თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by kotetbeli » 10 ოქტ 2007, 19:24

ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა!

ადრე ერთმა კარგმა კაცმა მითხრა, ყველა ადამიანს აქვს ისეთი ადგილი, რომელიც მას დროდადრო თავისკენ ეძახისო... სანამ თუშეთში წავიდოდი, ცოტახნით ადრე დამიძახა მთამ.

ეს იმ თუშს გაუმარჯოს, ცერის უღელტეხილზე 50-იოდე გამოკვებილი და ფრთებდაუჭრელი ინდაური რომ გადმოჰყავდა ბარისკენ... საიდანღაც შურთხმა გადაუქროლა და თიქოს რაღაც დასძახაო, ყველა ინდაურმა ფრთა გაშალა და ფართხაფურთხით გაჰყვნენ ხეობის სიღრმეში...
ინდაურობა არ მეთქმის, მარა მეც 5 დღით გავშალე ფრთა და თუშეთში წავედი ჩემს მეგობართან, რეზო ბაშინურიძესთან.
შემოდგომაზე თუშეთის მთიდან ჩამობარგება იწყება: ბარისკენ მოჰყავთ ცხვარი, ძროხა, ცხენები, მოაქვთ ყველი, მატყლი და ა.შ. ჩვენ შემთხვევაში, მთიდან 8 ცხენი იყო ჩამოსაყვანი და ერთ დღეში უნდა მოგვესწრო, რომ ცერის უღელტეხილზე არ გავყინულიყავით. გამგზავრების წინ დაგვირეკეს, ომალოში ოდნავ წამოთოვასავითო, წვიმაც მოჰყვა და ქარიცო... ერთი ჯემპრით ზედმეტი წავიღეთ...

გზის კეთილი ანგელოზების დიდება ყოფილიყოს! გვეწეოდნენ და გვწყალობდნენ!

ალვანიდან ომალოსკენ სოსო იჭირაულის "ნივით" წავედით 3 "ექსპედიტორი": ჩემი მეგობარი რეზო, რეზოს მეგობარი ზაქრო და მე. სოსო იჭირაულს "ნივა" ისე დაყავს, იგივეს გამეორება, დარწმუნებული ვარ, ოფროუდერების ჯერ კიდევ ბევრი წლის აუხდენელ ოცნებად დარჩება... ისეთს არ აკეთებს, რაც მანქანას არ შეუძლია, მარა რაც მანქანას შეუძლია, ყველაფერს აკეთებს, თან დინჯად და მშვიდად.
ზედ ცერზე აღმართული ჯვარი დაგვხვდა, სადაც პატარა საყდარივით უნდა აშენდეს. ცერი გადავიარეთ, აცივდა, აცივდა და წასახემსებლად გავჩერდით, ერთი ჭიქა არყის დალევა აუცილებელი იყო... არაყი აღმოგვაჩნდა, ჭიქა-არა... ომალოდან ალვანისკენ მიმავალმა "ნივამ" გაჩერა, ფანჯარაში გამოიხედა-ჭიქა მე მაქვსო...

ეს იმ თუშს გაუმარჯოს, ბილიკზე დავარდნილი ჩიტი რომ დაინახა, ხელში აიყვანა და დანანებით ჩაილაპარაკა- შენც რა თუშივით გზაში მომკვდარხარო...
ყველა გზაზე დაღუპული მოიხსენოს ღმერთმა და ყველა დაგვიფაროს!

