უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
-
Contact:
Post
by gio giorgi » 28 ოქტ 2007, 19:57
რამოდენიმე კვირის წინ ვიყავით რთველში სოფელ ვაზისუბანში (გურჯაანის რაიონი)და ტრადიციული რიტუალების შემდეგ ცოცხლად გადარძჩენილები

მეორე დღეს ავედით როგორც იქაურები ეძახიან.. სანაგირეში,,,
დაგმოცემით მონასტერი ვახტანგ გორგასლის მეუღლეს გურანდუხტს დაუარსებია ,მას შემდეგ რაც ქალაქი ჭერემი აშენებულა. აქედან ჭერმამდე დაახლოებით 10-15 კმია...მონასტერს აშკარათ ეტყობა რომ მრავალჯერაა გადაკეთებული . ძირითადად მთავარი ტაძარი ალბათ სავარაუდოდ 13 საუკუნეშია აშენებული...დღეს დღეობოთ ძეგლი კატასტოფულ მდგომარეობაშია როგორც კახეთის უმეტესი ძეგლი .ტაო კლარჯეთს მივტირით და აგერ კახეთში უნიკალური ძEგლები თავზე გვენგრევა...
გზაში......
შემოდგომის ფერები....

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 29 ოქტ 2007, 10:56
gio giorgi - ჯერ დიდი მადლობა ფოტოებისთვის. შემოდგომის ფერები მართლაც უნიკალურია... რა ვიცი, ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ვერ მოვითმინე, ამ ფრაზაზე კომენტარი არ გამეკეთებინა:
ტაო კლარჯეთს მივტირით და აგერ კახეთში უნიკალური ძეგლები თავზე გვენგრევა...
ცხადია, კახეთის უნიკალურ ზეგლებსაც მიხედვა და პატრონობა სჭირდებათ, მაგრამ ტაო-კლარჯეთის ეკლესიებს იქ, იმ გეოპოლიტიკურ არეალში სხვა დატვირთვა აქვთ - ქართული სულის შენარჩუნება, გაღრმავება და განმტკიცება. მე არ ვიცი შენი დამოკიდებულება ზოგადად მაგ საკითხისადმი, მაგრამ რატომღაც ბოლო დროს მოდად იქცა მსგავსი გამოთქმა - იქ კი არა, აქ გვენგრევა თავზეო... არადა, ქართულ ენასთან ერთად ეგ ტაძრებია ის ქვაკუთხედი, რაც იქაურ ქართველებს თავის ქართველობას ახსენებს. და არა მარტო ქართველებს - ბანასთან და კიდევ ზოგიერთ ძეგლთან იქაურმა თურქებმა პირდაპირ გვითხრეს, ეგ თქვენი წინაპრების აშენებულიაო...
P.S. მე რა ვიცი ამ საკითხისადმი შენი დამოკიდებულება და იქნებ ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა კიდეც...
-
gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
-
Contact:
Post
by gio giorgi » 29 ოქტ 2007, 12:15
guruli
რათქმაუნდა მეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქ მაგ საკითხისადმი როგორც ნებისმიერ ქართველს ,ტაო კლარჯეთი ყველა ჩვენთაგანისთვის სულ სხვა გრძნობებს იწვევს და სხვა დატვირთვაა რათქმაუნდა ,ისევე როგორც ჯვრის მონასტერს და ივერონს ათონზე,
უბრალოდ გული გიკვდება როცა ხედავ ამ უნიკალურ ძეგლებს ესეთ დღეში...და გომბორის ძეგლების უმეტესობა დღემდე უცნობია ხალხისთვის..მაგალითად ზეგაანი,სანაგირე,შაშიანის სამება,ჭერემი,ვაჩნაძიანი,კალაურის ნათლისმცემელი,აკურის მამადავითი,კისისხევის უდაბნო მინასტრები და ა.შ

