მოკლედ მინდა ჩემს ერთერთ ლაშქრობაზე მოგიყვეთ

პირველი თემაა და რავი ვნახოთ როგორი გამოვა
მოკლედ სადღაც 1 კვირაში დავგეგმეთ ეს ყველაფერი და გადავწყვიტეთ ავსულიყავით ასხის მასივის ყველაზე მაღალ მწვერვალზე 2843მ.
გათვლილი გვქონდა დაახლოებით 1 კვირა მთაში ყოფნა.
I დღე:
ქუთაისიდან გავყევით ზუბის ავტობუსს სადღაც 3 საათში ჩაზოზინდა როგორც იქნა და აუყევით სოფელ ზუბისკენ გზას. ერთერთმა ჩვენიანმა აქ მოკლე გზა ვიციო სახლამდეო და როგორც მერე აღმოჩნდა ნეტა რავა დაუჯერეთ. ჩავედით სოფელ ზუბში ვეღაც ბაბუ კაცი შევითანხმეთ ერთი ღამე გაგვათევიე მეთქო რა ბაბუთქო

იმანაც ბაზარი არააო. იმ საღამოს მაგარი პური გვაჭამა კაი უსახელაურიც გვასვა მაგარი ვიბანავეთ და სადღაც 3 საათზე დავწექით არადა 9_ზე ვაპირებდით დაწოლას
II დღე:
მეორე დღეს ვიღვიძებთ მაგარ პახმელიაზე

არავის არაფერს თავი არ გვაქ ნუ შეძლებისდაგვარად მოვემზადეთ დავირაზმეთ და გაუყევით ასხის მწვერვალისკენ გზას მანძილი სოფლიდან ასხამდე 34-35 კმ დაახლოებით. თავიდანმე შევთანხმდით რომ უნდა შევსულიყავით ალპურ ზონაში. ვიცოდით რომ გზაში ბევრ ადგილას იყო წყალი(ალპურ ზონამდე) და ამის პრობლემა არ გვექნებოდა. გზაში მოვინახულეთ წმინდა გიორგის ულამაზესი სალოცავი რომელმაც ჩემზე ძაან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა ნუ ეს სალოცავი არ ისე შორს იყო სოფლიდან

გზაში ჩვენდა საუბედუროდ ვეღაცა კაცმა ცხენი გამოგვატანა რომელიც შემდეგ აღმოჩნდა რომ ვერანაირ ტვირთს ვერ წიკულობდა და იქით გაგვიხდა სათრევი(შემდეგ თლა უარესი რამე მოხდა მერე დაწერ

). ნუ გზაში ულამაზესი ბუნებაა იყო. თან ისეთი ამინდო მოგვიწია რომ ნისლი ჩამოწვა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ ნისლში დაცურავდი იმენა ძაან მაგარი რამე იყო. ნუ ისეთი ხალხი გვახლდა რომ ორი ნაბიჯის მერე კვდებოდნენ რა, ხოდა გადავწყვიტეთ გავყოფილიყავით რა და ამათ ჩვენ გზაში ნიშნებს დაუტოვებდით რა. გვინდოდა რო ერთდროულად ავსულიყავით საბანაკო ადგილას და გზაში ხშირად ვისვენებდით მაგარს ვკაიფობდით რაგაც მერე ბაყაყებზე ვინადირეთ უსაქმურობისგან ერთიერთი მთის მდინარის ხევიც დავათვალიერეთ კაი დავნაყრდით ჯოკერიც ვითამაშეთ და გაუდექით ისევლე გზას

სადღაც 5 საათში ამ სვენებ სვენებაში ბანაკამდე გვრჩებოდა სადღაც 4კმ_მდე და აქ იწყებოდა ყველაზე რთული მონაკვეთი. მივდიოდით ძაან ციცაბო კლდის ნაპირზე რომელსაც ერთ ძაან ვიწრო ბილიკი მიუყვებოდა მარტო ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა და პიზდეც იყო რა. ხოოოდა აი ამ ცხენმა აქ გაგვასავათა იქით ვათრევდით ცხენს მაგრამ ამად ღირდა ამ ბილიკზე გასვლა ღრუბლები ძაან დაბლა იყვნენ და იმენა ძირს ვერ ვხედავდით ვერაფერს რარაც წვიმას აპირებდასავით წამში ჩაიქროლებდა ერთი ღრუბელი და უცბად გამოჩნდებოდა ქვევით ხევი და ტყე მერე ისევ დაიფარებოდა. ნუ როგორც იქნა გადავიარეთ ეს 4 კმიანი ბილიკი და თითქმის მისული ვიყავით ბანაკამდე რომ წინ ერთი ასი მეტრის ჯინჭრის ველი გაიჩითა იქ კაი დავისუსხეთ კლდის ნაპრალი გავიარეთ და აი სანატრელი ბანაკის ადგილი. ნუ გავშალეთ კარავი ის "ზაარალი" სასტავი 3 საათის მერე მოვიდნენ

