ლომისი 20.07.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by Int3lig3nt » 20 ივლ 2008, 22:55

1. რეგიონი:
დუშეთის რაიონი. მთიულეთი

2. მარშუტის დასახელება:
ქვემო მლეთა - ლომისი - ზემო მლეთა

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
170 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
26

7. ორგანიზატორი
Int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქვემო მლეთა, ზემო მლეთა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - ზემო მლეთა - 110 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ალბათ ერთი ათეული კილომეტრი

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია

12. საბანაკე ადგილები:
არ საჭიროებს

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ქვემო მლეთა და გზად ორი წყარო, სადაც ცოტა მოწანწკარებდა.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
არ არსებობს

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ალბათ ანანური. ბოდორნა

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
უახლოეს მომავალში დავამატებთ.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არ საჭიროებს.

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია გზად, შთაბეჭდილებებში გამოჩნდება.



რეპორტაჟი

მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა და კიდევ კაი ბაბომ (ასე ეძახიან ჩვენსკენ ბებიებს) გამაღვიძა, თორემ დამაგვიანდებოდა (ნესა, შენ Image).
წამოვხტი, მოვწესრიგდი, წინა ღამეს ბაბოს გამომცხვარი ღვეზელები ჩავილაგე ჩანთაში და ნიკას დავურეკე, რომელიც წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო, დავითთან ერთად.
მოვიდნენ...
ჩანთა ერთს შევაჩეჩე, პარალონი მეორეს, მე სურათები უნდა გადავიღო-მეთქი Image (რა, არ იყო მასე Image?) და წავედით.
სამთო ქიმიასთან რომ მივედით, დათქმულ რაოდენობაზე მეტი დამხვდნენ (ნაწილი ბაზარში იყო, ნაწილმა დააგვიანა. თუმცა მგონი დანიშნულ დროზე დავიძარით)

ესეც ჩვენი სია:

1. Int3lig3nt
2. წივწივა
3. ნიკა
4. დავითი
5. ამიგო
6. ზვიოსსული
7. ვინმე მიშა
8. ვინმე ბადრი (მგონი ასე ერქვა)
9. კახა (სვასტიკაო, რა ვიცი)
10. დიანა
11. დიანას გოგონა, მარი
12. ხათახუთინა
13. მთვარეული
14. მაიკომაიკო (იგივე პერწკლი)
15. ნინო (გვალვას პლუსი და ამ ლაშქრობის გმირი Image)
16. დეიდა_კამა
17. მირანდა Image (სინამდვილეში ციცინოა)
18. მთაშენკა
19. ანა
20. შორენა
21. ბაცილა
22. თიკო
23. ანი (ნესას პლუსი)
24. ნესა
25. ნათია
26. თებრონე
27. რუსტკა

რას ვიზამდით, შევლაგდით 21 ადგილიან მიკროავტობუსში და გავემგზავრეთ. თამაზმა (მძღოლი) მითხრა, სახლში გავივლი და ტაბურეტებს დაგიდგამთო.
მართლაც ასე ვქენით, თუმცა 2 ტაბურეტზე მეტი მაინც არ ავიღეთ, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგიც კალთაში ჩაუჯდა ერთმანეთს.

დავიძარით თუ არა, ბატონმა ზვიოსსულმა ჭიქები და ბოთლით არაყი ამოიღო, სამ-სამი ჭიქა უნდა დავლიოთო.

მართლაც სამჯერ თითო-ოროლა ყლუპი მოსვეს და არაყი შეინახეს.

გზას დაახლოებით 1,5 საათი მოვანდომეთ. თამაზმა მოწყენის საშუალება არ მოგვცა და ქართული სუფრული აუდიო-ფონი შეგვიქმნა Image.

ქვემო მლეთაში 11 საათისთვის ჩავედით.

ლომისის (ახალ) ეკლესიაში ხალხი დაგვხვდა შეკრებილი. ალბათ პეტრე-პავლობის ”სწორი” რომ იყო, მაგიტომ იყვნენ ამოსულები.

