ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by lama » 26 მაი 2008, 23:39

მეგობრებო დავბრუნდით!!!!!!!!!!


ამ ძალიან საინტერესო მოგზაურობადაკარგვაპოვნაწვიმასეტყვა

ლაშქრობიდან
ვიყავით სულ:


1) A12
2) jnosy
3) archili
4) XAO
5) namcecuna
6) chai
7) gvamera (ციცქა)
8) ნონიკო
9) Vuudo
10) ketuna4
11) jaba (ketuna4-is pliusi)
12) Trulala
13) teo001
14) dato (vuudo-s pliusi)
15) მინდია
16) ნოდარი
17) ამირანი
18) N67
19) Zgarbi
20) სანდრო
21) ნიკა ლეკიშვილი
22) Tamusia
23) lama

ძალიან საინტერესო ლაშქრობა გამოგვივიდა

ნამდვილად ექსტრელალური

პარასკევს, 23 მაისს ჩავედით სოფელ ზანავში (ბორჯომის რაიონი) გადმოვედით მარშრუტკიდან და შევუყევი9თ ფანრებით კოტეჯისაკენ მიმავალ გზას :) როგორც იქნა 20 წუთის შემდეგ მივადექით კოტეჯს სადაც ავანთეთ დიდი კოცონი, გავშალეთ სუფრა და ”შევუბერეთ”.... :::):):):):)

ლუდს არაყი ენაცვლებოდა - არაყს წყალი და წყალს კიდევ; ოლივიეს ფირმის მაიონეზი :):):):):):) ასე განვაგრძეთ და იმდენი ვიცეკვეთ ღამის 3 საათამდე სანამ ნათურა არ ჩავტეხეთ ცეკვა-ცეკვით :):):):):)

როგორც იქნა დავწექით და გათენდა მეორე დილა :)

ვიმღერეთ და უნდა გავსულიყავით და მამუკაც მოვიდა ჩვენი უსაყვარლესი მეგობრის კავკასიკას თანამშრომელი და ამოიტანა მარკერი (გზის მარკირებისთვის კონკრეტულად მეოთხე ბილიკისთვის :):):):):):) )

მარკერთან ერთად მოიყვანა ურალის დიდი მანქანა 3 ხიდიანი და ჩვენც რაღა დაგვრჩენოდა დავაჯექით და გავემართეთ სამანქანო გზით ტყეში... ეჰ რა ვიცოდი უკან დაბრუნება რომ მომიწევდა რამდენიმე საათში :):):):)) (იხ. ქვემოთ)

მოკლედ შევყარეთ ზურგჩანთები და გავემართეთ სამანქანო გზის დასასრულამდე მთა დედაბერის ძირისაკენ :) ძალიან რთული მონაკვეთები გავიარეთ და როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს... :)

ჩამოვხტით. უცებ სუფრა გაიშალა. წავიდა სმა ჭამა დიდად შესარგი, რასაც - არაყი ლექსი, სიმღერა და სადღეგრძელოები მოჰყვა.... ავდექით უნდა დავძრულიყავით ფეხით დედაქბერას მთისკენ მაგრამ ჰოიიიი ბედის ირონია ხარ თუ ბედუკუღმართობა ვიგრძენი (ჯერ) და მერე დავრწმუნდი, რომ ფული და მთელი ჩემი ძვირფასეულობა მათ შორის ბანკის პლასტიკური ბარათი კოტეჯში ჩვენგან 8 კმ-ში დამრჩენია

ეეეჰჰჰ ჩემ თავს ვუთხარი: თავი რატომ არ დაგრჩა მეთქი და დავიძარით მე და ნიკა და ამ დროს კეთილმა მძღოლმა ნუგზარ რაზმაძემ შემოგვთავაზა მე ჩაგიყვანთ ცოტა გზაზეო და მერე თქვენ ჩადით და ამოიტანეთ დარჩენილი საფულეო კაითო ასე ვუთხარით და წავედით ჩავედით ამოვიტანეთ ჩემი ფული და ძვირფასეულობა და დადგა კიდეც 12:30 საათი მთლად გვიანიც არ იყო მაგრამ აშკარა იყო ის, რომ უნდა გვეჩქარა.

