ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by kotetbeli » 01 აპრ 2008, 18:43

გთხოვთ ამ თემაში დაპოსტეთ საინტერესო დღეობები, რომლებიც გაგიგიათ...
თან დაწერეთ წლის რომელ მონაკვეთში და რომელ დღეს ხდება აღნიშნული დღესასწაული :wink:


ან თუ რამე გსმენიათ საინტერესო ქორწინების, დღეობის, დაკრძალვის და ა.შ. ცერემონიებზე, ისიც დაპოსტეთ :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 აპრ 2008, 19:41

ვაჰ, კოტე, რამდენი ხანია, ამ თემის გახსნა მინდა და თემების შეგროვებას გადავყევი.

ვიცი რაღაც-რაღაც ჩვეულებები და მოგვიანებით გაგიზიარებთ.
ყველაზე დატვირთული დღეობები მარიამობასა და გიორგობის დღესასწაულებს უკავშირდება.
განსაკუთრებით კი, მთიან საქართველოში.
ქრისტიანული დღესასწაულების მიუხედავად, დღეობების უმეტესობა წარმართული სახისაა.

დანარჩენი გვიან...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by kotetbeli » 01 აპრ 2008, 22:24

GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარე გოგა! :))))
მეც ეგრე ვარ, ეხლა რამდენიმე საინტერესო დღეობაზე თარიღს ვადგენ და დავწერ მეც (თუშეთის დოღი-,,ხითანობა" შიგ ალაზანში, რომელიც Discovery-მ გადაიღო რამდენიმე ლის წინ ;))

გოგა, სხვა ამ თემის პოსტებიდან რომ ადვილი გადასაკითხი იყოს, მოდი სათაურები წითლად გავუკეთოთ დღეობებს, ოკ?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by გვალდა » 01 აპრ 2008, 23:39

რა საინტერესო თემა იქნება.

დალაგებულ-დამშვიდებულ-წერამონდომებულ განწყობაზე მეც დავწერ რაღაცეებს. ოღონდ ეხლა ვერ... :oops: :)
სვანეთოლოგი

User avatar
kambechovani
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 07 დეკ 2007, 13:48
Location: MIUNXENI :))
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by kambechovani » 01 აპრ 2008, 23:45

kotetbeli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარე გოგა! :))))
მეც ეგრე ვარ, ეხლა რამდენიმე საინტერესო დღეობაზე თარიღს ვადგენ და დავწერ მეც (თუშეთის დოღი-,,ხითანობა" შიგ ალაზანში, რომელიც Discovery-მ გადაიღო რამდენიმე ლის წინ ;))





da sad vnaxo es masala ? :)
hell was full... so i came back ;)

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by chuna » 01 აპრ 2008, 23:46

kotetbeli!
შენ გადაგიწყვეტია ჩვენ შენი სადისერტაციო თემა დაგვაწერინო! მაგარი მოფიქრებაა! თანაც იმ მოცულობის თემას შეჭიდებიხარ, მართლა კოლექტიურად თუ დავწერთ, თორემ შენი ერთი სიცოცხლე მაგას არ ეყოფა! :lol: :lol: :lol:
ჩვენ თანახმა ვართ!
მე ხევსურეთზე იშვიათ წიგნს გათხოვებ! ყამარაულის ეთნოგრაფიულ ნარკვევს! დაბადება, დაქორწინება, დამარხვის წესებზე, სალოცავებზე, დღეობებზე, ხატის კუთვნილ ტერიტორიებზე ყველაფერი დაწვრილებით წერია! ერეთი საუკუნის წიგნია!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by გვალდა » 01 აპრ 2008, 23:50

სადისერტაციო თემა
რაში ყოფილა საქმე :lol: ორმაგი ძალებით უნდა დავეხმაროთ ამხანაგ კოტეს ჭუნა მასწ. :lol: ჩვენც გავნათლდებით ერთი-ორად. 8)
სვანეთოლოგი

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by kotetbeli » 02 აპრ 2008, 01:21

chuna
გვალდა

არა არა, თქვენთან მაგის თქმა მომერიდებოდა? :D სადისერტაციო თემა შევცვალე :))))