ჭურჭელი წყლით დავავსეთ, თამაზს და მარის (მარი დიანას გოგონაა, რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა. ჯერ არ მინახავს ასეთი ბავშვი, დედას დაუჯერა და პირველად ნანახ ადამიანს გაყვა უპრობლემოდ. ერთიც არ დაუწუწუნია Image) დავემშვიდობეთ და ლომისისკენ გავემართეთ.

ბატონმა მიშამ არ დაგვიცადა და პირველი გაიჭრა. ჩვენც გრძელ კოლონად გავიშალეთ და აღმართს ავუყევით.

Image

პირველი შესვენება ტყის პირას გავაკეთეთ.

Image

ნაწილი ხალხისა გამოუცდელი იყო და უჭირდა სიმაღლის აღება, ეს ჩვენი ასვლის დროზეც აისახა. თუმცა ძალიანაც არ დაგვიგვიანია (სამ საათზე ცოტა მეტი მოვანდომეთ ასვლა).

ცოტა ხანში მიშამ ლიდერის პოზიციები დათმო და დეიდა კამას და პერწკლის დაუთმო ასპარეზი, რომლებიც პირველები ავიდნენ ლომისის ნიშთან.

ჩვენ მანამდე პირველივე გადმოსახედზე დავსხედით და იმ დროისთვის საუკეთესო ხედით ვტკბებოდით.

Image

ნინომ და ციცინომ დრო იხელთეს და წვნიანი ვაშლებით გაგვიმასპინძლდნენ.

ამის შემდეგ უკვე ძალიან გავიფანტეთ.
ზოგი წინ წავიდა, ზოგი უკან ჩამოგვრჩა.

ცოტა ავიარეთ და გაღმა რაღაც მოძრავი შევნიშნე.
კარგად დავაკვირდი და ცხენოსანი აღმოჩნდა.
თურმე ეს უბრალოდ ცხენოსანი კი არა, ჩვენი მძღოლი თამაზი ყოფილა, მარისთან ერთად.

http://s48.radikal.ru/i122/0807/95/b41047223f0c.jpg

(ვინც არ იცით, თამაზიც ჩემი სოფლიდან, ზემო მლეთიდან არის)
სახლამდე ავიდა მიკროავტობუსით, ბიძაჩემ ნუგზარას გამოართვა ცხენი და ჩვენსკენ წამოვიდა.

გზად ორჯერ შეგვხვდა წყარო, თუმცა წყარო მარტო სახელად თუ შეეფერებოდათ.
პირველიდან ასანთის ღერის სიმსხოზე მოწანწკარებდა წყალი, მეორედან ცოტათი მეტი.

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ხუმრობა-ხუმრობაში და წუწუნ-წუწუნში პირველი საათისთვის ლომისამდე ავაღწიეთ.

Image

პირველი და ბოლო ვინ ავიდა მე არ ვიცი, ვინც იცის, დაწეროს :).

ეკლესიასთან ავედი თუ არა, არც დავფიქრებულვარ, ეგრევე ბავშვობის ოცნების ასრულება გადავწყვიტე Image.
ჩემი სოფლის თავზე არის წვეტიანი მთა, რომელსაც ”ელიაის წვერს” ეძახიან, ეს სადღაც წინა გვერდზეც დავპოსტე.
მთელი ბავშვობა სულ ქვემოდან შევყურებდი და მინდოდა ერთხელ ზემოდანაც გადმომეხედა Image.
თვალსაჩინოებისთვის დავდებ სურათს, სადაც ჩემი სოფელიც მოჩანს და ელიაის წვერიც.
ეს სურათი დაახლოებით ერთი თვის წინ არის გადაღებული (იმ ”ზიგზაგების” ზემოდან, წინა გვერდებზე დადებულ პანორამაში რომ მოჩანს), ხადას ხეობაში რომ მივდიოდი სალაშქროდ.

Image

პირველ რიგში შევეხმიანე დეიდა კამას, რომელმაც ლომისობაზე, დროის უქონლობის გამო, ვერ შეძლო იქ ასვლა, არადა ძალიან უნდოდა. შემდეგ წივწივამ, პერწკლიმ, ნინომ და სხვებმაც გამოთქვეს წამოსვლის სურვილი და არც შეგვისვენია, ეგრევე დავიწყეთ ზემოთ ასვლა.

