ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 მაი 2008, 09:35

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი, მცხეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ზედაზენი

3. ხანგრძლივობა:
1დღე

4. სირთულე:
ზერთული

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
საგურამო.

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ზედაზენი 26 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
11 კმ

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ზედაზნის მამათა მონასტერი

9. საბანაკე ადგილები:
მონასტრამდე 1-2 კმტში, გრუნტის სამანქანე გზიდანვეა ტყეებში შესასვლელები და რამდენიმე
ადგილას საბანაკე და საქეიფო ადგილებია მოწყობილი.

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სბანაკე ადგილებში წყაროა.
აგრეთვე, მონასტრამდე 2 კმტში, გრუნტის გზის პირასაა წყარო.
მამათა მონასტერში ჭის წყალია.

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
ფეხით მოსიარულეთათვის მოცურების თუ მოსრიალები საწინააღმდეგო ფეხსაცმელი აუცილებელია.
კედები და სხვა ბრტყელძირიანი ფეხსაცმლით ლაშქრობა ყოვლად დაუშვებელია.

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
სოფელი საგურამოს მოსახლეობა,
საგურამოს ნაკრძალის ადმინისტრაცია

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს.
ჯვრის მონასტერი 10 კმტში,
საგურამოს ნაკრძალი 2-4 კმტიან რადიუსში,
ან საგურამოს ახალი ეკლესია 7 კმში,
აგრეთვე, თავად მცხეთა-ქალაქი თავისი ღირსშესანიშნაობებით

14. რუქა:
http://www.geocities.com/revaz2002/zedazeni/map.htm

_________________

შენიშვნის სახით:
ზედაზენზე მანქანით წამსვლელთა საყურადღებოდ:
ნაწვიმარზე დაბალი გამავლობის მანქანას გრუნტის გზის მე3 კმიტან ასვლა უჭირს.
შემდეგ გზა მონასტრამდე ისევ უმბჯობესდება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 მაი 2008, 09:42

ნამეტანი ექსტრემალური ლაშქრობა გამოგვივიდა.
მინიბუსის მძღომა მკ გზას გასწავლითო.
მიგვიყვანა საგურამოს ნაკრაძლის ერთ-ერთ შესასვლელთან აქედან ხევი-ხევ ადით და 4 კმტში ზედაზენს მიადგებითო.

ვერც ხევი ვიპოვნეთ, ვერც ბილიკი, მაგრამ გვარიან ექსტრემალურ ღრეებში კი ვიარეთ და 11სთზე დაწყებული ლაშქრობა ზედაზენზე 5 სთზე დავასრულეთ.

აი, ერთი კადრი ამ რთული ლაშქრობიდან.
Image
ისეთი ფერდობი იყო, 4ით უნდა გევლო.
თან მცურავი მიწა იყო.

ყველამ წარმატებით ჩააბარა გამოცდა.
არც არავის დაუწუწუნია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by ნიმფა » 26 მაი 2008, 09:56

ძალიან რთული იყო, მაგრამ ბოლოს ძალიან სასიამოვნო,
რადგან მიზანს მივაღწიეთ!!! :D

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 26 მაი 2008, 10:41

ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება-ო!

მაშ ასე....
დილით 9:30 შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან...
გამარჯობა საქართველო
ნაია
ნაის პლიუსები
თიკო -რ
თიკო-რის პლიუსები
პოპონს & გეგა
ლიკაკოო
კოლხი გოგო
მაკენა
ნინუკალა
დავითი
დავითის + გიორგი-დენი
ნიმფა
და მე....
დიდი ფიქრი და სჯა ბაასი არ დაგვიწყია, ოპერატიულად დავიქირავეთ მინიბუსი და ამაღლებული განწყობით გავემართეთ სალაშქროდ.
აქვე მინდა გითხრათ რომ ამ ლაშქრობაში გვახლდა 4ფეხა მეგობარი DENI, საკმაოდ ჭკვიანი ცუგა...

ჩვენი მინიბუსის მძღოლმა ბატონმა დავითმა, მიგვიყვანა ზედაზნის ნაკრძალის ერთ-ერთ შესასვლელთან და გზის მინიშნების შემდეგ დაგვემშვიდობა, თან სასიამოვნო ლაშქრობა გვისურვა :!:

დიდ კარავს წინ გრანდიოზული ლაშქრობა ელოდა....

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by ნინი_85 » 26 მაი 2008, 12:49

ვა, ყოჩაღ! აი მესმის ექსტრიმი :)

პირველად ზედაზენზე მეგობრებთან ერთად წავედი მცხეთის რკინიგზის სადგურიდან. გზა არ ვიცოდით და დავადექით პირდაპირ მთას, აგერ იქითაა მოსანტერი და პირდაპირ ავიდეთო. არც კომპასი გვქონდა, არც მობილურები. ინტუიციით ვიარეთ 4 საათი და მონასტერს მივადექით, მერე აღმოჩნდა რომ საგურამოდან სამანქანო გზა ამოდის, გაცილებიტ მოკლე და ადვილად სავალი. თუმცა არ გვინანია რომ იმ გზის არსებობა არ ვიცოდით. მართლაც დაუვიწყარი იყო, ექსტრიმით სავსე, აი ლაშქრობა მართლა მაგას ჰქვია.


