ახლა მინდა კიდევ ერთი ლაშქრობის შესახებ მოგიყვეთ. ეს ლაშქრობა რკონში შედგა. მართალია არხოტის ლაშქრობასთან შედარებით ის ბევრად მცირე მასშტაბისაა, მაგრამ როგორც ნებისმიერი ლაშქრობა და ბუნებაში მოგზაურობა, ისიც არის რაღაცით საინტერესო!

ყველაფერი კი ასე დაიწყო:
სამი წლის წინ, ანუ 2004 წლის სექტემბერში N67-ის მამამ მე, მერაბი (ჩემი ძმა), N67 და N67-ის და რკონში წაგვიყვანა სალაშქროდ. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ლაშქრობა. მახსოვს, რომ თბილისში ძალიან ნასიამოვნები ჩამოვედი. ძალიან მომეწონა რკონის არქიტექტურა და იქაური ბუნება!
მას მერე მინდოდა, რომ კიდევ ერთხელ მომეარა ის ადგილები, მაგრამ შარშან ეს ვერ მოვახერხე. აი წელს კიდე მივაღწიეთ საწადელს!
იდეა მე და მერაბს გვეკუთვნოდა. მშობლებს არ ეცალათ. სამწუხაროდ ჩვენმა მეგობრებმაც ვერ მოიცალეს და დავრჩით მარტონი.

მაგრამ ეგ არაფერი. მოვემზადეთ, ბარგი ჩავალაგეთ და 17 სექტემბრის დილას დიდუბიდან გავემგზავრეთ სოფელ ახალქალაქში (კასპის რაიონი).