საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 19 იან 2009, 19:16

1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ხერთვისი - ვარძია - ვანისქვაბები - ასპინძა - ურაველის ხეობა - ახალციხე - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
3 დღე

4. სირთულე:
სიარული მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ეეე 5 ლარი კაცზე მგონი

6. მონაწილეთა რაოდენობა
2

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
იდეაის ავტორი - ტოხა, მარშრუტის - მე

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - ახალციხე 200, + ვარძია 60

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ბორბომში დაახ 2 კმ, ასპინძაშიც 2-3 კმ, ხერთვისიდან 5 კმ, ვარძია - ვანისქვაბები 3კმ, ასპინძა 2 კმ, ურაველი 3 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
აწყურის ციხე, რაბათი, სარო, გელსუნდა, მონების ბაზარი, ხერთვისის ციხე, თმოგჰვის ციხე, ჯოლდას გამოქვაბულები, ვანის ქვაბები, ვარძია.

12. საბანაკე ადგილები:
ჩვენ პირველ ღამეს ხერთვისიდან 5 კმ-ში დავბანაკდით, მეორე ღამეს ურაველის შესართავიდან 3 კმ-ში რესტორან ფაცხებთან.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მტკვარი, ურაველი, ვარძიასთან წყარო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თბილი საძილე, კარავი და სპირტქურა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ყოველთვის

16. რისკები, საფრთხეები:
შეიძლება ისე მოიხიბლო რომ სამუდამოდ ჩარჩე

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
მაგას რა ჩამოთვლის...

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
დაილოცოს ელკანასვ რუქა

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არც არავინ..

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
10 +++++

ვრცელ რეპორტაჟს მალევე დაგაწევთ
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 19 იან 2009, 20:23