დავიძარით.

შევუყევით ულამაზეს ტყეს და ჩვენდა გასაოცრად დედაბერას ფერდობებზე თოვლი საერთოდ აღარ იდო :(

გზადაგზა ვნომრავდით მეოთხე მარშრუტს :):):):):):):):) (სერიოზულად ვნომრავდით. ხუმრობა იქით იყოს... მერე აგვერია გზა თორე თავიდან სწორად მივდიოდით :):):):) )

ავედით ”დედაბერაზე” (1836 მეტრი ზღვის დონიდან) და სამწუხაროდ აქაც არ გაგვიმართლა (კავკასიონი არ ჩანდა ღრუბლებში გვემალებოდა :( ) გავჩერდით დედაბერაზე და დავიძარით ქვემოთ, სოფელ ნუნისისაკენ...

მამუკა (თუ არ მეშლება სახელი) მიგვიძღვოდა წინ თავის ერთ უფროს მეგობართან ერთად (სახელი აღარ მახსოვს:() და გვასწავლიდა გზას ჩვენც მივდიოდით მასთან ერთად და თან ვნომრავდით მეოთხე მარშრუტს...

ამ დროს მამუკამ და მისმა მეგობარმა გვითხრეს: ჩვენ უნდა ჩავოიდეთ ისევ სოფელ ”ზანავშიო” და აწი თქვენ გააგრძელეთ გზაო თან ხელითაც მიგვანიშნეს თუ საით უნდა წავსულიყავით. ჩვენც დავუჯერეთ მათ და გავემართეთ თავდაჯერებულები და აი აქ უკვე წავიდა ქაოსის მაგვარი სიტუაცია ჯგუფის ზოგიერთი წევრი ჩამორჩა და სწორ გზაზე წავიდა ზოგიერთი კი არასწორზე და ბოლოს აღმოჩნდა რომ გზა უმრავლესობამ არ იცოდა (მე ნამდვილად არ ვიცოდი მეორედ ვარ ამ მარშრუტზე ნამყოფი და მეორედ დავიკარგე:)) მარა ძალიან ლამაზად მახსოვს შარშანდელი ჩვენი დაკარგვაც და ახლანდელიც :::::):):):))

მოკლედ....

დავიკარგეთ!!!!!

მოვდივართ ძალიან ციცაბო ფერდობზე მე და ნონიკო და ნამცეცუნა ერთად დანარჩენები მოდიან ჩვენგან 10 - 15 მეტრის რადიუსში მაგრამ ერთი ნაბიჯის გადადგმას 1 წუთი უნდებით.

დრო იწელება...

ღამდება...

დაღამდა...

დაგორდა ნოდარი...... (ბეწვზე გადარჩა)

დაგორდა ჯნოსი ...... (ხემ გადაარჩინა)

დაგორდა ნიკუშა ....... (ქარაფთან შეჩერდა უფლის წყალობამ იხსნა იგიც და ჩვენ ყველანი)

დაგორდა ნამცეცუნა...... დავიჭირეთ მე და ჯნოსიმ

დაგორდა ნონიკო..... ფეხით დავიჭირე

ჯნოსი ქვემოთ დაეშვა გიორგისკენ (ა12) და ამასობაში კარავი გადაუვადა ხევში, რომელიც 15 წუთში ნიკუშამ (ნ67) იპოვნა... (მადლობა ნიკუშას ყველაფრისთვის)

ყოველ წამს საშიშროებას ველოდი....

მაგრამ კავკასიკა მოვიდა თავის 2 მეგობართან ერთად და მათმა მოსვლამ ჩვენ ძალიან დიდი იმედები ჩაგვისახა და მოგვცა ძალი და უნარი სირთულის დაძლევისა

გოგოები ვერ შეძლებდნენ გადმოსვლას თუ არა კავკასიკა და მისი მეგობრები...

