რთველი ქიზიყში.

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 13 ოქტ 2008, 21:31

კახეთში რთველში წასვლა რარიგ მინდოდა, შარშანდელი ამავე პერიოდის თემებიდანაც კარგად გემახსოვრებათ, როცა თემაც კი გავხსენით ფორუმზე - წაგვიყვანეთ რთველში. მაშინ არაფერი, როგორც შარშან, იმის წინ, კიდევ იმის წინ და ა. შ. მაგრამ წლეულს ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, საზმაუწყებლის სპორტულმა კომენტატორმა ზურაბ უსუფაშვილმა რთველში დამპატიჟა და მეც სიამოვნებით დავეთანხმე. ამ შაბათს - 11 ოქტომბერს გავემართეთ ქიზიყში, ისტორიულ სოფელ მაღაროში, უსუფაანთ მამულში... დილიდანვე ცივი და მოღრუბლული ამინდი იყო, რის გამოც ვშიშობდით, რომ მალე იწვიმებდა და რთველი ჩაგვეშლებოდა. გზაში რამდენჯერმე კიდეც წამოწინწკლა, მაგრამ თავს ვიმშვიდებდით, წვიმამ რა უნდა დაგვაკლოს, მაინც ვიმუსავებთო. საბედნიეროდ, არ უწვიმია და ჩასვლისთანავე ვენახს შევესიეთ, თუმცა გურიასთან შედარებით, ამათ ვენახი იმ სიშორეზე ჰქონდათ, ჩვენ მაგხელა გზის გასავლელად ტაქსს ვქირაობთ.
ესეც თქვენი მონა-მორჩილი შრომის პროცესში.
ImageImage
ნუ, როგორც თავმდაბალმა კაცმა, თავიდან ერთი პატარა კუნწულა მოვწყვიტე და იმას შევექცეოდი . აბა, დიდი მტევანი არ იშოვებოდა ვენახში და რა მექნა. :wink:
Image
Last edited by guruli on 13 ოქტ 2008, 23:15, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 13 ოქტ 2008, 22:00

მოდერ, მიშველე - ეს ფოტო დააპატარავე რა... :cry: :cry: :cry: ერა უჯიშო რამე დავდე, ჯო!!! :evil: :evil:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 13 ოქტ 2008, 22:17

ვენახი არც ისე დიდი იყო და როგორც კახელები ამბობდნენ, წლეულს მოსავალიც ნაკლები იყო. ამიტომ არ გამჭირვებია და მიკვირს კიდეც, რომ ამბობენ, კახეთში რთველი ნამდვილი ჯოჯოხეთიაო. ასე იყო თუ ისე, რომ დავამთავრეთ, ვიკითხე, მეზობლებსაც ხომ არ უნდათ დახმარება-მეთქი.
ესეც მე ჩემი ნაშრომით ხელში - ჩხა, როგოც კახეთში ეძახიან თურმე, გურულები კი აკიდოს ვუწოდებთ.
Image
Image
უჰ, რაღაი ამ სურათების სწორად დადება ვისწავლე. :) :) გაიხარონ მთამ და ლოკოკინამ. :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 14 ოქტ 2008, 00:27

რაკი არც მეზობლებს დასჭირდათ ჩემი დახმარება და ჩვენი ვენახიც ბოლომდე გავკრიფეთ, ამოვედით სახლში, დავწურეთ ყურძენი და მერე იქაური რთველის ეს დამაგვირგვინებელი აკორდიც შედგა - მწვადაობა. :)
Image
ცხადია, მანამ იყო ტრადიციულად დაზურგული კახური სუფრა, ოღონდ - მეგრული ხაჭაპურით დამშვენებული, რაც ერთი სტუმარი მეგრელი ქალბატონის დამსახურებაა.
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 14 ოქტ 2008, 00:47

ამ "სმა-ჭამა დიდად სესარგის" მერე რა გასაკვირია, მეორე დილას ამ პატივცემულ მოწყობილობაზე შედგომის სურვილი თუ გაგვიჩნდა ყველას. მათ შორის - თქვენს მონა-მორჩილსაც. :)
Image
მაგრამ მანამდე ჭმუნვაც იყო: შევდგე? არ შევდგე? კარგი, ჯანდაბას, შევდგები...
Image
კიდევ კარგი, ჩემზე ზორბებიც აღმოჩნდნენ და იმდენად არ მინაღვლია. :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 14 ოქტ 2008, 01:05

მარაროში ახალაშენებული ეკლესიაა, რომელიც მოსკოვში მოღვაწე ადგილობრივ "ბიძინა ივანაშვილს" აუშენებია ძველთაძველი სასაფლაოს ადგილას. ახალი სასაფლაო სოფლის შუაგულშია, იქ კი მხოლოდ სამად სამი საფლავის დიდი, ვეება ლოდია შემორჩენილი და სამივე მე-19 საუკუნით თარიღდება. ის ბიზნესმენი, რომელსაც სოფელში საექიმო ამბულატორიაც გაუკეთებია და ბევრი სხვა სიკეთეც, ახლახანს გარდაცვლილა და ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. ესეც ეკლესიის ხედი მასპინძელთა აივნიდან.
Image

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
რთველი ქიზიყში.

