კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by legenda » 20 ოქტ 2008, 10:30

მომილოცავს! :D

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by zika » 20 ოქტ 2008, 10:33

კიდევ ერთხელ გილოცავ გაიხარე :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by Truli » 20 ოქტ 2008, 11:45

აქაც მოგილოცო? :P
გილოცავ ამ მშვენიერ დღეს, გისურვებ ბედნიერებას, სიხარულს, ჯანმრთელობას. სიყვარულს და დაფასებას, გისურვებ შენი ყველა სურვილის და ჩანაფიქრის განხორციალებას, ვინაიდან ისინი სიცოცხლის სასიკეთოდაა მიმართული!!!
:)
მი მალატ შვან

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by Tamusia » 20 ოქტ 2008, 13:36

უი, როგორ გამომრჩენია, მეც გილოცავ! იმედია, დაგვიანებას მაპატიებ :D
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by Mta Mkvarebia » 20 ოქტ 2008, 13:46

18 ოქტომბერს, კავკასიკას დაბადების დღეს, გადავწყვიტეთ მისთვის სურპრიზის გაკეთება, ბორჯომში ჩასვლა და დაბადების დღის პირადად მილოცვა. მაგრამ კავკასიკას ვინმე რამეს გამოაპარებს? მეორე მთაშენკაა :wink: . ჰოოდა გამოძიების დელიკატიურობის მიუხედავად, რაც იმის გასარკვევად ვაწარმოეთ, ტყეში გავარდნილი არ დაგვხვედროდა ბორჯომში ჩასულებს, იუბილარი მიხვდა, ჩვენს განზრახვას: "ჰაიტ, თქვენ რაღაცას მიპირებთო" :lol: . უარყოფას აზრი არ ჰქონდა. ასე რომ სურპრიზად გამიზნულმა ვიზიტმა თავიდანვე დაკარგა მოულოდნელობის ეფექტი :lol: .

დაბადების დღე ტორტის გარეშე როგორ იქნებოდა და:
Image

Image

დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, ბორჯომისკენ გზას რომ გავუდექით გოგა, ნაია, ტრულალა, თამუსია და მე. გზაში ბოჭომ დაგვირეკა. თურმე ლიტველი სტუმრები ჰყოლია, ისინიც ბორჯომში მიყავდა და გვითხრა, კავკასიკასთან შევხვდებითო :) .
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by Truli » 20 ოქტ 2008, 14:00

Mta Mkvarebia
ვახ ვახ!!! განაგრძე აბა რეპორტაჟი!!!
მი მალატ შვან

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ოქტ 2008, 14:04

Mta Mkvarebia wrote:დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, ბორჯომისკენ გზას რომ გავუდექით გოგა, ნაია, ტრულალა, თამუსია და მე.
სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს პრაკტიკაში "კარავზე" ეს 1ად1 გასვლა იყო, სადაც ყველა დანიშნულ დროს
მოვიდა შეხვედრის ადგილზე.
1 წამიტაც კი არავის დაუგვიანია, რამაც ძნ გამახარა.
ჰოდა, კავკასიკასთანაც კგ დროს ჩავედით მოსალოცად
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by Mta Mkvarebia » 20 ოქტ 2008, 14:11

დაახლოებით 8-ის ნახევარი იქნებოდა ბორჯომში რომ ჩავედით. იუბილარისადმი მილოცვის მერე გაშლილ სუფრას რომ თვალი მოვკარით, ერთმანეთის სალაშქრო ჩაცმულობას გადავხედეთ და გიოს "ვუსაყვედურეთ" დრეს-კოდის შესახებ რომ არ გაგვაფრთხილა :lol: .

იუბილარი საჩუქრებს იღებს:
Image

Image

ჰოო, "ჩე გევარას" სიგარა მოჰყვებოდა კომპლექტში :wink:


იუბილარის გარდა, მასპინძლის ამპლუაში მისი თანამშრობლები დაგვხვდნენ. მალე კი პატარა კავკასიკა - გიოს ძმა დათო და ბოჭოც შემოგვიერთდნენ თავის სტუმრებან ერთად. დაიწყო ქეიფი. თამადად გიოს თანამშრომელი ოქრო კაცი ჯაბა დანიშნეს, რომლის ფოტოებით უკვე აჭრელებულია "კარვის" თემები :D და არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს კარველ მანდილოსნებს შორის :wink: სადღეგრძელო სადღეგრძელოს ცვლიდა, ლექსი - ლექსს, სიმღერა - სიმღერას. ბოჭომ დაუკრა და იმღერა?! გავოგნდი :shock: . ჯაბამ ლექსები წაიკითხა?! :shock: , თამუსიამ პარალონი გააგდო კი არადა, იცეკვა?! :shock: ლიტველმა სტუმრებმა რომ "სულიკო" (და მერე ლიტვური სიმღერები) შეუსრულეს იუბილარს ამაზე სულ გადავირიე :wink:

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by Mta Mkvarebia » 20 ოქტ 2008, 14:40

