983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by qvevri » 16 მაი 2008, 23:53

მივლინებაში ალბათ ყველანი ყოფილხართ :roll: მინდა გითხრათ, რომ პირადად, მივლინება ხშირად მიწევს და ამ მხრივ ძალიან საინტერესო სამსახური მერგო. ჩემი ყველა გასვლა ძალიან საინტერესოა, მითუმეტეს, რომ ეს არის ჩემი საყვარელი საქმე. სიტყვამ მოიტანა და საქმეზე გადავალ: ამ რამოდენიმე დღის წინ დასავლეთში მომიწია მივლინებით წასვლა, იქაური(გურია-იმერეთი) მევენახეებისათვის დარგობრივი სემინარი უნდა ჩამეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა შიგადაშიგ რაღაც-რაღაცეების ნახვაც მოვახერხე. იმისათვის, რომ რეპორტაჟი ძალიან მშრალი არ გამომივიდეს გთავაზობთ მის შეძლებისდაგვარად სრულ ვერსიას სემინარიან-გზიან-ეკლესიებიანად. მარშრუტი: თბილისი--კვარიათი--ოზურგეთი--თერჯოლა--თბილისი.
როდესაც დაბრუნებულმა სპიდომეტრს დავხედე აღმოჩნდა, რომ
Image
ამჟამად საქართველოში ვაზის ყვავილობის დროა :P ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი დრო. ამ დროს ბუნებაში თითქოს არაფერი არ ხდებაო, მაგრამ არავინ მოგატყუოთ...
Image
სემინარის მსვლელობისას...
Image
სემინარის დასრულების შემდეგ დავათვალიერე რამოდენიმე მეურნეობა
Image
ჩხავერის ვაზი
Image
ჩხავერის ღვინო
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by qvevri » 17 მაი 2008, 00:03

შემდეგი მეურნე რომელიც ძალიან ლამაზ ადგილას ცხოვრობს.
Image
ეს მისი ვენახებია: ალადასტური და ცოლიკოური
Image
ვენახებში აღინიშნებოდა ვაზის ტკიპა, რომლის დაზიანებაც ესე გამოიყურება
Image
ეს კი მისი მარანია. აი ესეთი არ უნდა იყოს მარანი :( :!: :!: :!: დააკვირდით: კაფელის საწნახელი, სპირტის "ბოჭკები" და ა. შ.
Image
შესაბამისად ღვინოც ვერ იყო ისეთი ქე რო უნდა ყოფილიყო
Image
Last edited by qvevri on 17 მაი 2008, 11:08, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by qvevri » 17 მაი 2008, 00:15

მაგრამ რაც შემდეგ ვნახე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთმა იქაურმა მითხრა აქვე ახლოს ერთი საინტერესო ადგილიაო, მართალია მე ჯერ იმ ეკლესიაში ნამყოფი არა ვარ, მაგრამ ამბობენ რომ მაგარიაო...
ეს არის სოფელი აჭი და ამავე სოფელში არსებული ერთი ძალიან ლამაზი და საინტერესო ფრესკებიანი ეკლესია. სავარაუდოდ აჭის ეკლესია მერვე საუკუნისაა, თუმცა არსებობს მეორე ვერსია, რომელიც ამბობს, რომ ეკლესია მეცამეტე საუკუნისააო.
Image
Image
Image
ასეთივე ჩუქურთმა მინახავს წუნდას ტაძარზე.
Image
ეს კი იქაური გოგონაა სახელად ნინო
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by qvevri » 17 მაი 2008, 00:20

ფრესკები, რომელმაც ძალიან მომხიბლა. ნამდვილად არ მოველოდე ასეთ სილამაზეს...
Image
მაცხოვრის ფრესკის აქეთიქით კედლებში პატარა ქოცოები აქვს ჩატანებული აკუსტიკისათვის.
Image
Image
წმინდა გიორგის ბორბალზე წამების სცენა :(
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by Mta Mkvarebia » 17 მაი 2008, 00:34

qvevri
ულამაზესია, სად არის დაწვრილებით გვითხარი, ძალიან მინდა ნახვა.

ალბათ ეკლესია მაინც მე-8 საუკუნისას ჰგავს, ასომთავრული წარწერებითაა შემკული, თან ბაზილიკურია :roll: შეიძლება ფრესკებია მე-13 საუკუნის. რას იტყვი?
Image


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by qvevri » 17 მაი 2008, 00:45

ეს კი დღეს ნანახი ეკლესია სოფელ შროშასთან. ამ ეკლესიას ეძახიან ქედის წმინდა გიორგის. ეკლესია ამჟამად დანგრეულია, მაგრამ ეტყობა რომ ძალიან მდიდრულად ყოფილა ნაგები. მოხატულიც ყოფია და რაც მთავარია გადახურული ყოფილა ფირუზისფერი ჭიქურიანი კრამიტით, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოჭიქული კრამიტი ადგილობრივი წარმოებისა იყო. ამგვარი რამ იმერეთში არსად არ მინახია, საერთოდ ჭიქური იმერერულ თიხაზე უიშვიათეს შემთხვევაში გვხვდება. ამგვარივე ფერის მოჭიქული კრამიტითაა დახურული კვეტერაც.
Image
ტაძარი, რომელიც მთის წვერზე დგას.
Image
აი ის რასაც ზემოთ ვამბობდი, მოჭიქული კრამიტი.
Image
ეს კი ალბათ უკვე მიხვდით ქვევრის ნარჩენია რომელსაც კედლებში აკუსტიკისათვის ატანდნენ, აქვე მოსჩანს მოჭიქული კრამიტიც.
Image
Last edited by qvevri on 17 მაი 2008, 11:12, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by qvevri » 17 მაი 2008, 00:49

ფრესკის ფრაგმენტი(ნაშთი)
Image
Image
ასე დასრულდა ჩემი კიდევ ერთი საინტერესო მივლინება დასავლეთ საქართველოში :D
Last edited by qvevri on 17 მაი 2008, 11:13, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by qvevri » 17 მაი 2008, 01:09

Mta Mkvarebia wrote:qvevri
ულამაზესია, სად არის დაწვრილებით გვითხარი, ძალიან მინდა ნახვა.