როგორც მოგეხსენებათ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ტოხამ კარავზე ავრტოსტოპის თემა აწია.. და მე რა ტრული ვიქნებოდი თუ გზას დავინახავდი და არ წავიდოდი..
ყველაფერი გაგრძელდა ლუდის განადგურებით, რუქების თვალიერებით და გზების შესწავლით. შევთანხმდით, ვიყიდეთ საჭმელი და აი, შაბათს, 17 იანვარს მე და ტოხა შევხვდით ერთმანეთს 73-ის ბოლო გაჩერებასთან.
გეგმა მარტივი იყო. უნდა გავსულიყავით დიღმის გზატკეცილზე, დიდი დიღმის გადასახვევის შემდეგ და იქ უკვე ბედს მივნდობოდით.
ითქვა და გაკეთდა... 10 საათზე ჩვენ უკვე გზის პირას ვიდექით და ხელს ვუქნევდით მიმავალ მანქანებს...
მანქანა 1 - სამხედრო
ცოტა ხანში გაგვიჩერა ოპელმა.. ჟინვალისკენ მივდივარო... ჩვენ ვთხოვეთ გადასახვევამდე გაყოლა და წავედით. ჩვენი მძღოლი სამხედრო აღმოჩნდა, თუმცა ჩოულებრივი ტანსაცმელი ეცვა. ტოხამ ომზე დაიწყო საუბარი, მოყვა რომ მისი ძმა რეზერვისტია, გაიწვიეს ომის დროს, გორში ფეხში დაიჭრა და ა.შ. ჩვენი მძღოლი ბევრს არ საუბრობდა.. მალე უკვე სტეფანწმინდის გადასახვევთან მივედით და ჩამოვსხედით. ჩვენს მანქანაში კი 100 მეტრშივე გლეხები ჩასხდნენ..
ჩვენ ვიდექით ავტობანზე, ვიშვერდით ხელს და ვუყურებდით გიჟებივით მიმავალ მანქანებს. უკან გზა მოჭრილია, ჩვენ სულ წინ უნდა ვიაროთ!
მანქანა 2 - "ბიზნესმენი"
ბოლოს ტოიოტა ლენდ კრუიზერმა გაგვიჩერა. მანქანაში ქალი და კაცი ისხდნენ.. საკმაოდ უცნაურ კლიპებს უყურებდნენ, ხან თურქულად, ხან სომხურად, ხან დაუდგენელ სლავურ ენაზე. მიუხედავად ტოხას მცდელობისა საუბარი არ აეწყო. ამ მანქანამ საჩხერეს გადასახვევამდე მიგვიყვანა და გზა საჩხერესკენ განაგრძეს. ჩვენ კი გომში ავღმოვჩნდით. ავტობანიუკან დაგვჩა და მანქანების გაჩერებაც უფრო ადვილი ჩანდა...
მანქანა 3 - ტრეილერი
არც ისე დიდხანს ვიდექით და გაგვიჩერა თურქულმა ტრეილერმა. პირველი ტოხა აძვრა, შემდეგ ბარგი ავაწოდე და მეც ავღოღდი კაბინაში. ტრეილერის სიმაღლიდან გზა სულ სხვანაერი ჩანდა. სანამ ჩვენ საქართვედლოს ტრეილერის კაბინიდან ვუყურებდით, მძღოლმა საუბარი დაიწყო. ჩემი და ტოხას თურქული ისეთ პრიმიტიულ დონეზეა რომ ბევრი არაფერი გამოვიდა...თუმცა ძალიან ემოციური იყო :)
ჩვენ ავუხსენით რომ ახალციხისკენ მივდივართ.
-აკალსიკე, ვალე! გამოამჟღავნა საქართვედლოს გეოგრაფიის ცოდნა კეთილმა თურქმა.
-ეეე სარფი? - ვკითხე მე და თანხმობა მივიღე. მძღოლი დაინტერესდა სადაურები ვართ. ტოხამ დაზუთხული თურქულით უპასუხა
