მესხეთი, სამცხე
2. მარშუტის დასახელება:
ხერთვისის ციხე, ვანის ქვაბები, ვარძია, ზარზმა. ჯომარდი მტკვრის ხეობაში
3. ხანგრძლივობა:
2 დღე
4. სირთულე:
ზერთული - გვიანობამდე ვინც სვავდა, მათთვის ოღონდ
დანარჩენებისთვის საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
კაცზე 20 ლარი მარშუტკა, 20 კვება, 35 ჯომარდი.
6. მონაწილეთა რაოდენობა
17
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
Gamge
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ახალციხე, ადიგენი. სოფლები ხეთვისი, ვარძია და ზარმაც სოფლის შუაგულშია.
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მერე დავწერ...
10. ფეხით გავლილი მანძილი:
უმნიშვნელო.
ხერთვისის ციხის დათვალიერება - მანქანა ციხის ძირში ჩერდება, ვანის ქვაბებთან ერთი კაი გვარიანი აღმართია და ეგაა, ვარძიაში ტურისტული სასიარულო ადგილები, ზარზმაში კი მონასტრის კარებთან ჩერდება მანქანა.
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ძალიან ბევრი. ჯერ ვარძიის გარშემო იმდენია. ზარზმის გზაზე ოქროს ციხე გამოჩნდა. აი, ის კი ღირდა სანახავად.
12. საბანაკე ადგილები:
მტკვრის ხეობის ჭალებში.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ხერთვისის ციხის გვერდით ხიდის ქვეშ მოდის. ვარძიაში ტრანსპორტის გასაჩერებელა ადგილასაც. თვითონ ვარძიაშიც არის წყარო გამოქვაბულში შემალული - გასაღები მამაოებს უნდა სთხოვოთ. ამ ჯერზე დაკლებული ჰქონდა და ვერ დალიეთ. ზარზმაში მოდის. ვანის ქვებებთან წყარო ახლოს არაა, ასე რომ მოიმარაგეთ.
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ყველა დრო კარგია. ზარზმისკენ გზა საუკეთესო არაა, მოხრეშილია ადგილებში, ალბათ ზამთარში უნდა მოვერიდოთ მისკენ წასვლას.
16. რისკები, საფრთხეები:
ძალიან ბევრი აფთიაქი (სასმელი) არ წაიღოთ

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ბევრზე ბევრი...
18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
დავდებ
19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ა) მონახულებულის შეფასება:
ბ) სა2განიზაციო მხარე:
ეს რა ოხრობაა... კაი იყო, ადვილ მარშუტი. ჯომარდმა წაიღო ენერგია, სხვა მხრივ არაფერი რთული. ვანის ქვაბები, ვარძია და ზარზმა - შთაბეჭდილებების დონე ისედაც გასაგებია. თანაც ზარზმაში იმისთანა საგალობელი ითქვა... მაგარი... ერთ ლაშქრობად ღირდა !!!
მეტი არაფერი?
კაი ბატონო, მიყევით მოყოლას ეხლა ვინმე და სურათების დადებას და მეც შემოგიერთდებით და ზემოთ დაწერილსაც შევავსებ.