უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 04 სექ 2005, 13:49
რაჭაში რომ ულამაზესი ბუნებაა უჩემოდაც გეცოდინებათ, მარა ყოველწლიურად წყალდიდობებს მიაქვს გზები და ხიდები, რომლებსაც თუ ვინმე აკეთებს, ძალიან ნელა აკეთებენ. ასე რომ, რომ მივდიოდით ყველაფერს ვგეგმავდით "თუ ხიდი არის", "თუ გადავალთ" პირობით.
ერთკვირიანი მოგზაურობა 3 პატარა ლაშქრობისგან შედგებოდა. ჩვენ სურვილი გვქონდა 4 ლაშქრობის მარა, არ გამოვიდა. დასახლებული პუნქტები რომლიდანაც გავდიოდით იყო გლოლა და ღები.
რუქა რომელსაც აქ ვათავსებ აღებულია საიტიდან
www.speleo.ge და ჩვენ თვითონაც ვისარგებლეთ, ჩვენი მეგობრების, ამ საიტის ავტორების კონსულტაციებით, რისთვისაც მათ დიდი მადლობა.
რუქაზე 1, 2 და 5 მარშუტების გვერდით ნახავთ განსხვავებული ფერის ხაზებს, ესაა ჩვენს მიერ განხორციელებული სამი ლაშქრობა:
1. წითელმთა
2. კირტიშოს უღელტეხილი
5. კატიწვერა-უძირო ტბა

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:03, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 04 სექ 2005, 14:25
გაგრძელება იქნება

-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 04 სექ 2005, 16:00
უკვე მოვკალათდი სავარძელში, წასაკითხად...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
ilia
- Indoors Manager
- Posts: 4263
- Joined: 28 მაი 2005, 23:42
- Location: tbilisi
Post
by ilia » 12 სექ 2005, 09:24
Gvalva
ტრებუემ პროდალჟენია ბანკეტა!
-
toga
- იეტი
- Posts: 1063
- Joined: 26 აპრ 2005, 17:00
Post
by toga » 12 სექ 2005, 10:18
Gvalva
ამ საიტის რუკები ძაან მომეწონნა და ხო არ იცი შეიძლება მაგის ყიდვა და თუ კაი დაახლოებით რა ფასიანია
-
toga
- იეტი
- Posts: 1063
- Joined: 26 აპრ 2005, 17:00
Post
by toga » 12 სექ 2005, 10:27
Gvalva
უძირო ტბა რატო ჰქვია ? ხო არ იცი მაგის ისტორია?
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 12 სექ 2005, 14:03
მართლაც ძალიან გაიწელა, მარა სურატების ნახევარი არ მაქვს, მოდის მარა რაჭვული ტემპით
უძირო იმიტომ ქვია რომ... რა ვიცი აი ასეთია... კაი, დავწერ ყველაფერს დაწვრილებით, გპირდებით

.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:07, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 06 ოქტ 2005, 22:31
ამ სამი გასვლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კატიწვერა-უძირო ტბა იყო, მეც ამით დავიწყებ.
ეს იმავე რუკის პატარა ფრაგმენტია, უბრალოდ გავადიდე და ზედ ციფრები დავიტანე ტხრობისას რომ გამოვიყენო.
ჩვენ გლოლას და შოვს შორის გადასახვევიდან წავედით ჩხოჭაზე, ამბობენ არის კიდევ მეორე გზაო რომელიც სხვა ადგილას ადის ტბაზე, მგონი უფრო მოკლე, უფრო ციცაბო უნდა იყოს ოღონდ იქ ცოტა ნაკლებ სიმაღლეზე ადიხარ, როგორც მე შევაფასე თვალით. გლოლას და შოვს შორის მიტოვებული კოტეჯებია გლოლიდან მიმავალისთვის მარჯვენა მხარეს, ამ კოტეჯებიდან 100იოდე მეტრში შოვისკენ წყაროა, ამ წყაროსთან შევუხვიეთ ჩვენ სამანქანე გზიდან და შევედით ტყეში. ტყე წიწვნარი იყო, თავიდანვე საკმაოდ ციცაბო, კარგად გამოკვეთილი ბილიკით. სამანქანე რა თქმა არ იყო, მარა ამ გზით ჩხოჭადან თივა ჩამოაქვთ ხოლმე და სიგანე და გასავალობა არ აკლია. მოკლედ, გადასახვევის პოვნის შემდეგ დაკარგვა ძნელია, მარა მაინც ჯობია ვინმე ადგილობრივი მოგყვებოდეს. როგორც ამბობენ ხოლმე, მკითხველო