- რუსჩა, გურჩა
ამ პასუხმა ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია.
ხაშურშიც შევედით. აქ გზაზე ვიღაც ცხენოსანი მოდიოდა, რომელმაც კეთილ თურქში ასევე დიდი ემოციები აღძრა. ჩვენ მაერო ბოლო ფრაზა "პეტროლ იოკ" გავიგეთ და ხარხარი აგვიტყდა. ხაშურის ცენტრში დიდი მადლობებით დავემშვიდობეთ სარფისაკენ მიმავალ თურქს და გზა მაღაზიისკენ განვაგრძეთ. ვიყიდეთ რაც გვინდოდა და ბორჯომის გზას გავუდექით.
სახლებს გავცდით და გზის პირას ცოტა წავიხემსეთ და ლუდიც დავაყოლეთ.
მანქანა 4 - თეთრი ტოიოტა
გზაზე ცოტა ხანს ვიქნიეთ ხელი, როცა თეთრმა ტოიოტამ ჯერ ჩაგვიქროლა, მერე უკან მოტრიალდა და ჩაგვისვა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და პატარა ბავშვი ბაკურიანში მიდიოდნენ. ჩვენც ჩავსხედით. ტოხა ისევ უკრაინის ქალაქებზე და განსაკუთრებით ლვოვზე ყვებოდა, ერთად ლანძღეს რუსები, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს... გზად მძღოლმა ზვიადიმ ხაჭაპური იყიდა და გაგვიმასპინძლდა. ასე ჩავედით მორჯომში, სადაც ბაკურიანის გადასახვევთან დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ტოხამ მადლობის ნიშნად ზვიადის შოკოლადიც აჩუქა...
გზაგასაყარი ვალე <---> ხაშური...
მეთქი აქ დამებედა გზის დაწყება და წავედით ვალეს მიმართულებით... ვიარეთ 2 კილომეტრი, და დავიწყეთ მანქანების გაჩერება..
მანქანა 5 - შავი პაჯერო
უკვე იმედი გადაგვეწურა და გვინდოდა ქალაგარეთ წასვლა, როცა დიდმა შავმა პაჯერომ გაგვიჩერა. მძღოლი ასაკოვანი კაცი იყო, მას ახალგაზრდა ქალი ახლდა. ახალციხეში მიდიოდნენ, იქაურები იყვნენ. ტოხამ ისევ უკრაინაზე, პოლიტიკაზე, კრიზისზე და ომზე საუბარი დაიწყო.. გაირკვა რომ პაჯეროს მძღოლი ჯარში პოლონეთში მსახურობდა და ცოტა პოლონეთზეც ისაუბრეს. დიალოგი ძალიან ჰგავდა წინას. ახალციხელს მიაჩნდა რომ სამცხეში ისეთი მდიდარი მიწაა, რომ ვინც მუშაობს გასაჭირში არ იქნება, კრიზისი სულაც არ ვაღელვედბდა.. ტოხამ მოუყვა თუ როგორ განიცდის კრიზისს უკრაინა და ევროპა. ახალციხელის აზეით, კრიზისი ხელოვნურია და რუსეთის დასაქცევადაა მოწყობილი, უკრაინა ცოდოაო, ხოლო ევროპა ღირსიაო, გაზში რომ გაგვცვალესო. რუსეთზე კი "მაგათი დედაცო". გზაზე გაჩერდა მეგობრებთან სასაუბროთ და ნახევარი საათი ჩვენც ველოდებოდით. განვაგრძეღთ გზა და ასპინძის გადასახვევთან დავემშვიდობეთ შრომისმოყვარე ახალციხელს.
Last edited by Truli on 19 იან 2009, 22:27, edited 1 time in total.
მი მალატ შვან