ავედით ომალოში და იმ ღამეს იქ დავრჩით ზემოთ ნახსენებ დიდებულ კაცთან-სოსო იჭირაულთან.
დილით კარგი ამინდი გამოგვივიდა, თუმცა, ამინდი აქ არაფერ შუაშია: ჩვენთან ბუნება ისეა მოწყობილი, როცა ქარია, ადამიანს ვერ ერევა, არსად არ მიაქროლებს; როცა წვიმაა, ადამიანის კანის შიგნით ვერ აღწევს, ზემოდან ასველებს და მორჩა; როცა თოვლია, დაცემული ფიფქი მტკივნეული არაა...
ომალოდან გომეწარში გადავედით, სოფელ კოკლათაში, აქედან იწყებოდა "კრუიზი", თუმცა ჯერ გაველურებულ-გამუსტანგებულ-გაყარაღნებული ცხენები იყო დასაჭერი... მთავარი დედალი ცხენის, ფაშატის დაჭერაა, დანარჩენები იმას დაყვებიან უკან. ყველა ცხენი თოკებში გავახვიეთ და დაიწყო ნალების დაკვრა.

სიცოცხლეს გაუმარჯოს! შურთხმა რომ ინდაურებს აგრძნობინა, იმ სიცოცხლეს გაუმარჯოს! კარგი ცხენი რომ სულელ მხედარს ზურგზე არ იჩერებს, მაგასაც... ხრამთან რომ მანქანას გააჩერებ და შემხვედრ მანქანას კარგ გზას დაუთმობ, მაგასაც...

კოკლათაში 3 ცხენზე ცხენზე შევსხედით მე, რეზო და ზაქრო, 5 ცხენიც წინ გამოვირეკეთ და გამოვაჭენეთ ომალოსკენ 30 კილომეტრზე... რეზოს და ზაქროს თეთრი ქათქათა ცხენები ყავდათ, ჩემი ცხენის კეხის ძირზე კი, ნაბადი ეფინა ზედ ერთ მხარეს ამოქარგულით: "თორღვაიძე" და მეორე მხარეს-"ლურჯა."
დაახლოებით 3 საათში ომალოში ვიყავით. ტელეფონი ჩავრთე და რაღაც მესიჯები მოვიდა... ჯერ ვერ მივხვდი რომელი სამყაროდან იყო... იმ სამყაროდან იყო, რომელიც არ მიზიდავდა... იმ სამყაროში მეორე ადამიანს რამე რომ გააგებინო, სხვადასხვა ფორმის გრაფიკული ფორმები უნდა დაუწერო ან სხვადასხვა ბგერითი კომბინაციები უნდა უთხრა, მთაში კიდე მრავალსიტყვაობის გარეშეც კარგად ესმით ერთმანეთის, მთაში არ არსებობს ნახევრად ნათქვამი და ნახევრად გაგებული, ფიქრიც ისევე ისმის, როგორც სიტყვა, სიტყვა ისევე მოქნილი აქვთ, როგორც ალაზნის წყალი...
ღამით ომალოში დავრჩით. გვიან ღამემდე ვსაუბრობდით. სხვისი არ ვიცი და ამ 2 წელში მე რაც თუშეთი ვნახე, ერთს დაზუსტებით ვიტყვი: ეს ხალხი, ზომიერად სვამს და ბევრს შრომობს. წინაპრებზე რასაც ჰყვებიან, შემდეგ საქმითაც იმეორებენ...
მეორე დღის დილის 9 საათზე ომალოდან ალვანისკენ დავიძარით, ამინდი ისევ კარგი იყო. მთელმა ორგანიზმმა დაიწყო ვარჯიში, დიდი ვარჯიში...
ბილიკ-ბილიკ
დაღმართ-დაღმართ
რიყე-რიყე
აღმართ-აღმართ
"კილკა"-"კილკა"
არაყ-არაყ
თექა-თექა
ნაბად-ნაბად
ლაგამ-ლაგამ
ფაფარ-ფაფარ
ყინულ-ყინულ
ტალახ-ტალახ
ღრუბელ-ღრუბელ
ბალახ-ბალახ
ტუსვა-ტუსვა
ჩაქჩაქ-ჩაქჩაქ
ჭენებ-ჭენებ
ქარ-ქარ-ქარ-ქარ
ქროლვა-ქროლვა
მალმალ-მალმალ
წყარო-წყარო
ტალახ-ტალახ
მიწა-მიწა
ნაშალ-ნაშალ
წამებ-წამებ
საათ-საათ
ყველგან-ყველგან
ალაგ-ალაგ
ღიმილ-ღიმილ
ალალ-ალალ
მუხლებ-მუხლებ
მაჯა-მაჯა
სიღრმე-სიღრმე
ხრამ-ხრამ-ხრამ-ხრამ
სიმღერ-სიმღერ
ამბავ-ამბავ
ნაცნობ-ნაცნობ
დანაბარ-დანაბარ
თუშეთ-თუშეთ
მთა-მთა-მთა-მთა...