, თუ წასვლას აპირებ, დამიკავშირდი და დაგაკვალიანებ.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:08, edited 2 times in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 06 ოქტ 2005, 22:41
რუკაზე N3 წერტილამდე გზა ტყეში მიდის, ადგილ ადგილ არის გადასახედები

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:09, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 06 ოქტ 2005, 23:20
თვითონ 3?დან იწყება რაღაც პაწია მდინარე, რომელზეც ჩვენ ქვებზე სკუპ?სკუპით ისე გადავედით, ფეხი არ დაგვისველებია. არ მახსოვს რა ქვია მარა ეს მდინარე წელს სამჯერ ისე ადიდა რომ შოვი მოწყვიტა გარე სამყაროს. მისი კალაპოტი დაუჯერებლად დიდია, თვითონ ამ სურათზეც საკმაოდ კარგად ჩანს ჩატანილი ქვიშის რაოდენობა. როგორ დიდდება ასე, როცა აქვე ჩვენგან მაქსიმუმ 2 კმში იწყებოდა ჩემთვის გაუგებარია. მარჯვნივ მდინარის გვერდით სოფელი გლოლა, მარცხნივ რიონის ხეობა, სოფ ღებისკენ.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:10, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 06 ოქტ 2005, 23:27
3ის შემდეგ ფაქტიურად ალპური ზონა იწყება და შევდივართ ჩხოჭაში, რომელიც თავის თავად ლამაზია

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:12, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 06 ოქტ 2005, 23:53
მთელი გზა უკან ვიხედებოდით და რაჭის კავკასიონის ულამაზეს მწვერვალებს ვათვალერებდით. ამინდი ფანტასტიური იყო, რადან როგორც იცით ყოველთვის თან დავატარებ

.
ბურჯულა, ულამაზესი მყინვარით, გააყოლეთ თვალი მთის წვერიდან რამსიგრძე მყინვარი მოდის!! ამ მყინვარის ძირში არის რძესავით თეთრი ტბაო!

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:12, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 06 ოქტ 2005, 23:57
ღრუბლების საუბარი ბუბადან თბილისურაზე

შუაში მრავალფერი მყინვარი და მდინარეების დაბადება

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:13, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 00:09
თბილისურას ბინადარი ღრუბელი და ჭანჭახის მწვერვალი, რომელსაც მოყვება მამისონის უღელტეხილი და შემდეგ იწყება ოსეთი.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:16, edited 2 times in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 00:23
აქ პატარა გამეორებებია, მარა ზუსტად ვერ გავერკვიე ამ საქმეში. არის მდინარე ჭანჭახი, რომელიც იწყება მწვერვალ ჭანჭახიდან, აქ თითქოს უცნაური არაფერია, მარა, კირტიშოზე მიმავლებს (ღები?გონას მხარეს) კიდევ დაგვხვდა მყინვარი ჭანჭახი, და თითქოს ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ ჭანჭახი რაჭაში არის ზოგადი სახელი მუდმივი მყინვარების აღსანიშნავად. მარა თავს ვერ დავდებ რომ ეს ასეა.
გზად არის მჟავე წყალი, რომელიც მე დავლიე, მარა ასეთ წყლებს მხოლოდ ადგილის და ადგილობრივების პატივისცემით ვსვამ ხოლმე, ასე რომ კარგია თუ არა არაფერს ვიტყვი.
მერე მივუახლვდით მონადირის ქოხს სადაც ხიდიც კი დაგვხვდა (წერტილი 2 ჩემს რუკაზე).

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:18, edited 2 times in total.