კარგი ვჭამეთ კაი ვიხალისეთ წყალიც დავლიეთ და შეუდეგით წყლის ძებნას მარა სადაა წყალი ფაფუ წყალი ზემოთ არანაირი წყარო არ ყოფილა (ალპურ ზონაში ვართ) . ხოდა დავიწყეთ ნაპრალებში ბოდიალი და იქნებ სადმე თოვლი ვნახოთ მეთქი და გავდნოთ ან რამეთქო სადღაც 4 საათი მტაში ბოდიალისას ძლივს მივაგენით თოვლს უკვე ჭიანს სამწუხაროდ მარა რას იზამ კაცს რო მაგრად გწყურია ხოდა იქ რაღაც ავავსეთ ბოთლებიდა დავბრუნდით უკან. ნუ იმ ღამეს კოცონი დავანთეთ მაგარი ვიცინეთ საკაიფო რამეებიც ვილაპარაკეთ და შევარდით კარავში დასაძინებლად ნუ იქ რათქმაუნდა 2 საათი ანეკდოტებს ვყვებოდით და ამ დროს უცებ მაგარი წექაქუხილის ხმა გასიმა და ცა განათდა რა. ნუ იყო საშინელი წვიმა და ქარი კინაღამ წაგვლეკა ბლიად ეს ცხენი გარეთ დაბმული რო გვყავდა შეშინებია და აუწყვეტია.
III დღე:
ყველაზე **** დღე.
მთელი დღე ცხენს ვეძებდით და ძლივს ვნახეთ რაჭაში იყო გადასული

ნუ იმ საღამოს სამაგიეროდ მწყემსებს გადავაწყდით და ისეთი არაყიო დაგვალევიეს ორი დღე ვერ ვლაპარაკობდით
IV დღე:
შეუდექით ასხის მწვერვალისკენ გზას. ნუ რათქმაუნდა სხის კლდე აქიდან კი ჩანდა მარა გადავივლიდით ერთ გორას მეორე იჩითებოდა და რავი ასე ძლივს ავედით რა მაგარი დააჭირა თან მზემ. მერე ზემოთ ვაბშემ საკაიფოდ გაიჩითა თოვლი და 11 აგვისტოს მაგარი ვიგუნდავეთ რა
V დღე:
ნუ ჩამოვედით ისევ კარავში და მოვედებით რა ყველაფერს ყველგან ჩავდიოდით რაგაც მაგარი მინი კლდეები იჩითებოდა 20-30 მეტრის სიმაღლის და აცოცებაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და რავი მოკლედ მაგარს ვერთობოდით რა პახოდუ ულამაზეს ბუნებაში.
VI დღე:
ნუ ჩავალაგეთ ბარგი და დავაწექით უკააან შეუარეთ ცხენისწყალსაც გზაში მაგარი ვიბანავეთ ბაბუსთან დავბრუნდით სოფელში სადღაც 5 საათი იქნებოდა და ბაბუ გვეუბნება რო ახლოში არის მაგარი ძველი ეკლესია სადღაც 8-9 საუკუნისო ნუ გადავედით რა ამ ეკლესიის საძებნად ნახევრად დანგრეული იყო რა რო მივედით და მთლიანად სუროში და ხეებში იყო გახვეული და აჰა აქ იყო ძაან მაგარი რაღაც იქ ვნახეთ უამრავი ადამიანის ძვლები დამარხული თავის ქალები და ათასი რამ. სამწუხაროდ ამ ეკლესიაში 1 სურათის გადაღება ძლივს მოვასწარით ვიდეოც დაჯდა და აპარატიც.
VII დღე:
ქე წამევედით სახში
სურათებს დავდებ მალე
