში საფერავის ჯიშის ვაზისათვის, თუკი, რაღა თქმა უნდა საქმე გვაქვს დარგის ძირეულ ცოდნასთან, კლერტსაცლელის გამოყენება არანაირად არ წარმოადგენს აუცილებლობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კლერტსაცლელის ასე ფართო დანერგვა ქართულ მეღვინეობაში ასევე გამოიწვია იმ მცდარმა და არამართებულმა მოსაზრებამაც, რომელი მოსაზრებითაც მავანნი თვლიდნენ, რომ ქართული ღვინო მაქსიმალურად უნდა მიმსგავსებოდა ევროპული ღვინოების ხასიათს, რათა უცხოეთის ბაზარს იგი ადვილად და დაუბრკოლებლად მიეღო და მორგებოდა მას, სხვა ენით რომ ვთქვათ - ათქვეფილიყო მსფლიო ღვინოთა შორის. ამისი მიზეზი კი მათივე თქმით ქართული ტრადიციული ღვინის სიუხეშე და სიძელგე იყო, რომელი აზრი და მიმართულებაც დამღუპველი აღმოჩნდა ჩვენთვის, რის შედეგსაც ჩვენი ქვეყნის მეღვინეობა დღემდე მწარედ იმკის. თუკი ოდესმე, მოყოლებული ისტორიის შორეული წარსულიდან დღევანდელ დღემდე, ქართული ღვინო მოუწონებიათ და დაუფასებიათ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ქართული, ძირძველი და საუკუნეების მიერ გამოწრთობილი წესით ყოფილა დაყენებული! სწორედ ამგვარ წესად გვევლინება ქართული საფერავის დაყენება კლერტის მონაწილეობით, რომელ შემთხვევაშიც ღვინო მეტად სტრუქტურული, შინაარსიანი, სხეულიანი და დაძველების დიდი პოტენციალის მქონე დგება. როგორც უკვე აღინიშნა, ასეთი შემთხვევა მხოლოდ დარგის საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების შემთხვევაში ამართლებს, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ყურძნისა და თავად კლერტის სიმწიფე, ვენახის გაშენების სისწორე, მისი ადგილმდებარეობა, ღვინის დაყენების წესი და სხვა.
რა თქმა უნდა, საფერავის ღვინის შემთხვევაში დადუღება-დავარგების პროცესში კლერტის მონაწილეობა დროის ისეთი ხანგრძლივი პერიოდით, როგორც, მაგალითად, კახური რქაწითელის ღვინის შემთხვევაა, არ იგულისხმება, არამედ საუბარია მხოლოდ ალკოჰოლური დუღილზე და მის შემდგომ პერიოდზე, მცირედი ხნით, რამაც შესაძლოა შეადგინოს 7-14 დღე.
უნდა აღინიშნოს, რომ კლერტის სიმწიფე, შეიძლება ერთ–ერთ უმთავრეს მომენტად ჩაითვალოს საფერავის ღვინის დაყენების პროცესში კლერტისავე მონაწილეობით, ისევე როგორც, მაგალითად, რქაწითელის კახურად დაყენებისას, რომელი პერიოდიც თავად მეღვინემ უნდა განსაზღვროს. შემოუსვლელი კლერტით შესაძლოა ღვინის ხარისხი გაუარესდეს, რადგან ამ მომენტმა შეიძლება ღვინოს „მწვანე კლერტისა“ და აქედან გამომდინარე, სიმწარისა და სხვა არასასურველი გემო და სუნი შესძინოს და ღვინო გააუხეშოს. ყურძნის კლერტის შემოსვლა გარკვეულწილად თავად ყურძნის სიმწიფესთანაცაა დაკავშირებული. თავისთავად ცხადია, დაბალშაქრიანი, ანუ მოუმწიფებელი ყურძნის შემთხვევაში კლერტი მომწიფებას ვერ მოასწრებს, რაც ღვინის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედებს, მისი გემოვნური ღირსების გაუარესების თვალსაზრისით.
მაგალითად, რქაწითელის ღვინის კახურად დაყენების შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ღვინის ჭაჭა-კლერტზე დავარგების ისეთ ხანგრძლივ პროცესთან, როგორიცაა 5-6 თვე, შემოსული და მომწიფებული კლერტი აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი და ტიპური ღვინის მისაღებად. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთ დროს, თავად ყურძნის შაქრიანობა უნდა შეადგენდეს არაუმცირეს 23%-ისა. ყურძნის სიმწიფის ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ ოქროს შუალედად კახური ღვინის დაყენების საქმეში.
ღვინის ქართულად დაყენება თავის მხრივ ძალზე ღრმა შინაარსს ატარებს, რომლის დროსაც მეღვინეს ძალზე ბევრი ფაქტორის გათვალისწინება უწევს, როგორიცაა მაგალითად: ყურძნის სიმწიფე და ხარისხი, ნიადაგურ-კლიმატური პირობები, ღვინის ჭურჭელი, ალკოჰოლური დუღილის წარმართვა და მისი კონტროლი, ყურძნის ჯიში, ღვინის დაყენების ადგილი და იქაური ადათ-წესების გათვალისწინება და არაერთი სხვა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალი, რომელთა ერთობლიობითა და მათი გათვალისწინებით მიიღება ქართული ღვინო, რომელიც თავისი საინტერესო და რთული შინაარისით არც ერთ სხვა ღვინოს არა ჰგავს, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ღვინის ქართულად დაყენების თავისებურებასა და განსაკუთრებულობას.
ქართულ მეღვინეობაში, კონკრეტულად რქაწითელისა და საფერავის ქართულად დაყენების საქმეში, შეიძლება ითქვას, რომ კლერტს ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უჭირავს, ხოლო სამუშაოები ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია ჩასატარებელი. გამოსაკვლევია, თუ კონკრეტულად ყურძნის შაქრიანობის რომელ ეტაპზე იქნება რთველის ჩატარება ოპტიმალური საფერავის ღვინის დაყენებისას კლერტის მონაწილებით; ალკოჰოლური დუღილის ჩათვლით რამდენი დღე უნდა ჩაითვალოს საფერავის ღვინის კლერტთან შეხების ოპტიმალურ პერიოდად და სხვ.
დასასრულს აღვნიშნავთ ერთსაც, რომ ქართული მეღვინეობის განვითარება გულისხმობს არა უცხოური ტექნოლოგიებისა თუ მანქანა-დანადგარების გაუაზრებელ კოპირებასა თუ კალკირებას, არამედ, უპირველესად ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი ტრადიციების პატივისცემასა და მათ ჩაღრმავებას.

გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა. 2011 წ.

User avatar
graph yet
ბოდიალა
Posts: 120
Joined: 16 მაი 2011, 23:55
Location: მთაში
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by graph yet » 21 ოქტ 2011, 12:04

qvevri wrote:პასუხი graph yet–ს:
შანიძე წარმოადგენს სახეობათა შორის ჰიბრიდს და გვხვდება ძირითადად (95%) კახეთში. შემოკლებით ასეთ ჯიშებს ჰიბრიდულ ჯიშებს უწოდებენ ხოლო მოფერებით კი უწამლს.
ამგვარი ჯიშების გამოყენება მეღვინეობაში იკრძალება ქართული კანონით ვაზისა და ღვინის შესახებ, ხოლო ოჯახურ პირობებში არავინ არაფერს არ კრძალავს.
ამგვარი უჯიშო ჯიშების (შანიძე, ვაქირულა, ადესა, მოლდავანკა, დირბულა...) ღვინო დიდათ არა, მაგრამ ცოტ–ცოტა ორგანიზმისათვის მავნებელია, თუმცა ამით რაიმე მკვეთრი ზიანი ადამიანს არ ადგება. მოკლედ ჩემი რჩევა! მოერიდეთ ზემოთჩამოთვლილ უჯიშო ჯიშებს, რაც არ უნდა გემრიელი მოგეჩვენოთ მათი ღვინო.
პატივისცემით გიორგი

ძალიან ძალიან დიდი მადლობა გიორგი! სოფელში მინდოდა ადესაზე გადამემყნო მაგრამ "თხა ვიყიდე თხა გავყიდე "გამომივა აშკარად, იმ ადესას რა მოვუხერხო იქნებ მირჩიო გიორგი ბატონო?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 21 ოქტ 2011, 12:50

graph yet
ღმერთი არ გაგიწყრეს და ის ადესა არ მოჭრა. ჩაჭყლიტე კასრში, დაადუღე, დააღვინე, გამოწნეხე და ამ გამოწნეხილი ღვინისაგან არაყი გამოხადე. მსგავსს ვერ გასინჯავ ისეთი არომატული გამოდის. ერთ ჩემს მეგობარს ვურჩიე ანალოგიური, მითხრა -- "არ ვიცი რა ვუყო ამდენ ადესასო". ისე მოიქცა მე როგორც ვუთხარი და მას მერე აგერ უკვე 5 წელია ჩემს ლოცვაშია კაცი.
მოკლედ ეგ ადესა ღვინოდ დააყენე და დაახლებით ოქტომბრის ბოლოს არყად გამოხადე. არ ინანებ იმ ჩემი მეგობრისა არ იყოს. :wink:

User avatar
graph yet
ბოდიალა
Posts: 120
Joined: 16 მაი 2011, 23:55
Location: მთაში
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by graph yet » 21 ოქტ 2011, 12:57

შენ გაიხარე ჩემო გიორგი ასეთი კარგი რჩევისათვის !

მომკალი და ატანა არ მაქვს ამ ადესის ნეტა გამაგებინა ასე რამ შემაძულა...

<NINI88>
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 11 აპრ 2010, 22:01
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by <NINI88> » 24 ნოე 2012, 18:58

qvevri

<NINI88>
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 11 აპრ 2010, 22:01
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by <NINI88> » 24 ნოე 2012, 20:06

qvevri
გამარჯობა, ვერ მივხვდი პირადში როგორ მომეწერა და აქ გწერთ, მინდა კახეთში ვენახის გაშენება და ,,ელკანას,, და პირადად თქვენ თუ შეგიძლიათ ჩემი დახმარება? (რჩევებს და რეკომენდაციებს ვგულისხმობ) ასევე მისამართი რომ მომწეროთ ,,ელკანასი,,

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 24 დეკ 2012, 00:48

ამაზონზე შეუკვეთე ყურძნის კლერტსაცლელი, მოუთმენლად ველოდები.

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by QAQUCA » 25 დეკ 2012, 14:31

ლეონტი wrote:ამაზონზე შეუკვეთე ყურძნის კლერტსაცლელი, მოუთმენლად ველოდები.
ლეონტი რა გიჯდება კლერტსაცლელი სახლში მობრძანებული? იმედია პასუხი არ დაგეზარება...
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]