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by GIRA » 19 იან 2009, 21:40

Truli
ესეიგი გზებზე ჯერჯერობით ტოიოტები დომინირებენ არა? :D :D :D

კარგი საშუალებაა ყველანაირი სტატისტიკის აგროვებისთვის!!!!!!!!!!
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Bivrili » 19 იან 2009, 21:53

უკვე ვიცი რა სიამოვნებაც მელოდება ამ მონათხრობისაგან....

გელოდები მოუთმენლად...

:)
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Gio-horus » 19 იან 2009, 22:17

ვაააახ მაგარია :!: :!: :!: :!:
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 19 იან 2009, 22:54

ახალციხე... ასპინძის გადასახვევი, წრე, ხიდი.. უკვე დავწერე რომ მიყვარს ეს მხარე მთელი გულით და სულით, პატივს ვცემ ახალციხელებს, და ამიტომ ამ ქალაქის ასეთ შავ დღეში ყოფნა ორმაგად მტკენს გულს...
მოედანი გადავკვეთეთ, ტოხამ მოასწრო ორი იქაური სომეხის გაცნობა, რომლებსაც მანქანაში სომხეთის დროშა ჰქონდათ გამოკიდული...
გავცდით დასახლებას და ასპინძის გზაზე დავდექით მანქანების ლოდინში.
- აქ უკვე მეეჭვება ისეთი მაგარი ჯიპი დავიჭიროთ, მანამდე რომ ვმგზავრობდით.. ოღონდ რამე იყოს 4 ბორბალზე მავალი და... - ვთქვი მე და ტოხაც დამეთანხმა.
მანქანა 6 - უაზიკი
ცოტა ვიდექით თუ ბევრი, გავაჩერეთ ვილისი. უკანა სავარძლების მაგივრად ხის გრძელი სკამი იყო, რომელზეც ჩვენ ჩვენი ბარგით უცბათ ავსკუპდით.
მძღოლი ქართველი იყო, მისი მეგობარი კი სომეხი. ისინი რომელიღაც სოფელში მიდიოდნენ აქვე, და 2-3 კილომეტრს დაგვაფარინებდნენ.
ტოხა მათ ტურისტი ეგონათ და მითხრეს ამ სიცივეში ეს სტუმარი კაცი სად მიგყავსო :)
ტოხამ უკვე მეექვსეჯერ მოყვა თავისი ბიოგრაფია, უკრაინული წარმომავლობისა და თბილისში გატარებული წლების შესახებ და რომ მას განსაკუთრებით უნდოდა ვარძიის ნახვა.
- გაჩვენებ მე შენ ვარძიას - თქვა მძღოლმა და მისი ჩეხი სტუმრის მიერ გადაღებული სურათები გაუწოდა.
- მე ქართველი ვარ, ეს სომეხი, შენ უკრაინელი, ესეც ქართველი. კარგია მეგობრობა! - ასეთი რეზიუმე გაუკეთა მძღოლმა ჩვენს ეკიპაჟს და დაგვემშვიდობა ურაველის შესართავთან.
ჩვენ ისევ გზაზე ვართ, მარტო.. არავინ არ არის.. ტოხამ ლუდი ამოიღო და ვსვავთ... ლამაზია სამცხე... ისეთი ლამაზი, რომ თვალს ცრემლი მადგება... სალი კლდეები გახუნებული მცენარეული საფარით მოულოდნელ და საოცარ ორნამენტებს ქმნიდნენ. გამახსენდა როგორი იყო ეს პეიზაჟი შემოდგომაზე, ხასხასა ფერებით შეღებული... არა ზამთარი არ აფუჭებდა მას, მიუხედავად გაერთფეროვნებისა.. ტოხასაც მოვუყევი აქაური ფერების სილამაზეზე და ჩემი სისხლის ყივილზე... ის აქეთ ნამყოფი არ იყო და დამშეული თვალებით ტკბებოდა აქაურობის დიდებით და სილამაზით.
მანქანა 7 - სამხედროები
უკვე ბანაკის ადგილის შერჩევაზე ფიქრი დავიწყეთ, როცა თეთრმა ტოიოტამ ჩამოიარა და გაგვიჩერა. მანქანაში 2 სამხედრო იჯდა, ერთი ასაკოვანი, მეორე ახალგაზრდა. ტოხამ ისევ მოყვა თავისი მოკლე ბიოგრაფია. საუბარი ომზე დაიწყო. ასაკოვანმა სამხედრომ თავისი აზრი გამოთქვა რუსეთის ჯარის მომზადებაზე.
