ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by Kakha » 01 ივლ 2008, 09:37

kirnaxona-მ დაიწყო თავისი ლაშქრობის მოყოლა რჩევებში. აქ გადმომაქვს - ლაშქრობების განყოფილებაში და აქვე გააგრძელეთ რა.

მოკლედ წავედით კვირას... ფარცხისიდან ბირთვისისკენ 10 საათისთვის გავედით და რვის ნახევრისთვის ავედით აი ამ ციხეზე(საერთოდ მიკვირს როგორ მივაგენით)... მერე საბანაკო ადგილი მოვნახეთ და კარავი გავშალეთ...(და ნახევარსაათში წვიმაც წამოვიდა, რომელიც ღამის 3 საათზე შეწყდა) ... ახლა რა მაინტერესებს, ჩვენი ვარაუდით ეს შეუპოვარას ციხეა, მაგრამ დარწმუნებულები არა ვართ... დედა ციხე რო არ არის ნათელია მაგრამ ერთერთ სურათზე ნანახ შეუპოვარას ციხეს ვერ მივამსგავსეთ ვერანაირად...
ერთერთ სურათზე ჩანს ჩვენი ბოდიალის შედეგად სად ამოვყავით თვი

http://chat-geo.caucasus.net/images/rh7 ... q236rl.jpg

http://chat-geo.caucasus.net/images/uvy ... xu4hzu.jpg

http://chat-geo.caucasus.net/images/iak ... 4kbeqa.jpg
Last edited by Kakha on 01 ივლ 2008, 15:39, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by lama » 01 ივლ 2008, 13:54

პირველი არ ვიცი

კლდეები ჩანს მხოლოდ


დანარჩენი ორი კი ნამდვილად 100% - ით ვიცი რტომ შეუპოვარია


მერწმუნეთ 14 ჯერ ვარ ასული :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by Tamari-ch. » 01 ივლ 2008, 13:55

ბირთვისი - 19 ივლისი, 2008

:?: :?: :?:

დღეს 1 ივლისია...
:shock:

User avatar
kirnaxona
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 18 მარ 2008, 01:40
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by kirnaxona » 01 ივლ 2008, 15:39

lama
პირველი არ ვიცი

კლდეები ჩანს მხოლოდ


დანარჩენი ორი კი ნამდვილად 100% - ით ვიცი რტომ შეუპოვარია


მერწმუნეთ 14 ჯერ ვარ ასული
გასაგებია, პირველიც იგივეა უბრალოდ სხვაგან მოვხვდით შემთხვევით და იქიდან გამოჩნდა ეგ ციხე.. კარგად თუ დააკვირდები ჩანს, წითელ ხაზს მიაქციე ყურადღება...

ერთი პოსტი რჩევების განყოფილებაში დარჩენილა და გადმოვიტან მაგასაც ბარემ ...

კიდევ ერთი კითხვა მაქ...
ტბისიდან უფრო რთულია თუ ფარცხისიდან? ჩვენ ფარცხისიდან გადავედით და ხეობას ავუყევით ბოლომდე, რამდენიმე ადგილას წავიკითხე, თურმე ფარცხისიდან ტბისში გადასულან და იქიდან წასულან ბირთვისში...
რამდენიმე ადგილი რომელიც სურათებზე მქონდა ნანახი(ვიწრო გასასვლელი, დაკლაკნილი ხე, დიდი "გაკვეხილი" ქვა) ვერ ვნახეთ, ალბათ ტბისიდან მიმავალ გზაზე არის ეგ ადგილები... თან ჩვენ სულ ხეობაში მივდიოდით(გარდა იმისა, როდესაც გზა აგვრევია და მაღლა ასულებმა 300–400 მეტრში 'შეუპოვარა' დავინახეთ). თქვენ კი სურათებზე მაღლა დადიხართ კლდეებზე...
???


პ.ს:Tamari-ch.
შეცდომაა რაღცა, 29 ივნისი უნდა იყოს :)
Last edited by kirnaxona on 01 ივლ 2008, 15:41, edited 1 time in total.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by Kakha » 01 ივლ 2008, 15:40

Tamari-ch.
შესწორებულია - 29 ივნისი, რა თქმა უნდა :wink:

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by Kakha » 01 ივლ 2008, 15:44

kirnaxona
ფარცხისიდან უფრო გრძელი გზაა, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო საინტერესო და ლამაზი. ფარხისიდან მიმავალი ბილიკი უკვე ბირთვისთან გადის ე.ს. "პალიანაზე" სადაც ტბისიდან ამომავლი ბილიკიც შემოდის. აქედან ერთი ბილიკია უკვე გასავლელი და ის "კენჭი" ანუ უშველებელი ლოდი რომაა გაჭდილი შეგხვდება. ისე მაგ ადგილებში უამრავი კანიონია და შესაძლოა თქვენ სხვა კანიონიებით იარეთ...

User avatar
kirnaxona
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 18 მარ 2008, 01:40
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by kirnaxona » 01 ივლ 2008, 16:14

Kakha

"პალიანაზე"
ეს დიდი საბანაკე ადგილი როა და ხეზე წარწერა როა ნაგავთან დაკავშირებით ის ადგილი ხო არ არის?