ველი თქვენი რეპორტაჟის გაგრძელებას, დარწმუნებული ვარ ძალაინ საინტერესო და სახალისო იქნებოდა ;)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by Mta Mkvarebia » 26 მაი 2008, 13:01

ეს რა მოგსვლიათ? მართლა ექსტრიმის სეზონი დაიწყო კარავზე.

აბა ველით გაგრძელებას.
Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 26 მაი 2008, 13:06

საგურამოდან მიმავალი გზა ზედაზნამდე არის საგურამოს ნაკრძალი...
ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია ულამაზესი ტყით და ქვაბულებით(სამწუხაროდ ჩვენ არ გვინახავს).
ნაკრძალის სავალი გზიდან მიდის რამოდენიმე ბილიკი ზედაზენზე, ეს ის გზაა რომელიც ტაძართან მიგიყვანთ, მთავარია "დუხამ ნი პადაც" :wink: .
დამეთანხმებით არაფერი სჯობია პაპანაქება სიცხეში ტყეში ხეტიალს.
სიოც სასიამოვნოთ გველამუნებოდა მზით გათანგულ სხეულზე.
ჩიტები ჟღურტულებდნენ...
კარავი კი მიიწევდა წინ...
მაკენა გვიხსნიდა მცენარეების სახელწოდებას.
ტყეში ვიდრე შევიდოდით ჯერ ნაკრძალი გულდასმით დავზვერეთ...
აქ ისეთი მწვანე იყო ყველაფერი...ეს სულ სხვანაირი სიმწვანეა, ველური სიმწვანე,ხასხასა...
აქ არ შეიძლება სიცოცხლე არ გიყვარდეს,
გინდა ყველაფერს ხელით შეეხო და დარწმუნდე რომ სულიერია...
ირგვლის ყვავილები ბატონობდნენ და ალამაზებდნენ გარემოს...
აქ ჰაერიც სულ სხვა იყო, უფრო ცივი,უფრო სუფთა და გაზავებული, სოკოს სურნელი მოსდებოდა არემარეს.
კარავი კი მიიწევდა წინ....


ეს არის ერთ-ერთი კარველი, მზვერავი და აბა ვინ არის?

Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 26 მაი 2008, 13:11

ეს არის....
ეს არის გენიალური ადამიანი, ვაჟკაცი, კაცი!

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by guruli » 26 მაი 2008, 13:12

GAMARJOBA SAKARTVELO
ვერც ხევი ვიპოვნეთ, ვერც ბილიკი, მაგრამ გვარიან ექსტრემალურ ღრეებში კი ვიარეთ და 11სთზე დაწყებული ლაშქრობა ზედაზენზე 5 სთზე დავასრულეთ.
საღოლ - კარგად გივლიათ. :lol: :lol: :lol: 11-დან 5 საათამდე კარგი მოსიარულე საგურამოდან ზერდაზენს კი არა, თბილისიდან ლიხის ქედს მოიტოვებდა უკან. :lol: :lol: მაგრამ ექსტრიმი ხომ იყო და მთავარი ესაა, თუმცა მაგ ექსტრიმსაც მე ვერ დამაბრალებთ - არ გამიცილებიხართ. :D :D

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 26 მაი 2008, 13:13

ეს არის....
ეს არის გენიალური ადამიანი, ვაჟკაცი, უფრო დიდი კაცი! :wink:

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by qvevri » 26 მაი 2008, 13:14

აქ ისეთი მწვანე იყო ყველაფერი...ეს სულ სხვანაირი სიმწვანეა, ველური სიმწვანე,ხასხასა...
აქ არ შეიძლება სიცოცხლე არ გიყვარდეს,
გინდა ყველაფერს ხელით შეეხო და დარწმუნდე რომ სულიერია...
ირგვლის ყვავილები ბატონობდნენ და ალამაზებდნენ გარემოს...
აქ ჰაერიც სულ სხვა იყო, უფრო ცივი,უფრო სუფთა და გაზავებული, სოკოს სურნელი მოსდებოდა არემარეს.




:D გლდანის მერე ყველაფერი ლამაზად მოგეჩვენებოდა აბა რა იქნებოდა :D :D :D
(რა კარგია რომ მეც გლდანში არ ვცხოვრობ) :D :D :D

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 26 მაი 2008, 13:19

ესეც ჩვენი DENI.
ჭკვიანი ჩინური დარაჯი(აქაც ჩინური :lol: ), პატრონის ყურმოჭრილი მონა და ბევრი კარველის იმედი....


Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by qvevri » 26 მაი 2008, 13:23

ამ ძაღლსთავი ბრტყელი რატომ აქვს თავზე მანქანამ გადაუარა? :?:

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 26 მაი 2008, 13:25

ესეც ჩემი ფავორიტი ყვავილები...


Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ზედაზენი ექსტრემალური ლაშქრობით 2008ის 25 მაისს

Post by legenda » 26 მაი 2008, 13:28

რაც მართალია მზე უმოწყალოდ წვავდა, თუმცა....

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]