- საჰაერო დაცვა რომ არ გვქონდა საკმარისი მაგით გვძლიეს და რაოდენობით. - დაასკვნა მან.. ვისაუბრეთ დანაკარგებზეც... უკრაინაზეც და ასპინძაში ავღმოვჩნდით. სამხედროები ვიღაცის სამძიმარზე მიდიოდნენ. დავემშვიდობეთ გზას გავუდექით. 500 მეტრი არ მქონდა გავლილი, რომ დაგვეწია იგივე მანქანა ახალგაზრდა სამხედროთი და მანქანაში რუქა დაგჩაო მითხრა. რუქის დაბრუნებისთვის მადლობა გადავუხადე და განვაგრძეთ გზა.
ასპინძა საკმაოდ გრძელი დასახლებაა. უნდა გაგვევლო მთლიანად და შემდეგ გაგვეჩერებინა მანქანა. დიდიან პატარიანათ ყველა ჩვენ გვიყურებდა. ტაქსისტების შეტევის მოგერიებაც დაგვჭირდა და დავტოვეთ ასპინძა. მანქანები თითქმის არ იყო. ზოგი ეკლესიაში მიდიოდა, ზოგი ეკლესიიდან, ზოგს ნახირი სახლში მიყავდა.. ჩვენც ჩვენი გზით მივდიოდით..
ქვიშისფერი კლდეები, ჩალისფერი მცენარეული, მტკვარი მიჩუხჩუხებდა...
ბორჯომში თუ ციოდა და თოვლი იდო, ახალციხეში უბრალოდ ციოდა, ასპინძაში კი გაზაფხულის ამინდი იყო, თბილი სიო უბერავდა და გვეფერებოდა ნაზად.. ჩვენც ხარბად ვუშვერდით ნაზ სიოს სახეებს..
- აქ სახლს ვიყიდდი... დიდი აივნით და ახლა გამოვიდოდი აივანზე, ყავას მოვიდუღებდი და დაგპატიჟებდი.. ასეთ საღამოს სახლში ჯდომა ცოდვაა.. - ვუთხარი ტოხას, რომელიც ნერატის სახით უყურებდა არემარეს...
ფერდობები უხვად იყო შემკული ნაწილობრივ ჩამოშლილი მესხური ტერასებით... თითქოს ისინი კვლავ ელოდებოდნენ შრომისმოყვარე მესხ გლეხს, მოსულიყო და დაემუშავებინა მიწა.. აეწვავებინა ატამი, ვაშლი.. უამრავი სხვა მცენარე, რაც ამ დალოცვილ მიწაზე მოდის...
ტერასები, ქვები, კლდეები, მიწაც.. ყველაფერი რაღაც, მხოლოდ ამ მხარისთვის დამახასიათებელი სითბოთი სუნთქავდა. ეს მიწა ბებერი ბრძენივითაა... მან ყველაფერი განიცადა რაც განსაცდელი ჰქონდა, ახლა კი სიმშვიდით სუნთქავდა და მისი სიმშვიდე ჩვენ გადმოგვეცემოდა.. ორ მგზავრს, რომლებიც მივაბიჯებთ ამ მადლიან მიწაზე.
მანქანა 8 - ხიზაბავრა
ასე ოცნება ოცნებაში გაგვახსენდა რომ კარგი გრძელი გზა გვაქვს წინ და ისევ მანქანებზე ზრუნვა დავიწყეთ. ცოტა ხანში გაგვიჩერა მიკროავტობუსმა, რომლის უკანა ნაწილი საბარგულად გამოიყენებოდა და ლეიბებით იყო დატვირთული. მანქანაში ხიზაბავრელი გლეხები ისხდნენ, გორში კარტოფილი გაყიდეს, ახალციხეშიც ივაჭრეს და სახლსი ბრუნდებოდნენ.
-თქვენ ახალციხეში დაგინახეთ, მაგრამ ადგილი არ გვქონდა რომ აგვეყვანეთ. - გვითხრეს მათ.
ტოხამ ისებ მოყვა თავისი ბიოგრაფია, თუმცა გლეხებს არც უკრაინა აღელვებდათ, არც კრიზისი, არც პოლიტიკა.
მე მკითხეს სადაური ხარო, და მიამატეს, კილოზე გეტყობა სომეხი ხარო.. დავიბენი და ვერაფერი ვუთხარი... ნიჯგორში დავემშვიდობეთ გლეხებს და გზას გავუდექით.
ულამაზესი საღამო იყო. ჩამავალმა მზემ არემარე ოქროსფრად შეღება.. ნიჯგორი უკან დაგვჩა, წინ კი რაღაც სოფლის სახურავები ბრწყინავდა.
მანქანა 9 - ახალქალაქელები
ცოტა ხანში 06 ჟიგული გავაჩერეთ, რომლის მგზავრებიც ახალქალაქელი სომხები იყვნენ. მათ უკრაინული აქცენტი აღმომიჩინეს და დაჟინებით გვირჩიეს ღამე ახ ხერთვისში ან ხერთვისიდან 3 კილომეტრში სოფელში გაგვეტარებინა. ჩვენ დავეთანხმეთ და ხერთვისში ვარძიის გადასახვევზე ჩამოვედით.
Last edited by Truli on 20 იან 2009, 14:32, edited 1 time in total.
მი მალატ შვან

