კვირას 2-ის ნახევარზე ნაიასგან ზარი იყო მობილურზე - რას შვებიო, მოდიხარ თუ ვერაო... გვალვა და გამარჯობა საქართველო შეამხანაგებოდნენ უკვე. უფრო სწორედ გოგა ჯერ კიდევ დილით ყაზბეგში იყო და ამ დროისთვის ჩამოდიოდა თბილისში.
გამიხარდა რომ ნაიამ წამყოლები ეშოვა მარტყოფის ღვთაებისკენ და ამის შესახებ ჩემს სტუმარსაც ვუთხარი. აღმოჩნდა რომ დიანაც არ ყოფილა იქ.
წამოხვალ? ვკითხე დიანას. ბევრი ყოყმანი და ხვეწნა კახელებს არ სჩვევიათ და ცოტა ხანში უკვე ავლაბრის აღმართზე ველოდებოდით ნაიას მანქანის გამოჩენას.
ასე დაიწყო ჩემთვის ეს ლაშქრობა.
მივყვეთ ლაშქრობის აღწერის პროცედურას

1. რეგიონი:
ქართლი, თბილისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - მარტყოფი - ნორიო - მარტყოფის მონასტერი - ღვთაების სვეტი - ნორიო - თბილისი
მოცემულ მარშუტის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ
მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს
მარტყოფი 25.03.2007 ანუ მაინც ამოვთხრი

ანტონ მარტყოფელის მონასტერი
3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე. გავედით 2 საათზე და 8-ზე თბილისში ვიყავით.
4. სირთულე:
რაის სირთულე, მანქანაში ვიჯექით ძირითადად. ნორიოს შემდეგ ასფალტირებული გზა აღარ არის. მსუბუქი მანქანები ადიან მონასტრამდე.
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფლები მარტყოფი და ნორიო
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მიახლოებით - მანქანით თბილისიდან მონასტრამდე 35 კმ.
კახეთისკენ მიმავალ გზატკეცილს გაუყვებით. შემდეგ ნორიო - მარტყოფისკენ მიმავალ ხიდზე გადაუხვევთ, ნორიოს გავლით (ბევრს ჰგონია რომ ღვთის სვეტი მარტყოფის გავლით უნდა გავიდეს (ფეხით ასე უფრო ახლოსაა), არადა მანქანით ნორიოს გავლით უნდა მოხვდეთ იქ), ნორიოს შემდეგ გაივლით რამოდენიმე კილომეტრს, თუ მოხრეშილ, ტყეში მიმავალ აღმართზე მოხვდით, სწორ გზას ადგეხართ და მარტყოფის მონასტერიც მალე გამოჩნდება. იქ, სადაც გზა ორად იყოფა, მარჯვნივ გაუხვიეთ და 20 მეტრში მონასტრის გალავანსაც დაინახავთ (თუ გალავანი არ ჩანს, მაშინ იქ არ შეგიხვევიათ

ნორიოში და მარტყოფში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, მარშუტკები საკმარისად შემოგვხვდნენ გზაში. იქიდან კი ფეხითაც გადავა ადამიანი მონასტერში. რამოდენიმე წლის წინათ ნათლუღის ავტოსადგურიდან გადიოდნენ.
7. ფეხით გავლილი მანძილი:
ფეხით მონასტრიდან ღვთაების სვეტამდე 2 კმ-მდეა ტყის მჭრელების გზის მაგვარი. ბილიკებით უფრო მოკლეა, მაგრამ დაკარვით არაერთი დაკარგულა (მათ შორის მეც) მონასტრის ტყეში. გვირჩიეს გზას ავყოლოდით.
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ერთ-ერთი ასურეთელი მამათთაგანის ანტონ მარტყოფელის (მე-6 საუკუნე) მონასტერი. ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები. კირიონ კათალიკოსის მოკვლის ადგილი. ანტონ მარტყოფელის საფლავი.
მონასტრიდან ზემოთ კარგად მოჩანს განახლებული ღვთის სვეტი, სადაც წმინდა ანტონი დაყუდებული იყო, და მოწამეობის ამ ფორმით ურთიერთობდა ღმერთთან.
9. საბანაკე ადგილები:
მონასტრის გარშემო ტყეა, სადაც საქეიფო ადგილებია გამართული. მამათა მონასტერი დასარჩენად იწვევს ვაჟებს (თეთრეული წამოიღეთო ოღონდაც) რამოდენიმე დღით, მარხვისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების დროს.
10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წყალი მოდის მონასტერშიც და მის გარშემო საქეიფო ადგილებშიც.
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
ფოტოაპარატი არ დაგავიწყდეთ, კარგი ხედები იშლება (იწყობა კიდევაც

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
მონასტრის მამაოები, სოფლის მოსახლეობა (ღვინით დალოცვაც კარგად იციან

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
სოფელ მარტყოფში ეკლესია და ციხის ფრაგმენტი. ნორიოშიც არის ციხის ფრაგმენტი.
14. რუქა:

უფრო დიდი ვერსიისათვის

ან უბრალოდ
http://i021.radikal.ru/0711/60/1b2a9c5bd8ca.jpg
ჩემმა ფოტოაპარატმა ჩაილურის წყალი დალია (გადატანითი მნიშვნელობით), ამიტომ ფოტოებზე მე პასს. გოგას და ნაიას ფოტოაპარატების შედევრებს ველოდებით მოუთმენლად