დასაწყისი რთული აღმოჩნდა... ბილიკი ჭინჭრებს შორის გადიოდა.
მეც კი დავისუსხე, მიუხედავად იმისა, რომ გრძელი შარვალი მეცვა და შორტებიანებს რაღა მოუვიდოდათ ?
კიდევ უფრო მეტი წუწუნით გავიარეთ რამდენიმე მეტრი და დაბალ ბალახიან აღმართს შევუდექით.

პირველივე მთაზე გავჩერდით და სურათები გადავიღეთ (სურათებს მერე დავყრი, ისედაც დიდხანს გამეწელა დაწერა).

შემდეგ უმეტესი ნაწილი უკან გაბრუნდა (აქ თამაზს შევუთანხმდი, რომ 5 საათზე დავიწყებდით სოფლისკენ დაშვებას) და მხოლოდ 9 რჩეულმა მოლაშქრემ განვაგრძეთ აღმასვლა Image.
დავწერ მათ სახელებს: ინტელა, წივწივა, ნიკა, დავითი, ამიგო, ნინო, ციცინო, პერწკლი და დეიდა_კამა.

კიდევ ერთი მთა ავიარეთ.
ნიკა და ციცინო შედეგით დაკმაყოფილდნენ და გადაწყვიტეს ჩვენთვის იქ დაეცადათ.

მხოლოდ შვიდმა ავაღწიეთ პირველ მწვერვალამდე.

ავედით და ულამაზესი ხედი გადაგვეშალა.
წინ არაგვი, უკან ქსანი... გარშემო კი სულ მთები და მთები.
შორს კავკასიონის დათოვლილი მწვერვალები მოჩანდა.
არ ვიცი როგორ აღვწერო, არ მაქვს ამის ნიჭი, იმედია სხვები უკეთ დაწერენ.

პირველ მწვერვალზე ამიგო და დავითი დარჩნენ და ხუთნი გადავედით მეორე მწვერვალზე.
(თუ რამე მეშლება, ბოდიშს ვიხდი :)).

მეორე მწვერვალზე, როგორც ამიგო იტყოდა, ერთი ცუდი იდეა მომივიდა Image. გადავწყვიტე მწვერვალის მართობულ ქედზე გავსულიყავი და ქსნის ხეობაში ზემოდან ჩამეხედა.
ეს იდეა რა თქმა უნდა აიტაცეს კამამ, პერწკლიმ, წივწივამ და გავემართეთ.
ნინო უკან გაბრუნდა.

კიდევ თხუთმეტიოდე წუთი ვიარეთ და ქედის თითქმის ბოლოში გავედით.
უცებ საათს შევხედე და მივხვდი რომ ძალიან გვიგვიანდებოდა.

სურათები გადავიღეთ და გამოვბრუნდით ჩქარი ნაბიჯით.

მეორე მწვერვალზე მარტო დავრჩი, ხალხის გარეშე პანორამები რომ გადამეღო.
გადავიღე კიდეც და დავიწყე ჩასვლა.
ჩასვლა, ამოსვლაზე ძნელი აღმოჩნდა.
ფეხი მისრიალებდა და მალიმალ ვეცემოდი.

პირველი მთა რომ ჩავიარე, მაშინღა მომაფიქრდა, რომ ზემოდან ვიდეოთიც კარგი პანორამა გამოვიდოდა Image.

კამას გავძახე, ვიდეოს გადაღება დამავიწყდა-თქო.
რას იზამო... არც არაფერს-მეთქი.
თუმცა უცებ მოვედი აზრზე და ჩემს თავს შევძაზე: ოე, ტუტუც! რა იცი, კიდევ როდის მოგიწევს აქ დაბრუნება Image?! იქვე დავაგდე შტატივი და ისევ ზემოთ ავბრუნდი.

ავედი თუ არა, გონებაში დავსახე ვიდეოს სცენარი, თუ რა და როგორ უნდა გადამეღო, ხმამაღლა ვთქვი, ღირდა ამობრუნება, ღირდა!
და კამერა დავქოქე.