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Gio-horus » 19 იან 2009, 23:14

Truli wrote:
მანქანა 9 - ახალქალაქელები
ცოტა ხანში 06 ჟიგული გავაჩერეთ, რომლის მგზავრებიც ახალქალაქელი სომხები იყვნენ. მათ უკრაინული აქცენტი აღმომიჩინეს და დაჟინებით გვირჩიეს ღამე ახ ხერთვისში ან ხერთვისიდან 3 კილომეტრში სოფელში გაგვეტარებინა. ჩვენ დავეთანხმეთ და ხერთვისში ვარძიის გადასახვევზე ჩამოვედით.
რატომ გირჩიეს ტრული? პრობლემაა მათთვის უკრაინული აქცენტი????
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 19 იან 2009, 23:25

ხერთვისის ციხეს ჩამავალი მზის სხივები უკანასკნელი ოქროსფერი სხივებით კაზმავდნენ... ყველაფერს წყვდიადი იზავდა... ლამაზი ოქროს ფერი სილ მაღლა და მაღლა კლდეებზე ადიოდა, ხეობაში კი ბინდი ისადგურებდა. ცხადი იყო რომ აქ მანქანას ვერ ვიშოვიდით და საბანაკე ადგილი უნდა გვეპოვნა. გავიარეთ ახალი საგზაო ნიშნებით და მაჩვენებლებით აღჭურვილი ხერთვისი და დავიწყეთ ადგილის ძებნა. არ გვიმართლებდა.. ამ მხარეში ტყეები არაა, შეშა ჭირს..მტკვის ხეობა ვიწროა, მარცხნივ კლდე მარჯვნივ კი ვიწრო ნაპირი და მტკვარი. მეორე ნაპირას ალაგ ალაგ ჩანდა კარგი მდელოები, მაგრამ ხიდები არ იყო.
მივედით (მგონი) გელსუნდამდე და ქვის კარიბჭეს (მგონი, დიდი გამოქვაბული იყო კლდეში და..) შევავლეთ თვალი... მაგრამ დასახლებასთან გაჩერება არ გვინდოდა.. კიდევ 2 კილომეტრიც დავფარეთ და ფართო და უკაცრიელ ნაპირსაც მივადექით. ცა უკვე მუქი ლურჯი გახდა და ვენერა ეულად კაშკაშებდა.
ჩავედით ნაპირზე... ტოხა დასაზვერად წავიდა და მდინარის პირას იპოვა ადგილი, სადაც ადიდებისას მტკვარს ბევრი ხე და ტოტი მოაქვს, თან გზიდან ნაპირი აღარ ჩანდა. გადავწვიტეთ დაბანაკება.
კარავი გაიშალა, ფიჩხი მოვაგროვეთ, ცეცხლი დავანთეთ. თოვლი არ იდო, მხოლოდ მტკვრის ნაპირები იყო მოყინული. წყალი მტკვარშივე ავავსეთ და ასადუღებლად დავდგით.
ვახშამს არაყი მივაყოლეთ.
დავლოცეთ კარგი მძღოლები, მგზავრები, მზე და მთვარე... ჩაიც მივირთვით და დასაძინებლად გავემხადეთ.
მტკვრის უკაცრიელ ნაპირზე ეულად მდგომი კარვის შესასვლელში ორი მგზავრი იჯდა, ეწეოდა და ვარლსკვავებით მოჭედილი ცით ტკბებოდა...
პირდაპირ სალი კლდე იყო აღმართული, რომელსაც დრო და დრო გზაზე მიმავალი მანქანები ანათებდნენ..
ვტკბებოდით ამ მშვენიერებით რაც ბუნებამ გვაჩუქა, და სიხარულით ვთვრებოდით...
- მე ბედნიერი ვარ.. - ვთქვი მე.. ტოხამ კმაყოფილი სახით თავი დამიქნია..
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 19 იან 2009, 23:26

