ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by Gvalva » 02 ივლ 2005, 20:43

შეხვედრა ბირთვისებში წასასვლელად 8-ზე იყო დანიშნული და თანაც სამგორში. ამას ქვია fatal error. დაგვიანება იყო, მაგრამ 9-ზე გავედით. ჩვენთან ერთად წამოვიდა ორი ფორუმჯიელი, რომლებმაც ამ ორიოდ კვირის ილაშქრეს ამ ადგილას და საუკეთესო შედეგს ვერ მიაღწიეს. გზაში ძირითადად იმ ადგილების აღწერა იყო სადამდეც მივიდნენ და საითაც ეძებეს. საკმაოდ ახლოს ყოფილან საუკეთესი შედეგისგან, ცოტა დაკვირვებაც და ყველაფერს ნახავდნენ.

ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ის იყო რომ წყალი საოცრად დამშრალი დამხვდა. სად წავიდა, რამ დააშრო, ყოველ მისვლაზე ნაკლები და ნაკლებია. ალბათ მალე დასალევი წყალი აღარ იქნება ბირთვისებში.

ლაშქრობის მთავარი მომენტი კეშის პოვნა იყო. ციხის მისადგომთან მდელოზე გავედით, იქედან დაიწყო რბოლა. ძირითადი კონკურენტები იყვნენ მაო და ნიკა. შეთანხმებული ვიყავით, მე ხმა არ უნდა ამომეღო, მაგრამ ძებნის ყურების სიამოვნება უნდა მიმეღო. მრბოლელები მთელი სიჩქარით გარბოდნენ და ამიტომ მე ცოტა ჩამოვრჩი. ის "კიბეები" ციხის გალავანთან უკვე არბენილი ქონდათ. როცა შევედი და მაღლა ავიხედე ნიკა და რომელიღაცი უკვე თითქმის ასულიყვნენ ციხის შიგნით მწვერვალზე, მაგრამ სრულიად დასავლეთით დადიოდნენ, მათდამი ინტერესი დავკარგე. ლუკა და მგონი მიკა აღმოსავლეთით იყვნენ მარა გაცდენილი, სხვა ქედზე მიდიოდნენ. მაოს მარშუტმა დამაინტერესა, მე ისე სხვათა შორის მივაბიჯებდი მწვერვალისკენ მარა ყურადღება მაოსკენ მქონდა. როცა უკვე ნიკაც გადმოვიდა და მთელი ჯგუფი მიხვდა რომ მაო სწორედ იმ ნაპრალს მიადგა სადაც კეში იყო, მეც იქეთ წავედი. როგორც ისრის დახატვისას მეეჭვებოდა, კეში იმ ნაპრალში დევს, მარა არა იქ სადაც ისრით არის მინიშნებული. ძებნაში ილიაც ჩაერთო. ჩავიდა კლდეზე, ხელებიც ბევრი აფათურა მარა კეში ვერ იპოვა. ისევ მაო ამოძვრა ქვემოდან და ილიას ცხვირწინ ააცალა კეში!! ნიკამ უამრავჯერ მისაყვედურა რომ ისარი არასწორედ მქონდა მითითებული მარა, მაოს და სხვათა (ჩემიც მათ შორის) ეს კარგიც არის რომ ზუსტად არაა დაისრული და ცოტა ძებნა მას შემდეგაც უნდა როცა ადგილს იპოვი.

მერე ბლოკნოტი მე გადმომცეს და ის გამოტოვებული პირველი ჩანაწერი გავაკეთე. ამის შემდეგ, ბლოკნოტში გაკეთდა პირველი გეოკეშური ჩანაწერი. ნიკამ აიღო ზუსტი კოორდინატები, რომელსაც ალბათ ბოკეზე დადებს :lol: და ჩვენ გადმოვწერთ აქეთ.

როცა კეშთან კარგად ვიმხიარულეთ მე და ილია სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმავალ ქედს ჩავყევით რომ შეუპოვარისთვის გადაგვეხედა. ცოტა ავფოფხდ-ჩავფოფხდით და სულ ქვედა წერტილში ჩავედით. აქედან ჩანდა საინტერესო ბილიკი შეუპოვარისკენ მიმავალი. დედაციხეზე მიმავალი ბოლო მდელოდან, სანამ კლდეებზე აფოფხებას დავიწყებთ, შუაში პატარა ტყეა. ბილიკი ამ ტყიდან გამოდიოდა. რადგან წყლები გლობალურად დამშრალი იყო, ეს ბილიკი ჩრდილოეთის მხრიდან ადიოდა შეუპოვარზე, წყლის ნავალის გამოყენებით. გადავწყვიტეთ ისე წავსულიყავით. მართალია ამ პატარა ტყეში ბილიკი მკვეთრად არ გადის შეუპოვარისკენ, მარა გასვლა შესაძლებელი იქნებოდა. გამოკითხვით წინადადება ვერ გავიდა და ისევ ქვემოთ დავბრუნდით, სადაც ჩვენი საჭმელი და ტანსაცმელი გვქონდა დაკეშილი. კოზა-ნოსტრა ხეზე ხომ აძვრა და იქ აიტანა საჭმელი და მერე ახლა ტოტებიც მიაფარა რეკაგნოსტიროვკის პონტში :) ეს მეორე კეშიც წარმატებიტ ვიპოვეთ. და იქვე საჭმლის გასათავებელი ჭამაც წამოვიწყეთ. დრო იმდენი გვქონდა მწვადს შევწვავდით კი არა, რამე რომ ყოფილიყო დავკლავდით კიდევაც და დავამუშავებდით.

