ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by Truli » 22 ნოე 2008, 21:10

როგორც გადაწყვეტილი გვქონდა ავედით დღეს დიდგორის ველზე, დავრგეთ ხეები შატილის ასულის და შაკოს სახელზე და მოვიხსენიეთ ისინი.
პირველ რიგში ძალიან სუსტი ორგანიზატორი გამოვდექი და გოგას აქტიური ჩარევა რომ არა, გასვლა ჩაშლის პირას იყო. მაგრამ ყველა წინააღმდეგობების მიუხედავად, დილის 9:30ზე ყველა ვიყავით ივერიასთან, ჩავსხედით მინიბუსში და წავედით.
გზად ნუსა და 2 ბარიც ავიყვანეთ და გავუდექით დიდგორის გზას.
მინდა თავიდანვე ვთქვა რომ მიუხედავად ძალიან სამწუხარო მიზეზისა გასვლა საკმაოდ მხიარული გამოვიდა, და ნურავინ ნუ დაგვძრახავს ამისთვის. შაკოს მე არ ვიცნობდი, მაგრამ შატილის ასული ისეთი მხიარული, ცხოვრების მოყვარული ადამიანი იყო, რომ არა მგონია მოწონებოდა მასზე თვალცრემლიანი საუბარი, არამედ მისი მოგონება თუ სიხარულს შეგვმატებდა, ეს უფრო ესიამოვნებოდა. თან ყველა ჩვენთაგანს ასე თუ ისე სჯერავს რომ შატილი სადღაც აქაა...
მოკლედ ავედით დიდგორზე, შევუდექით საქმეს, ნერგების ტყიდან ამოღება, ორმოების თხრა...
მოვინახულეთ ადრე დარგული შატილის ხე, იმ დარგულ ხეებს შორის მისი ხე ყველაზე დიდი აღმოჩნდა, რამაც გვასიამოვნა.
იქვე ხეები ვერ დავრგით, რადგან ოდნავ მოვთხარეთ თუ არა მიწა კლდეს წავაწყდით, იმ წრეს მხოლოდ 2 პატარა ნერგი დავამატეთ და შორიახლოს გადავინაცვლეთ უკეთსი მიწის ძიებაში.
ორმოების თხრით კინაღამ გავანადგურეთ ბარები, ორმოებს კი არ ვთხრიდით არამედ ქვებს ვამსხვრევდით.
ძალიან იყოჩაღეს ნ67, გოგამ, აცამ, მთაშენკამ, კონსტანტინემ და ნუსამ.
წავიხემსეთ კიდეც და მოვიგონეთ ჩვენი წასულები, დამდგომი გიორგობაც მივულოცეთ ერთმანეთს.
კიდევ იყო ბევრი სიგიჟე, სირბილი და ჭიდაობა.
ამის სესახებ სურათებთან ერთად :)
აი ასეთი იყო 22 ნოემბერი.
იმედია თამუნა და შაკო, არ ვიცი ისინი კვლავ როგორ მოევლინებიან დედამიწას (მოვლინებიან რომ? ) იპოვიან თავის ხეებს...
სამწუხაროდ ჩვენ აქ დარჩენილებს მათთვის მეტის გაკეთება არ შეგვიძლია...
Last edited by Truli on 22 ნოე 2008, 22:25, edited 1 time in total.
მი მალატ შვან

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by teo- » 22 ნოე 2008, 21:15

კაი გოგო ხარ ტრულიიიიი.. დღეს ხო მოგდე ერთი-ორი :P აბა სურათებიიიიიიიიიიი სურათებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by Truli » 22 ნოე 2008, 21:28

teo-
:lol: :lol: :lol:
ბაიცოვსკი კლუბ, მე შენ და მირანდა :lol:
მი მალატ შვან

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by ilia » 22 ნოე 2008, 21:40

teo-
Trulala
ფოტოების დადება მინდა, მარა ჩემთან გლობალი მკვდარია :(
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by teo- » 22 ნოე 2008, 21:45

ilia
შენი კაი ხანი არ გაცოცხლდება :D ინტელა მოდეეეეეეეეეეეეეე

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by Truli » 22 ნოე 2008, 21:55

ilia
ეეე ეგებ რამე ლოკალურ სერვერზე ააგდო და მე დაგიდებ
მი მალატ შვან

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by teo- » 22 ნოე 2008, 21:56