კავკასიკები :D

Image

გგონიათ, ტორტი დაგვავიწყდა? :wink: რა თქმა უნდა არა!. მაგრამ შესაფერის მომენტს ველოდით. შუა ქეიფში ნაია და თამუსია ჩუმად გავიდნენ ტორტის მანქანიდან გადმოსატანად. შემოსვლისას შექი უნდა ჩაექროთ და ტრადიციული "რა ლამაზი დღეა" ემღერათ. სცენარის მიხედვით კავკასიკას სურპრიზი უნდა გაკვირვებოდა და მერე, სასურველია, გახარებოდა კიდეც :lol:. მაგრამ ხომ გითხარით, მეორე მთაშენკაათქო :wink:. ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა! :lol: შუქი ჩააქრეს თუ არა გოგოებმა და "რა ლამაზი დღეა" დავიწყეთ თუ არა, წამოხტა, ჯიბიდან შუბლზე დასამაგრებელი სალაშქრო ფანარი დააძრო და მაშინვე მოირგო :lol: . ანუ ყველაფერს მიმხვდარი იყო, დიდი ხანია :wink: . ეს სურპრიზიც არ გამოგვივიდა, მაგრამ მაგრად კი ვიხალისეთ :lol: (ჩემმა მეწყვილე იეტმა მობილურმა მიმტყუნა ცოტა, ეტყობა განათება არ მოეწონა და ფოტოების ხარისხსაც ეტყობა :( );

Image

Image

Image

Image

შუაღამე იქნებოდა ბოჭო და მისი სტუმრები რომ დაგვემშვიდობნენ. ესეც გამოსამშვიდობებელი ფოტო:

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 20 ოქტ 2008, 18:07, edited 1 time in total.
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by MIRANDA » 20 ოქტ 2008, 14:48

გილოცავ, გიო :D

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!!

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by Gio-horus » 20 ოქტ 2008, 15:01

გილოცავ გიო.. სულით და გულით
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by Mta Mkvarebia » 20 ოქტ 2008, 15:42

მეორე დილით, ნინუცას მესიჯმა გაგვაღვიძა. საფარაში მივდივართ, გასვლა არ ჩაგვშლია და რამდენიმე წუთში ბორჯომში ვიქნებითო. ძალიან გაგვიხარდა და პირდაუბანელები მაშინვე ქვემოთ ჩამოვედით კარველების დასახვედრად.

სანამ ჩვენები მოვიდოდნენ. კბილისჯაგრისმომარჯვებული თამუსია (არ ვაცალეთ კბილების გამოხეხვა, ისე ჩამოვიყვანეთ დაბლა) და გოგა გამამხნევებელ ვარჯიშს პირდაპირ ქუჩაში, ბორჯომის ცენტრში ასრულებდნენ :lol: :

Image

Image

კარველებიც მოვიდნენ. ატყდა ხვევნა-კოცნა, მილოცვა, ახლების გაცნობა. მერე ტრადიციული "რა ლამაზი დღეა":

Image

Image

Image

მერე გიომ, იუბილარის დალოცვის გარეშე, ვერსადაც ვერ წახვალთო :wink: და..

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image


(მეშვიდე ფოტოს კარგად დააკვირდით, არაფერმა გაგაოცათ? :lol: :lol: :lol: თან როგორი დაჭყანული სვამს? :wink: )

მერე დაგვემშვიდობნენ საფარელები და გაუდგნენ გზას. ჩვენ კი მოწესრიგების და საუზმის მერე ტაბაწყურისკენ გავემართეთ და ჩვენს ძველ ნაცნობ სომეხ ოჯახს ვესტუმრეთ, 3 თვის წინ რომ გაგვიწიეს მასპინძლობა.
იმ თემაში ფოტოების დადების მერე ლინკს დავამატებ :)

ძალიან ლამაზი ორი დღე იყო. უდიდესი მადლობა კავკასიკას :D.

ესეც ტაბაწყურის გასვლის ლინკი:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=165566#165566
Last edited by Mta Mkvarebia on 24 ოქტ 2008, 15:14, edited 2 times in total.
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by tiko_r » 20 ოქტ 2008, 15:54

ნუ რა ბრწყინვალედ ჩაგიტარებიათ ყოლიფერი! :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by Naia » 20 ოქტ 2008, 15:54

Mta Mkvarebia
ყოჩაღ, ლიკუ :) რა კარგი რეპორტაჟი მოგიმზადებია

ცეკვა-თამაშის კადრები მე არ მახსოვდა. აღარ ვიკითხავ მე სად ვიყავი-თქო. ალბათ, ტრადიციისამებრ, მეძინა :)

პს. მეშვიდე სურათზე რა ხდება?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კავკასიკ, აბა, გილ20ავთ დაბადების დღეს

Post by Mta Mkvarebia » 20 ოქტ 2008, 16:02

Naia
:D
Naia wrote:
პს. მეშვიდე სურათზე რა ხდება?
ინტელას და ალკოჰოლის ნამეტანი ვნებიანი სიყვარულის ამბავი გეცოდინება შენ :wink: :lol: მაგრამ იუბილარი უნდა ედღეგრძელებინა და :D ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]