გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by ira » 24 ნოე 2007, 22:44

გამარჯობათ მეგობრებო
სანამ ამბის მოყოლას დავიწყებდე, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ პირველად ვხსნი კარავზე თემას,ამიტომ თუ რამე შემეშალა და არასწორად ვქენი, არ გამკიცხოთ :oops: :oops: :oops:
Last edited by ira on 24 ნოე 2007, 23:05, edited 1 time in total.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by Nika » 24 ნოე 2007, 22:48

თარიღი დაწერე სათაურში.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by Archil » 24 ნოე 2007, 22:51

ვინ უნდა გაგკიცხოს, მე არ გამიკიცხიხარ და :)

გირჩევ თავიდან ლაშქრობის აღწერის წესების მიხედვით მოყვე და ყველაფერი წესების მიხედვით გამოგივა, სურათები დადე და მხატვრული მონაყოლითაც გააფორმე და ზეც ოლი (that all) იქნება :)

აბა გისმენთ
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by ira » 24 ნოე 2007, 22:57

მოკლედ, ერთ მშვენიერ დილას, (უფრო სწორედ, წინა კვირას) მე და სოფომ (რომელიც კარავზე ცნობილია კუდიანი სახელით, გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა გვიანი შემოდგომის მშვენიერი ამინდი და დაგველაშქრა საქართველოს რომელიმე ქალაქი, ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ (თუმცა ბევრი არ გვიფიქრია, როგორც წესი გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ სად წავიდეთ, უცებ ვიღებთ ხოლმე) ვერაფერიც ვერ მოვიფიქრეთ :lol:

ამ დროს სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები მიდიოდნენ ქუთაისში ქორწილში...
ხოდა მოკრძალებით ვთხოვეთ, გამოგყვებით და რომელიმე ქალაქში ჩამოვალთო :D
მინდა გითხრათ, რომ ჩემი და სოფოს მშობლები ჩვენს ასეთ არაორდინალუ და ე.წ. "ციგნურ-ბომჟურ" პახოდებს მიჩვეულნი არიან (მეტი რ გზა აქვთ :lol: ), ამიტომ მშვიდად დაგვთანხმდნენ,
ხოდა ჩვენც გავყევიიიიით
ჯერ კიდევ თბილისიდა გასვლამდე სოფოს გაახსენდა გორი :)!!!!!
და გადავწყვიტეთ გ ო რ ი

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by ira » 24 ნოე 2007, 22:59

ხო, თარიღი იყო 18 ნოემბერი

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by ira » 24 ნოე 2007, 23:03

უთენია ჩავედით გორში, დავემშვიდობეთ ჩვენებს, ბედნიერი გმგზავრობა ვუსურვეთ და დავადექით გზას სადგურისკენ :)
გზად პირველი გაკვირვებული სახეებიც შემოგვხდა, აბა რა იქნება დილა უთენია 2 უცხო რუგზაკიანი გოგო რომ გკითხავს სადგური სად არისო ? :D

მივედით ამ სადგურში, შევიძინეთ მცირეოდენი საგზალი, და რაც მთავრაია "ლუდი ჩვენი არსობისა " :lol: :lol: :lol: (აბა უმაგისოდ, პახოდი რისი პახოდია:D )
გადავწყვიტეთ უფლისციხის მონახულება, რომელიც სოფოს აქამდე არ ენახა.
აღმოჩნდა, რომ გორიდან უფლისციხეში თუ მიდიხარ, უნდა გაყვე სოფ. ქვახვრელის და არა სოფ. უფლისციხის მარშუტკას (ეს ისე, რჩევის სახით)
ხოდა ჩვენც წავედით
ფანტასტიური ამინდი იყო, არამარტო ნოემბრის კვალობაზე :)

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by ira » 24 ნოე 2007, 23:06

ხო მართლა, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ფოტოების უხარისხობის გამო, მობილურითაა გადაღებული და...... რა ვქნათ, ექსპრომტული წასვლი გამო ვერ მოვახერხეთ ფოტოკამერის ორგანიზება :oops:

