
ძალიან უნდოდა ჩვენთან ყოფნა, მაგრამ საპატიო მიზეზის გამო ვერ მოახერხა.
ლაშქრობით კმაყოფილი ვარ.
რეპორტაჟში დაწვრილებით დავწერ ყველაფერს

1. რეგიონი:
დუშეთის რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ელგუჯას ციხე - ბეგონი - წკერე - ჩანჩქერი - ბეგონი - იუხო - თბილისი
3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე
4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული.
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
35 (ორი მიკროავტობუსი)
7. ორგანიზატორი
Int3lig3nt
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქვეშეთი და ხადის ხეობის სოფლები.
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
110 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
10-15 კმ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ელგუჯას ციხე, ცეცხლიჯვარი, მჟავე წყლები, ქოროღოს ციხე, თორმოწამოს ეკლესია (თუ სწორად მახსოვს), იუხოს კოშკი და ხადის ხეობის სხვა კოშკები
12. საბანაკე ადგილები:
ძალიან ბევრია, არ არის დაბანაკება პრობლემა.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში არის წყალი
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წყალში სატოპად მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
თუ თოვლი არ არის, ნებისმიერ დროს, თუმცა ალბათ ზაფხული ჯობია.
16. რისკები, საფრთხეები:
თუ ძალით არ აეუტეხე თავს რამე, არ არსებობს.
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
ანანური, ლომისის ეკლესია.
18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Google Map-ზე ვნახავ და დავწერ დაახლოებით.
19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არ საჭიროებს
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
ერთ მიკროავტობუსში 8 გამოვიდა, მეორეში 9.
საერთო ჯამში 8,5