ნადირ-ცხოვლეთა საქციელი
Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი
კაუკასიკა,
ეს პოსტი გავაკეთე აბუდელაურის ლარშქრობის აღწერაში. მაგარმ მირე ვიფიქრე შეიძლება ფლორა-ფაუნისათვის უფრო შესაფერისი იყოს-თქო. სხვებმაც დაწერეთ ამ თამაში თუ რამ საინტერესოს შესწრებიხართ. კაუკასიკა თუ კომენტარს გაუკეთებ ჩემს ნანახს და მეტს გვეტყვი თუ როგორ იგერიებს ნახირი მგელს ხომ მთლად კარგი...
ერთ საინტერესო ამბავს შევესწარით როცა აბუდელაურის ტებებიდან როშკისკენ ვბრუნდებოდით - მგელი როგორ მოიგერიეს ბუღებმა/ხარებმა.
პატარა მდინარე რომ იწყება ტბებიდან, იმ წყალს ჩვენ მარჯევნა, ძირითადი ბილიკით ავყევით და ჩემოვყევით ტბებამდე. ჰოდა, უკან რომ ვბრუნდებოდით, სადღაც როშკასა და ტბებს შორის, შუა წელზე, ჩვენს მოპირდაპირე ნაპირზე, წყალს გაღმა საქონელი ბალახობდა. ვინც არ იცით, როშიკის მიდამოიებში საქონელს მენახირე არ დაყვება, ისეა გაშვებული. კიდევ მეტი, სოფელში ერთმა იქაურმა კაცმა გვითხრა, რომ საქონელი იქვე რჩება, სოფლეში არ ჩამოდისო. ჰოდა აი რა დავინახეთ - უცბად ნახირს ბუღები/ხარები გამოეყვნენ და აგრესიულად გაიქცნენ ერთი მიმართულებით. თურმე ნუ იტყვით და მგელს შეუტიეს. უნდა გენახათ რას გარბოდა მგელი, შეგეცოდებოდა კაცს. იქვე მეორე ჯოგიც ბალახობდა, ამ პირველი ჯოგის ხარებმა რომ დაიწყეს შეტევა მგელზე, მეორე ჯოგიდანაც გამოენთნენ ხარები და მათაც მგელს შეუტიეს. ორი მხირდან უტევდნენ ახლა უკვე მგელს. ჰოდა რუხს მეტი რა დარჩენოდა კუდამოძუებული გარბოდა მთებისკენ.
სამწუხაროდ სურათები ვერ გადავიღე - ერთი რომ შორი იყო და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მაგრა წვიმდა და აპარატი აღარ ამოვიღე. თუმცა ეს ყველაფერი კარგა ხანს გაგრძელდა - მგელი გარბოდა, კარგად რომ მოშორდებოდა თავდამსხმელებს ჩერდებოდა, ხარებიც დრო და დრო ცოტათი გაჩერდებოდნენ, შეისვენებდნენ და მერე ახალი ენთუზიზმით უტევდნენ მგელს. ასე რომ მოასწრებდა კაცი ფოტოს გადაღებას წვიმა რომ არ ყოფილიყო.
სოფელში იქაურ კაცს რომ მოვუყევით ეს ამბავი, თქვა რომ მგელი ზრდასრულ საქონელს, განსაკუთრებით ხარებს ვერაფერს აკლებსო, აი ერთ-ორწლიან საქონელს კი გვიჭამსო. ცდილობს ხოლმე რომ როგორმე პატარები დაიმარტოხელოსო. ამ წელს სამი სული შეგიჭამა მგელმაო.
აი ასეთ საინტერსო რამეს შევესწარით. ჩემზე ნამდივილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხარების მწყობრმა შეტევამ მგელზე და მგლის კისრისტეხით გაქცევამ.

მშვენიერი სანახავია!!!
ჩემი აზრით მგონი ეთამაშება 

ნადირ-ცხოვლეთა საქციელი
ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია ხოოოდა სულ ვეუბნები: რომ დათვრები, ნუ ჩაიხდი მეთქი............
ვერ გადავაჩვიე ეს ჩათლახი რაააააააააა

არადა რა განცხრომაშია ეს ჩემისა...
ვერც ვერაფერს ვეუბნები
ვერ გადავაჩვიე ეს ჩათლახი რაააააააააა

არადა რა განცხრომაშია ეს ჩემისა...
ვერც ვერაფერს ვეუბნები

მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი
ამოუხსნელიალეონტი wrote:ნეტა ეს რა საქციელია ყველაზე მძვინვარე ცხოველისა?
http://www.youtube.com/watch?v=JE-Nyt4Bmi8
მართლა

მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)
ნადირ-ცხოვლეთა საქციელი
ერთხელ, გაზაფხულზე ნადირობისას, ჩასაფრებაში ვიჯექი და მგლის ლეკვი დამადგა თავზე, ეტყობა ბუნაგიდან ახალი გამოსული იყო და მიმდებარე ტერიტორიას სწავლობდა.
რომ შემამჩნია უკვე ხელის გასაწვდომზე იყო და დაიბნა, მე გავუცინე......
უნდა გენახა, როგორ გამიცინა დაბნეულმა(პირველად ვანახე ნადირის მსახიობობა). ხელი წავიღე ჯიბისკენ, მეთქი საგზალს შევთავაზებ თქო, ტიპმა მოძუძგააააა...................
თან უკან იყურებოდა ყოველ ხუთ მეტრში, რატომ არ მომდევს ნეტავიო.
არასდროს დამავიწყდება მისი შეშინებული, მსახიობური სიცილი