ჯერ მოახლოებული გუდაური ვაჩვენე კადრში. შემდეგ დავაშორე და მარჯვნივ დავიწყე ტრიალი. 360 გრადუსით რომ შემოვბრუნდი, კლდეზე დავაბრუნე ხედი და ნელ-ნელა სოფლისკენ ჩავატარე. მოვაახლოვე სოფელი, მოვათვალიერე, შემდეგ ქვემო მლეთა და ეკლესია გამოვაჩინე და გავთიშე.
(ვიდეოს ბმული: http://allshares.ge/download.php?id=69829BE214)

ძალიან რთული აღმოჩნდა კლდის წვერზე კამერის სამზერში ყურება და ადგილზე ტრიალი. თან ძლიერი ქარი იყო და ორმაგად მიძნელებდა.
შეიძლება მოსაყოლად არაფერია, მაგრამ იმ მომენტში ცოტა შემეშინდა.
ტრიალში ხელს მიშლიდა ფართო ტოტებიანი ”შლაქსი” შარვალიც (ჩემს მეტი, რომელი იდიოტი ჩაიცმევს ლაშქრობაში ”შლაქსს” Image?!). ერთ მომენტში ტოტზე დავიბიჯე და კინაღამ გადავყირავდი Image.

ქარი კიდევ უფრო ძლიერდებოდა.
მეორე სინჯის მერე ნერვები აღარ მეყო და შედეგით და საკუთარი თავით კმაყოფილი, დაბლა დავეშვი.

ცოტა ხანში წივწივას, პერწკლის და კამას წამოვეწიე, რომლებიც მაღლა ამოსულ მთაშენკას და ნათიას ესაუბრებოდნენ.
რამდენიმე სურათი იქაც გადავიღეთ, ვითომ ხორუმიც ვიცეკვეთ (სასურათედ) და ეკლესიისკენ დავეშვით.
მე პირველი გავიქეცი, ეკლესიის გადაღებაც მოვასწრო-თქო, მაგრამ ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ აპარატი წივწივასთვის დამიტოვებია Image.
ავბრუნდი ზემოთ, დრო რომ აღარ დამეკარგა (”დურნაია გალავა ნაგამ ნე დაიოტ პაკოია”, თუ როგორ არის Image?).

კიდევ ერთხელ ჩავიარე ეკლესიამდე ბოლო დაღმართი და გაკვირვებული დავრჩი Image.
რატომღაც ჭინჭრებმა აღარ დამსუსხეს, კიარადა ჭინჭრები აღარ იყო.
არ ვიცი როგორ, რატომ... ალბათ სხვა ბილიკზე ჩამოვიარე.

ეკლესიაში შევედი, ჯაჭვი შემოვატარე.
იმდენად მძიმე მეჩვენა, რომ სურვილის თუ თხოვნის ჩაფიქრება სულ დამავიწყდა და ისე შემოავატარე.
ახლა ვფიქრობდი: ყოჩაღ ჩემი ნათლიის შვილს, ნანას, რომელმაც ერთი თუ ორი კვირის წინ ეს ჯაჭვი სამჯერ შემოატარა ეკლესიის გარშემო. არადა 21-22 წლის გამხდარი, ტანწერწეტა გოგოა Image. ალბათ ღმერთმა მისცა ამისთვის ძალა. მე ნამდვილად ვერ გავბედავდი.

ეკლესიასთან რამდენიმე კადრი გადავიღე და ტრაპეზს შევუერთდი.
ყველაფერი ორმაგად გემრიელი მეჩვენა.

ამასობაში აგრილდა.
გოგონებს შესცივდათ და წასვლაზე დავიწყეთ ფიქრი.
პრინციპში უკვე 5 საათი იყო და შეიძლებოდა დაშვება.