Gio-horus wrote:
Truli wrote:
მანქანა 9 - ახალქალაქელები
ცოტა ხანში 06 ჟიგული გავაჩერეთ, რომლის მგზავრებიც ახალქალაქელი სომხები იყვნენ. მათ უკრაინული აქცენტი აღმომიჩინეს და დაჟინებით გვირჩიეს ღამე ახ ხერთვისში ან ხერთვისიდან 3 კილომეტრში სოფელში გაგვეტარებინა. ჩვენ დავეთანხმეთ და ხერთვისში ვარძიის გადასახვევზე ჩამოვედით.
რატომ გირჩიეს ტრული? პრობლემაა მათთვის უკრაინული აქცენტი????
არა ნუ, გვიანი იყო, და ვარძიამდე იმ დღეს ვეღარ ვაღწევდით. სოფელში გაათენეთო ღამეო :)
მი მალატ შვან

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by z g a r b i » 19 იან 2009, 23:42

Truli wrote:
ტოხასაც მოვუყევი აქაური ფერების სილამაზეზე და ჩემი სისხლის ყივილზე...
შენ სამცხედან ხარ?


Truli wrote: მე მკითხეს სადაური ხარო, და მიამატეს, კილოზე გეტყობა სომეხი ხარო..
:lol: :lol: :lol:
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 19 იან 2009, 23:48