ცერთან ახლოს ორი უცხოელი შეგვხვდა... ჯერ რეზომ ჩაუარა, რაღაც უთხრა ინგლისურად, მერე ზაქრომ ჩაუარა ჭენებით, მერე მე ჩავუქროლე ცხენით და მხიარულად მივაძახე "Bonne voyage"... გაჭენებულზე უკან რომ მოვიხედე, დავინახე ორი ადამიანი იდგა პირდაღებული, მეტის საყურებლად დრო აღარ მქონდა...
ცერის უღელტეხილი გადავიარეთ და ძირს დავეშვით ბარისკენ. მგზავრობის მე-8 საათზე უკვე ბარში ვიყავით, სოფელ ლეჩურთან. ჩემ ცხენს წინა ფეხზე ნალი აძვრა და კენჭებზე ფეხი ტკიოდა... მე კიდე, ცხენის თითოეულ მოძრაობაზე მტკიოდა ტერფები, წვივები, მუხლები, ბარძაყები, წელი, ბეჭები, კისერი, მხრები, მკლავები, მაჯები, თითები და ფაფრის ჭერისგან - ფრჩხილები... დროულად წამოგვეწია კვლავ სოსო იჭირაული თავისი "ნივით" და თითქმის ალვანამდე ჩასულმა, ამჯერად, მის მანქანაში გადავინაცვლე, ხოლო ჩემი ცხენი რეზომ და ზაქრომ სხვა ცხენებთან ერთად გამოაყოლეს...
ალვანში რეზოს სახლის წინ სკამზე ვიჯექი და ბიჭებს ველოდებოდი როდის მოვიდოდნენ ცხენებით. იქაურებმა ცხვარი ჩაატარეს უამრავი სული, მერე თივა ჩაატარეს, ნახირი ჩამოატარეს, ურიკით ყველი ჩაატარეს, მერე ყურძენი ჩამოატარეს, ისევ ცხვარი ჩაატარეს, ისევ თივა, ისევ ძროხა, ისევ ცხვარი...
ზემოთაც უკვე ვახსენე თუშების შრომაზე...

ეს იმ შირაქელს გაუმარჯოს, თუშის ცხვარი რომ ბოსტანში გადაუვიდა, გამოვიდა და აბა, რაღა გაბრაზებისა იყო, გაეცინა დ თუშ მეცხვარეს უთხრა:
-გომეწარი ხო თქვენია?
-კი, ჩვენია-უპასუხა თუშმა მყემსმა.
-ომალოც და სხვა დანარჩენი მთა-თუშეთიც ხო თქვენია?
-კი, ჩვენია.
-ალვანიც ხო თუშებისაა?-ჩაეძია თურმე ბოსტნის მეპატრონე.
-კი, ალვანიც ჩვენია.
-ეს შირაქიც ხო თქვენია?
-კი, ჩვენია.
-ხოდა, აეს ჩემი ათი მეასედი ბოსტანიც კიდე ზედ მიჩუქებიაო... :wink:

თუშეთს გაუმარჯოს! მისი სალოცავების მადლო გვეწეოდეს და გვწყალობდეს!
Last edited by kotetbeli on 10 ოქტ 2007, 20:53, edited 2 times in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by meore monadire » 10 ოქტ 2007, 19:33

გამარჯობა კოტე :)

ისა რაღაცა უნდა გთხოვო

ხშირ ხშირად იარე რა თუშეთში :)


მაგარი მთხრობელი ხარ
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by kotetbeli » 10 ოქტ 2007, 19:39

მადლობა, კაი, ეგრე ვიზამ :D
ცოტა მერე სურათებსაც მოვაყოლებ :)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by gobe » 10 ოქტ 2007, 20:00

შენ კი გაიხარე, ვასო, შენა!
მართლა კარგად წერ, სამაგიეროდ მე კარგად ვკითხულობ

...