უბრალოდ, მართლა დიდი ხანია მინდა ამ თემის გახსნა. ადრე გავხსენი, ოღონდ ვრცლად იყო და აქ მხოლოდ კონკრეტული თარიღი და მოკლე აღწერა რომ იყოს, უკეთესი იქნება მგონი :)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
bombora
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 30 ნოე 2007, 21:36
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by bombora » 02 აპრ 2008, 01:26

kotetbeli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
თუშეთის დოღი-,,ხითანობა" შიგ ალაზანში
აღდგომიდან მე-100 დღესაა ყოველთვის

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by kotetbeli » 02 აპრ 2008, 10:38

bombora
გამახსენდა, გაიხარე. აღდგომიდან მე-100 დღესთან რომელი კვირა დღეც უფრო ახლოს იქნება, თუშეთში იმ კვირა დღეს ტარდება ,,ხითანობა", დოღი, რომელიც ალაზანშივე მიდის.
Last edited by kotetbeli on 02 აპრ 2008, 16:11, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
bombora
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 30 ნოე 2007, 21:36
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by bombora » 02 აპრ 2008, 15:23

kotetbeli

თუშეთის კიდევ რა ტრადიციები გაინტერესებთ?

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by N67 » 02 აპრ 2008, 15:33

ერთი ახლავე გამახსენდა :)

რკონში და თეძამის ხეობის სხვა სოფლებში მარიამობაზე უფრო მეტი ზარ-ზეიმით მარიამობის კვირისსწორს ზეიმობენ.

საინტერესოა როგორ გაჩნდა ეს უცნაური ტრადიცია.....

28 აგვისტოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხოლო ერთი კვირის მერე
რკონის მიდამოები ევსება მთელი რაიონიდან მოგროვილი ხალხით.

ბოლოს იქ სწორედ ამ დროს ვიყავი და კარგად მახსოვს, მანქანების 2კილომეტრიანი რიგი იყო რკონამდე :)
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by გვალდა » 03 აპრ 2008, 22:39

სვანეთში კვირიკობის დღესასწაულით ("ლიგურკე", როგორც დღესასწაული, "ლაგურკა", როგორც სალოცავი) დავიწყებ და მერე უფრო არქაულებში გადავალ ნელ-ნელა.

სვანეთი რომ ეკლესიათა სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, ყველას მოგეხსენებათ, ყველაზე პატარა სოფელშიც კი აუცილებლად არის 2-3 ეკლესია, სხვადასხვა წმინდანის სახელზე აგებული. მაგრამ ამ ეკლესიათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სოფელ კალაში, მთის წვერზე აშენებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაა, რომელსაც სვანები "ლაგურკა"-ს უწოდებენ.
იმ 90-მდე უძვირფასეს ნივთთაგან (X-XIV საუკუნის დროინდელი ხატები, ჯვრები, ხელნაწერები...), რაც ამ ეკლესიაში ინახება, ყველაზე მნიშვნელოვანია "შალიანი"-ს ხატი, რომლის სახელსაც უშუალოდ ამ ტაძრის აგება უკავშირდება.
თქმულების თანახმად, იმერეთის მეფესთან სამუშაოდ ჩასულან სვანები, რომელსაც მათთვის გეგუთის მინდვრების მოთიბვა დაუვალებია. მათ შორის ყოფილა ერთ-ერთი კაცი, სახელად "შალიანი", რომელიც მეფეს შეპირდა რომ 100 კაცის მოსათიბს ერთ დღეში დათიბავდა მარტოდმარტო მის მიერ მოთხოვნილი გასამრჯელოს ფასად. მეფე დათანხმდა და შალიანისაც ერთ დღეში მოუთიბავს 100 კაცის მოსათიბი მინდორი და მეფისთვის სწორედ ამ ძვირფასი ხატის ბოძება უთხოვია. სვანეთში დაბრუნებული შალიანი მძარცველებს მოუკლავთ, ხატი გაუტაციათ და მისი დასაბინავებლად სწორედ ეს ეკლესია აუგიათ. ეკლესიისთვის ადგილი კი ასე შეურჩევიათ: შეაბეს უღელში მოძვრები და გაუშვეს. ეკლესია უნდა აეგოთ იქ, სადაც მოზვრები გაჩერდებოდნენ, და ამბობენ, რომ სწორედ იმ ადგილას შეჩერდნენო მოზვრები, სადაც ეხლა კვირიკეს ეკლესიაა. ააგეს ეკლესია, დააბრძანეს განძი და მას შალიანი ხატი უწოდეს