უკვე კარგა ხნის გათენებული იყო ჩვენ რომ საძილეებიდან თავები ამოვყავით და თვალები მოვიფშვნიტეთ. ციოდა... მაგრამ ასატანად. ჩაცმა, წუწუნი - რა ცივია ეს ოხერი ტანსაცმელი და ადგომა. ტოხამ უმალვე კოცონი დაანთო და წყალიც დავადგით. სუპი (გალინა ბლანკა) მტკვრის წყალმცენარეებთან ერთად მიუხარშა და საუზმეს შევუდექით. ნასაუზმევებმა და ჩაი დალეულებმა მტკვარში პირი დავიბანეთ, ავკეცეთ კარავი, და ცოტა არ იყოს წუხილით დავემშვიდობეთ ბანაკს.
კლდეები ისევ ოქროს ფრად ბზინავდნენ. ცოტაც გავიარეთ და...
მანქანა 10 - მგზავრობა დახურულ საბარგულში
წამოგვეწია დახურული უკანა ნაწილით მინიბუსი. არჩევანი არ იყო, ამიტომ მაშინვე გავაჩერეთ და საბარგულში შევძვერით და ზურგჩანთებზე დავსხედით.
ცოტა ხანში მინიბუსმა ისეთი ნჯღევა დაიწყო, რომ ძლივს ვიკავებდით თავს რომ არ გვეხტუნავა
- კიდევ კარგი კარგი გზაა, თორემ ცუდ გზაზე ასეთი მგზავრობა შეგვიწირავდა
- მართალი ხარ - დავეთანხმე ტოხას - ადამიანის შიგნეულობით დამზადებული გოგლი-მოგლი დარჩებოდა ჩვენგან...
ვარძიასთან ჩამოგვსვეს და დავინახეთ რომ გზა სულ დანგრეული იყო... გაგვეცინა... აი თურმე ასე რატომ გვანჯღრევდა :)
მადლობა ვუთხარით მძღოლს და...
- ქართული ასე კარგად საიდან იცი?
- ქართველი ვარ.. თბილისიდან ვართ...
ორ დღეში ხან სომეხი, ხან უკრაინელი ახლა კიბ ქართული საიდან იციო :)
ვარძია
გავუდექით გზას და ვარძიის შესასვლელთან მივედით. იქაურებმა გაკვირვებული სახეებით შემოგვხედეს, აქ რამ მოგიყვანათო...
ბილეთები ავიღეთ, რისთვისაც ტოხას ქართულად საუბარი ვაიძულე - უცხოელები არ ვეგონოთ თქო. გიდზე უარი ვთქვით და...
დავიწყეთ დათვალიერება...
ვარძიაც და მისი შემოგარენიც ოქროსფრად იყო განათებული.. მხოლოდ ორი ფერი იყო, ოქროს ფერი და ცისფერი ცა..
ვარძიაშივე ძროხები ძოვდნენ ბალახს და ძაღლი მათ ბილიკზე ასვლის საშუალებას არ აძლევდა.
ტოხა აქ პირველად იყო და აღფრთოვანებას ვერ მალავდა..
- არამიწიური პეიზაჟებია... მგონია დედამიწაზე არ ვართ.. - თქვა მან და იღებდა სურათებს...
ოდნავ მაღალი მთები თეთრი თოვლის საფარით იყვნენ შემკულნი... დაბლები ორქოს ფერები... ქვემოთ მტკვარი...
მე მოკლე ისტორიული ექსკურსი ჩავატარე და გავიხსენე რაც კი აქაური გიდებისგან მსმენია.
კმაყოფილები და ნასიამოვნებები ჩავედით მდინარესთან. წყაროზე წყალი ავავსეთ, კბილები გამოვიხეხეთ.. წავიხემსეთ და ვანის ქვაბებისკენ წავედით. ამ დროს ვარძიის საპირისპირო მხარეს რამდენიმე ჯიპი გაჩერდა, ყველა სავსე. ეტყობა ადგილობრივები მწვადებს წვავდნენ და ქეიფობდნენ აქ.
ჩვენ წავედით, ორი მგზავრი ეულ გზაზე..
-თავი შუა საუკუნეების მგზავრი მგონია, ასე რომ მივდივარ ცარიელ გზაზე..
შემდეგ წარმოვიდგინე როგორ გავივლიდით ამ გზაზე 800 წლის წინ. მე და ტოხამ სხვადასხვა სცენარები შევქმენით და ასე მივადექით ვანის ქვაბებს. მტკვრის მეორე მხარეს თმოგვის ციხე იყო კლდეზე წამოჭიმული. იგი ისე ერწყმოდა ფერებში კლდეს რომ სანამ ახლოს არ მივედით ვერ შევამჩნიეთ. გული დაგვწყდა რომ ხიდი არ იყო რომ გადავსულიყავით და ვანის ქვაბებისკენ ავედით. გული ვიჯერეთ მისი თვალიერებით და დასასვენებლად წამოვწექით, თან კიდევ ერთხელ წავიხემსეთ.
სანამ გზაზე დავბრუნდებოდით ცოტაც წავუძინეთ.. გავედით გზაზე და ერთი კილომეტრის შემდეგ ვარძია - ახალციხის მინიბუსი წამოგვეწია. ვინაიდან აქ ტრანსპორტის არჩევის სასუალება არ იყო, გადავწყვიტეთ ხერთვისამდე გავყოლოდით.
ხერთვისში ისევ მხოლოდ ჩვენ და გზა დავრჩით..
Last edited by Truli on 20 იან 2009, 14:06, edited 1 time in total.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 19 იან 2009, 23:49

z g a r b i
ლოლ, ისე ბებია წარმოშვებით ასპინძის რაიონიდან მყავდა.. და სომხური სისხლიც მირევია, ასე რომ ორივე სწორია :))
მი მალატ შვან

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Bivrili » 19 იან 2009, 23:50

და სურათები სუულ, სუულ არა ?...
:(
არც ტელეფონით გადაღებული?....
:(
ამ სილამაზის ნახვა მომინდა....
თუნდაც ტელეფონიდან გადაღებულის...
თუნდაც უხარისხოსი....
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by Truli » 19 იან 2009, 23:51

Bivrili
ტოხა იღებდა :) მოვა და დადებს :)
მი მალატ შვან

buddha_bar
ბოდიალა
Posts: 169
Joined: 15 ივნ 2008, 09:43
საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

Post by buddha_bar » 19 იან 2009, 23:57

ტრული ძალიან ლამაზად ყვები :) მეც მომინდა 1 მასეთი გასვლა :)
სურათებს ველი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]