ჩვენ დარჩენას ვაპირებდით :)

აი რა მესიჯები მომდიოდა შუა ღამისას ტყეში :

GAMARJOBA SAKARTVELO:
”მკდ, კავკასიკას ტელი გათიშული აქვს. მაინც მისი ნომერია: 855 ..... აღარ გადაადგათ ნაბიჯი. გათენებას დაელოდეთ სამაშველო თუ საჭირო იყო, დაგეხმარებით. აკუმულატორებს გაუფრთხილდით”

GAMARJOBA SAKARTVELO:
877 .. .. .. Trulala

xatia-23
რას შვრებით, როგორ დროს ატარებთ? (არ იცის რომ ტყეში ვართ გაჭედილები კარაველი არააა :):):))

ketuna4
ლამ, მაგრად ვნერვიულობ და რა ხდება დაგირეკავთ და მითხარი თორემ ვნერვიულობთ

kotetbeli
მე-5 კლასიდან ვიცი, ნაღდად ვიცი, რომ დედამიწა მრგვალია და სულ პირდაპირ იარეთ ----------------------------

kotetbeli
აბა რას შვრებით? ხვალ ჩამოდიხართ გუშინ სიზმარში გნახეთ, ვითომ დაკარგულები იყავით და დინოზავრები დაგდევდნენ ........

მოკლედ აი ასეთი მესიჯები მომდიოდა :)

ხო და გამხნევებულები შევგროვდით ერთ ადგილზე და დავეშვით წვიმასა და ჭექა-ქუხილში ბილიკისკენ, რომელიც ჩვენგამ ქვემოთ დაახლოებით 500 მეტრში იყო .....

ძალიან ციცაბო დაღმართზე ვიარეთ და სქელი დეკისმაგვერი ბალახი რომ არ ყოფილიყო ამოსული ჩვენ 1% შანსიც კი არ გვექნებოდა გადარჩენის

უფალი მოწყალეა და როგორც იქნა ჩავედით დილის 5 ის ნახევარზე

დაღლილები მივედით მონასტრის კელიებში და იქ შევისვენეთ... მამაოსგან კურთხევა ავიღეთ და მონასტრის ქვემოთ გავშალეთ კარვები. მცირედ წავიხემსეთ დაღლილებმა და შევედით ჩვენს კარვებში მე სულ 4 საათი მეძინა.. დილის 9 საათზე სიცხემ გამომაღვიძა... მზე უკვე ამოსულიყო და თავისი ძალუმი სხივებით ახურებდა კარვის კედლებს ::::):):):):):):):) მეც ავწიე თავი შევხედე ნამცეცუნას... ეძინა და გამოვედი გარეთ მეგობრებს მივესალმე და მივედი ჩაის დასალევად

დავლიე ჩაი... გავიდა 30 წუთი ცაზე ავიუხედე და სადღაა მზე :(:(:(:(

სულ მთლად მოღრუბლულიყო...

გადავწყვიტეთ წავსულიყავით მინდორზე და იქ გაგვეშალა ბანაკი...

ავიშალეთ.. დავიწყეთ მინდვრისკენ სიარული... წამოვიდა წვიმა რასაც ხოშკაკალი (”ხოშკაკალი ესე არს სეტყვა” ს.ს. ორბ.) მოჰყვა.. დავსველდით ძალიან ძალიან ძალიან !!!!!!!!!!!!!!!!!

ნაწილმა გადაწყვიტა ბერების გამოქვაბულებში გაეთენებინათ ღამე ნაწილი კი მინდორზე გავჩერდით გავშალეთ კარავი დიდი და კარვები (2) მცირე

შევედი მცირეში გამოვიცვალე სველი ტავისამოსი შევძვერი საძილე ტომარაში. აღვიდგინე ტემპერატურა და გავედი დიდ კარავში და დავიწყე მეგობრებთან ერთად სიმღერა და დროსტარება ძალიან ლამაზი და მხიარული საღამო და ღამე გავატარეთ 10 კაციან კარავში ერთად 12 - მა კაცმა ბევრი ვიცინეთ ვიმხიარულეთ და ა.შ. .........