წმინდა კვირიკეს ეკლესია სვანეთში ყველაზე ძლიერ სალოცავად,
სასწაულთმოქმედად და სნეულთა მკურნალად ითვლება.
ამ ეკლესიისადმი გამორჩეული რიდი, მოწიწება და უფლისადმი რწმენა ხალხურ სამართალშიც აისახა. განსაკუთრებულად დიდი ან გაურკვეველი დანაშაულის შემთხვევაში ეჭვმიტანილს სწორედ ლაგურკაში წაიყვანდნენ ხატზე დასაფიცებლად, რაც საქმის დასრულებას და გახსნას ნიშნავდა, რადგანაც არ არსებობდა სასჯელი, რომლის შიშითაც სვანს ლაგურკაზე ტყულა დაეფიცა და დანაშაული არ ეღიარებინა. ასევე, სწორედ ლაგურკაში ხდებოდა სისხლით გადაკიდებულთა შერიგება, რომლის შემდეგად მათ შორის მტრობა საბოლოოდ მთავრდებოდა.

კვირიკეს ეკლესიას, სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით მცველთა ჯგუფები იცავდა, რომელნიც მორიგეობით, დღე და ღამე იცავდნენ ტაძარს. საუკუნეების განმავლობაში ფესვგამჯდარი ტრადიცია თუ წესი დღესაც ურყევად არის სოფლის იმ უხუცესებში, რომელთაც ტაძრის გასაღები და უსაფრთხოება აბარიათ...

ლიგურკეს 28 ივლისს ზეიმობენ. ამ დღისთვის სვანეთს ალბათ ყველაზე შორეული წერტილებიდან უბრუნდება თავისი უძღები შვილები :)

ხო, მთელი თვე რომ ისე წვიმდეს, რომ ცა დედამიწას ემხობოდეს, კვირიკობის დღესასწაულზე მზე აუცილებლად გამოანათებს.
ეკლესიაში ლოცვა გამთენიისას იწყება. იკვლება საკლავი და ცხვება რიტუალური კვერები ("ლემზირები"). სრულდება საგალობლები, რომელნიც მხოლოდ ამ დღისთვის არის განკუთვნილი. იმართება სხვადასხვა ტრადიციული შეჯიბრებები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი, ეკლესიის ეზოში მდებარე უზარმაზარი საჯილდაო ქვის ადგილიდან დაძვრაა ...
ამ დღეს ეკლესიისათვის ფულის შეწირვაც ერთ-ერთი ტრადიციაა. მოგროვილი თანხით სოფელი ყიდულობს ხარს, რომელსაც სწორედ კვირიკობის დღესასწაულზე კლავს და მომლოცველებს მასპინძლობს.

Image

Image

რამდენი დამიწერია, ამას ვინ წაიკითხავს :roll:
სვანეთოლოგი

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by ლეონტი » 03 აპრ 2008, 22:47

chuna wrote:მე ხევსურეთზე იშვიათ წიგნს გათხოვებ! ყამარაულის ეთნოგრაფიულ ნარკვევს! დაბადება, დაქორწინება, დამარხვის წესებზე, სალოცავებზე, დღეობებზე, ხატის კუთვნილ ტერიტორიებზე ყველაფერი დაწვრილებით წერია! ერეთი საუკუნის წიგნია!
რომ გაგვესკანერებია ეგ იშვიათობა და სადმე აგვეტვირთა, დიდ საქმეს გავაკეთებდით, ყველა დაინტერესებულისთვის.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ადათ-წესები (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა, აჭარა)

Post by Mta Mkvarebia » 03 აპრ 2008, 22:55

გვალდა wrote: ...სვანეთში დაბრუნებული შალიანი მძარცველებს მოუკლავთ, ხატი გაუტაციათ და მისი დასაბინავებლად სწორედ ეს ეკლესია აუგიათ...
ძალიან საინტერესო ისტორიაა, მაკა,სურათებიც ულამაზესი. მაგრამ ვერ გავიგე ეკლესია ვინ ააგო, მძარცველებმა?. თუ არა, მაშინ როგორ დაიხსნეს სვანებმა ხატი?

ლეონტი

მართლა საინტერესო იქნებოდა. ვგიჟდები ასეთ წიგნებზე
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]