სანამ სუფრას აალაგებდნენ, ცხენთან წავედი, ცოტას გავატარებ-თქო Image.
ჯერ ხომ შეჯდომა არ მაცალა.
იდგა და როგორც კი ფეხს შევყოფდი უზანგში, ეგრევე მოძრაობას იწყებდა და მეორე ფეხი უკან მრჩებოდა.
რამდენიმე მცდელობის შემდეგ, როგორღაც მოვახერხე შეჯდომა, მაგრამ რა ხეირი... არაფრით არ იკადრა დაძვრა Image.
ხან ქუსლები შემოვცხე, ხან აჩუ ვეძახე, ვეხვეწე, ვეფერე, თოკი ვუტკაცუნე, ხელი ვურტყი გავაზე... არა რა! არ უნდა სიარული და მოკალი თუ გინდა Image.
ვიფიქრე, ალბათ რაღაც პაროლი დაადო თამაზმა-თქო და რაღას ვიზამდი, ჩამოვქვეითდი.

შემდეგ დავიწყეთ დაშვება.
აქ უფრო ორგანიზებულად მივდიოდით, დაღმართი იყო და დიდად არ გასჭირვებიათ.

ბოლო გადმოსახედზე გავჩერდით და ჯგუფური სურათები გადავიღეთ.
მე ყველას სათითაოდ ჩამოვუარე და ”პორტრეტი დღის ბოლოს” გადავუღე.

სულ ბოლო დაღმართი რომ ჩამოვიარეთ, წივწივას ერთი ძროხა მოეწონა და გამოეკიდა, მარა თამაზმა მიაძახა, მაკედ არის, მაკედო.
რავა ყველაფერი დასწრებაზეაო - წივწივამ და ბედს შეეგუა Image.

სოფელში ჩემს სახლთან ჩამოვიარეთ, წივწივამ ბევრი უძახა ვანოს, მარა არ გამოუხედია, ვალი ჰქონია წივწივასი და იმალებოდა Image.

ეზოშიც კი არ შევსულვარ, აღარ გვქონდა დრო Image.

ადგილობრივებიც ვნახე, თითქმის ყველანი ნათესავები ვართ მანდ.
მოვიკითხე და წამოვედი.

ქვემოთ, ხევთან მოვგროვდით. მერე ნაწილი დავეშვით, ნაწილი მიკროავტობუსს დაელოდა, რომელიც გაღმა სოფელში, თამაზის ეზოში ეყენა.

ხიდამდე ფეხით ჩამოვედით.

ცნობისათვის, ქვემო მლეთასთან რომ ხიდია, ეგ ახალი (რა თქმა უნდა, შედარებით) აშენებულია. მანამდე სამხედრო გზა ზემო მლეთასთან გადიოდა და ძველი, უფრო მოკლე ხიდი იყო არაგვზე (ფოტო ხვალ იქნება).
არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ თურმე მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ხიდზე გერმანელებს ორი ბომბი ჩამოუგდიათ, დასანგრევად. ვერ აუცილებიათ და ხიდის გვერდით აფეთქებულა.

მიკროავტობუსში ხალხის გადაწყობა მოხდა, რომ უფრო კომფორტულად დამსხდარიყავით.

დავიძარით თუ არა, შემორჩენილი არაყი გამოაჩინეს და განაახლეს სადღეგრძელოები.

შემდეგ თამაში დავიწყეთ და შეუმჩნევლად გაიარა საათნახევრიანმა გზამ.

ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა.

მართალია, ძალიან ბევრი რამე გამომრჩა.
ისიც მართალია, რომ ნინისავით საინტერესოდ ვერ ვყვები, მაგრამ ზოგადი წარმოდგენისათვის ალბათ საკმარისია.

დანარჩენი, სურათებს რომ დავყრი, მაშინ გამახსენდება და კომენტარებად დავურთავ :).
კარგი იქნებოდა, ამ ტექსტს სურათებიც მომეყოლებინა, მაგრამ ისედაც დიდხანს გამიგრძელდა.

წავედი ახლა ნანებში Image

P.S. ძალიან გთხოვთ მათ, ვინც სულ ეკლესიასთან ტრიალებდა, დაწეროთ, ჩემს იქ არ ყოფნაში რა ხდებოდა.