გათენდა დღევანდელი დილაც ადგომა ყველას გვეზარებოდა მარა მაინც ავდექით ნისლი იყო და ოდნავ ცრიდა

გიორგიმ ცეცხლი დაანთო ავადუღეთ ჩაი დავლიეთ ვჭამეთ და გამოქვაბულელებს დავურეკეთ და შევუთანხმდით გასვლასა და შეხვედრაზე :)

შეხვედრის ადგილი მამათა მონასტერი იყო .....

ასეც მოხდა შუადღის 2 საათზე შევიკრიბეთ ნუნისის მამათა მონასტრის ეზოში და გადავწყვიტეთ დავძრულიყავით სოფლისკენ

მანამდე მე, ჯნოსიმ, ამირანიმ და ციცქამ გადავწყვიტეთ გვეგალობა და ავედით

ვიგალობეთ პატრიარქის: ”წმიდაო ღმერთო” ; ”ქრისტე აღსდგა” (სვანური) ;
”მრავალჟამიერი”

გამოვედით ტაძრიდან და წამოვედით ფეხით სოფელ ნუნისამდე, რომელიც მონასტრიდან სულ რაღაც 1 კილომეტრშია.... ჩავსხედით მარშრუტკაში და ჩამოვედით სოფელ მოლითამდე... გზაში გიორგი დავტოვეთ სოფელ ჩრდილში დეიდასთან დარჩა (ა12)

ჩამოვედით მოლითში და დავსხედით მატარებელში და 3 საათში ანუ 7 ის 15 წუთზე ვიყავით თბილისში, რკინიგზის სადგურის პირველ ლიანდაგზე :)):):):):)

ძალიან დიდი მადლობა ყველას !!!!!!!! ყველას!!!!!!! ყველას!!!!!!!!

ვგრძნობდი თქვენგან დიდ მხარდაჭერასა და მხარში დგომას

და არა მარტო მე არამედ ყველანი იქ მყოფნი

მეამაყებით


გაიხარეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Last edited by lama on 27 მაი 2008, 11:56, edited 2 times in total.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by kotetbeli » 27 მაი 2008, 00:04

მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით დაბრუნდით! :)




ბანკის პლასტიკური ბარათი კოტეჯში ჩვენგან 8 კმ-ში დამრჩენია

ხო გეუბნებოდი, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ბანკომატები ჯერ არ დაუდგამთთქო?.. :roll:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by GOGONA » 27 მაი 2008, 00:15

მადლობა უფალს! :)
Who is John Galt?

User avatar
ნონიკო
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 19 მარ 2008, 13:09
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by ნონიკო » 27 მაი 2008, 01:30

ყველას დიდი მადლობა გამხნევებისთვის, მადლობა ირაკლის (guruli), რომელიც ძალიან მამხნევებდა ტელეფონით, კავკასკას, ეგ რომ არ მოსულიყო ღამის გათენება იქ მოგვიწევდა :( ან საერთოდ როგორ ჩამოვაღწევდით იქიდან არ ვიცი, მადლობა უფალს ყველა უვნებლად ჩამოვედით.

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by Katy » 27 მაი 2008, 01:44

mokled, mteli karavi es 2 dgea mxolod porjomi-xaragaulis karvelebze da mat lashqrobaze laparakobs! :)

kargia rom mshvidobit dabrundit, axla velit fotoebs..
nacili ki daido da kidev gvinda! :)

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by Katy » 27 მაი 2008, 01:45

mokled, mteli karavi es 2 dgea mxolod porjomi-xaragaulis karvelebze da mat lashqrobaze laparakobs! :)

kargia rom mshvidobit dabrundit, axla velit fotoebs..
nacili ki daido da kidev gvinda! :)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by namcecuna » 27 მაი 2008, 09:14

ზღაპარში ვიყავით, მართლა ზღაპარში...

რა ხედები იყო, რა ჰაერი, რა ხმაზე გალობდნენ და ჭიკჭიკებდნენ ეს პატარა უჩინარი ჩიტები, რა სიმწვანე იყო გარშემო, რომ იცოდეთ :)

ფიჭვებს (თუ ნაძვებს :roll: :oops: ) ახალი წიწვები ემატებოდათ და პირველად ვნახე-არშიასავით შემოვლებული ხასხასა მწვანე წიწვუკები, თითქოს გამოპრანჭულები დაგვხვდნენ და კეკლუცობდნენ ჩვენს წინ :) ულამაზესი იყო...
ისეთი ბუნებაა, ჩარჩენა მოგინდება, გვირილებით გადაჭედილი მინდვრები, ნისლი რომ დაცურავს ჰაერში, გამთენიისას განსაკუთრებით ლამაზია ეს ყველაფერი...

