მონატრება ბეიჯინგიდან

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 12:02

აბა დავიწყე .......

ჩემო საყავრელო კარავო
ისე მენატრები ისე, ისე რომ... ამ მონატრებამ (და იმის შიშმა, რომ კარავს სულ დავავიწყდებოდი :D ) ახალი თემის გახსნა გადამაწყვეტინა :)

როგორც იქნა დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე, ერთი ორი ლაშქრობა და ღონისძიება მოვასწარი კარვის დიდ და თბილ ოჯახში,
მაგრამ ვინ გაცალა ამ სიამოვნებით ტკბობა? სად იყო და სად არა თავი ჩინეთში ამოვყავი

ეჰ, რას იზამ, კარიერაც მსხვერპლს მოითხოვს :D

არა უშავს, ზაფხულში რომ ჩამოვალ, მერე ვილაშქრებ ძააალიან ძააალიან ბევრს!

ახლა კი საქმეზე გადავალ :)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by namcecuna » 06 დეკ 2008, 12:24

მართლა მომენატრე... :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 12:25

ღამის სამი საათი, ჩემოდნები ჩალაგებული, წინასწარ თავი შემზადებული, რომ ხვალ საქართველოს ვტოვებ ერთი წლით,
ვემშვიდობები საყვარელ ბალიშს და უცებ....

მესმის სასიამოვნო ჰანგები...... :oops: თავი ზღაპარში მეგონა :) ასეთი რამე ჩემთვის ცხოვრებაში არავის გაუკეთებია, ამ სასიამოვნო განწყობით ტკბილად დამეძინა

ეს მეორე დღეს აეროპორტში


Image


ჩემს გვერდზე მამიკო ნერვიულობს :)
Last edited by lika-li on 09 დეკ 2008, 20:45, edited 2 times in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 12:27

namcecuna
მომენატრეეეე :*:*:*
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 13:00

ვაგრძელებ

თვითმფრინავით არასდროს მიმგზავრია, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარს მეორედ ვკვეთავდი, ამიტომ ცოტა არ იყოს მეშინოდა

ჩემები მამხნევებდნენ და გეითში რომ გადავედი, შუშებიდან კიდევ მოჩანდა თუ როგორ მიქნევდნენ ხელს შორიდან, მემშვიდობებოდნენ, ძალიან განვიცდიდი მეც და ისინიც

ჩემთან ერთად კიდევ ორი ქართველი სტუდენტი მოფრინავდა

იყო ცრემლების ღვრაც, ემოციები, ემოციები...
Last edited by lika-li on 06 დეკ 2008, 13:13, edited 1 time in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by ნინი_85 » 06 დეკ 2008, 13:06

lika-li

მონატრებულო :* :* :* გაფაციცებით ველი გაგრძელებას :wink:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 13:11

შემდეგ უკვე ჩავსხედით თვითმფრინავში, უნდა აღინიშნოს რომ ამჯერად გამონაკლისის სახით დაინიშნა პირდაპირი რეისი (იმის გამო, რომ ჩვენი ოლიმპიელები უნდა ჩამოეყვანა ამ თვითმფრინავს ბეიჯინგიდან). მხოლოდ ალმა-ატაში დავეშვით საწვავის შესავსებად

ჩემი ილუმინატორი პირდაპირ ბოინგის ძრავის გვერდზე აღმოჩნდა, ასე რომ კარგი დრო ვატარე :D საინტერესო

ძალიან ლამაზი იყო ციდან ღამის საქართველო,
პაწაწუნა, მაგრამ ბრდღვიალა!!!

მგზავრების უმრავლესობა ჩინელი იყო, ვივახშმეთ, დავიძინეთ.

გავიღვიძეთ და ვისაუზმეთ უკვე ჩინეთის ცაზე :D

ჩვენი თვითმფრინავი ბეიჯინგის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მსოფლიოში უდიდეს აეროპორტში უამრავი ხალხი ირეოდა, ჩვენი ჩემოდნები ავიღეთ და გავეშურეთ გასასვლელისკენ, სადაც ერთი ჩინელი გველოდებოდა, რომლისთვისაც უნდა გადამეცა ჩინეთის საელჩოს გზავნილი (თუ არ ვცდები იმ ყუთებში ქართული ღვინო იდო :D)

ეს პააატარა ჩინელი, ხელში დიიიდი პლაკატით :Dიდგა და გველოდა

პლაკატზე ჩინურად ეწერა: ლიკა, საქართველო :D:D
Last edited by lika-li on 06 დეკ 2008, 13:13, edited 1 time in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 13:12

ნინი_85
ჩემო ლამაზო :* ძალიან ძალიან მენატრები :):*
Last edited by lika-li on 06 დეკ 2008, 13:14, edited 1 time in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by nusa » 06 დეკ 2008, 13:14

ვახ, დაიწყო საინტერესო ამბების თხრობა... რა არ იყო უკვე დრო?!.... ;)

ასე გააგრძელე ;)
Image

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 13:37

ჩინელები სტუმართმოყვარეები აღმოჩნდნენ,
ძალიან თბილად მიგვიღეს, გამოგვტაცეს ხელიდან ბარგი, ჩაილაგეს მანქანაში, ჩაგვსვეს და გაგვაქანეს ბეიჯინგის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში საბუთების ჩასაბარებლად, მაგრამ რომ მივედით დასვენების საათები ჰქონდათ.

ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინელები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ კვებას,
ახლა ხილის ჭამის დროაო, ახლა ბოსტნეულისო :D:D ახლა ესაო, ისაო, მწვანე ჩაი მიირთვით, ბატონოო :D

მოკლედ, მკაცრად განსაზღვრული გრაფიკი აქვთ შემოღებული :D
რომ შეხედავ, ერთს კი გაიფიქრებ: რა ეტყობათ ამ ფოთოლივით თხელ და გამჭვირვალე ჩინელებს თუ ამდენს ჭამენო, მაგრამ მგონი ეს არის ჩინელებისთვის სწორი კვება და სულაც არ მოქმედებს ადენი ჭამა მათ წონაზე ;):)

ჰო და, ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ მგონი, სამუშაო დღის დასვენებებიც ამის მიხედვითაა დადგენილი. ასე დღის თერთმეტი საათი იქნებოდა და მაგათ ამ დროს სადილი აქვთ ხოლმე :)

ჩვენც დრო უქმად არ დაგვიკარგავს,
მასპინძელმა ჩინელებმა ჩინურ რესტორანში წაგვიყვანეს, აქაო და უცხოელებთან თავი გამოვიჩინოთო და მრავალფეროვანი ჩინური კერძებით გადატვირთეს სუფრა :)

რომ ვისადილეთ ისევ მივბრუნდით უნივერსიტეტში, გავიარეთ რეგისტრაცია და მოვეწყვეთ სტუდქალაქის ერთერთი კორპუსის ერთერთ ოთახში ;)

აი, ჩემი კორპუსი
Image
Last edited by lika-li on 06 დეკ 2008, 19:43, edited 3 times in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by legenda » 06 დეკ 2008, 13:47

lika-li


აი რაღაც მეტად მნიშვნელოვანი მოხდება.... "ია ტაკ დუმაიუ" :wink:

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 14:08

მოვწესრიგდით, მოვშინაურდით და დავიწყეთ იქაურობის დათვალირება :)

სტუდქალაქის ერთერთი ქუჩა
Image

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდქალაქი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა განფენილი, აქ ყველაფერია რაც სჭირდება და აინტერესებს სტუდენტს:

ჩემი კორპუსის წინ ჩოგბურთისა და კალათბურთის კორტებია განლაგებული,

ოდნავ მოშორებით კი ფეხბურთის მოედანია.

არის დიიდი ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზი, პატარ-პატარა მაღაზიები და ინტერნეტ-კაფეები, ბანკი (ძაალიან მიყვარს, რადგან იქ ყოველ თვე სტიპენდიასა და ხელფასს ვიღებ :D), პოლიკლინიკა, ფოსტა,

ლამაზი სკვერები მოკირწყლული ბილიკებით და ქვის სკამ-მაგიდებით.

ზაფხულში ასეთი ყვავილები ხარობენ სკვერებში და უნივერსიტეტის წინ
Image

ზამთარში კი ამით შეცვალეს :)
Image

მთელი სტუდქალაქი შემოსაზღვრულია მაღალი გალავნით,
გვყავს 24 საათიანი დაცვა, რომლის თვალსაც ბუზის შემოფრენაც არ გამოეპარება :D

(ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა განსაკუთრებით ზრუნავს უცხოელი სტუდენტების უსაფრთხოებაზე :) )

ჩემი უნივერსიტეტი
Image
თითქმის ყველა უნივერსიტეტს ამშვენებს ასეთი ქვის ლოდი

ამ ლოდზე ჩინურად წერია ჩვენი უნივერსიტეტის სახელწოდება :)

ჩემს გაკვირვებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეს ვნახე
Image
აი ასე იწერება საქართველო ჩინური იეროგლიფებით :)

ეს არის ქვის სტელა, რომელზეც ამოკვეთილია იმ ქვეყნის სახელები, საიდანაც ჩამოდიან სტუდენტები ამ უნივერსიტეტში სასწავლებლად,

მაგრამ მაინც არ მეგონა, პატარა საქართველოს თუ ვინმე გაიხსენებდა :)
Last edited by lika-li on 06 დეკ 2008, 19:43, edited 6 times in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 14:21

და აქვე კიდევ ერთი დეტალი: მიუხედავად იმისა, რომ ბეიჯინგი ძალიან დიდია, გზა მაინც არავის ებნევა, ამაში დიდი წვლილი ჰორიზონტის მხარეებს მიუძღვით :D

ამ უცნაურობას მეტროს სადგურებში შეხვდებით,
თვალსაჩინოებისთვის, ავიღოთ თბილისის მეტროს ერთერთი სადგურის დასახელება, ვთქვათ "დელისი",
ჩინელებს აქვთ ორი დელისი, ერთია, მაგალითად "დასავლეთ- დელისი" და მეორე "აღმოსავლეთ -დელისი", :D:D ეს კი იმის გამო რომ "დელისი" ძააალიან გრძელია და გაყვეს ორად. :D

სწორედ ამიტომ: ჩვენს სტუდქალაქს აქვს სამი კარიბჭე, აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის :) (ხო, და კიდევ არის ერთი - სამხრეთ-დასავლეთის :D:D)

რას არ მოიგონებენ ეს ჩინელები :lol:
Last edited by lika-li on 06 დეკ 2008, 19:29, edited 4 times in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 06 დეკ 2008, 14:23

legenda

ვეცდები საინტერესოდ გადმოგცეთ, ოღონდ არ ვიცი რამდენად გამომივა :)

მე ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ ;)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by teo- » 06 დეკ 2008, 14:26

საინტერესოააა :roll:
არა ექსკურსიას! Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]