სოფელი სამშვილდე მდებარეობს თბილისიდან 45 კილომეტრში (დახლოებით 1 საათის სავალი დროა)
სამგორის მეტროსთან დავიქირავეთ სამარშრუტო ტაქსი 100 ლარად.
რაც შეეხება ისტორიულ ძეგლებს, ვდებ lama-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას:
სამშვილდე გახლავთ, ერთ-ერთი უძველესი ციხე ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოსი. ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორია... მიეკუთვნება მდინარე ხრამის ხეობას (თეთრი წყაროს რაიონი) ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით. ციხექალაქი მდებარეობს მდინარე ჭივჭავისა და მდინარე ქციას (იგივე ხრამი) შესართავთან მდებარე ბუნებრივად გამაგრებულ კონცხზე. მისი შექმნა უკავშირდება ქართველთა ეპონიმს ქართლოსს. მას თავდაპირველად "ციხე ორბისად" მოიხსენიებდნენ, აგრეთვე მას მთავარი ციხის ზოგადქართული სახელწოდებითაც მოიხსენიებდნენ ანუ "დედა ციხედ".....
სამშვილდის ისტორია, როგორც ციხე ქალაქისა იწყება ძვ. წ. IV-III ს.ს. სამშვილდის ციხე-ქალაქი 1110 წელს დავით აღმაშენებელმა თურქ სელჩუკებისაგან გაანთავისუფლა და შემოუერთა ერთიან საქართველოს. XII ს-ში მას ორბელთა საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალართა რეზიდენცია იყო. ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი იგი (სამშვილდის ციხე-ქალაქი) მეფეს ემორჩილებოდა, ხოლო XV საუკუნიდან ბარათაშვილების სათავადო ცენტრი იყო.
მნიშვნელოვანია ამ ციხის კომპლექსში მდგარი ტაძარი, რომელსაც სამშვილდის სიონს ვუწოდებთ (ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული ისევე, როგორც ყველა სიონის ტაძარი) იგი მიეკუთვნება VIII საუკუნეს თავისი არქიტექტურული ფორმით წარმოადგენს ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძარს. იგი გახლდათ დიდი საეპისკოპოსო ტაძარი. ტაძარი სამწუხაროდ დანგრეულია, შემორჩენილია მისი აღმოსავლეთის ფასადი. აღმოსავლეთის ფასადის მთელ სიგრძეზე დაცულია ასომთავრული წარწერა, სადაც მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებულნი არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის მეშვეობით დადგინდა ძეგლის აგებიუს ზუსტი თარიღი 759-777 წლები.
ტაძარი თავისი ფორმით ძალიან წააგავს წრომის ტაძარს
ესეც Beqa.GE-ს რუკა

* * *
ახლა კი, საინტერესო სტატისტიკა: დღეს, 9 თებერვალს, 9 საათზე შევიკრიბეთ სამგორის მეტროსთან დევიზით "მოდით 9-ში 9 საათზე 9 მთა გადავიაროთ"...
დილითვე გაირკვა, რომ მოლაშქრეთა საწყის რაოდენობას რამდენიმე კაცი გამოაკლდა და საბოლოო ჯამში სამარშრტო ტაქსში 9 კაცი აღმოვჩნდით:
1.ლამა
2.სასკვა
3.ბექა ფიცხელაური
4.მეორე მონადირე
5.ketuna 4
6.beqa.ge
7.archil
8.wanderer
9.და მე
სამარშრუტო ტაქსმა სადღაც თეთრი წყაროს მიდამოებში ჩამოგვსვა, იქიდან ფეხით გავაგრძელეთ გზა სამშვილდის ციხე-სიმაგრისკენ (ფოტოებს, რუკას და ყველაფერ იმას, რაც ლაშქრობის აღწერას ჭირდება, მოგვიანებით დადებენ რა თქმა უნდა). შემთხვევით შევიტყეთ, რომ ფეხით სავალი საწყისი პუნქტიდან სამშვილდის ციხემდე არც 7 და არც 8... 9 კმ ყოფილა...
ვნახეთ სამშვილდის მართლა დიდებული მონასტერი, სამშვილდის ციხე, რომლის შიგნითა სტრუქტურის ნახვისასაც დავასკვენით, რომ თითქმის აუღებელია და რომელიც დავით აღმაშენებელმა აიღო(ფოტოები როგორც გითხარით სხვებმა გადაიღეს და დადებენ).
მწვადი ამოვალაგეთ, ავაგეთ შამფურებზე, აღმოჩნდა, რომ 9 შამფური მწვადი გამოგვსლოდა...
9 ჭიქაში 9-9 ჩამოვასხით და ღმერთი ვადიდეთ, წასულებს შენდობა ვუთხარით, დავლიეთ სიცოცხლის და ყველა სხვა დანარჩენი კარველი ვადღეგრძელეთ, არაყი ზუსტად 9 სადღეგრძელოზე გვეყო...
უკან გამოვიარეთ 9 კმ და სამარშრუტო ტაქსით თბილისისკენ გამოვწიეთ, სადაც აბა თუ მიხვდებით რომელ საათზე ჩამოვედით?.. მართალია, ზუუსტად საღამოს 9 საათსა და 9 წუთზე ტრაფარეტ "თბილისს" ჩავუარეთ

არავის არ გვიცდია რატომღაც რამე რამეზე დაგვემთხვია, უბრალოდ ისე მოხდა, რომ შესანიშნავი კარვული 9შქრობა გამოგვივიდა სამშვილდეში...

უბრალოდ ამ დამთხვევის შესახებ გვინდოდა გვეთქვა, ახლა კი, როგორც წესია, ისე ჩამოაყალიბებენ სხვები მარშრუტს, ფოტომასალითა და აღწერით...