როცა ვჭამეთ, დავისვენეთ და დრო კიდევ იყო, კოზა-ნოსტრა, ტეკლა, რინდი და ილია შეუპოვარზე წავიდნენ. ჩვენ პირდაპირ იმ კლდეების ქვეშ ვისხედით და ისევ განმეორდა ზევით-ქვევით ყვირილ-ძახილის ამბავი.როგორ მოიარეს და რა ნახეს თვითონ იტყვიან. მე და ნიკალაგუამ ჩამოსულებს წყალი დავახვედრეთ. მერე ავლაგდით, ქირურგის ხალათი-ჩვენი სუფრა ავკეცეთ და დავეშვით. ხო, ისტორიული "ჩექმა ხეზე" ვნახეთ. მის ძირას მომავალ თაობას დასაწვავად ნაგავი დაუტოვეთ. ზემოთ ჩვენ წინა თაობის ნაგავი დავწვით საკმაოდ ბევრი და ამიტომ ვიფიქრეტ რომ ეს გვეპატიებოდა :)

როცა დავბრუნდით და ასფალტზე ფეხი დავადგით დავიდმა და თეკლად ასფალტის თაყვანისმცემელთა სექტის შექმნა გადაწყვიტეს, თბილისში ბევრგან ეგება ასფალტი და მიმდევრებს ბევრს ვნახავთო, ჭიაბერაშვილის და ვიღაცის ფრესკების მოხატვაც გადაწყვიტეს. მარა როცა დავიდმა ჩუმად და დამაჯერებლად ჩაილაპარაკა "პირველად იყო ასფალტი"ისეთი ამბავი ატყდა, შეილება ამ სექტის შესახებ მალე ბევრმაც გაიგოს.

ასე მშვიდობიანად მოვიარეთ, თუ არ ჩავთვლით ილიას აპარატის და ჩემი, ასე ვიტყვი, პარალონის მცირე ნაჭრის დაკარგვის მცდელობას, მეტი საშიში და სახიფათე არაფერი მომხდარა.

მადლობა ლაშქრობის ყველა მონაწილეს რომ ეს დღე ყველამ ერთად ასე ლამაზად გავატარეთ.

პ.შ. აპარატი ხომ იცით რომ მე არ მქონდა... დააყარეთ სურათები.
Last edited by Gvalva on 03 ივლ 2005, 07:51, edited 2 times in total.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by mika » 02 ივლ 2005, 20:58

აბა რა მერე როგორი ფლორა.......................და ფაუნდა რა უნიკალური ჯიშები...

გვალვას განსაკურთრებით ის თეთრი იშვიათი ჯიშის ძაღლი დაევასა... და არამარტო გვალვას .... ძაღლსაც დაევასა და ასე მეგობრობა მეგობრობით ერთდროეულად და პარალელეურ რეჟიმში დალაშქრეს ბირთვისები...

და მერე როგორ დაწყდა გული გვალვას რომ ის იქ უდაბულ ტყეში მიატოვა .......ჩვენ არ დავრთეთ ნება რომ წამოეყვანა ტბილისში და მშობლიურ ფესვებს მოეწყვიტა.............

აუ რამდენი დავწერე.......... საღოლ მე
medical student

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by Gvalva » 02 ივლ 2005, 21:28

mika

ეგ ძაღლი არ გამახსენო!!

მაგის გამო, თუ კიდევ წავალ ბირთვისებში, არადა ვხვდები რომ უახლოეს მომავალში მომიწევს, ან ფარცხისიდან შევიპარები, ან რამე თემურ ლენგის ბილიკებს ვიპოვი და საიდუმლოდ შევალ :)

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by mika » 02 ივლ 2005, 21:37

Gvalva

ისე მაგ შენმა სანაქებომ მითხრა გვალვას მე აქ მუდმივად ვუმასპინძლებო.... :lol:
medical student

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by აცაბაცა » 02 ივლ 2005, 21:40

სურათებს მალე დადებთ ხალხნოოოოოოო???????????????????????

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by ilia » 03 ივლ 2005, 09:15

დავიწყოთ თავიდან, სასტავი მარშუტკაშიც საკაიფოდ ხალისობდა

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by ilia » 03 ივლ 2005, 09:20

ა კიდო

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by ilia » 03 ივლ 2005, 09:23

ფოტოგრაფები ცალკე გადაგვიღეს

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by ilia » 03 ივლ 2005, 09:33

გადმოვედით მარშუტკიდან და ცას ავხედეთ

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by ilia » 03 ივლ 2005, 09:58

შევუყევით აღმართს, კადრში ჩვენი გამცილებელი ძაღლიც მოხვდა

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by ilia » 03 ივლ 2005, 10:02

ირგვლივ უმაგრესი ხედები იშლებოდა

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by ilia » 03 ივლ 2005, 10:04

ალგეთის წყალსაცავი

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by mika » 03 ივლ 2005, 10:09

ასე მშვიდობიანად მოვიარეთ, თუ არ ჩავთვლით ილიას აპარატის და ჩემი, ასე ვიტყვი, პარალონის მცირე ნაჭრის დაკარგვის მცდელობას, მეტი საშიში და სახიფათე არაფერი მომხდარა.
და ეს პარალონი მაოსი იყო როგორც მახსოვს
medical student

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by ilia » 03 ივლ 2005, 10:16

დაცემა ხედებია, მაგრამ ყველა რომ დავდო GVALVA დამბრიდავს. ა ნახეთ.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ბირთვისები, კეშის ძებნა, 2 ივლისი 2005

Post by ilia » 03 ივლ 2005, 10:22

კლდეებს სორის მოქცეული ვიწრო ბილიკებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]