P.P.S. რაღაც გამახსენდა.
საერთოდ, á
Last edited by Int3lig3nt on 04 აგვ 2008, 12:03, edited 3 times in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
ლომისი 20.07.08

Post by deida kama » 20 ივლ 2008, 23:00

გაიხსნააააააააა.
ხოდა წავიდა სურათები : P
დასპირტული ვარ... ვანათებ

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლომისი 20.07.08

Post by Mta Mkvarebia » 20 ივლ 2008, 23:20

ძალიან ვისიამოვნე. კარგი გასვლა გამოვიდა. მე ლომისა ისედაც ძალიან მიყვარს და კარველებთან ერთად ხომ საერთოდ :wink: ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი :), თუმცა ზოგიერთის სახელი არ მახსოვს :oops: . მთელი დღე ლომისაზე ვიყავით, არსად გვეჩქარებოდა, გემრიელად დავისვენეთ ულამაზესი ყვავილებით მოფენილ მინდორზე და ზემოთ გაწოლილი ღრუბლებით და ქვემოთ დაკლაკნილი არაგვისა და ჯვრის უღელტეხილის ხედებით ვტკბებოდით, გრილი სიო უბერავდა, მზეც აჭერდა მაგრამ ღრუბლებს შორის. ჯაჭვი შემოვატარეთ ზოგიერთებმა, შარშანდელთან შედარებით შემსუბუქებული მომეჩვება, საერთოდ გზაც ძალიან ადვილი და მოკლე მომეჩვენა :wink: ("კარვის" გავლენა! :wink: ). ნაწილი ავიდა ლომისას თავზე მთაზე და მის შემდეგ კიდევ 9 მთა გადაირა ( მგონი ათიც), მე გვიან გავიგე და გული დამწყდა, მაგრამ მოგვიანებით ჩვენც ავედით, მხოლოდ 5 თუ 6 მთის დაგავლა მოვასწარით, უკანდაბრუნებულებიც შემოგვიერთდნენ და დავიძარით ისევ ლომისასკენ. ძალიან სასიამოვნო გასვლა იყო. 8 ქულას დავუწერდი :)
deida kama wrote:გაიხსნააააააააა.
ხოდა წავიდა სურათები : P
დასპირტული ვარ... ვანათებ
პატაპუტინამაც "გაანათა" სამომავლო გეგმების თემაში, უფრო სწორედ "ცეცხლი მიკიდიაო"-დაწერა, ჰოდა უნდა დაგეჯერებინათ, გენაცვალე, ჩემთვის, მზის დამცავ ნელსაცხებელს რომ გთავაზობდით :wink: .
Last edited by Mta Mkvarebia on 20 ივლ 2008, 23:31, edited 1 time in total.
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2220
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by გვალდა » 20 ივლ 2008, 23:25

აუფ, სამსახურს უნდა შევეშვა ისევ რომ გავკარველდე active mode-ში :oops: :(

მოჰყევით, მოჰყევით, თუნდაც უსურათებოდ. :roll:
სვანეთოლოგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლომისი 20.07.08

Post by Mta Mkvarebia » 20 ივლ 2008, 23:31

ჩემი სურათები ხვალ იქნება :)
Image

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 11 სექ 2007, 15:53
ლომისი 20.07.08

Post by civciva » 20 ივლ 2008, 23:33

gamarjobaT ! ui qrtulad arwers :(
me marshutis sirtules 2 balad shevafasebdi lomisidan mwvervalze rom avedit ramodenime jgufis wevri

siamayit gamovyofdi ninos bevr tineigers ajoba siarulSHi
grcxvenodet

me mapatiet tu vinmes sisusteze yuradgeba gavamaxvile

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ლომისი 20.07.08

Post by perwkli » 20 ივლ 2008, 23:36

მმმმ
ძალიან კარგი გასვლა გამომივიდა... განსაკუთრებით იმ ცხრა მთის დალაშქვრა მომეწონა :roll:
კრემის მიუხედავად ზურგზე მაინც მეწვება ოდნავ კანი დაშეფერადებულია :?
განსაკუთრებული მადლობა ბაცილას კრემისთვის, და მთაშენკას ორი აბისთვის, დეიდა კამას ასანთისთვის და წივწივას ჩემი საჭმლის ტარებისთვის :roll:
10-ბალიანი სისტემით 8
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლომისი 20.07.08

Post by Mta Mkvarebia » 20 ივლ 2008, 23:37

civciva wrote:..siamayit gamovyofdi ninos bevr tineigers ajoba siarulSHi
..
საუბარია გვალვას დაზე.
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by Int3lig3nt » 20 ივლ 2008, 23:46

უი როგორ დამავიწყდა.

