მოკლედ 23-ში დილით წყნეთში თოვლი რომ დამიხვდა ლამის გადავიფიქრე ბაზალეთზე წასვლა....
ნახევარი წელიწადია ძლივს მოვაბით თავი და ახლა დაღალატება არ მეპატიებოდა
ხოდა შევხვდით (შეხვედრა ცოტა დაგვიგვიანდა) მე, N67, ელენე, ბესო და დავადექით ნიკას მანქანით ბაზალეთისკენ გზას (ვთქვა ძაღლი რომ გავიტანეთ?....

)...
მართალია უკვე კარგა გვარიანად იყო დაბნელებული მაგრამ ტბასტან მაინც მივედით. ულამაზესი სანახავი იყო, მთვარე ოდნავ ანათებდა ღრუბლებიდან და თან თოვლს ცრიდა... დავტკბით სიმშვიდით და გავაგრძელეთ გზა, თუმცა არ ვიცი მაგას გზა ქვია?! ტალახი იყო საშინელი და სახლამდე ძლივს მივაღწიეთ...
ავაგუზგუზეთ ღუმელი - გათბა სულიც და ხორციც...
ნუ , მერე იყო რა თქმა უნდა ჭამა-სმა დიდად შესარგი, ტრადიციული და არატრადიციული სადღეგრძელოები და ასევე ხვალინდელი დღის მოლოდინი, ნინუკალას და თაგვის დახვედრა, რასაც შეეწირა ჩემი მარჯვენა ფეხი (არ ინერვიულოთ ეხლა უკვე გამართულად დავდივარ

)
ხო, ის დამავიწყდა რომ მეორე დილის 9 საათიდან ჩემი სამსახურიდან არ შეწყდა ზარები და მიუხედავად ჩემი და URBAN FAMILY-ს წევრების მცდელობისა მაინც მომიწია თბილისში დაბრუნება

და მომდევნო დღის წარმოსახვით ბაზალეთზე ყოფნა....