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by ira » 24 ნოე 2007, 23:08

ასეთი იყო უფლისციხის მისადგომები :
Image

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by ira » 24 ნოე 2007, 23:14

უფლისციხის ჭიშკარს რომ მივადექით, რა თქმა უნდა ჯერ უცხოელები ვეგონეთ, ეს როგორც წესი ასე ხდება ხოლმე, მერე ქართულად რომ ამოვიდგით ენა და ვიკითხეთ, სალარო დაკეტილი რომაა რა ვქნათო, იქვე გამყიდველი ქალი ცოტა შეცბა, მერე გვიპასუხა, ისე შედითო, გიდი არ გინდათო? _არაოოო - ვუპასუხეთ ჩვენ
-არც გზამკვლელვი გჭირდებათო?
-რად გვინდა, გადასარევად ვიცითო- იყო პასუხი
-მარტო ხართ თუ სხვებიც მოგყვებიანო?
-მარტონი ვართო...
არადა იმ ქალს ეტყობა გულით უნდოდა რამე კითხვა დაესვა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ბოლოს შეგვეკითხარ: აბა რა გინდათ აქო?
ნუ ამ ბოლო შეკითხვას უკომენტაროდ დავტოვებ :lol: :lol:


მინდა გითხრათ, რომ უფლისციხეში მეოთხედ ვიყავი, მაგრამ ყოვლეტვIს მრავალრიცხოვან ექსკურსიებზე ვხვდებოდი ხოლმე და ვერ აღვიქმადი მის დიდებულებას
იმ დღეს იყო კულტურული შოკი, რადგან მთელ ამხელაგარემოში ჩემსდა სოფოს გარდა მხოლოდ ერთი ცუგა დაბოდიალობდა, რომელიც მორჩილად და ერთგულად დაგვყვებოდა ფეხდაფეხ


User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by ira » 24 ნოე 2007, 23:22

ეს კი მშვიდი უფლისციხე ჩვენთან ერთად:
Image
Image
Image



User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by ira » 24 ნოე 2007, 23:29

უფლისციხე რომ მოვილიეთ, ისევ გორში დავბრუნდით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფათერაკების გარეშე :)


ჯერ ძალიან ადრე იყო, და გადავწყვიტეთ ატენის სიონის მონახულება,
ვიპოვეთ ატენისკენ მიმავალი დაფეხვილი და მართლაც ნიკოლოზის დროინდელი პაზიკი და წავხრიგინდით ატენში... გზაში ბლომად იყო კითხვეი:"სადაურები ხართ შვილო?" "ატენში რა გინდათ გოგოებო? " "აი რა უშიშარი გოგოები ყოფილხართ, არ გეშინიათ მარტო რომ დადიხართ" და ა.შ.


მინდა გითხრათ ატენის ხეობის სილამაზემ ძალიან მოგვხიბლა, უნდა ვაღიარო, გორის რაიონში ასეთ ხედებ არ ველოდი, ის ხომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო, იქიდან ყაზბეგის მყინვარის დანახვაც თუ შეიძლებოდა... :)

ესეც ატენს სიონი, ძალიან ცუდი ხარისხით, მაგრამ ვტვირთავ როგორც ნივთმტკიცებასმ რომ ნამდვილად ვიყავით იქ :)
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გორის ვაშლი იაფააად :) (ეძღვნება ლობოს) :)))) 18 ნოემბერი 20

Post by Archil » 24 ნოე 2007, 23:31

ვიკიპედიას დავესესხებით:

უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.

გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზე უნდა იყოს ათვისებული ქვიშაქვების მასივი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. შიდა ქალაქი დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან კი იცავდა კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხაკოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები).

საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი (რუსტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა - ალიზის აგურით. სამხრეთ მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე, სამხრეთ უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მ.შ. მცირე კლდეკარი. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსლით, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი - გვერდითი. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით.