Trulala
მეც მივეხმარებიიიი...
არა ექსკურსია! Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by ნინი_85 » 22 ნოე 2008, 22:02

კარგი გასვლა იყო, კმაყოფილი ვარ :) დიდი მადლობა ყველას და რა თქმა უნდა ორგანიზატორ ტრულის :)

დღეს ყველამ იყოჩაღა: ხეები ამოვთხარეთ, ორმოებიც ხეებისთვის, მიწაც ვზიდეთ ტყიდან, ვიშრომეთ და ვიხალისეთ კიდეც, კარგი იყო...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by Truli » 22 ნოე 2008, 22:05

ნინი_85
გაიხარე :)
ისე ცუდი სიმთვრალე ხომ არ იცი?
მი მალატ შვან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by Mta Mkvarebia » 22 ნოე 2008, 22:06

არ მეგონა ასე თუ დამღლიდა კლდიან ქანებთან ჭიდილი, სულ ნაწილ-ნაწილ ვარღვევდით კლდეს და ისე ვიღებდით მიწიდან, რომ სიღრმეში ჩავსულიყავით და ნერგების ფესვებს ზრდაში დაბრკოლება არ შექმნოდა. ნუსას ბარი გავანახევრეთ და ისე გავატანეთ ოჯახში :wink:. მართალია, იმდენი ხის დარგვა ვერ მოვახერხეთ, რასაც თავიდან ვაპირებდით, მაგრამ ეს დაწყებული საქმის მეორე ეტაპი იყო მხოლოდ. ყველაფერი წინაა. მთავარია, 2 ლამაზი ნერგი შატილიონკას და შალვას (ნინუკალას ძმა) სახელზე გაიხარებს იმ ადგილას ჩვენს მიერ დღეს დარგულ სხვა ნერგებთან ერთად.
Trulala wrote:...სამწუხაროდ ჩვენ აქ დარჩენილებს მათთვის მეტის გაკეთება არ შეგვიძლია...
როგორ არ შეგვიძლია, ლოცვა და მათ სახელზე სიკეთის კეთება. ჰოდა ხეების დარგვა ერთი ასეთ საქმეთაგანია :)
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by Int3lig3nt » 22 ნოე 2008, 22:12

სურათებს ნაწილ-ნაწილ ავტვირთავ, რომ მალე მიიღოთ :).

ცოტა ხანში დავწერ შთაბეჭდილებებს :)
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by Truli » 22 ნოე 2008, 22:16

Int3lig3nt
უჰ, ბუმბული კიდევ გაქვს? :lol: :lol: :lol: :lol:
მი მალატ შვან

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by ნინი_85 » 22 ნოე 2008, 22:16

Trulala wrote:ნინი_85
გაიხარე :)
ისე ცუდი სიმთვრალე ხომ არ იცი?
არა, რას ამბობ :P
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by Mta Mkvarebia » 22 ნოე 2008, 22:18

Trulala wrote:Int3lig3nt
უჰ, ბუმბული კიდევ გაქვს? :lol: :lol: :lol: :lol:
მთაშენკას აჩუქა. რისთვისაც ამდენი გოგოები მთელი საღამო დასდევდით, თავისი ნებით მაჩუქა დღის ბოლოს :wink:
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჩვენი წასული მეგობრების მოხსენიება დიდგორში

Post by Int3lig3nt » 22 ნოე 2008, 22:21

Mta Mkvarebia
დასდევდით
მანდ ერთი ასო შეცდომით ხომ არ არის :D?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]