დღევანდელი ლაშქრობის ჩემი ფავორიტები არიან:

3 ადგილზე გავიდა ნათია (შორენას პლუსი), რომელიც თურმე მეტეოზე ცდილობდა ასვლას ამ მარშრუტისთვის შეუფერებელი აღჭურვილობით.

2 ადგილზე წივწივა, თავისი ჩვეული იუმორით და ხალისით :).

1 ადგილი რა თქმა უნდა ეკუთვნის გვალვას პლიუსს, რომელიც ”ელიაის წვერზე” ამოვიდა რამდენიმე მოლაშქრესთან ერთად :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by ნინი_85 » 20 ივლ 2008, 23:48

დაბრუნებას გილოცავთ :)

დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი გასვლა გქონდათ, თქვენთან ვიყავი სულით და გულით...

ძაან მაინტერესებს ფოტოები, ხვალამდე რა მოითმენს... :P
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by Int3lig3nt » 20 ივლ 2008, 23:53

ნინი_85
საღამო მშვიდობისა ნინი :).

რამდენიმე სურათს დავდებ :).

ბევრსაც დავდებდი, უბრალოდ ერთი სული მაქვს ვნახო, როგორი პანორამები გამომივიდა. აწყობას კი დრო სჭირდება :(.

აი ეს ჩვენ...
ხარისხზე ბოდიშს ვიხდი. მოსაღამოვებულზე განათება არ ვარგოდა :(.

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლომისი 20.07.08

Post by kotetbeli » 21 ივლ 2008, 00:06

Mta Mkvarebia wrote:ნაწილი ავიდა ლომისას თავზე მთაზე
წვეტივით როა ხო გვერდით? ძალიან მაგარი მთაა... სულ პირველად რომ დავინახე, ისე უცნაური წვეტი ქონდა, ტრადიციულად ჩავიჩურჩულე ,,ესეც გასათხრელია" :)

მოკლედ, ძალიან კაი, ამინდიც კაი გამოგსვლიათ, ყოჩაღ :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by Int3lig3nt » 21 ივლ 2008, 00:10

kotetbeli
წვეტივით როა ხო გვერდით? ძალიან მაგარი მთაა... სულ პირველად რომ დავინახე, ისე უცნაური წვეტი ქონდა, ტრადიციულად ჩავიჩურჩულე ,,ესეც გასათხრელია" Smile

მოკლედ, ძალიან კაი, ამინდიც კაი გამოგსვლიათ, ყოჩაღ Wink
ჰო, ”ელიაის წვერს” ეძახიან ჩვენსა, წვიმის თუ ამინდის ღმერთის სახელს.

ორივე წვერზე ავედით და მერე ამ ქედის 90 გრადუსით გავყევით განშტოებას, კიდევ ორი ათეული წუთი ვიარეთ

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ლომისი 20.07.08

Post by Bivrili » 21 ივლ 2008, 00:24

ვისია ეს ლამაზი ცხენი?............

მოყევით რა ამბებუკები, დაღლილი ვინ არ ყოფილა........

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლომისი 20.07.08

Post by Int3lig3nt » 21 ივლ 2008, 00:28

Bivrili
მოყევით რა ამბებუკები, დაღლილი ვინ არ ყოფილა........
აუF...
წამობრძანებულიყავი ქალბატონო და აღარ დაგჭირდებოდა მოყოლა :P.

ხვალ მოვყვები.

ეს ერთ-ერთი პანორამა.
განათების შესაბამისი ფოტო გამომივიდა :(.

მოჩანს გუდაური და ხადას ხეობა.

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]