ველით ფოტოებს :wink:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by kotetbeli » 10 ოქტ 2007, 20:05

gobe
ნეტ, ევო ზვალი კატე, ონ ვ პეხოტე ბილ, ნეტ, ნე ვ პეხოტე, ეეე, ისაა, ცხენზე კაცო, ცხენზე... :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by ketuna4 » 10 ოქტ 2007, 20:16

kotetbeli

მალე იქნება სურათები?

საოცრად საინტერესოდ წერ და ალბათ სურათების უსაინტერესოესი იქნება :D

User avatar
bellge
მაწანწალა
Posts: 915
Joined: 12 ივნ 2007, 10:50
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by bellge » 10 ოქტ 2007, 20:17

კოტე სიტყვები არ მყოფნის...

გმადლობ...

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by Toma » 10 ოქტ 2007, 20:32

kotetbeli
დავდნი და დავიფერფლე :oops:

მაგარი მთხრობელი ხარ ადამიანო შენ გაგიმარჯოს.

თავიდან რომ შევხედე ამაი რა წაიკითხამს მეთქი მაგრამ რომ გაუბედე და დავიწყე ჰჰოოოოჰჰჰჰ რა ჩამითრია და ჩამღვენთა

გაიხარე კო(რბილი ნიშანი)იკ :D

hellen
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 30 ივლ 2006, 20:12
Location: Georgia
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by hellen » 10 ოქტ 2007, 20:35

kotetbeli
კარგი ხარ კოტე, ღმერთმა გვიმრავლოს სილამაზის შენნაირი დამფასებლები, ლამაზად ყვები ხოლმე, იცოცხლე :) :wink:
ქალთევზები თმებს არ ვივარცხნით :roll:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by kotetbeli » 10 ოქტ 2007, 20:46

მადლობაი დიდი!
და ისა... გაზაფხულზე აბარგებისას თუშებს არ მივეხმაროთ???
:wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by Gvalva » 10 ოქტ 2007, 22:42

კოტე შენ შემოგევლეთ მთელი კარაველები!!

ძააააან წერ!! ძაააან!!!

როგორ მიხარია რომ ჩვენი მეგობარი ხარ!!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by kotetbeli » 10 ოქტ 2007, 22:45

Gvalva
მადლობა :oops: :oops: არც ეგრე ძაან, გავწითლდი ვახ :D

აბარგებას თუშებს ვეხმარებით! :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
bellge
მაწანწალა
Posts: 915
Joined: 12 ივნ 2007, 10:50
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by bellge » 10 ოქტ 2007, 22:59

კოტე, კრებულს რომ გამოცემ სადაც შენს მოგზაურობებს აღწერ აუცილებლად შემატყობინე :)


ღრმა პატივისცემით

ბელჯი

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by caucasica » 10 ოქტ 2007, 23:03

kotetbeli wrote:Gvalva
მადლობა :oops: :oops: არც ეგრე ძაან, გავწითლდი ვახ :D

აბარგებას თუშებს ვეხმარებით! :wink:
:D აბარგებისას ვეხმარებით?!

User avatar
wintertime
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 01 მაი 2006, 01:48
თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!..

Post by wintertime » 10 ოქტ 2007, 23:45

კოტე ძალიან მაგარი ხარ! ძალიან!!! არ ვიცი როგორ გამოგდის ასე. ერთბაშად გამომიკეთდა ხასიათი:) ხშირად დაწერე ხოლმე.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]