პანტიან ჭალა რომელია მაგასაც ვერ დავადგით თავი...

ზემოთ ხსენებული საბანაკე ადგილიდან მდინარის კალაპოტს რო გავყევით მიგვიყვანა შეუპოვარამდე და მაინტერესებს დედაციხეზე ასასვლელი ბილიკი სად არის...
ისე მაგ ადგილებში უამრავი კანიონია და შესაძლოა თქვენ სხვა კანიონიებით იარეთ...
არამგონია, რამდენიმე ადგილი ვიცანით თქვენს მიერ განვლილი გზიდან...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by Kakha » 01 ივლ 2008, 16:46

kirnaxona
სწორედ ეგაა "პალიანა". მაქედან სწორედ წასულხართ, მაგრამ მერე ერთ მომენტში მარჯვნივ უნდა გადაგეხვიათ. ლამამ პირველად რომ წამიყვანა სპეციალურად გაგვაფრთხილა ამ ასახვევს არ აცდეთო, ბილიკი თითქოს პირდაპირ მიდის მაგრამ ციხისკენ უნდა ამ ადგილას გადაუხვიოთო. აბა როგორ აგისხნა ასე სადაა ეს ასახვევი. თუ ვინმეს სურათი აქვს დადოს და იცნობ, იმდიდა იმ ადგილს.

სწორედ რომ გადაუხვევთ მერე მიდიხარ ვიწრო-ვიწრო კანიონში და იმ "კენჭსაც" გაივლი.

ერთი მიკვირს - კვირა დღეს თქვენს გარდა არავინ იყო? მე ერთი თვის წინ ვიყავი და მთელი კარვების ქალაქი დამხვდა უამრავი ხალხით "პალიანაზე" და მის შემოგარენში.

User avatar
kirnaxona
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 18 მარ 2008, 01:40
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by kirnaxona » 01 ივლ 2008, 17:15

Kakha
სწორედ ეგაა "პალიანა". მაქედან სწორედ წასულხართ, მაგრამ მერე ერთ მომენტში მარჯვნივ უნდა გადაგეხვიათ. ლამამ პირველად რომ წამიყვანა სპეციალურად გაგვაფრთხილა ამ ასახვევს არ აცდეთო, ბილიკი თითქოს პირდაპირ მიდის მაგრამ ციხისკენ უნდა ამ ადგილას გადაუხვიოთო. აბა როგორ აგისხნა ასე სადაა ეს ასახვევი. თუ ვინმეს სურათი აქვს დადოს და იცნობ, იმდიდა იმ ადგილს.
გასაგებია, შემდეგ წასვლაზე ვეცდებით არ ავცდეთ. სურათი თუ აქ ვინმეს ძალიან კარგი იაქნება, თვალით ნანახი მაინც სულ სხვაა :)
ერთი მიკვირს - კვირა დღეს თქვენს გარდა არავინ იყო? მე ერთი თვის წინ ვიყავი და მთელი კარვების ქალაქი დამხვდა უამრავი ხალხით "პალიანაზე" და მის შემოგარენში.
აი იმ "პალიანას" პატარაზე რო გაცდები კიდე ერთი საბანაკო ადგილია(სადაც ბილიკი ქვევით ჩადის უკვე), შეუპოვარადან რო ჩამოვედით იმ ადგილას დავბრუნდით და იქ გავშალეთ კარავი. იქვე იყო ხესთან ქვები წრეზე დალაგებული, იქ გადავწყვიტეთ ცეცხლის დანთება და რო მივედით ნაკვერჩხალი ჯერ კიდე მხურვალე იყო, ცეცხლი დაახლოებით 1–2 საათის ჩამქრალი იქნებოდა... მაგრამ ჩვენ პირველად მივდიოდით და ამიტომ ყოველ დატკეპნილ ზოლს და ხეობას "ვიკვლევდით", ასე რომ სადღაც აგვცდნენ ეტყობა...

პ.ს:იქვე ხესზე დავკიდეთ დროშა, წვიმის და კიდე სხვა მიზეზების გამო ცოტა სუსტად კი გამოგვივიდა, მაგრამ მთლად გრიგალი თუ არ ამოვარდა ან ვინმე "მავნებელმა" თუ არ ჩამოგლიჯა წესით კაი ხანს უნდა გაძლოს...

User avatar
kirnaxona
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 18 მარ 2008, 01:40
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by kirnaxona » 01 ივლ 2008, 18:09

ხო მართლა კიდე ერთი კითხვა...
ნაკადული პირველ ჩახერგვამდე, სადაც პირველად წყდება, სასმელად ვარგისია თუ არა? ცივი და სუფთა კი ჩანდა, მაგრამ მაინც ვერ გავრისკეთ დალევა, რაიცი რა ხდებაო და...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბირთვისი - 29 ივნისი, 2008

Post by Archil » 01 ივლ 2008, 18:12

აბა გისმენთ, გისმენთ.... მეც უნდა წამოვსულიყავი მამენტ მანდ, ღამის 11 საათზე რომ არ დაერეკათ, სიონზე მაინც მივდივართო...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]