ლობო
ჰოოოო,
შენი მსჯელობიდან ჩანს რომ ჩემი კომენტარი არც თუ ისე მოგეწონა.
თანაც ცდილობ ჩემი მკვეთრი კრიტიკა იმ პიროვნების მიმართ შეარბილო და ტიპი გაამართლო.
მე კი ვიტყვი რომ განსჯა , სხვისი ცხოვრებისა თანაც მიცვალებულისა, შეუძლებელიცაა და მიუღებელიც, უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ არ იცი მის შიგნით ანუ ამ პიროვნების სულში, რა ხდებოდა.
მაგრამ გააზრება მისი შეცდომებისა აუცილებელია, რადგან ნურავის გონია რომ ჩვენ სხვა სამყაროსში ვცხოვრობთ,ზუსტად იგივე შეიძლება ჩვენც შეგვემთხვეს თუ მსგავს შეცდომებს დავუშვებთ.
შეცდომები კი იყო სწორედ მენტალური და ფსიქიური დონიდან და არა ის მაგალითად რომ საჭმელი ვერ იშოვა ბუნებაში და შიმშილით მოკვდა.
ეგეთი რამის მე არ მწამს.
მე მხოლოდ 1 რამეს ავღნიშნავდი, რაც ფილმში კარგად ჩანს, როცა კეთილ ადამიანებს შეხვდა, და ესეთები ყველგან არიან, და მათ ყველამ ერთი და იგივე უთხრეს, მაგრამ ამან ,საწყალმა არავის მოუსმინა, ჩაკეტილი ქონდა და გაჭედილი, რამაც მიიყვანა უდროოდ თავის 4თვლიან რკინის კუბოში.
აი ეს არის, იქნებ მეტი ყურადღება, მოთმინება და სიყვარული გვმართებს როცა ვინმე რამეს გვირჩევს ან გვეუბნება? და ჩვენი დილიხორის გასწორება არ უნდა დავაყენოთ #1 პრიორიტეტად?
რაც შეეხება ამ გმირის ჰაიკერობას. ეს რათქმაუნდა გამორიცხულია.
მაგრამ არც მოგზაური არ იყო, ამ მცნების შინაარსით.
მოგზაურსაც და ჰაიკერსაც აქვთ კონკრეტული მიზანი და ამოცანა, თუნდაც სამყაროს შეცნობა.
ის კი უბრალოდ გაურბოდა თავის თავს, და ცხოვრებას, რაც კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი და კარგად შესწავლილი ფენომენია, და ვიცით რომ საკუთარ თავს ადამიანი ვერსად ვერ გაექცევა.
და ვერსად დაემალება, გარდა 1 ისა:
რომელზეც უფალი ამბობს: "მოდით ჩემთან მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე განგისვენებთ თქვენ."
ვისაც ყურები უფუნქციონირებს , იმას ესმის.