Post by GIRA » 14 ოქტ 2008, 03:18

ყოველ რთველზე ასე მგონია თავიდან ვიბადები. რაღაც არის მისტიური რთველში

ტყუილა კი არ ქვია ჩვენს ქვეყანას.... სააქა რთველო!!!!!!!!!!!!!!!!
გაიხარე მეგობარო ჩემო
შემოდგომის ბარაქა მისცეს ღმერთმა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს!!!!!!!!
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 14 ოქტ 2008, 09:11

ცხადია, მეორე დღეს ეკლესიაშიც ავისეირნეთ. მით უფრო, მასპინძელთა სახლთან ახლოსაა. ესეც მე და ჩემი მასპინძელი - ზურა ეკლესიის ეზოში.
Image
ესეც ოჯახის სტუმრები და ზურას ძმა - სანთლით ხელში.
Image
პოზიორობა სოფლის ხედების ფონზე
Image
აი, სწორედ ამ ქალბატონის დამსახურება იყო ის მეგრული ხაჭაპურები (და არა მხოლოდ), რომლის რეცეპტიც დაიწერეს კახელებმა.
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 14 ოქტ 2008, 10:14

ეკლესია შემაღლებულ ადგილზეა აშენებული და ზევიდან გადაჰყურებს როგორც ამ დიდ სოფლს, ისე - იმ უზარმაზარ ველებს. სოფელი ახლანდელ ადგილას მოგვიანებით გაშენებულა, ძველი მაღარო კი აქედან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ზევით მთებში ყოფილა. უბრალოდ, ნაკვეთები ჰქონიათ აქ და მის სიახლოვეს ჩამოუნაცვლებიათ. ძველ მაღაროში ახლაც ყოფილა ზედაშეები - სალოცავები და სოფლის დღეობებს ახლაც იქ იხდიან.
Image
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 14 ოქტ 2008, 10:32

გულმა არ მომითმინა და ეკლესიის თავზე ბორცვზე ავირბინე, საიდანაც რამდენიმე ხედი გადავიღე. შემოდგომა ჯერ ისეთ ფერებში არ იყო, როგორც -მთაში, მაგრამ მაინც...
მარტოსული, ეული...
Image
Image
Image
Image
Last edited by guruli on 14 ოქტ 2008, 16:49, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 14 ოქტ 2008, 10:35

ასე დამთავრდა ჩემი პირველი კახური რთველი ანუ ნათლობას შედგა, ხვალიდან კი გურიაში მივდივარ რთველზე.
მასპინძლებმა "ზაოდობაზეც" დამპატიჟეს, მაგრამ ვიუარე, როგოც ვატყობ, მაშინ აქ ლოთაობის მეტი არაფერი იქნებ-მეთქი. :)

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
რთველი ქიზიყში.

Post by Linda » 14 ოქტ 2008, 11:09

ძალიან ლამაზი!! და ბოლო ნაწილი, მწვადებიც უმაგრესია 8)









P.S დიდი მადლობა რთველში არავინ დამპატიჟოთ :D :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რთველი ქიზიყში.

Post by guruli » 14 ოქტ 2008, 16:47

Linda
დიდი მადლობა რთველში არავინ დამპატიჟოთ
რათა, რათა, გოგო> იცი, რა კარგია? გირასი არ იყოს, მადლიანი საქმეა. :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რთველი ქიზიყში.

Post by Mta Mkvarebia » 14 ოქტ 2008, 17:50

იფ, იფ, რა აკიდოებია :D
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
რთველი ქიზიყში.

Post by ele » 14 ოქტ 2008, 22:46

guruli wrote:ასე დამთავრდა ჩემი პირველი კახური რთველი ანუ ნათლობას შედგა, ხვალიდან კი გურიაში მივდივარ რთველზე.
მასპინძლებმა "ზაოდობაზეც" დამპატიჟეს, მაგრამ ვიუარე, როგოც ვატყობ, მაშინ აქ ლოთაობის მეტი არაფერი იქნებ-მეთქი. :)


გურიაში მაგარი რთველი იციან. . .

წელს ვერ წავედი და გული დამწყდა. . .:(


იქაურ ბამბის კვახს ვერაფერ შეედრება :)
. . . კიდევ ერთი დღე . . .

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]