ალბათ ეკლესია მაინც მე-8 საუკუნისას ჰგავს, ასომთავრული წარწერებითაა შემკული, თან ბაზილიკურია :roll: შეიძლება ფრესკებია მე-13 საუკუნის. რას იტყვი?
ფრესკები მარლაც გვიანდელია ტაძართან შედარებით.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by Gvalva » 17 მაი 2008, 01:48

qvevri

ქვევრო, შენ, შენი პროფესია, საქმიანობა, ინტერესები და ნიკი ძაან ერთიანები ხართ!!

ხოდა, მევენახეებს შენნაირი ლექტორი რომ ჩამოსდით ქალაქიდან მაგრად გაუმართლათ!! სხვანაირებიც ჩადიან ხოლმე :)

როგორ დავიჯერო გურულებმა სიამაყით არ გამცნეს რომ აჭიჰესი, პირველი ელექტროსადგურია საქართველოში და ის დღესაც მუშაობს, (ნუ, მე რომ მაჩვენეს იმ დღეს მუშაობდა :) )


(ბოდიში ინდუსტრიული გადახვევიზა)

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by tiko_r » 17 მაი 2008, 10:23

რა მაგარია ქვევრო
მოკლე, კონკრეტული და საინტერესო რეპორტაჟი!!! :D

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by ilia » 17 მაი 2008, 10:59

qvevri
გაიხარე, ძალიან საინტერესო მონათხრობია, სხვა დროსაც გაგვიყოლე ხომლმე შენს მივლინებებში.
Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by Linda » 17 მაი 2008, 20:14

მარშრუტი: თბილისი--კვარიათი--ოზურგეთი--თერჯოლა--თბილისი.
vax kvariatshi venaxebi akvt?? :roll:

saintereso monatxrobia dzalian :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by qvevri » 17 მაი 2008, 21:32

ამ სურათით უნდა დამეწყო. პირველი კვარიათში ჩავედი.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
983.5 კილომეტრი ვაზისა და ღვინის გარშემო.

Post by Mta Mkvarebia » 19 მაი 2008, 10:50

qvevri
ნახე რა ვიპოვე აჭის შესახებ. თუ არ ვცდები ერთი და იმავე ტაძარზეა საუბარი :roll:

აჭის პატარა სოფელი ოზურგეთის ცენტრიდან 9 კილომეტრით არის დაშორებული. ეკლესია XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული და საშენ მასალად, ძირითადად, თლილი ქვაა გამოყენებული. ეკლესია გარშემოზღუდულია მაღალი, მყარად ნაგები ქვის გალავნით და სწორედ ამიტომ არის აზრი, რომ აჭის ეკლესია, ადრე მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა იყო. ისიც თვალნათლივ იკვეთება, რომ დროისა და ვითარების გამო, როგორც ეკლესია, ასევე, თვით გალავანიც, მრავალჯერაა აღდგენილ-გამაგრებული.

ეკლესიის უმთავრესი სიმდიდრე მისი ფრესკები და ასომთავრული წარწერებია. კედლების მოხატულობიდან ყურადღებას იპყრობს: “ჯვარცმა”, “ხარება”, “ღმრთისმშობლის მიძინება”, “ქრისტეს შესვლა იერუსალიმში”, “წმიდა მამები”...

აჭის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია საკმაოდ დიდხანს მდუმარებდა. უფლის მადლით ტაძრის ზარი 1991 წლის 21 ნოემბერს ახმიანდა. იგი ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა კონსტანტინემ (მიქელაძე) აკურთხა და ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გურამი (ბერბიჭაშვილი) დაადგინა.
აჭის წმინდა გიორგის ეკლესია (ოზურგეთის რ-ნი) მდ. აჭისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იგი დარბაზული ტიპისაა და ნაგებია კარგათ გათლილი ქვის სწორი კვადრებით. დასავლეთ და სამხრეთ კარის თავზე მოჩუქურთმებული ჯვრებია გამოსახული. სამხრეთ კარის თავზე ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: `წმიდაო გიორგი, მეოხ ექმენ პატრონთ საღირს რატის და უშანიანს და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აჭიელსა და გალატოზთა მიქელს და მხეციძესა~. ამ წარწერიდან არ ირკვევა ეკლესიის აგების თარიღი, მხოლოდ ქტიტორთა სვანური სახელით მოხსენიება გვაფიქრებინებს, რომ საქმე უნდა გვქონდეს სვანთა ერისთავების გურიაში დამკვიდრების პერიოდთან. არქიტექტურული ანალიზის შედეგადს დადგინდა, რომ აჭში მეორდება XI-XII საუკუნის მოტივები, მაგრამ მასში იყო XII საუკუნისთვის დამახასიათებელი ახალი სტილისტიკური ნიშნებიც. ხელოვნებათმცოდნეები აჭს XII საუკუნის მიწურულით ათარიღებენ. ეკლესია მოხატულია.
აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. სვიმონ II გურიელმა აჭი საწინამძღვროდ აქცია. ქაიხოსრო I მას უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია XVII საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმ. გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი.


კი, ნამდვილად ამ ტაძარზეა საუბარი, აი ფოტოც ახლდა

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]