დაგეგმარების მხრივ აღსანიშნავია დაახლოებით ერთი სქემით განლაგებული კომპლექსები: ეზო, წინიდან პორტალის მსგავსი ღია სადგომი, სიღრმეში კი სიგრძივი (თუ ერთი ან ორი ოთახია) ან სიგრძივი და განივი ღერძების მიხედვით (თუ ოთახთა რაოდენობა მეტია) დაჯგუფებული ოთახები. ეს კომპლექსები თავისი სტრუქტურებით ვანის სამეფოში გავრცელებულ გამოქვაბულებს ენათესავება. უფლისციხის გამოქვაბულთა ერთი ნაწილი შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ზოგი დარბაზის ბრტყელი გადახურვა კოჭებიანი ჭერის მსგავსად არის დამუშავებული და ქართული ხალხური არქიტექტურაში ცნობილ კონსტრუქციებს უნდა ასახავდეს. უფლისციხის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმართულია აგურით ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც სტილისტიკური ნიშნებით IX-X საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახით არის შემონახული. შუა ნავი გვერდით ნავებზე მაღალია. სამივე ნავი დასაველთით გაერთიანებულია ნართექსით, გადახურულია კრამიტით. მთავარი შესასვლელია სამხრეთიდან. ნართექსს დამოუკიდებელი კარი აქვს და მთავარ ნავს დასავლეთიდან უკავშირდება. სასიმაგრო თხრილის გარეთ გაშლილი ყოფილა გარე ქალაქი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. შიდა ქალაქის ჩრდილოეთით 700-800 მ-ზე დაცულია უფლისციხის დიდი კლდეკარი, რომელიც ძველ ამიერკავკასიის ძირითადი სავაჭრო მაგისტრალის ერთ-ერთ უდიდეს საგზაო ნაგებობას წარმოადგენდა (სიგრძე - 150 მ, სიმაღლე 10 მ, სიგანე - 2 მ).

უფლისციხის დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, დაცულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის წარმართული სალოცავის ნანგრევები ყათლანიხევის ბიცვზე, ამავე დროის სამაროვანი სოფ. უფლისციხეში, ანტიკური ხანის რამდენიმე დაბა და სამაროვნები, შუა საუკუნის ნასოფლარები, სამაროვნები და სახიზნები, ხოლო შიდა ქალაქის აღმოსავლეთით - შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი საწნახლები და გზის ნაწილი. უფლისციხესა და სასოფლო გარეუბნის მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას ფვაძლევს არქეოლ. გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, მარნები, ვაზის სასხლავი დანები, ბრინჯაოსა და კაჟის ნამგლები, რკინის სახნისი, კევრები, ყურძნის წიპწები და ა.შ. ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე, მრავალფეროვნება და მხატვრული სინატიფე უფლისციხეს ძველი დროის ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვან ცენტრად წარმოგვიდგენს.

უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ანსამბლსა და მის გარშემო დაჯგუფებულ დასახლებებსგანვითარების გრძელი გზა გაუვლიათ. კლდეში ნაკვეთი დასახლება ჯერ უფლისციხის მიდამოებში მცხოვრები თემების ჰეგემონი თემის საცხოვრისი გამხდარა, შემდეგ კი - "ზენა სოფლის" (შიდა ქართლის) ტომთა გაერთიანების ცენტრი, სადაც ამ გაერთიანების მეთაური (მამასახლისი), უფალი მჯდარა (აქედან სახელწოდება უფლისციხე). ადრინდელი ანტიკური ხანიდან (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელი ელინისტურ ხანაში (ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის დასასრულს - III საუკუნე) მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა. ძველ კლდეში ნაკვეთი დასახლება კი ანტიკური ქალაქის შიდა ქალაქად ჩამოზალიბდა. IV საუკუნიდან უფლისციხე, ისევე როგორც ადრინდელი კლასობრივი ხანის ზოგიერთი სხვა ქალაქი, დაქვეითდა და მხოლოდ სამხრეთ სტრატეგიული მნიშვნელობა შერჩა. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში (IX-X საუკუნეები) დასუსტებული ციხე-ქალაქი უფლისციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. IX-X საუკუნეებში უფლისციხეში გაბატონებისათვის თავგამოდებით იბრძოდნენ ქართველი მეფეები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ (X საუკუნის 70-იანი წლები) უფლისციხემ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა. ეს პროცესი დავით აღმაშენებლის მიერ 1122 თბილისის განთავისუფლებით დაგვირგვინდა.

უფლისციხის, როგორც სამხედრო სტრატეგიული პუნქტის, არსებობა მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) პერიოდში დამთავრდა. შემდგომში მას ახლომდებარე რაიონის მოსახლეობა მხოლოდ დროებით სახიზრად იყენებდა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]