წევხარ მინდორზე, ხედავ ცას, შემოჯარულ ხეებს, გესმის ჩიტების ჭიკჭიკი და ფიქრობ-მგონი სამოთხეში ვარ :)

კიდევ მინდა, ძალიან ძალიან კიდევ მინდა :)

ამბებს ცოტა მოგვიანებით დავწერ, ახლა სამსახურში წასასვლელად უნდა მოვემზადო...

ჰოო, დავუბრუნდით ჩვეულებრივ გზას-რაღაც გაუწონასწორებლად დავდივარ :D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by Mta Mkvarebia » 27 მაი 2008, 10:07

მართლა სერიოზულად შეგვაშინეთ, ახლა კი ლამას პოსტს რომ ვკითხულობ, მეცინება. ჰოო თავმოყვარე კაცი ლაშქრობაში პლასტიკური ბარათის გარეშე არ უნდა მიდიოდეს რა :wink:
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5041
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by Nika » 27 მაი 2008, 10:08

ლოოოოლ აი ხო ვეუბნებოდი არჩილს ლამა მოდის მეთქი და შანსი არაა არ დაიკარგოთ თქო. თან ჯიპიესი ზედ ჩაწერილი ტრეკით და რუკებით ჰქონდა.

ანდა მარელისი კი არა მოლითი იქნებოდა ბოლოს მატარებელზე რომ დაჯექით.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by lama » 27 მაი 2008, 10:24

Nika wrote: ანდა მარელისი კი არა მოლითი იქნებოდა ბოლოს მატარებელზე რომ დაჯექით.
კი მოლითი იყო

შემეშალა

უკაცრავად

ველი ფოტოებს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tsitska
ბილიკზე მოარული
Posts: 59
Joined: 14 მაი 2008, 18:39
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by Tsitska » 27 მაი 2008, 10:26

მოკლედ მაგრად დამამახსოვრდა რა ეს პახოდი.
კაი ხანიც არ დამავიწყდება.
თან ჩემი პირველი ლაშქრობა იყო
ფეხები სულ დაჩეხილი მაქვს, შორტი მეცვა :(

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by ZVIOSULI » 27 მაი 2008, 10:28

მოკლდ უცემოდ არ გაიშვებით რა.....

ხოდა დაკარგვის ისტერიკებო, შიშები, კივილები და ღრიელები ა საშუინელებების რატო არ ყვებით მენა ეგენი მაინტერესებს..............
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by Jnosy » 27 მაი 2008, 10:46

lama
კარგად აღწერე
კარგია...
ყველამ ეგრე დაწვრილებით რომ აღწეროს, არც არაფერი არ დაგვავიწყდება არასდროს :)

ძააალიან დიდი მადლობა აქედან მხარდაჭერისთვის
ვინ არ დამირეკა, ზოგი მხოლოდ 2-3 - ჯერ მყავდა ნანახი...

ბოლოს ნუცამ (გოგონა) გვამერას (ციცქა) ნომერზე მომაგნო...
იიიიმდენი ზარი შემოდიოდა რომ ტელეფონი დავკარგე :lol:
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by tiko_r » 27 მაი 2008, 10:59

როგორ მინდოდა მეც თქვენთან ერთად დაკარგვა.... ვგიჟდები მსგავს იქსტრიმზე... გული დამწყდა რომ ვერ წამოვედი

ერთი ლამასთან ერთად უნდა წავიდე როგორმე ეგეთ გრძელ ლაშქრობაში.... სეტყვებით და მთელი ამბებით :D

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5041
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგულები :)

Post by Nika » 27 მაი 2008, 11:27

tiko_r
kus tbaze sTxove mokleTi agiyvanos. mandac daikargeb :lol: :lol: :lol:
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]