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 29 ოქტ 2007, 12:18
gio giorgi
ძალიან საინტერესოა
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 29 ოქტ 2007, 13:00
gio giorgi
და გომბორის ძეგლების უმეტესობა დღემდე უცნობია ხალხისთვის..მაგალითად ზეგაანი,სანაგირე,შაშიანის სამება,ჭერემი,ვაჩნაძიანი,კალაურის ნათლისმცემელი,აკურის მამადავითი,კისისხევის უდაბნო მინასტრები და ა.შ
ცხადია, ცუდია, ჩვენს სამშობლოს კარგად რომ არ ვიცნობთ, მაგრა მაგ ეკლესიებზე მეტად ტაო-კლარჯულები თუ გვსმენია, მაგასაც მოეძებნება ახსნა - იმ ტაძრებმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი, შენს მიერ ჩამოთვლილებზე ბევრად დიდი როლი შეასრულეს. საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლა იმათი წიაღიდან დაიწყო...
-
gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
-
Contact:
Post
by gio giorgi » 29 ოქტ 2007, 13:07
guruli
რა თქმა უნდა აქ საკამათო არაფერია...ტაო ალბათ ჩვენ სამუდამო ტკივილათ დარჩება...
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 29 ოქტ 2007, 13:41
ამ ზაფულს ვიყავი ტაოში

-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 29 ოქტ 2007, 15:34
gio giorgi
რა ლამაზი ეკლესიააა....
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 29 ოქტ 2007, 15:39
gio giorgi
guruli
რა თქმა უნდა აქ საკამათო არაფერია...ტაო ალბათ ჩვენ სამუდამო ტკივილათ დარჩება...
ვა - ამის შემდგომი ჩემი პოსტი სად აორთქლდა?

თუ საერთოდ არ გამოგზავნა?

რაღაც სერვერმა გაჭედა მაშინ და... თუ მოდერმა წაშალა?

-
gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
-
Contact:
Post
by gio giorgi » 29 ოქტ 2007, 15:51
qvevri
ეს შენ საპატივცემულოთ
Naia
კი ეს ჩემი ერთ ერთი საყვარელი ადგილია. ბევრგან ვყოფილვარ მაგრამ მონასტერთან რო წყაროა ესეთი წყალი სხვაგან არსად არ დამილევია რაღაც ტკბილი გემო დაკრავს

-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 29 ოქტ 2007, 17:41
gio giorgi
ფანტასტიური სურათებია... მომეწონა შენი ხედვა

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 30 ოქტ 2007, 15:21
gio giorgi
კარგია რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენე საკმაოდ ადვილად მისასვლელი ძელგები ვაზისუბან-კალაურ-ვაჩნაძიანის შემოგარენში. არადა რატომღაც ნაკლებად პოპულარული ძეგლებია და იშვიათად რომ ადგოლობრივს გარდა იქ ვინმე მივიდეს. ზოგი ძეგლი თავად სოფლებშია მაგალითად გულბაათ ჭავჭავაძის სახლი ანდა სულხან ჭავჭავაძის სასახლე (თუ მეტი არა არაფრით ჩამოუვარდება ეს უკანასკნელი ალექსანდრეს სასახლეს).
გმადლობთ!
-
gio giorgi
- მაწანწალა
- Posts: 339
- Joined: 25 მაი 2007, 12:38
-
Contact:
Post
by gio giorgi » 30 ოქტ 2007, 15:59
Kakha
მართალი ხარ ეს ადგილები თითქმის უცნობია საზოგადოებისთვის...საუბედუროთ ბევრს გონია კახეთი მხოლოდ ალავერდის და შუამთის ნახვით შემოიფარდგება...და წარმოდგენა არააქთ გომბორის მთებში რამხელა საგანძური იმმალება..ის საგანძური და სიმდიდრე რაც მე-6 საუკუნეში ასურელმა მამებმა მოიტანეს და დღემდე შეიძლება შეიგრძნო ეს სულიერი განძი ამ ხელუხლებელ ტაძრებში...ტაო-კლარჯეთი ტყუილათ არ ვახსენე როგორც ეს საოცარი მხარე წაგვერთვა ჩვენი სიბრმავის გამო ასევე ეს გომბორის საგანძურიც დაფარულია ჩვენთვის...მაგრამ ბოლო წლებია სიტუაცია გამოსწორდა და იმედია მეტი ყურადღება მიექცევა ამ მხარეს....